Page 1 of 3
ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 14:12
by Ketevan Guliashvili
კარავ, კარავ!
ჭუბურხინდში რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, რუსულ-ქართული წირვა-ლოცვა ტარდება. იქაური მოძღვრის სურვილია ქაღალდზე ნაბეჭდი ხატები მაინც ჰქონდეს რომ ხალხს დაურიგოს.
დავძებნე სახლში და ბევრი არაფერი აღმომაჩნდა. ერთობლივად ეგებ რაიმე შეგვიგროვდეს. ბევრსაც ვერ წაიღებენ ამჯერად.
თუ მოგეპოვებათ ასეთი ხატები და გაქვთ სურვილი რომ აჩუქოთ ჭუბურხინდელებს, პარასკევს 19 საათზე რედისონის წინ ვიქნები.
ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 14:15
by CheLo
Ketevan Guliashvili
აი ეს გადაწყვეტილება მომწონს!!! ძალიან საყავრელი მოძღვრები მხვდებიან ყოველთვის მე თბილი თვალებით და სულ მეცოდებიან ხოლმე როდესაც სახელმწიფო და საპატრიარქოც ზოგ ზოგიერთ არაპოპულარულ და რთულად მისადგომ ტაძარს ყურადღებას არ აქცევს... ხოდა ჩემი აზრით ჯობია 10–10 ლარი აგვეგროვებინა და შეგვეძინა საეკლესია მაღაზიაში ბევრი ხატი და გვეჩუქებინა...
ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 14:17
by domciko
Ketevan Guliashvili
მე კი მაქვს ქეთ მგონი და დღეს რომ მივალ დავძებნი და მოგაწვდი... მხოლოდ ხალხისთვის ??? თუ ტაძარშიც ჭირდებათ?
ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 14:18
by domciko
CheLo
ეს იდეაც ძალიან მომწონს

და ლესელიძის საეკლესიო მაღაზიებში ყველაზე დიდი მარაზია რომააა ძალიან იაფია იქ ხატები და შეგვეძლო ისინი გვეყიდა

ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 14:20
by Ketevan Guliashvili
ზურა, დომციკო, ის ადამიანი ბევრს ვერ წაიღებს ამჯერად, თმცა მერეც წავა-წამოვა და კიდევ შეიძლება გავატანოთ. მცირე ზომის ხატები უნდა. ალბთ ტაძარიც გაძარცვული იქნება აფხაზეთის კონფლიქტის მერე, ალბათ დიდი ზომის ხატებიც ესაჭიროვებათ, მაგრამ ვერ წაიღებს - ესაა პრობლემა. თანაც ქაღალდზე ნაბეჭდიც სანატრელი აქვთ.
ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 14:24
by domciko
Ketevan Guliashvili
ოკ როგორც გადაწყვეტთ, შეგეხმიანები პარასკევამდე

ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 14:52
by domciko
დომციკოს ქვია ლელა

ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 14:56
by Ketevan Guliashvili
ოჰ, ზურა, ზურა! სადღაც ლელას ფოტოც კი დევს, "ზემორე" თემაში:D
ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 14:57
by domciko

:D:D: ზემორე მომეწონა..

:D ოხ ქეთოოოოო....

ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 16:49
by likakoo
დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. თუ პირადად მე ვერ მოვალ ვინმეს ხელით მოგაწვდით.
ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 17:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჭუბურხინდი სად არის?
არც გამიგია ასეთი სოფელი?
შემთხვევით, ჭუბურხინჯზე ჰომ არ არის ლაპარაკი?
ეს სოფელი კოდორის ხეობაშია. ირგვლივ ლამაზი მთები აკრავს.
ხატებს მეც შევწირავდი.
და სა1ოდ, საშური საქმეა საზღვირსპირა ტაძრების გაძლიერება.
ამიტომაც მომეწონა ლარსში ახალი სამონასტრო კომპლქსის გახსნა და თავის დროზე, ფოკაში დედათა მონასტრის აღორძინება.
ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 17:45
by shoda1121
კონკრეტულად ახალი ხატები უნდა ვიყიდოთ, დიდი ზომის (ეკლესიისთვის), პატარა 1.5–2 ლარიანი ხატები მაცხოვრებელთათვის, თუ უბრალოდ ქაღალდის ხატები რომელიც ბევრად იაფი ღირს და იქიდან გამოჭრა და ჩარჩოში ჩასმა შესაძლებელია?
და კიდევ მე შემიძლია 19.30–ზე მოვიდე უფრო ადრე ვერა ვმუშაობ 7–მდე;
ისე ჭუბურხინჯი ჰქვია გალის რ–ნის მაგ სოფელს. ჭუბური-წაბლს და ხინჯი-ხიდს ნიშნავს მეგრულად როგორც ვიკიპედია ამბობს
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AD% ... F%E1%83%98
ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 17:50
by Ketevan Guliashvili
shoda1121
გამარჯობა
ქაღალდის ხატებზეა საუბარი. სახლში თუ გაქვთ. ბევრს ვერ წაიღებს, თუ რატომ პარასკევს ვიტყვი.

19:30 კარგია!
ხატები ჭუბურხინჯის ეკლესიისათვის
Posted: 27 სექ 2011, 17:50
by domciko
shoda1121
როგორც ქეთომ თქვა ჩარჩოიან და დიდ ხატებს ვერ წაიღებენო, ასე რომ პატარა და საშუალო ზომის ხატები,მუყაოს ფაქტურაზე დაბეჭდილი,
P.S. მგონი არ ვცდები