Page 1 of 8

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:01
by Naia
ეს თემა იდეების კიდობნიდან (http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 1&start=30) სამომავლო გეგმებში გადმომაქვს.

გავდივართ შაბათს, 30 ივლისს სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორიიდან.

გასვლის დრო: დილის 6:00


მარშრუტი: თბილისიდან დათვიჯვარზე ავდივართ შატილელი (ანუ იმერელი) ზვიადის 15 კაციანი მინიბუსით. დათვიჯვარის უღელტეხილზე შევჩერდებით, დავილოცებით და შემდეგ კარაველთა ნაწილი ფეხით და ბარგის გარეშე გავაგრძელებთ გზას. გადავალთ ჭანჭახზე და ჩავალთ ძველ ხახაბოში. ძველი ხახაბოდან კი - ახალ ხახაბოში, იქიდან კი არდოტში.

კარაველთა მეორე ნაწილი (ანუ, ვისაც ფეხით ამდენი სიარული არ უნდა) დათვიჯვრიდან გზას ისევ ზვიადის მინიბუსით გააგრძელებს, ჩავა შატილში და მერე ამოვა არდოტში. არდოტში ჩამოვლენ ფეხით წამოსული კარველებიც. გავშლით ბანაკს და ღამეს იქ გავათევთ.

მეორე დღეს ვნახავთ მუცოს, ანატორებს, შატილს (ვისაც სურვილი აქვს პირველ დღეს ნახავს), კისტანს და ისევ დათვიჯვრის გავლით ყველა ერთად დავბრუნდებით თბილისში.

15 კაციანი მინიბუსის ღირებულებაა 400 ლარი.

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია, რომ თბილისიდან რაც შეიძლება ადრე გავიდეთ. ფეხით მოსიარულეებს გასავლელი ექნებათ 17-18 კმ. დიდი შანსია დაგვაღამდეს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ არ დააგვიანოთ და ვეცადოთ რომ დილის 6:00-ზე გავიდეთ ქალაქიდან.

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:03
by Naia
დათვიჯვარი-ხახაბო-არდოტის საფეხოსნო მარშრუტი საშუალო სირთულისაა და დაახლოებით 17-18 კმს გავლა მოგვიწევს. მაგრამ ვინაიდან არსებობს გზაში დაღამების საშიშროება, აუცილებელია რომ ტემპში ვიაროთ და დიდი დრო არ დავკარგოთ დასვენება-შესვენებებში. ამიტომ, გთხოვთ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაეწეროთ ფეხით წამომსვლელთა რიგებში, თუ თქვენს შესაძლებლობებში კარგად ხართ დარწმუნებული.

აუცილებელი აღჭურვილობა:

1. ფანარი
2. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი
3. საწვიმარი
4. თბილი ტანსაცმელი
5. გამოსაცვლელი ტანსაცმელი
6. წყალგაუმტარი კარავი ან კარავზე გადასაფარებელი ცელოფანი
7. არაერთჯერადი ჭურჭელი

გადმომაქვს ზურა-ენის რჩევებიც:
zura N. wrote:
nusa wrote:zura N.
ზურაენიანო :P
შენ დარბიხარ გენაცვალე და მიკვირს 20 წუთი რომ არ მოანდომე მაგ უღლეტეხილზე ასვლას :D
ისე კი საკმოდ მარტივი აღმართია (შეიძლება 2 სააათი დაღლილობის გამო მომეჩვენა და სინამდვილეში უფრ მალე ავედით :roll: ). ჰო, მახსოვს გზად აღმართისკენ, და მერეც, დაჭაობებული ადგილები გვხვდებოდა და კარგად გვატალახიანებდა.
დაღმართი კი, შუაფხოსი არ იყოს, თითქოს დაუსრულებელი იყო.
სულაც არ გვირბენია და არც მე ვარ "მთაზე მორბენალი" სამწუხაროდ... :oops: :P
ამ მარშუტის სირთულე აღმართი ნამდვილად არ არის, მთავარი სირთული მისი მთლიანი სიგრძეა და კიდევ იმას უნდ აშეეგუო რო სველი ფეხებით მოგიწევს სიარული... წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი დრო იკარგება ყოველ წყალზე გადასვლაზე ფეხზე გახდა ჩაცმაში...
ვისაც სველი ფეხსაცმლით სიარული არ უნდა შეუძლია რაიმე ღია ფეხსაცმელი წაიღოს "შლოპანცის" :oops: სტილში და ხეობაში ჩასვლის შემდეგ იმით განაგრძოს გზა... :roll:

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:06
by Naia
ახლა კი სია ჩამოვწეროთ. თუ შეიძლება მივაწეროთ ვინ აპირებს ფეხით გადასვლას და ვინ მინიბუსით. გთხოვთ, მიუთითოთ აღჭურვილობაც:

1. ნაია (3 კაციანი კარავი, საძილე, ქვეშაგები)
2. Kakha (კახა ქალაქში არ არის, მოგვიანებით დავადგენ და დავწერ)
3.

