Page 1 of 1

ყაზბეგის მეტეო 2-6 ოქტომბერი

Posted: 30 სექ 2011, 02:12
by Tengo
***ბოდიშს ვიხდი რომ თემის გახსნის წესს ვერ ვიცავ. გამომდიარე იქიდან რომ უბრალოდ "ფოსტალიონი" ვარ და არა ორგანიზატორი***

ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხნოუ!

კვირას ვაპირებ ყაზბეგის მეტეოზე ასვლას. ამ გასვლას აწყობს არასამთავრობო ორგანიზაცია "სტეფანწმინდა". დღეს გვოქნდა საკოორდინაციო შეხვედრა და როგორც გაირკვა კიდევ არის ადგილები, ასე რომ თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.

5 დღიანი გასვლა ყაზბეგის მეტეოს მიმართულებით.

გასვლა კვირას, 2 ოქტობერს, დილის 6 საათზე (ადგილი დასადგენია). პირველი ღამის თევა საბერწეზე. მეორე დღეს გასვლა მეტეოსკენ. 3 ღამე მეტეოზე. 3 სამ დღეში შესაძლებელია მოვინახულოთ ბეთლემის გამოქვაბულები, ნაბერალები (მე-6 საუკუნე), სამების ტაძარი (არა გერგეტის) და ვივარჯიშოთ ალპინიზმში, ყინულზე ცოცვაში და სხვა მრავალი.

ეს ღონისძიება დაფინანსებულია გრანტით, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

საჭირო ინვენტარი: კარავი, საძილე ტომარა და ქვეშსაგები. რა თქმა უნდა თბილი ტანსაცმელი და კარგი ფეხსაცმელი, რამდენადაც გზად რამოდენიმე ყინულოვან მონაკვეთს და მყინვარის ენას გავივლით!

მე პირადად მივდივარ და თუ გაქვთ წამოსვლის სურვილი დაუკავშირდით შოთას ტელეფონზე 599 321 170.

ყაზბეგის მეტეო 2-6 ოქტომბერი

Posted: 30 სექ 2011, 08:26
by ეკატო
აუჰ, როგორ მინდა :(

სამსახურიდან განთავისუფლების არანაირი იმედი არ მაქვს, არადა ასეთი შანსის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლება :?

ვინც წახვალთ, მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებთ :)

ყაზბეგის მეტეო 2-6 ოქტომბერი

Posted: 30 სექ 2011, 11:51
by dolidzeli
კარვის ქონა ძაან აუცილებელია? :)

ყაზბეგის მეტეო 2-6 ოქტომბერი

Posted: 30 სექ 2011, 12:48
by Tengo
dolidzeli

დაურეკე შოთას

ყაზბეგის მეტეო 2-6 ოქტომბერი

Posted: 30 სექ 2011, 13:21
by matroska
აღჭურვილობა გასაგებია და საკვები რა წამოვიღოთ?

ყაზბეგის მეტეო 2-6 ოქტომბერი

Posted: 30 სექ 2011, 13:34
by CheLo
თენგო და მოიცა თუ აფინანსებენ ესეიგი მგზავრობის ფული ჩემი გადასახდელი არ იქნება და მხოლოდ საკვები უნდა წამოვიღო 5 დღის სამყოფი???

ყაზბეგის მეტეო 2-6 ოქტომბერი

Posted: 30 სექ 2011, 14:08
by Tengo
CheLo და matroska

ეხლა ველაპარაკე შოთას და ადგილები სულ შეივსო. ისე არც მგზავრობა და არც საჭმელი არ იქნებოდა თქვენი საზრუნავი. ყველაფერს თვითონ უზრუნველყოფენ.

მაინც დაურეკე აბა, იქნებ და ვინმე აღარ მოდის... ხო იცით ქართველების დაგეგმვის ამბავი.... მოვდივარ, მოვდივარ, მოვდივარ, არ ვიცი, არ ვიცი, უი აღარ მოვდივარ.... :-)

ყაზბეგის მეტეო 2-6 ოქტომბერი

Posted: 30 სექ 2011, 14:56
by CheLo
კარგი თუ ადგილი იქნება ჯერ მატრიოშკა ჩაწერე და მერე მე.. აუცილებლად წამოვალ : )) თუ არადა სხვა ალტერნატიული ვარიანტიც მაქვს მაგ დროს...

ყაზბეგის მეტეო 2-6 ოქტომბერი

Posted: 30 სექ 2011, 15:58
by Tengo
CheLo

მე ვერავის ჩავწერ. თავად უნდა დაურეკოთ.... მე მხოლოდ "ფოსტალიონი" ვარ, ოღონდ ცალმხრივი :-)

ყაზბეგის მეტეო 2-6 ოქტომბერი

Posted: 30 სექ 2011, 21:59
by matroska
5 დღე ცოტა გაწელილი არ არის? მანდ წიგნის კითხვას ხომ არ დავიწყებ? ასე მგონია ქვეყანა დრო მექნება :))) უკვე ვიყინები, მაგრამ მაინც ავალ, თუ არ ავებლიყვე სადმე. ისე, პირველად მივდივარ ასე უცხო ,,სასტავში" და ასეთ სიმაღლეზეც :(((( ბიძიებო, ხომ არ მიმატოვებთ?

ყაზბეგის მეტეო 2-6 ოქტომბერი

Posted: 01 ოქტ 2011, 15:59
by arcivi9
ყაზბეგის მეტეო 2-6 ოქტომბერი
მაგარია მეტეო 8)