არაგვის სათავეებთან 27.08.11.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by pataputina » 25 აგვ 2011, 10:16

Mta Mkvarebia wrote:გუშინაც ველაპარაკე ზვიადს. სიტუაცია ასეთია ამინდის პროგნოზის მიხედვით პარასკევს საღამოს და შაბათს მთელი დღის განმავლობაში წვიმაა გამოცხადებული, თუმცა წინა 2 დღის განმავლობაშიც წვიმა იყო მლეთაში გამოცხადებული და წვეთი არ ჩამოვადნილა, თავად იქ ვიყავიო მითხრა ზვიადმა, ამიტომ იმედი გვაქვს რომ არც ახლა გამართლდება პროგნოზი, დღეს ზვიადი ისევ მლეთაშია და ისევ დააკვირდება ამინდს, მის ზარს ველოდები და ამიტომ დღეს საღამოს დავწერთ გადაწყვეტილად, წვიმის გამო გადაიდება ეს გასვლა თუ არა. ახლა არ თქვათ, წვიმამ შეგაშინათო? ეს ის გასვლაა, როცა წვიმასა და ნისლში წასვლას აზრი არ აქვს, ელემენტარულად ვერაფერს დავინახავთ, დაღმართ-აღმართში ტალახში სიარულის სირთულეზე რომ არ ვილაპარაკოთ.
ერთადერთი ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვათ ესაა, თადარიგი დაიჭირეთ გასვლისთვის, ვისაც არ გაქვთ იშოვეთ კარვები, საძილე, საგებელი. საღამოს 6 საათამდე დავუკავშირდები ზვიადს და დავწერ პასუხს.
თუ გასვლა არ გადაიდო გელოდებით პარასკევ საღამოს 18:30-ზე (დაგვიანების გარეშე) რედისონ ბლუ-ს წინ, რესპუბლიკის მოედანზე. თან იქონიეთ საგზალი, საწვიმარი, მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და
ფეხსაცმელი, საკუთარი არაერთჯერადი ჭურჭელი, წყლის ბოთლი და სასურველია სამთო ან ჩვეულებრივი ჯოხი.


რაც შეეხება სათადარიგო სიაში ჩაწერილ ხალხს, ზვიადმა მითხრა რომ თუ შეძლებენ სარეისოს გამოყვნენ მძღოლებს დავურეკავ და ადგილებს შევანახინებო. გუდაურის მიმართულებით ბოლო მინიბუსები დიდუბის ავტოსადგურიდან 17:00 და 18:00-ზე გადისო, მლეთიდან თბილისის მიმართულებითაც შევანახინებ მათთვის ადგილებსო. ამისთვის სათადარიგოს ხალხმა ტელეფონზე დამირეკოსო. ზვიადის ნომერი მგონი ყველამ იცის. 599510424

გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები :D
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by Toma » 25 აგვ 2011, 10:21

მოკლედ მე ვეგარ მოვდივარ :( ასე რომ ჩემს მაგივრად სათადარიგოდან გადმოწერეთ მსურველი
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 25 აგვ 2011, 10:38

meleksa wrote:წვიმაში ვერ ილაშქრებთ? :P
ჰო, ბუმბერაზი კლასიკოსები კი დაგიციტირა ხათომ :P , მაგრამ ამ ბმულსაც დაგიდებ ;) :

http://freemeteo.com/default.asp?pid=19 ... 38&nDate=2

18 მმ-ს ეხუმრები? არაა ეს ნალექის ცოტა რაოდენობა.

კარგად იცი, წვიმაში ლაშქრობა რომ არ მაშინებს, გახსოვს ტობას მცდელობის გასვლაში 3საათი კოკისპირულ წვიმაში რომ მოვდიოდით იმ აღმართზე თავიდან ფეხს ფრჩხილებამდე გალუმპულები და ყოველი ხის უკან დათვი გველანდებოდა? ;), აი მასეთი შეუსვენებელი წვიმაა მთელი 24 საათის განმავლობაში გამოცხადებული :(. თუ მაგ პროგნოზი გამართლდა, აპარატებს ჩანთიდან ვერ ამოვიღებთ ფოტოების გადასაღებად (აქ უკვე ნებისმიერი გასვლა ჩემთვის პირადად მომხიბვლელობას კარგავს :wink: ) და გადასაღებიც არაფერი იქნება, ნისლის ის რაოდენობა, რაც იქ იქნება, სავარაუდოდ, მხოლოდ ტყეს ალამაზებს, სადაც ხეები მრავლადაა, იქ კიდევ ხეს სად ნახავ? ვერც ჩანჩქერს დავინახავთ, ვერც ტბებს. ესაა ამ ამინდში იქ წასვლის რაციონალური გათვლა. სუბიექტურ დამოკიდებულებას რაც შეეხება, ნებისმიერ ამინდში ნებისმიერ ადგილას შეიძლება წასვლა და სიამოვნების მიღება, იმით რომ ამინდს არ შეუშინდი და რომ ასეთი მაგარი ხარ :wink: , იმით, რომ მონატრებულ ხალხს ნახავ და მათთან ერთად ილაშქრებ და მთავარი, რომ უქმეებზე ქალაქიდან გამოაღწევ და ერთი დღით ბუნებასთან კონტაქტით დადებითი ენერგიით დაიმუხტები დაძაბული სამუშაო კვირის წინ. მოტივაცია ყველასთვის ინდივიდუალურია. მაგრამ ზვიადი რომ დაგვპირდა მანდ წაყვანას, იდეაში სურვილი ჰქონდა ის ადგილები მისი მთელი სილამაზით და სიდიადით ეჩვენებინა, და სამწუხარო იქნება თუ ვერც ვერაფერს ვნახავთ, ასევე ამინდის გამო გასათვალიწინებელი იქნება რისკის ფაქტორიც. ამიტომ მის გადაწყვეტილებას ველოდები, როგორც იტყვის ისე იქნება, ან გადაიდება გასვლა ან შედგება.
Image

