
სვანე-TOBA 2011 (19/20-29)
ვიკრიბებით, 19 აგვისტოს ღამის 11 საათზე სასტუმრო რედისონის პირდაპირ, ვლაგდებით მინიბუს(ებ)ში და მივემგზავრებით სვანეთისაკენ!
გენერალური გეგმა:
პირველი დღე 19/20 აგვისტო
ჩასვლა სოფელ ეცერში წახემსება და ასვლა მეზერის ულამაზეს მთაზე. დაბანაკება, კოცონის გარშემო შეკრება და დროსტარება.
მეორე დღე 21 აგვისტო
დილით საუზმის მერე გასეირნება მეზერის მთაზე, მოვინახულებთ მთავარანგელოზის სახელობის X საუკუნის ეკლესიას და დავიწყებთ ჩამოსვლას ბეჩოს თემის ბოლო სოფელ მაზერში სადაც საღამოჟამს დავბანაკდებით.
მესამე დღე 23 აგვისტო
დილით მომზადების შემდგომ გავემართებით საქართველოში ყველაზე მაღალი და ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერის, შდუგრას (150 მ.) მიმართულებით, რომელიც მდებარეობს უშბის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს და ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, კერძოდ ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკას. ცოტა ხნით შევჩერდებით ჩანჩქერის მიდამოებში და დავიძვრებით სოფელ მაზერისკენ. დავბანაკდებით.
მეოთხე დღე 24 აგვისტო
დილით, საუზმის შემდეგ მოგვაკითხავს მინიბუსი და გავემგზავრებით მესტიის მიმართულებით. გზად მოვინახულებთ სოფელ ლატალისა და სოფელ ლენჯერის ტაძრებს. ჩავალთ მესტიაში, გავშლით კარვებს და გავჩერდებით სკოლის ეზოში. დავანთებთ კოცონს და ავღნიშნავთ დაბადებისდღეს ïŠ
მეხუთე დღე 25 აგვისტო
ეს დღე სრულად დაეთმობა მესტიის დათვალიერებას. თავდაპირველად ავალთ ლაღამში და მოვინახულებთ ლაღამის უნიკალურ ტაძარს, რომელიც გამორჩეულია თავისი ხუროთმოძღვრებითა და ხატწერით, ლაღამის შემდეგ ჩავალთ მესტიაში და მოვინახულებთ მესტიის ისტორიულ-არქეოლოგიურ მუზეუმს სადაც დაცულია უნიკალური ექსპონატები და სიწმინდეები. (მაგ. უძველესი სახარება, რომელიც ადიშის ოთხთავის სახელითაა ცნობილი IX ს. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ხატი და სხვ.) გავისეირნებთ ღამის მესტიაში და გავატარებთ დაუვიწყარ საღამოს.
მეექვსე დღე 26 აგვისტო
დილით დავიძვრებით ჭალაადის ულამაზესი მყინვარისაკენ. დავათვალიერებთ ბუნების ამ საოცრებას და დავბრუნდებით უკან - ბანაკში.
მეშვიდე დღე 27 აგვისტო
დილით ავდგებით და ვისაც სურვილი ექნება წავალთ მაღლა მთაში სადაც ქორულდის ტბებია. ეს ტბები ზღვის დონიდან 2600 მეტრზე მდებარეობს და მის გარშემო კავკასიონის ულამაზესი მთებია. სასწაულია ქორულდის ტბები!!!!
მერვე დღე 28 აგვისტო
მარიამობის დღესასწაულია და არ შეიძლება უშგულში, ლამარიაში არ ავიდეთ. დილით მინიბუსით გავემგზავრებით ევროპის უმაღლესი სოფლისაკენ. გზად მოვინახულებთ სოფლებს: მულახს, უღვირის უღელტეხილს გადავალთ და ჩავალთ სოფ. იფარში, იფარიდან კი ჩავალთ სოფელ კალაში, ხოლო კალადან ავმაღლდებით უშგულს. მოვილოცავთ უშგულის წმინდა ტაძრებს და დავბრუნდებით მესტიაში.
მეცხრე დღე 29 აგვისტო
დილით გამოვემართებით თბილისისაკენ და დავათვალიერებთ მდ. ენგურის ულამაზეს ხეობას. ჩვენ ეს გზა გამოვლილი გვექნება, მაგრამ დილით ძალიან ადრე და ბევრი ჩვენგანი ამ სილამაზეს ვერ ნახავდა. გზად შეიძლება ზღვაზე, ანაკლიაში შევიაროთ და ცოტა ხნით გავირუჯოთ კიდეც

წინ ულამაზესი სვანე-TOBA 2011 გველოდება!!!
9 დღიანი ტურის ფასია: 300 ლარი
ფასში შედის:
ტრანსპორტი (შიდა ტრანსპორტის მომსახურება)
კვება
გიდი
ცხენის დაქირავება
მესტიის სახ. მუზეუმის გადასახადი
ლაშქრობის მონაწილეთა მაქსილამური რაოდენობაა 40 კაცი
ლაშქრობის მონაწილეებმა უნდა იქონიონ:
ზურგჩანთა
საძილე ტომარა (არქონის შემთხვევაში შესაძლებელია დაქირავება)
ქვეშაგები (პარალონი)
კარავი
სია ასე გამოიყურება:
1. ლამა
2. ჯონი კაპანაძე
3. ???