Page 1 of 3

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 16:17
by ARCHILI
12/13/14 აგვისტო ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი(ცხრაკარა)-ჟებოტა-თიანეთი


საორიენტაციო გეგმა ასე მოვხაზე, ჯერ ის დამუშავების პროცესში მაქვს:

პარასკევი:

1. გასვლა სამთო ქიმიადან დაქირავებული მიკროავტობუსით.

მიმართულება თბილისი-ჟინვალი-ზარიძეები-თიანეთი.

გზად ზარიძეების ეკლესიის, სამარხის, სეროდინის კოშკის მონახულება.

2. გადასვლა არტანში მიკროავტობუსით, არტანს რომ გაცდები, წესით იქ სადმე საბანაკო ადგილები უნდა იყოს და იქ დაბანაკება. სასურველია, დავბანაკდეთ სადმე სოფ. არტნის ჩრდილოეთით მდ. ივრის ხეობაში მდ. ხაშრულას შესართავთან. ვნახოთ, სადაც იქნება ეს შესაძლებელი.

ვინმემ თუ კალმახზე თევზაობა იცის, აქ წესით უნდა მოდიოდეს კალმახი, მურწა და ფიჩხულა (მგონი ამ უკანასკნელს ხრამულსაც ეძახიან).

3. აღნიშვნა.

შაბათი:

1. ასვლა ყვარაზე (მანამდე გზაში უნდა ვიკითხოთ, სად არის, თორემ მე აზრზე არ ვარ )

2. ყვარას გუმბათოვანი და დარბაზული ეკლესიების ნახვა (XI – XIII სს).

3. გამომგზავრება ფეხით არტანი-ბოდახევა-ლიშოსკენ.

არტანში უნდა ვნახოთ არტნის მიქაელ მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია (XIX ს.)

4. ლიშოში ლიშოს ეკლესია.

5. შემდეგ ლიშოს რომ გავცდებით, სადმე დასაბანაკებელი ადგილი უნდა ვნახოთ და იქ დავბანაკდეთ იორთან.

აქაც შესაძლებელია თევზაობა.

6. საღამოს აღნიშვნა.

კვირა:

1. გამომგზავრება ფეხით თიანეთისკენ. გზაში მამადაანების ეკლესიის ნახვა.

2. ასევე ბოდოჯის სამონასტრო კომპლექსის (XI ს.) - იგივე ცხრაკარას ნახვა.

3. ჩამოსვლა თიანეთში - თუ დრო გვექნა ჟებოტის ძალიან ლამაზი ტაძრის ნახვა. მსურველთათვის იორზე ბანაობა.

4. სარეიოსოთი ან იქვე დაქირავებული მიკროავტობუსით უკან გამომგზავრება, (შესაძლებელია ჩვენსავე მიკროავტობუსს გავურიგდეთ, ეს ორგანიზების საკითხია)


შენიშვნა:

1. ჟებოტის გარდა არცერთი ტაძრის აზრზე არ ვარ, ამიტომ მოძიება მოგვიწევს ერთობლივად და არა ჩემს იმედზე.

2. ასევე აზრზე არ ვარ დასაბანაკებელი ადგილების შესახებ, აქაც ერთობლივად მოგვიწევს მოძიება.

3. თანხა ჯერ არ ვიცი, რადგან უნდა ვიკითხოთ რამდენად წავა ტრანსპორტი არტნამდე - სასურველია 14-15 კაციანი მიკროავტობუსი (უნდა დაველაპარაკოთ თიანეთის მიკროავტობუსსაც) და უკან დაბრუნების საკითხები და ა.შ.

4. რაკიღა ფეხით სავალს შეადგენს არტანი-თიანეთის გზა, სულ სამანქანო გზაა, როგორც ვიცი, და საორიენტაციოდ 2000 მეტრიდან 1100 მეტრზე უნდა ჩამოვიდეთ, წესით რთულ გზას არ უნდამიეკუთვნებოდეს.

ასევე, ინფორმაციით ფეხის სავალ გზას 30 -35 კმ უნდა შეადგენდეს, რაც ორ დღეში უნდა დავფაროთ, ძირითადად, შაბათს. რაღაც მანძილები მაქვს გასაგები კიდევ და იმედია, გავარკვევთ ერთობლივად.

ჰო, ჯერჯერობით ეგაა...


ეს რუკაა...

Image

ეს ნიკას მოწოდებული:

Image

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 16:20
by arcivi9
სხვათაშორის თიანეთში ჯერ არ ვარ ნამყოფი

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 16:20
by ARCHILI
წამომსვლელთა რაოდენობა შეზღუდულია, რაც შეიძლება მცირე მიკროავტობუსით, საორიენტაციოს 15-18 ადამიანი ავიღოთ. რასაც დავიქირავებთ, იმის მიხედვით.

:)

წამომსვლელები:

1. არჩილი
2. არჩილის პლიუსი
3.

მსურველები:

1. არჩილის პლიუსი
2.

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 16:27
by Ketevan Guliashvili
წამომსვლელები:

1. არჩილი
2. არჩილის პლიუსი
3. ქეთი გულიაშვილი

მსურველები:

1. არჩილის პლიუსი
2.
_____________

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 17:59
by lama
წამომსვლელები:

1. არჩილი
2. არჩილის პლიუსი
3.

