22.23.24/07.2011 თევზტური ბრუნდება - სიონი :)
Posted: 07 ივლ 2011, 16:07

ე.ი. რა ხდება...
გადავეჩვიე უკვე თემების გახსნას...

მომენატრა პენსიონერობა და თევზაობა, ამიტომ, გადავწყვიტე სათევზაო ტური მოვაწყო ჩემნაირი პენსიონერებისათვის, ან უბრალოდ, იმათთვის, ვისაც წაპენსიონერება უნდა.

განრიგი მეტად პრიმიტიულია:
22.07.11 პარასკევი
1. გასვლა თბილისიდან.
2. დაბანაკება.
3. აღნიშვნა
23.07.11 შაბათი
1. დილით თუ არ დაგვეზარა - თევზაობა.
2. დასვენება (აქამდე ხომ დაღლილები ვიქნებით)
3. დასვენება და წატრაპეზება.
4. წათევზავება (თუ არ დაგვეზარა).
5. დასვენება.
6. აღნიშვნა.
24.07.11 კვირა
1. დილით თუ არ დაგვეზარა - თევზაობა.
2. დასვენება (აქამდე ხომ დაღლილები ვიქნებით)
3. დასვენება და წატრაპეზება.
4. წათევზავება (თუ არ დაგვეზარა).
5. დაბრუნება ოჯახებში.
შენიშვნები:
1. საჭმელ-სასმელი ყველას თავისი მოაქვს, შეგვიძლია სამწვადე შევისყიდოთ საერთო რესურსებით.
2. ჭურჭელს და ეგეთებსაც თავად მოუარეთ, გინდათ ერთჯერადი და გინდათ არაერთჯერადი, ოღონდ ყველამ თავის ნაგავს მოუაროს.
3. ტური დასასვენებელია, არავინ იწუწუნოს, მომწყინდაო.
4. გასვლის დროს მოგვიანებით დავწერთ.
5. კარვისა და პაროლონების (ტერმინი მიზანშეწონილად არის მოტანილი) შესახებ თქვენი სახელის გვერდით დაწერეთ ინფორმაცია.
6. რაოდენობა შეზღუდულია, მხოლოდ ერთი სამარშრუტო ტაქსის ოდენობა (თან ვცდილობთ პატარა იყოს, მაქსიმუმ 16 კაციანი)
7. წამოიღეთ ფანრები.
8. მთავარი: დიდი მადლობა მელექსას, რომლის წყალობითაც თავს ვაბამ რაღაცის გაკეთებას, თორემ გადავეჩვიე.

როგორც ძველებს ახსოვთ, ორი სია დგება, ერთში ნაღდი წამომსვლელები ეწერებიან, მეორეში, ისინი, ვინც აპირებს, მაგრამ დანამდვილებით არ იცის ჯერ.
წამომსვლელები:
1. არჩილი
2. მელექსა
3. არჩილის პლიუსი
4.
მსურველები
1.დაკოტა
2.