თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 30 ივნ 2011, 13:03

აი თუშეთის კიდევ ერთი გასვლის თემაც გაიხსნა.
ლაშქრობას დიდი ხანია ვგეგმავდით, მაგრამ მარშრუტის დაზუსტება დროულად ვერ მოვახერხეთ. არც ახლაა დეტალურად გარკვეული, მაგრამ ძირითად მარშრუტს შემოგთავაზებთ, რომელიც შეიძლება ოდნავ შეიცვალოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანი, რომელიც მეგზურად უნდა გამოგვყვეს აქ არ არის, თუშეთშია, თუშია და როგორც ყველა თუში მანძილს დღეების სავალით ზომავს და არა კილომეტრებით. ამიტომ თუ ზუსტი კიილომეტრაჟი ვერ დავადგინეთ, მოგვიწევს მისი საზომით და შეფასებით ვიხელმძღვანელოთ.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ გასვლას. ლაშქრობას პაატა.ჯი გააკეთებს, მაგრამ ეს არ იქნება კომერციული გასვლა, ლაშქრობის ღირებულების ყველა თეთრი დათვლილია.
ეს იქნება საფეხოსნო მარშრუტი, 8დღიანი ლაშქრობიდან 6 დღეს სულ ფეხით ვივლით (თუმცა ბარგს ცხენები ატარებენ), მხოლოდ პირველ და მე-8 დღეს ვიმოძრავებთ მანქანით. არ იქნება ადვილი მარშრუტი, მოგვიწევს სულ მცირე ერთი უღელტეხილის გადაკვეთა მაინც ( ნაყაიჩოს უღელტეხილი - 2903 მ.) ზოგიერთ დღეს მთელი დღე მოგვიწევს სიარული. ამიტომ გაითვალისწინეთ თქვენი შესაძლებლობები და ისე ჩაეწერეთ სიაში. ღამისთევა მოხდება კარვებში. ვინც პირველად მოდის თუშეთში გაუმართლა, რადგან პირველსავე ნახვაზე თუშეთის ძირითად ნაწილს ნახავს :).

მარშრუტი:

ეს თავდაპირველი მარშრუტია, საბოლოო მარშრუტი იხილეთ ამ წერილის ბოლოს:

I დღე (30 ივლისი) - დილის 11 სთ-სთვის შეკრება რედისონთან. მინიბუსით გავემგზავრებით კახეთისკენ გომბორის გავლით. მოვინახულებთ იყალთოს აკადემიას, ალავერდს, გავემართებით სოფელ ფშაველში და დავბანაკდებით კარვებში. ეს დღე იმისთვის დაემატა მარშრუტს, რომ მეორე დღეს ცერზე დილით ადრე ვიყოთ.

II დღე (31 ივლისი) დილით ადრე დაახლ. 6:30-ზე ჯიპებით გავემართებით თუშეთის მიმართულებით აბანოს უღელტეხილით (2950მ,) მის უმაღლეს წერტილთან - ცერზე ჩამოვალთ ჯიპებიდან და მოვემზადებით საფეხოსნო მარშრუტისთვის გომეწრის ხეობაში გადასასვლელად. ბარგს ავკიდებთ ცხენებს, რომლებიც იქ დაგვხვდებიან და შევუდგებით გრძელ გზას, ქედ-ქედ ბილიკით გადავალთ დაგომეწრის ხეობისკენ და სოფელ საჭიღოლოს გავლის შემდეგ საღამოს ჩავალთ და დავბანაკდებით სოფელ ვესტმოში.

III-IV დღეს - გომეწრის ხეობას დავუთმობთ, შეძლებისდაგვარად, იმის მიხედვიტ 2 დღეში რას მოვასწრებთ, ვნახავთ ხეობის გამორჩეულ სოფლებს: ვესტომტა, გოგრულთა, დოჭუ, ილიურთა, კოკლოთა, ჯვარბოსელი, ასევე ვნახავთ ვესტმოს აღმოსავლეთით მდებარე ტბებს , თუმცა რომელ დღეს რომელ სოფლებს ვნახავთ და მე-3 დღეს რომელ სოფელში დავბანაკდებითამ ინფორმაციას მოგვაინებით დავდებთ. მე-4 დღეს სავარაუდოდ ჯვარბოსელში დავბანაკდებით.

V დღე (3 აგვისტო) - დილით ადრე ჯვარბოსელიდან გამოვალთ, სოფელ ვერხოვანის და დადიკურთას გავლით გადავივლით ნაყაიჩოს სილამაზით გამორჩეულ უღელტეხილს (2903 მ.), გადავალთ ფარსმაში და იქ დავბანაკდებით.