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:06
by Naia
თუ ბევრი მსურველი იქნა, შეგვიძლია დავამატოთ მეორე მინიბუსიც. მაგრამ სასურველია, რომ ფეხით გადასვლის მსურველთა რიცხვი 10-15-ს არ აღემატებოდეს.

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:06
by CheLo
წამომსვლელები:

1. ნაია (3 კაციანი კარავი, საძილე, ქვეშაგები)
2. კახა (კახა ქალაქში არ არის, მოგვიანებით დავადგენ და დავწერ)
3. ვენტო (ვაპირებ ფეხით სიარულს! და მაქვს სრული აღჭურვილობა, 4 კაციანი კარავი)

მსურველები:

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:15
by Naia
1. ნაია (3 კაციანი კარავი, საძილე, ქვეშაგები)
2. Kakha (კახა ქალაქში არ არის, მოგვიანებით დავადგენ და დავწერ)
3. ვენტო (ვაპირებ ფეხით სიარულს! და მაქვს სრული აღჭურვილობა)
4.

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:15
by Archil
ვნახოთ, თუ ცოცხალი დავრჩი :)

კიდევაც ვნახავ ხევსუერთს ....

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:17
by lolika
წამომსვლელები:

1. ნაია
2. კახა
3. ვენტო (ვაპირებ ფეხით სიარულს! და მაქვს სრული აღჭურვილობა)
4. LOLIKA ?(კარავი არ მაქვს)

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:18
by Naia
lolika wrote:წამომსვლელები:

1. ნაია
2. კახა
3. ვენტო (ვაპირებ ფეხით სიარულს! და მაქვს სრული აღჭურვილობა)
4. LOLIKA ?(კარავი არ მაქვს)
ლოლიკა, თუ შეიძლება განახლებული სია გადმოიტანე, რომ წამდაუწუმ არ მომიწიოს მისი განახლება. და მიუთითე, ფეხით აპირებ წამოსვლას თუ მინიბუსით.

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:20
by CheLo
წამომსვლელები:

1. ნაია (3 კაციანი კარავი, საძილე, ქვეშაგები)
2. კახა (კახა ქალაქში არ არის, მოგვიანებით დავადგენ და დავწერ)
3. ვენტო (ვაპირებ ფეხით სიარულს! და მაქვს სრული აღჭურვილობა, 4 კაციანი კარავი)

მსურველები:
1. ლოლიკა (კარავი არ მაქვს)

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:22
by Naia
WenTTo
შენი ნებართვით სიას ისევ გავაერთიანებ :)

ყველა წამოსვლის მსურველი ვართ ;)

1. ნაია (3 კაციანი კარავი, საძილე, ქვეშაგები)
2. კახა (კახა ქალაქში არ არის, მოგვიანებით დავადგენ და დავწერ)
3. ვენტო (ვაპირებ ფეხით სიარულს! და მაქვს სრული აღჭურვილობა, 4 კაციანი კარავი)
4. LOLIKA ?(კარავი არ მაქვს)

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:24
by Hereti
Naia
უი მეც 6 საათზე გავდივარ და ალბათ ერთად მოგვიწევს სიარული :lol: :lol:

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:37
by lolika
ხვალ მეცოდინება,
ზუსტად პასუხი წამოვალ თუ არა ,
კიდე რაღაც საკითხები მაკვს გასარკვევი როგორც კი გავარკვევ, კითხვის ნიშანსაც მოვიხსნი :twisted:

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 16:43
by Tami
Naia wrote:WenTTo
შენი ნებართვით სიას ისევ გავაერთიანებ :)

ყველა წამოსვლის მსურველი ვართ ;)
ამან ხომ ორგანიზატორის დაუკითხავად
თავისებურად არ გააფერადოს და გადააწყოს სია,
ისე არ შეუძლია :evil: :evil: :twisted: :twisted: :lol: :lol:

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით

Posted: 26 ივლ 2011, 17:06
by Nini_A
1. ნაია (3 კაციანი კარავი, საძილე, ქვეშაგები)
2. კახა (კახა ქალაქში არ არის, მოგვიანებით დავადგენ და დავწერ)
3. ვენტო (ვაპირებ ფეხით სიარულს! და მაქვს სრული აღჭურვილობა, 4 კაციანი კარავი)
4. LOLIKA ?(კარავი არ მაქვს)
5-6. ნინი_ა და ნინიას +? (ჯერ კითხვის ნიშნით ვეწერები, ხვალ საღამოს ზუსტად მეცოდინება)
7.