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by perwkli » 25 აგვ 2011, 11:11

ანუ ისა


არ იწვიმოარიწვიმოარიწვიმო
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
chqareuli
ბილიკზე მოარული
Posts: 76
Joined: 27 ნოე 2010, 18:19
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by chqareuli » 25 აგვ 2011, 11:19

perwkli

არ იწვიმებს :)))
მაგრამ ღრუბლიანი ამინდი იქნება

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by Tami » 25 აგვ 2011, 12:51

chqareuli wrote:pataputina
ვაიმეეე უტინ :* :* :* აუუუ რამაგარიაა ხალხოოოო

მიყვარხართ და ისააა ვაიი კაიააა :*
როგორ უხარია :lol: :lol:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by Naia » 25 აგვ 2011, 12:52

meleksa wrote:წვიმაში ვერ ილაშქრებთ? :P
ვერა :)

ნორმალური ფოტო თუ ვერ გადავიღე რაა მამული... კი არა და ლაშქრობა :P

User avatar
chqareuli
ბილიკზე მოარული
Posts: 76
Joined: 27 ნოე 2010, 18:19
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by chqareuli » 25 აგვ 2011, 12:53

Naia
უი მართლა ნაიაა ხევსურეთის სურათები მინდა რააა :)))

User avatar
chqareuli
ბილიკზე მოარული
Posts: 76
Joined: 27 ნოე 2010, 18:19
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by chqareuli » 25 აგვ 2011, 12:55

კარგით რა ხალხო რაა რა დროს სურათებიაა, წავიდეთ რაა ხომ არ დავდნებით თუნდაც იწვიმოს, მერე რაა წვიმა დადებითად არის დამუხტული :)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by Naia » 25 აგვ 2011, 13:03

chqareuli wrote:კარგით რა ხალხო რაა რა დროს სურათებიაა, წავიდეთ რაა ხომ არ დავდნებით თუნდაც იწვიმოს, მერე რაა წვიმა დადებითად არის დამუხტული :)
რა თქმა უნდა, არ დავდნებით. უბრალოდ, წვიმიანი ამინდის შემთხვევაში მირჩევნია სხვას დავუთმო ჩემი ადგილი :)

User avatar
chqareuli
ბილიკზე მოარული
Posts: 76
Joined: 27 ნოე 2010, 18:19
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by chqareuli » 25 აგვ 2011, 13:07

Naia
კაი რაა ნაია რააა ქოლგას წამოვიღებ ხვალ და შენ მოგცემ :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 25 აგვ 2011, 13:43

არ ვიცი, რამდენად საიმედო და სასიკეთოა ამინდის პროგნოზსი ეს ცვლილება, მაგრამ Heavy Rain -ის ნაცვლად ახლა Light Rein წერია და ნალექებმაც 7მმ-მდე იკლო :roll: , თუმცა ისევ შეუჩერებლად წვიმს :( , ერთადერტი, 1 საატზე აჩვენებს წვიმის შესაძლებლობას:

http://freemeteo.com/default.asp?pid=19 ... 38&nDate=2

ველოდებით საღამოს 6 საათს.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 25 აგვ 2011, 15:50

მოკლედ, მივდივართ!

ველაპარაკე ზვიადს, მზიანი ამინდია ახლა მლეთაშიო. 3 დღეა წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილაო, ეს მაშინ როცა სამი დღე სულ უნდა ეწვიმა, ამ წუთასაც უნდა წვიმდეს წესით. ამიტომ სავარაუდოდ პროგნოზი გადაჭარბებულია. რომც იწვიმოს, იმედია ისეთი ძლიერი წვიმა არ იქნება.


ასე რომ მოემზადეთ. იზრუნეთ კარვებზე და სხვა აღჭურვილობაზე.


გელოდებით ხვალ, 26 აგვისტოს, საღამოს 18:30-ზე (დაგვიანების გარეშე) რედისონ ბლუ-ს წინ, რესპუბლიკის მოედანზე.
თან იქონიეთ საგზალი, საწვიმარი, მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საკუთარი არაერთჯერადი ჭურჭელი, წყლის ბოთლი და სასურველია სამთო ან ჩვეულებრივი ჯოხი.


სია:
1. მთა მყვარებია (საგებელი, საძილე, უკარვო)
2. ნაია
3. ანანო
4. ინოლა
5. თ. დ.
6. chqareuli
7 ჰხათო
8 კახა (სრული აღჭურვილობა, 2 კაციანი კარავი)
9. მაკა სხვიტარიძე (საგებელი, საძილე, შეიძლება ვიშოვო 2 ადგილიანი კარავი)
10. ნათია ტუხაშვილი (საგებელი,საძილე, უკარვო)
11.არაგვისპირელი
12.ბარსა
13 პერწკლი
14. ბუაჩა
15.ია ია
16.იანო
17. დოლიძელი
18. დოლიძელის+
19. მარიამო ?
20.Tamuchelo

სათადარიგო სია

1-2. მე და ჩემი მეგობარი ნოდარი =D (საძილე ტომრები)
3. KSOVRELI
4. ეკატოს +
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by pataputina » 25 აგვ 2011, 15:53

ვაშჟა აჰხალ საქართველოს
ვაშჟა შენებას :: )))


:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
არაგვის სათავეებთან 27.08.11.

Post by perwkli » 25 აგვ 2011, 16:14

მეზობლის ბავშვი, კარვის გარეშე


უსერ :oops:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]