VI დღე (4 აგვისტო) - ფარსმა-გირევი-ლაროვანის ტბა-ფარსმა (მივდივართ ბარგის გარეშე), ვბანაკდებით ისევ ფარსმაში.

VII დღე (5 აგვისტო) - ფარსმა-ჭეშო-დართლო-დანო-კვავლო-ვბანაკდებით დართლოში.

VIII დღე (6 აგვისტო) - დართლოში მოგვაკითხავენ ჯიპები და დილით ადრე გამოვემართებით ომალოს მიმართულებით. ვნახავთ კესელოს კოშკებს, ომალოს, შენაქოს და შემდეგ აბანოს უღელტეხილის გავლით წამოვალთ ალვანისაკენ. ალვანში დაგვხვდება მინუბუსი, რომელიც თბილისში ჩამოგვიყვანს.

მარშრუტზე კიდევ ვმუშაობთ და თუ რამე ცვლილება შევიტანეთ ან დეტალი დავაკონკრეტეთ, დავწერ პირველსავე წერილში.

ახლა ხარჯები. 8 დღიანი ლაშქრობა მთლიანად დაახლოებით 260 ლარი დაჯდება, პლიუს-მინუს 10 ლარი.

ტრანსპორტი:
მინიბუსი თბილისი-ფშაველი - 2 გზა-40 ლარი
ჯიპი 2 გზა-100 ლარი
ცხენი ბარგისთვის 1 ცხენი 1 დღე- 35 ლარი , ცხენები მარშრუტის მიხედვით 6 დღის განმავლობაში დაგვჭირდება, მაგრამ 1 დღის საფასურიც უნდა დავუმატოთ, მათ ცერის ურელტეხილზე გადმოსარეკად. ანუ ჩვენ ვიხდით 7 (7 დღე) X35=245ლარს, ამ ტანხას ვყოფთ 4-ზე რადგან 1 ცხენი 4 კაცის ბარგს ატარებს. ანუ 7 დღეში ცხენების საფასური კაცზე არის 62 ლარი
აქვე უნდა დავუმატოთ 1 ცხენის საფასური 7 დღის განმავლობაში, რაც მეგზურის საფასურად შეიძლება ჩაითვალოს. ეს 245 ლარი მოლაშქრეთა რაოდენობაზე გაიყოფა 20 კაცის შემთხვევაში, კაცზე 13 ლარი გამოდის.
კვების ფულს შევკრებთ და პროდუქტებს ერთად ვიყიდით. საორიენტაციო თანხად 35 ლარი ავიღეთ.
ანუ ამ გამოთვლით სულ ლაშქრობის ღირებულება 1 კაცისთვის არის - 250 ლარი , გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით კი 270 ლარი.

ახლა სია.

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 20 კაცი (1 მინიბუსი), ამ რაოდენობის შეკრებისას სია იხურება, თუმცა მსურველები თუ კიდევ იქნებიან, შეუძლიათ სათადარიგო სიაში ჩაეწერონ.

სიაში უკვე ჩავწერე ის კარველები, ვისი თხოვნითაც საერთოდ დაიგეგმა ეს ლაშქრობა აგვისტოს დასაწყისისთვის, რადგან სწორედ ამ პერიოდში შეუძლიათ შვებულების აღება:

0. პაატა
1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ლეო?
9. ფალკონის +
10. ფალკონის მეორე + ?
11. ქეთოს + ?
12.რიფის + ?


დამატებითი ცნობები:
Mta Mkvarebia wrote: დღეს მე და პაატა გურულს შევხვდით და კიდევ გავიარეთ მარშრუტი. თუ ვიყოჩაღეთ და გომეწრის ხეობის სოფლები მე-3 დღეს მოვიარეთ. მე-4 დღეს შეიძლება წოვათაც დავამატოთ და მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ამ გასვლაში თუშეთის 90%-ზე მეტს ვნახავთ. თუმცა ეს ჩვენს სიყოჩაღეზეა დამოკიდებული, ამისთვის ალბათ კოკლოტას ამოგდება დაგვჭირდება მარშრუტიდან, მაგრამ მას მაინც ვნახავთ, ოღონდ შიგნით არ შევივლით. ამ შემთხვევაში მარშრუტის ეს ნაწილი ასეთ სახეს მიიღებს:

II დღე - ცერი - უღელტეხილის უმაღლესი ნაწილი- საჩიღოლო, ვესტო, ვესტომთა და თუ ვიყოჩაღეთ გოგრულთაში დაბანაკება (ის სამი ტბა სადღაც მეორე ან მესამე დღეს უნდა ვნახოთ, როგორც მეგზური ამბობს, ცერიდან დიდ მანძილზე არაა და იმავე დღეს მოვინახულებთო.
III დღე - გოგრულთადან დოჭუში ჩასვლა ხევით, ბეღელა, ჯვარბოსელი, ვერხოვანი. დაბანაკება ვერხოვანში.
IV დღე - წოვათა
V დღე - ნაყაიჩოზე გადასვლა.
დანარჩენი ისეა როგორც თავდაპირველ მარშრუტში.

