არაგვის სათავეებთან 27.08.11.
Posted: 22 აგვ 2011, 11:04
რამდენიმე კარველი საქმის კურსშია, რომ ჩვენი და სრულიად კარვის მეგობარი ზვიად ჩიტაური, რომელიც ხშირად გვანებივრებს სურპრიზებით, გვპირდება კიდევ ერთ ლამაზ სურპრიზს - ლაშქრობას არაგვის სათავეებთან. მახსოვს, პირველად რომ მითხრა ზვიადმა ამ ლაშქრობის შესახებ, ყაზბეგში მივდიოდით, გადასახედიდან ლამაზად ჩანდა მთიდან ჩამომდინარე, ძაფის სიწვრილის ნაკადული. ისეთი პატარა ჩანდა, ძნელი წარმოსადგენი იყო, თუ ეს არაგვი იყო. ამ იდეით მაშინვე ავენთეთ და დიდი იმედით ველოდით ამ გასვლას.
აი დადგა მისი განხორციელების დროც.
მლეთის მიმართულებით გავალთ პარასკევს, 26 აგვისტოს, საღამოს 18სთ-ის შემდეგ, მაქსიმუმ 18:30-ზე. დავბანაკდებით მლეთაში ან მის სიახლოვეს, იქ გავათევთ ღამეს კარვებში. 27-ში დილით ძალიან ადრე ავდგებით, ისე რომ დილის 6 საათზე უკვე გზას გავუდგეთ. თან წავიღებთ მცირე ბარგს, პირადი მოხმარების საგნებს, წყალს, საკვებს. გასავლელი გვექნება დაახლოებით 25-27 კმ. (ორი გზა) სიმაღლეში ასაღები გვექნება მაქსიმუმ 900 მეტრი.
არაგვის სათავის გარდა, ვნახავთ ლამაზ ჩანჩქერს და სამ პატარა ტბას. ამ ყველაფრის ნახვის მერე დავბრუნდებით უკან, ისე რომ დროულად ჩამოვიდეთ ბანაკში, რადგან იმავე ღამით უკან, თბილისში მოგვიწევს დაბრუნება, მეორე დღეს ზვიადი დაკავებულია.
მაგრამ არის ერთი მაგრამ. ამინდის პროგნოზის მიხედვით, მლეთაში ცუდი ამინდია შაბათს
. თუმცა გადავწყვიტეთ, თემა მაინც გაგვეხსნა, ოთხშაბათი-ხუთშაბათისთვის უფრო კარგად გვეცოდინება სავარაუდო პროგნოზი და ისიც გამოჩნდება, იქნება თუ არა ამ ლაშქრობის გადადების აუცილებლობა.
დაგვჭირდება კარვები, საგებლები, საძილეები, ფანრები, მოხერხებული ფეხსაცმელი აუცილებლად, საწვიმარი, და სამთო ჯოხი თუ გაქვთ, კარგ სამსახურს გაგიწევთ.
ახლა სია.
სიაში არის 18+3 ადგილი (სამ ადამიანს ხის სკამებზე მოვათავსებო, ზვიადმა).
ანანოს, ინოლას, ნაიას და თემო დეისაძეს, ზვიადის თხოვნით ვწერ სიაში, რადგან ქალაქში არ არიან და თავად ვერ მოახერხებენ სიაში ჩაწერას.
მიუთითეთ რა აღჭურვილობა გაქვთ.
1. მთა მყვარებია (საგებელი, საძილე, უკარვო)
2. ნაია
3. ანანო
4. ინოლა
5. თ. დ. ?
აი დადგა მისი განხორციელების დროც.
მლეთის მიმართულებით გავალთ პარასკევს, 26 აგვისტოს, საღამოს 18სთ-ის შემდეგ, მაქსიმუმ 18:30-ზე. დავბანაკდებით მლეთაში ან მის სიახლოვეს, იქ გავათევთ ღამეს კარვებში. 27-ში დილით ძალიან ადრე ავდგებით, ისე რომ დილის 6 საათზე უკვე გზას გავუდგეთ. თან წავიღებთ მცირე ბარგს, პირადი მოხმარების საგნებს, წყალს, საკვებს. გასავლელი გვექნება დაახლოებით 25-27 კმ. (ორი გზა) სიმაღლეში ასაღები გვექნება მაქსიმუმ 900 მეტრი.
არაგვის სათავის გარდა, ვნახავთ ლამაზ ჩანჩქერს და სამ პატარა ტბას. ამ ყველაფრის ნახვის მერე დავბრუნდებით უკან, ისე რომ დროულად ჩამოვიდეთ ბანაკში, რადგან იმავე ღამით უკან, თბილისში მოგვიწევს დაბრუნება, მეორე დღეს ზვიადი დაკავებულია.
მაგრამ არის ერთი მაგრამ. ამინდის პროგნოზის მიხედვით, მლეთაში ცუდი ამინდია შაბათს

დაგვჭირდება კარვები, საგებლები, საძილეები, ფანრები, მოხერხებული ფეხსაცმელი აუცილებლად, საწვიმარი, და სამთო ჯოხი თუ გაქვთ, კარგ სამსახურს გაგიწევთ.
ახლა სია.
სიაში არის 18+3 ადგილი (სამ ადამიანს ხის სკამებზე მოვათავსებო, ზვიადმა).
ანანოს, ინოლას, ნაიას და თემო დეისაძეს, ზვიადის თხოვნით ვწერ სიაში, რადგან ქალაქში არ არიან და თავად ვერ მოახერხებენ სიაში ჩაწერას.
მიუთითეთ რა აღჭურვილობა გაქვთ.
1. მთა მყვარებია (საგებელი, საძილე, უკარვო)
2. ნაია
3. ანანო
4. ინოლა
5. თ. დ. ?
Mta Mkvarebia wrote:დამირეკა ზვიადმა. გუშინდელი კოკისპირული წვიმის შემდეგ ისევ მზე გამოვიდაო. ანუ მივდივართ! ღრუბლებმა მაღლა აიწიაო, ანუ შეიძლება ისევ იწვიმოს მაგრამ იმედია ისეთი კოკისპირული წვიმა არარ იქნება. თუმცა წინასწარ ვერ გათვლი.
წვიმამ ის გზა ჩარეცხა, რომლის ნაწილიც მანქანით უნდა გაგვევლო ჩვენს საბანაკო ადგილამდე. ამიტომ 600 მეტრის მაგივრად 1200 მეტრი გვექნება ღამით საბანაკე ადგილამდე გასავლელი, ბარგიც ზურგით უნდა წავიღოთ. ამიტომ არ დაგავიწყდეთ ფანრები.
გელოდებით დღეს საღამოს 18:30-ზე (დაგვიანების გარეშე) რედისონ ბლუ-ს წინ, რესპუბლიკის მოედანზე. თან იქონიეთ საგზალი, საწვიმარი, მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საკუთარი არაერთჯერადი ჭურჭელი, ფანრები, წყლის ბოთლი და სასურველია სამთო ან ჩვეულებრივი ჯოხი.