ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by leo1 » 29 ივლ 2011, 22:07

ამ კვირიაკე დღესა - 31მკათათვეს - გთავაზობთ საინტერესო ზაფხულურ პეიზაჟურ გასეირნებას საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში - კლდეკარის საერისთავოში. გავალთ მანგლისი-წალკის კარიბჭიდან - მოვიხილავთ სოფ. ბერთაში (ყოფ. ოლიანკა) არსებულ მამათა და დედათა მონასტრებს, სადაც ცხოვრობენ სასწაულმოქმედი კალმახები, რომლებიც ზამთარშიც ეკლესიის ქვეშ ბინადრობენ.

ამის შემდგომ - ავუყვებით უღელტეხილს და დავათვალიერებთ არაჩვეულებრივ ჯავახეთის აყვავებულ და გამწვანებულ პეიზაჟებს. ამ დროს განსაკუთრებით ბევრია ლამაზი ყვავილები, რაც მიდამოს უფრო მიმზიდველსა ხდის.

მერმე - გავისეირნებთ ტაბაწყურის ტბის მახლობლად და დავტკბებით ნაპირის ირგვლივი და ვულკანური მთების პეიზაჟებით. ტაბაწყურის შემდგომ გავაგრძელებთ გზასა წხრაწყაროს უღელტეხილისკენ სადაც სათავეს იღებს მდინარე ქცია (ხრამი) და დავაგემოვნებთ თვალწარმტაც ხედებს.

ცხრაწყაროს შემდგომ ჩამოვალთ ბაკურიანში, მოვიხმართ ყავა-ჩაის, დავასვენებთ მძღოლს და არაჩვეულევრივი ბორჯომის ხეობის ისტორიული გზით რომელიც სოფელ სადგერზე გადის, ჩავალთ ბორჯომში. ბორჯომიდან როგორ დავბრუნდებით - ყველამ ვიცით!

გასხლა ეწყობა ლეო1-ის 4X4 ყველგანმავალით. ასევე იმათი მანწან(ებ)ით ვინც კიდევ შემოგვიერთდება. ამ შემთხვევაში მსუბუქი (ყოფაქცევას არ ვგულისხმობ) 4X4ზე მანქანებიც გამოდგება, მაგალითად სუბარუ მეტყევე ან იო-იო-ები. ასე რომ, თამამად შემოგვიერთდით.

მარშრუტი საკმაოდ გრძელია, ასე რომ ადრე ავდგებით რომ მწევარი ვერ დაგვეწიოს და შევიკრიბებით 7:00 ზე რუსთაველის მაკ დონალდთან. მაკდონადლდიდან სანაპირო-ახალი გზის გავლით შევუდგებით გასვლას წყნეთის კარიბჭიდან.

თან ვიქონიოთ საწვიმარი, 1 დღის საგზალი და რა თქმა უნდა კაი-კაი ფოტო აპარატები.

5 კაცის შემთხვევაში თვითოეულზე გამოდის 34.4 ლარი საწვავის ხარჯი (ლეო1-ის ეკიპაჟში). 80 ლიტრი დიზელი X2.15 ლარ. = GEL172 172/5 =34.5
სხვა ეკიპაჟებმა დამოუკიდებლად იანგარიშებ მანქანების მიხედვით შემდეგი მონაცემებით: გასავლელი მანძილი დაახლ 450 კმ, აქედან დაახლოებით 70-80 კმ ცუდი გზით და უღელტეხილებით.

ლეო1-ის ეკიპაჟის წევრები ტრადიციისამებრ ჩაითა და ყავით მომარაგდებიან. დანარჩენი ეკიპაჟების წევები - სურვილისამებრ გაჩერებების დროს.

მანქნიანო კარაველებო!! იაქტიურეთ!!!

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by leo1 » 29 ივლ 2011, 22:17

1. ლეო1 მანქნითა
2. ტომა
3. .....

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by Toma » 29 ივლ 2011, 23:05

1. ლეო1 მანქნითა
2. ტომა
3. ნიმფა
4......
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by KSOVRELI » 29 ივლ 2011, 23:11

1. ლეო1 მანქნითა
2. ტომა
3. ნიმფა
4. KSOVRELI
5. :arrow:

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by ketuna4 » 30 ივლ 2011, 00:31

აუუუუ კვირას ვმუსჰაობ რააააააა

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by ketuna4 » 30 ივლ 2011, 00:32

არადა როგრ მინდაააააააააა

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by leo1 » 30 ივლ 2011, 08:09

ყურადღება!!!
ერთი თბილი რამ წამოიღეთ! იქ შეიძლების სიცივე იყოს!!!!

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by leo1 » 30 ივლ 2011, 08:39

ასევე - მზის ქუდი ღამეთუ მაღლობზე მზის დიდი რადიაციაა, სასურველია მზისგან დამცავი საცხისიც, თუ ტაბაწყურის ირგვლივ მინდორზე ცუღლუტს და ნებივრობას აპირებთ!!!!!!!!!!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by Mrs. Robinson » 30 ივლ 2011, 13:22

leo1
ფრიად საინტერესო მარყუჟია...................
:)
ზუსტად ახლა ვგეგმავდი ხვალ ქალაქიდან გაქცევის გეგმას და
შემოგიერთდებით თუ არის კიდევ ადგილი დაკარგული ძველი კარველისთვის..... :roll:

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by Toma » 30 ივლ 2011, 14:27

ნიმფა ვეგარ მოდის :( და რობინსონს ვსვამ სიაში
1. ლეო1 მანქნითა
2. ტომა
3. რობინსონი
4. KSOVRELI
5...
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by Toma » 30 ივლ 2011, 14:28

აბა ერთი კაციც და გავდივართ :)
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by KSOVRELI » 30 ივლ 2011, 15:27

ერთი კაცი მართლა საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდე ერთი გამოგვაკლდება :cry:

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by Nika » 30 ივლ 2011, 17:13

შეიძლება წამოვიდე?
თუ წინააღმდეგი არ ხართ ჩათვალეთ რომ ის "ერთი კაციც და გავდივართ" მე ვარ ;)
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by KSOVRELI » 30 ივლ 2011, 17:47

1. ლეო1 მანქნითა
2. ტომა
3. რობინსონი
4. KSOVRELI
5. Nika

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ბერთა-ტაბაწყური-ცხრაწყარო 31.07. კვირას (სასწ კალმახებიანად)

Post by Nika » 30 ივლ 2011, 19:16

აუ ძალიან ძალიან დდი ბოდიში. ახლა დამირეკეს და ხვალ გონიოში მივდივარ შეჯიბრზე. არეა და როგორ მინდოდა აქ წამოსვლა.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]