ვიმეორებ ამ ყველაფერს განზოგადებუილად ვწერ, შეიძლება მოგზაურობისას ცვლილებები შევიტანოტ, იმის მიხედვით, როგორ ივლის ჯგუფი.

პაატამ ივარაუდა რომ ცხენების რაოდენობა შეიძლება არ გვეყოს და 1 ცხენის დამატება მაინც დაგვჭირდეს, რადგან ბარგი ბევრი იქნება, თან საკვებს ყველა ერთად ვყიდულობთ და შეიძლება ერთი ცხენი მაგას დასჭირდეს. 7 დღეზე თუ გადავამრავლებთ და მერე 20-ზე გავყოფთ, ეს თანხა დაახლოებით 13 ლარია, მაგრამ ეს ცამეტი ლარი მინიბუსის თანხაში დაიზოგა -21 კაციანი მინიბუსის მძღოლს ვესაუბრეთ, რომელმაც თბილისიდან ფშაველში ჩვენი აყვანა და და ალვანიდან თბილისში ჩამოყვანა 440 ლარად შემოგვთავაზა (კაცზე 22 ლარი 2 გზა), ასე რომ ეს ფაქტი თანხას არ გააძვირებს, თუმცა გასათვალისწინელებია კიდევ ერთი რამ, როგორც გურულმა გვითხრა და პაატამაც დაადასტურა, შენაქოში ასვლა თუ გვინდა, მძღოლი ალბათ თანხის გაზრდას მოგვთხოვს, მაგრამ ეს თანხა იმ თანხის ფარგჰლებსი უნდა ჩაეტიოს, რაც მეტობით გვაქბს ნაანგარიშევი, და ჯამში ღირებულება დაახლოებით 270 ლარი გამოვა. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება მაინც გამოჩნდეს გაუთვალისწინებელი ხარჯი დაუფრო დაზუსტებით მძღოლებთან კონკრეტულად რომ შევთანხმდებით, მაშინ გამოჩნდება.
Mta Mkvarebia wrote: გირევში, ლაროვანის ტბაზე გადასასვლელად სასაზღვრო პუნქტი უნდა გავიაროთ და პირადობის მოწმობები დაგვჭირდება ყველას, ამიტომ ვისაც გამოსაცვლელი აქვს, წინასწარ იზრუნოს ამაზე.
მარშრუტის I და II ვარიანტებს შევაჯერებ და შესწორებად ჩავამატებ. თავდაპირველ მარშრუტს სპეციალურად არ ვცვლი, თუმცა ყველაზე მისაღები ბოლოს მოცემული მარშრუტია:

შესწორებული მარშრუტი:
I დღე (30 ივლისი) - დილის 11 სთ-სთვის შეკრება რედისონთან. მინიბუსით გავემგზავრებით კახეთისკენ გომბორის გავლით. მოვინახულებთ იყალთოს აკადემიას, ალავერდს, გავემართებით სოფელ ფშაველში და დავბანაკდებით კარვებში. ეს დღე იმისთვის დაემატა მარშრუტს, რომ მეორე დღეს ცერზე დილით ადრე ვიყოთ.

II დღე (31 ივლისი) დილით ადრე დაახლ. 6:30-ზე ჯიპებით გავემართებით თუშეთის მიმართულებით აბანოს უღელტეხილით (2950მ,) მის უმაღლეს წერტილთან - ცერზე ჩამოვალთ ჯიპებიდან და მოვემზადებით საფეხოსნო მარშრუტისთვის გომეწრის ხეობაში გადასასვლელად. ბარგს ავკიდებთ ცხენებს, რომლებიც იქ დაგვხვდებიან და შევუდგებით გრძელ გზას, ცერიდან რამდენიმე კმ-ში მოვინახულებთ ორიწყლის სათავეებთან მდებარე ალპურ, პატარა ტბებს სულ 3 თუ 4 ტბაა, 1 შედარებით მოზრდილია, 3 ძალიან პატარა, შემდეგ გავაგრძელებთ გზას, ქედ-ქედ ბილიკით გადავალთ გომეწრის ხეობისკენ, სოფელ საჭიღოლოს გავლის შემდეგ საღამოს ჩავალთ და დავბანაკდებით სოფელ ვესტმოში, თუ დროულად გავიარეთ ეს მარშრუტი, ვესტმოს მონახულების მერე ვესტომთას და გოგრულთასაც მოვინახულებთ და გოგრულთაშივე დავბანაკდებით.

