ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011
Posted: 13 ოქტ 2011, 19:06
გასვლა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უახლოვეს უქმეებზე უფრო გრძელვადიანი მოგზაურობა არ აქვს დაგეგმილი და არ უნდა ყველა თავისუფალი დღე ქალაქში გაატაროს 
ალგეთის ეროვნული პარკი განსაკუთრებით მძაფრად წარმოაჩენს თავის სიმშვენიერეს შემოდგომით (როგორც ამბობენ!). ადგილი გამოირჩევა ფლორის და ფაუნის სიმდიდრით და სილამაზით. პარკში 1700მდე სახეობის მცენარე და 80-ზე მეტი სახეობის ფრინველია (შთამბეჭდავად ჟღერს!).
სხვადასხვა საიტებზე გამოქვეყნებულ ამინდის პროგნოზს თუ ვენდობით, შაბათ დღეს დარია. ნუ ცოტა შეიძლება შეიკრას ღრუბელი, მაგრამ არ მგონია ამან შეგვაშინოს
ველაპარაკე დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის უფროსს. მზად არის ყველანაირად დაგვეხმაროს და დაგვაკვალიანოს. გიდები არ ჰყავთ. მაგრამ რეინჯერს გამოგვაყოლებს, ყოველი შემთხვევისთვის....
საიტზე რამოდენიმე საფეხმავლო ბილიკია მითითებული. ყველა შედარებით მოკლეა და მარტივი. ბ-ნ გიორგის ავუხსენი რომ გასვლის მონაწილეები სავარაუდოდ სიარულის მოყვარული და გამოცდილი მოლაშქრეები იქნებიან, ამიტომ მან მე-3 ბილიკი შემომთავაზა. ეს ბილიკი 13-14 კმ არის დაახლოვებით. როგორც ადმინისტრაციის უფროსი იძახის, გზად ბევრ საინტერესო ადგილს გავივლით, ძველი მონასტრების ნაგრევებს ა.შ. მოვინახულებთ მიძინების ტაძარს, რომელიც დაცული ტერიტორიის დასაწყისში მდებარეობს. მარშრუტის ბოლო წერტილი კი დიდი ნამტვრიანი იქნება.
რაც შეეხება ტრანსპორტს: დავრეკე მძღოლთან და მან ეს მარშრუტი 130 ლარით შეაფასა. მანქანაში 16 კაცის ადგილია (შესაძლოა სკამების დამატებაცო, რაც არამგონია დაგვჭირდეს). თანხა თანაბრად გაიყოფა გასვლის მონაწილეებს შორის. თუ ვერ შეგროვდა მსურველთა საკმარისი რაოდენობა შესაძლებელია ჩვეულებრივი სამარშრუტოთი წასვლაც, რომელიც ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გადის (ფიროსმანის ქუჩა). პირველი სამარშრუტო 08:00 გავა. დიდი იმედი მაქვს რომ სწორედ პირველს გაყვება ჩვენი ეკიპაჟი
ცოტა გაჭირდება დაბრუნების ამბავი. საქმე ისაა, რომ მანგლისიდან მომავალ ტრანსპორტს განრიგი არ აქვს და სავარაუდოდ ”ავსებაზე გასვლის” პრინციპი მოქმედებს.
კვება: ყველა წამოვიღებთ ჩვენს საგზალს. შესაძლოა ასევე საღამო ხანს კოცონის დანთება და მწვადის შეწვა. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაქირავებული მანქანით წავალთ, რომელიც დაგველოდება.
მიუხედავად იმისა რომ დიდი სურვილი მაქვს ეს გასვლა შედგეს, მაინც ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული! თუ შევატყეთ რომ შაბათს თავსხმაა, მაშინ სავარაუდოდ გასვლა არ შედგება....
მოკლედ, მგონი ყველაფერი დავწერე, რაც საჭირო იყო
1. Maiko-adventurous
2. Maiko-adventurous +