ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by Maiko-adventurous » 13 ოქტ 2011, 19:06

გასვლა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უახლოვეს უქმეებზე უფრო გრძელვადიანი მოგზაურობა არ აქვს დაგეგმილი და არ უნდა ყველა თავისუფალი დღე ქალაქში გაატაროს :)
ალგეთის ეროვნული პარკი განსაკუთრებით მძაფრად წარმოაჩენს თავის სიმშვენიერეს შემოდგომით (როგორც ამბობენ!). ადგილი გამოირჩევა ფლორის და ფაუნის სიმდიდრით და სილამაზით. პარკში 1700მდე სახეობის მცენარე და 80-ზე მეტი სახეობის ფრინველია (შთამბეჭდავად ჟღერს!).
სხვადასხვა საიტებზე გამოქვეყნებულ ამინდის პროგნოზს თუ ვენდობით, შაბათ დღეს დარია. ნუ ცოტა შეიძლება შეიკრას ღრუბელი, მაგრამ არ მგონია ამან შეგვაშინოს :)
ველაპარაკე დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის უფროსს. მზად არის ყველანაირად დაგვეხმაროს და დაგვაკვალიანოს. გიდები არ ჰყავთ. მაგრამ რეინჯერს გამოგვაყოლებს, ყოველი შემთხვევისთვის....
საიტზე რამოდენიმე საფეხმავლო ბილიკია მითითებული. ყველა შედარებით მოკლეა და მარტივი. ბ-ნ გიორგის ავუხსენი რომ გასვლის მონაწილეები სავარაუდოდ სიარულის მოყვარული და გამოცდილი მოლაშქრეები იქნებიან, ამიტომ მან მე-3 ბილიკი შემომთავაზა. ეს ბილიკი 13-14 კმ არის დაახლოვებით. როგორც ადმინისტრაციის უფროსი იძახის, გზად ბევრ საინტერესო ადგილს გავივლით, ძველი მონასტრების ნაგრევებს ა.შ. მოვინახულებთ მიძინების ტაძარს, რომელიც დაცული ტერიტორიის დასაწყისში მდებარეობს. მარშრუტის ბოლო წერტილი კი დიდი ნამტვრიანი იქნება.
რაც შეეხება ტრანსპორტს: დავრეკე მძღოლთან და მან ეს მარშრუტი 130 ლარით შეაფასა. მანქანაში 16 კაცის ადგილია (შესაძლოა სკამების დამატებაცო, რაც არამგონია დაგვჭირდეს). თანხა თანაბრად გაიყოფა გასვლის მონაწილეებს შორის. თუ ვერ შეგროვდა მსურველთა საკმარისი რაოდენობა შესაძლებელია ჩვეულებრივი სამარშრუტოთი წასვლაც, რომელიც ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გადის (ფიროსმანის ქუჩა). პირველი სამარშრუტო 08:00 გავა. დიდი იმედი მაქვს რომ სწორედ პირველს გაყვება ჩვენი ეკიპაჟი :) ცოტა გაჭირდება დაბრუნების ამბავი. საქმე ისაა, რომ მანგლისიდან მომავალ ტრანსპორტს განრიგი არ აქვს და სავარაუდოდ ”ავსებაზე გასვლის” პრინციპი მოქმედებს.
კვება: ყველა წამოვიღებთ ჩვენს საგზალს. შესაძლოა ასევე საღამო ხანს კოცონის დანთება და მწვადის შეწვა. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაქირავებული მანქანით წავალთ, რომელიც დაგველოდება.
მიუხედავად იმისა რომ დიდი სურვილი მაქვს ეს გასვლა შედგეს, მაინც ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული! თუ შევატყეთ რომ შაბათს თავსხმაა, მაშინ სავარაუდოდ გასვლა არ შედგება....
მოკლედ, მგონი ყველაფერი დავწერე, რაც საჭირო იყო :)
1. Maiko-adventurous
2. Maiko-adventurous +
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
nkiviladze
ბოდიალა
Posts: 158
Joined: 21 მაი 2011, 18:12
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by nkiviladze » 13 ოქტ 2011, 19:21

1. Maiko-adventurous
2. Maiko-adventurous +
3. nkiviladze

ყოჩაღ მაიკო! 13-14 კმ უკვე რაღაცაა:) გამეხარდა! მადლობა!
მოვდივარ

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by CheLo » 13 ოქტ 2011, 19:23

1. Maiko-adventurous
2. Maiko-adventurous +
3. nkiviladze
4.
5. Chelo

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by stranger » 13 ოქტ 2011, 19:27

1. Maiko-adventurous
2. Maiko-adventurous +
3. nkiviladze
4.
5. Chelo
6.stranger ?

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by Maiko-adventurous » 13 ოქტ 2011, 19:30