მსურველები:

1. არჩილის პლიუსი
2. ლამა
3.

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 18:06
by Ketevan Guliashvili
ლამას გამოვრჩი. სიას ჩავასწორებ


წამომსვლელები:

1. არჩილი
2. არჩილის პლიუსი
3. ქეთი გულიაშვილი

მსურველები:

1. არჩილის პლიუსი
2. ლამა
3.

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 19:07
by Nika
ჟინვალი-ზარიძეები
აქ ფუძნარიც ნახეთ აუცილებლად.

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 19:10
by Bedouin
ლამას გამოვრჩი. სიას ჩავასწორებ


წამომსვლელები:

1. არჩილი
2. არჩილის პლიუსი
3. ქეთი გულიაშვილი

მსურველები:

1. არჩილის პლიუსი
2. ლამა
3. bedouin
4.

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 19:42
by meleksa
ARCHILI

ეს ის ცხრაკარაა სოფელ მატანიდანაც(ახმეტის რაიონი) რომ მიდის გზა? :roll:

Image

თუ სხვა არის? :roll:

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 21:15
by ARCHILI
meleksa wrote:ARCHILI

ეს ის ცხრაკარაა სოფელ მატანიდანაც(ახმეტის რაიონი) რომ მიდის გზა? :roll:


თუ სხვა არის? :roll:
არა მგონია, ჩემი ინფორმატორი მწერს:


1. ბოდოჯის სამონასტრო კომპლექსი
იგივე ცხრაკარა, იქვეა თიანეთის თავზე, სასაფლაოდან ასე 1-2 კილომეტრში.
ანუ, სავარაუდოდ, სხვა იქნება...

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 21:25
by Deme-tre
წამომსვლელები:

1. არჩილი
2. არჩილის პლიუსი
3. ქეთი გულიაშვილი


მსურველები:

1. არჩილის პლიუსი
2. ლამა
3. bedouin
4. demetre
5. demetre +
6. demetre +

უბრალოდ თანხა მინდა რომ დაზუსტდეს, მაშინ ჩემი პლიუსების ამბავი გაირკვევა და თუ პარასკევს სამსახურიდან გამომიშვეს მეც გადმოვალ ძირითად სიაში :) მაგრად მინდა გასეირნება ამ ზაფხულის დღეებში.

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 21:37
by ARCHILI
Deme-tre wrote:
უბრალოდ თანხა მინდა რომ დაზუსტდეს, მაშინ ჩემი პლიუსების ამბავი გაირკვევა და თუ პარასკევს სამსახურიდან გამომიშვეს მეც გადმოვალ ძირითად სიაში :) მაგრად მინდა გასეირნება ამ ზაფხულის დღეებში.
ამას ალბათ მოგვიანებით დავაზუსტებ, მაგრამ უხეში გათვლით ასე უნდა იყოს:

1. გზა დაახლოებით 15-20 მაქსიმუმ 30 ლარი??? (მე მგონი მაგდენიც არა, აი, არტნის გამო თუ მოითხოვენ თანხას დანამატით - გზა: თბილისი-არტანი და თიანეთი-თბილისი)

2. ყველამ თავის საჭმელ-სასმელი და საჭიროებები (ესეც ანგარიშშია, ოღონდ ყველას თავისი - დამოუკიდებლად).


მე მგონი, ფინანსურ ხარჯებში მეტი არაფერი უნდა იყოს, სასმელის ფულს თუ ავაგროვებთ კიდევ...

ვიმეორებ, ეს საორიენტაციო თანხაა, ეს შეიძლება დასახელებულზე უფრო ნაკლები ან ოდნავ მეტიც დაჯდეს.

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 27 ივლ 2011, 23:11
by Nika
1. ასვლა ყვარაზე (მანამდე გზაში უნდა ვიკითხოთ, სად არის, თორემ მე აზრზე არ ვარ )

2. ყვარას გუმბათოვანი და დარბაზული ეკლესიების ნახვა (XI – XIII სს).
აი აქ ჩანს გზა. "რაზვ" რო აწერია ეგაა ყვარა.
http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=SO ... 5012836,15

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 28 ივლ 2011, 01:07
by დათო
წამომსვლელები:

1. არჩილი
2. არჩილის პლიუსი
3. ქეთი გულიაშვილი
4. დათოს +
5. დათო


მსურველები:

1. არჩილის პლიუსი
2. ლამა
3. bedouin
4. demetre
5. demetre +
6. demetre +

გადადებულია :) ყვარა-არტანი-ბოდოჯი-ჟებოტა-ჟალეთი-სიონი

Posted: 28 ივლ 2011, 10:05
by giorgi_barca
meleksa wrote:ARCHILI

ეს ის ცხრაკარაა სოფელ მატანიდანაც(ახმეტის რაიონი) რომ მიდის გზა? :roll:

Image

თუ სხვა არის? :roll:
გიო ეგ სხვა ცხრაკარაა,მაგას თიანეთის ცხრაკარასაც ეძახიან