Page 1 of 6

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 10 ოქტ 2011, 21:52
by Kakha
ამ მარშრუტის შესახებ რამდენიმე წლის წინ გიორგი ბაგრატიონი მომიყვა. ტანას ხეიბაში (გორის მახლობლად) ბოლო სოფლამდე, რომელსაც ლევიტანა ჰქვია მანქანით უნდა მივიდეთ. შემდეგ სამანქანო გზები აღარაა. ლევიტანადან სამი დღის განმავლობაში უნდა გადავიდეთ გუჯარეთის ხეობაში აბუხალოს კლდეში ნაკვეთი მონასტრის გავლით. გუჯარეთის ხეობა ბორჯომის ხეობის ნაწილია და დაახლოებით ტიმოთესუბანთან გავალთ. გასავლელი იქნება, როგორც რუკაზე ვუყურებ, დაახლოებით 40 კმ. სავალი უნდა იყოს მიტოვებულ ნაგზაურებზე, ტყე-ტყე, აღმართ-დაღმართ. ზოგან ნაგზაურები გაჯაგებულია.

მოკლედ ეს არ იქნება მარტივი გასეირნება.

მონდა ამ მარშრუტზე გავიდეთ უქმეზე 14 ოქტომბერს და დავბრუნდეთ კვირას 16 ოქტომბერს

ოღონდ ეს ყოველივე ამინდზეა დამოკიდებული. ცუდ და წვიმიან ამინდში გასვლას არ ვაპირებ. არ მხიბლავს სველ ტყესა და გაწუწულ მდგომარეობაში ბოდიალი.

გეგმა ასეთია, დავიქირავოთ მინიბუსი, რომელიც ლევიტანაში აგვიყვანს და მერე კვირას დაგვხდება გუჯარეთში. გზად ტიმოთესუბანს ვნახავთ და თბილისში დავბრუნდებით.

გაითვალისწინეთ, რომ სამი დღე უკაცურ ადგილებში მოგვიწევს სიარული და ღამ-ღამობით საკმაოდ გრილა.

ორი დღეა დღეში რამდენჯერმე ამინდის პროგნოზს ვამოწმებ და სამწუხაროდ პროგნოზი ისეთია, რომ სადღაც ხუთშაბათიდან ამინდი შეიძლება აირიოს. ამიტომ საბოლოოდ გავალთ თუ არა გადაწყდება ოთხშაბათს.

მინიბუსის ამბავს და შესაბამისად ფასს გავიგებ და დავწერ. საგზალი ყველამ თავად წამოიროს.

აბა წავიდა ჩაწერა

1. კახა

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 10 ოქტ 2011, 21:59
by kandelaki
1. კახა
2. კანდელაკი

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 10 ოქტ 2011, 23:01
by nagli33
Kakha
დიდებული მარშუტია.. დიდი ხანია ვფიქრობ და ვგეგმავ მაგრამ თავი ვერ მოვაბი.. ლევიტანა-აბუხალო-გუჯარეთი-მიტარბი-ბაკურიანი.

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 10 ოქტ 2011, 23:18
by meleksa
ძალინ-ზე მეტად მინდა წამოსვლა, ზეგ მეცოდინება ზუსტად წამოვალ თუ ვერა

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 10 ოქტ 2011, 23:22
by Kakha
nagli33
ჰოდა ჩაეწერე. ოღონდ ბაკურიანში ასვლას არ ვგეგმავ. გუჯარეთიდან სახლში ვბრუნდებით ტიმოთესუბნის (იგივე კიმოთესუბნის) გავლით!

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 11 ოქტ 2011, 00:38
by teo-
1. კახა
2. კანდელაკი
3. თეო?
მანძილი და სირთულე მომხიბვლელია, იმედია ხედებიც ასეთი იქნება

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 11 ოქტ 2011, 00:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
Kakha wrote:ტანას ხეობაში (გორის მახლობლად) ბოლო სოფლამდე, რომელსაც ლევიტანა ჰქვია მანქანით უნდა მივიდეთ.
ლევიტანამდე 8-10 კმ ცუდ მდგომარეობაშია და დიდი შანსია მინიბუსი ვერც ავიდეს.
მით უფრო, თუ ტალახი იყო. გვარიანი თხრილები და ტალახია.
თუმცა, თუ გადალახეთ ეგ მონაკვეთი, ჰომ კგ და გზად ულამაზეს შემოდგომას ნახავთ.
ასევე, ძნ ლამაზი მიმართულებაა ქოზიფა-ტიმოთესუბანი და შედარებით მოკლეც არის

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 11 ოქტ 2011, 01:12
by burdiani
მოკლედ გადავთვალე პირდაპირი ხაზით ლევიტანადან აბუხალომდე არის 8 კმ, აბუხალოდან სოფელ გუჯარეთამდე 6 ჰოდა გუჯარეთიდან 17 კმ ია ტიმოთესუბნამდე. ახლა რა მაინტერესებს ტიმოთესუბანი გუჯარეთი სამარშრუტოსათვის გაუვალი გზააა? :)

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 11 ოქტ 2011, 01:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
burdiani wrote:მოკლედ გადავთვალე პირდაპირი ხაზით ლევიტანადან აბუხალომდე არის 8 კმ, აბუხალოდან სოფელ გუჯარეთამდე 6 ჰოდა გუჯარეთიდან 17 კმ ია ტიმოთესუბნამდე. ახლა რა მაინტერესებს ტიმოთესუბანი გუჯარეთი სამარშრუტოსათვის გაუვალი გზააა? :)
ჩვეულებრივი ნიადაგიანი სამანქანო გზაა და ყველა სახის მანქანა გაივლის

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 11 ოქტ 2011, 08:33
by Tamari-ch.
Kakha
მახსოვს ამ მარშრუტზე ამბობდი...
მართლაც მაგარია, მაგრამ ეს?

:roll:

http://freemeteo.com/default.asp?pid=23&la=1&gid=615403

თოვლსაც კი აჩვენებს

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 11 ოქტ 2011, 09:40
by nagli33
armisuli levitanastan, gagluantubnidan dasavletit patara tbac unda iyos

didi survili makvs magram ver vaxerxeb

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 11 ოქტ 2011, 10:03
by KSOVRELI
თუ წამოვედი, ნებისმიერ ამინდში მოვდივარ.

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 11 ოქტ 2011, 10:06
by pataputina
საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი რომ არ მეპარებოდეს
უდიდესი
სიამოვნებით ჩავეწერებოდ/წამოვიდოდი



:?

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 11 ოქტ 2011, 11:05
by chqareuli
KSOVRELI თუ მიდიხარ მე მოვდივარ :D
მაგრად მინდა ძააან და საერთოდ 13-ში საღამოს წავიდეთ :D

1. კახა
2. კანდელაკი
3. თეო?
4. chqareuli ?

ტანას ხეობიდან ბორჯომის ხეობაში გადასვლა 14-16 ოქტომბერი

Posted: 11 ოქტ 2011, 14:59
by Kakha
უკვე სიგიჟეში გადამივიდა, ყოველ თხუთმეტ წუთში ვამოწმებ ამინდის პროგნოზს. ვნახოთ ხვალ რას დადებენ.