მე-4 ადგილი რატომ არის გამოტოვებული? :D
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by keto » 13 ოქტ 2011, 19:33

ცოტა გაჭირდება დაბრუნების ამბავი. საქმე ისაა, რომ მანგლისიდან მომავალ ტრანსპორტს განრიგი არ აქვს და სავარაუდოდ ”ავსებაზე გასვლის” პრინციპი მოქმედებს. - ამას რაც შეეხება, რა ტრანსპორტსაც აქედან გაყვებით, იმის მძღოლს შეუთანხმდით, ჰა ჰა 1-2ლარის დამატება მოგიწიოთ კაცზე, მოგაკითხავთ და წამოგიყვანთ უკან.
Keep Smiling...

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by Maiko-adventurous » 13 ოქტ 2011, 19:36

keto wrote:ცოტა გაჭირდება დაბრუნების ამბავი. საქმე ისაა, რომ მანგლისიდან მომავალ ტრანსპორტს განრიგი არ აქვს და სავარაუდოდ ”ავსებაზე გასვლის” პრინციპი მოქმედებს. - ამას რაც შეეხება, რა ტრანსპორტსაც აქედან გაყვებით, იმის მძღოლს შეუთანხმდით, ჰა ჰა 1-2ლარის დამატება მოგიწიოთ კაცზე, მოგაკითხავთ და წამოგიყვანთ უკან.
3-4 კაცი თუ შევგროვდით, არამგონია თავი შეიწუხოს მძღოლმა :P
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by KSOVRELI » 13 ოქტ 2011, 20:07

1. Maiko-adventurous
2. Maiko-adventurous +
3. nkiviladze
4. KSOVRELI
5. Chelo
6.stranger ?
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by avtokh » 13 ოქტ 2011, 20:18

აქეთ მეც მინდოდა წასვლა, ოღონდ ბილიკის ნომერი არ ვიცი, ბოლო პუნქტი კლდეკარი იყო :) მაგრამ ამ ჯერზე ვაშლოვანს ვამჯობინებ :)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 ოქტ 2011, 22:04

მართლაც, ძნ ლამაზი ადგილებია.
ფოთლოვან ტყეებში მოხვდებით, რომელიც უკვე ყვითლად არის შემოსილი და თუ მზე გექნებათ, ფერების ზეიმში აღმოჩნდებით.
Maiko-adventurous wrote:გიდები არ ჰყავთ. მაგრამ რეინჯერს გამოგვაყოლებს
მართალია, მეგზურები არ ჰყავთ, რადგან არც თუ ისე პოპულარობით სარგებლობს ეს პარკი.
ცოტა მოლაშქრე დადის.
მცველებს შესანიშნავი მეგზურობა შეუძლიათ

სასიამოვნო ლაშქრობას გისურვებთ, ხალხ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by Naia » 13 ოქტ 2011, 22:11

ალგეთის პარკი თან შემოდგომაზე გოგას ფოტოებში ვნახე და აღვფრთოვანდი. იმედია უკვე ნამდვილი ოქროსფერი შემოდგომა დაგხვდებათ. შაბათს სამწუხაროდ არ მცალია, თორემ ვიფიქრებდი წამოსვლაზე...

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by Ledi » 13 ოქტ 2011, 22:13

1. Maiko-adventurous
2. Maiko-adventurous +
3. nkiviladze
4. KSOVRELI
5. Chelo
6.stranger ?
7. Ledi
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by Maiko-adventurous » 13 ოქტ 2011, 22:30

GAMARJOBA SAKARTVELO
ვაშლოვანში გასვლის ძნ დიდი იმედი მქონდა, მაგრამ 1ადრეთი იმედი ლეო იყო :( ამიტომ შემდგომში შემოგი1დებით.
ამ გასვლას რაც შეეხება, შედარებით მარტივია, მაგრამ როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო მეუბნება მ4ოვნადი :) იმედია, ჩვენც ვისიამოვნებთ!
პ.ს. რებუსები რავარი ქართულია არ ვიცი, მაგრამ ვითვისებ :P
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by mariamooo » 13 ოქტ 2011, 22:40

უფ, კარგია, არც მძიმე, არც მსუბუქი :):) მაგრამ სამშობლო მიხმობს და ვერ ვუღალატებ :))

მაი, წარმატებას გისურვებ შენს მიერ დაგეგმილ პირველ ლაშქრობაში

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ალგეთის ეროვნული პარკი 15.10.2011

Post by Maiko-adventurous » 13 ოქტ 2011, 22:43

მარიამოოოოო :)))
აუ როგორ მინდა რომ აქ იყოოო :)))
I am not an adventurer by choice but by fate.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]