III დღე (1 აგვისტო)- თუ წინა დღეს ვესტომთასა და გოგრულთას მონახულება ვერ მოვასწარით, ამ სოფლებს ამ დღეს ვნახავთ, შემდეგ გოგრულთადან დოჭუში გადავალთ ხევში გამავალი ბილიკით, დოჭუს მონახულების მერე გავემართებით ვერხოვანისკენ და გზად ვნახავთ სოფლებს: ბეღელა, ჯვარბოსელი, ვერხოვანი. დაბანაკება ვერხოვანში.

IV დღე (2 აგვისტო)-წოვა თუშეთი, წოვათა (მივდივართ ბარგის გარეშე), დავბანაკდებით ისევ ვერხოვანში.

V დღე (3 აგვისტო) - დილით ადრე ვერხოვანიდან გამოვალთ, სოფელ დადიკურთას გავლით გადავივლით ნაყაიჩოს სილამაზით გამორჩეულ უღელტეხილს (2903 მ.), გადავალთ ფარსმაში და იქ დავბანაკდებით.

VI დღე (4 აგვისტო) - ფარსმა-გირევი-ლაროვანის ტბა-ფარსმა (მივდივართ ბარგის გარეშე), ვბანაკდებით ისევ ფარსმაში.

VII დღე (5 აგვისტო) - ფარსმა-ჭეშო-დართლო-დანო-კვავლო-ვბანაკდებით დართლოში.

VIII დღე (6 აგვისტო) - დართლოში მოგვაკითხავენ ჯიპები და დილით ადრე გამოვემართებით ომალოს მიმართულებით. ვნახავთ კესელოს კოშკებს, ომალოს, შენაქოს და შემდეგ აბანოს უღელტეხილის გავლით წამოვალთ ალვანისაკენ. ალვანში დაგვხვდება მინუბუსი, რომელიც თბილისში ჩამოგვიყვანს.

ვესტმო, ვესტომთა, საჭიღოლო, გოგრულთა და დოჭუ სატელიტიდან. თუ მოახლოვებთ ბილიკებსაც კარგად დაინახავთ:

http://wikimapia.org/#lat=42.3810237&lo ... &v=8&ifr=1

ეს კიდევ ის სამი პატარა ტბა:

http://wikimapia.org/#lat=42.2963735&lo ... &v=8&ifr=1

Mta Mkvarebia wrote: როგორც აღვნიშნეთ მარშრუტი არ იქნება ადვილი და კარგი იქნება თუ 30 ივლისამდე დარჩენილ დღეებს ფიზიკური მომზადებისთვის გამოიყენებთ. ვისაც გრძელ მარშრუტებზე არ უვლია ბოლო დროს, შეუძლია კიბეებზე სიარულში ივარჯიშოს ;) (სართულების რაოდენობის ნელ-ნელა გაზრდით), რომ ფეხის კუნთები დაღმართზე სიარულისთვის მოამზადოს. როგორც ცნობილია, არაფერი ისე არ ღლის კუნთებს, როგორც დაღმართზე დაშვება. დაღმართი კი მეორე დღესვე გვექნება. 2926 მეტრიდან 2060 მეტრამდე (საჭიღოლოს სიმაღლე) უნდა ჩამოვიდეთ და თუ გავარჯიშებული ვიქნებით, კუნთები ნაკლებად დაგვეღლება და შემდეგ დღეებში სიარული ნაკლებად გაგვიჭირდება :D.
Mta Mkvarebia wrote:მათ საყურადღებოდ, ვინც ?-ის ნიშნითაა სიაში ჩაწერილი, გთხოვთ თქვენი წამოსვლა-არწამოსვლის საკითხი 20 ივლისის საღამომდე გაარკვიოთ. წამოსვლის ძალიან ბევრი, 100-% იანი მსურველია და უსამართლობა იქნება, თუ ბოლო მომენტამდე არც ეცოდინებათ მიდიან თუშეთში თუ არა.
ფულის ასაკრებად შევიკრიბოთ ოთხშაბათს 27-ში , საღამოს 19:00 სთ-ზე, ვერის ბაღში, შადრევანთან. მაგ დროისთვის წამომსვლელთა ზუსტი ვინაობა უკვე გარკვეული იქნება.
ავკრეფთ 250 ლარს, მაგრამ თუშეთში ცოტაოდენი სახარჯო ფული მაინც წამოიღეთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.

ეს კი ხარჯების გაშიფვრა ამ პერიოდისთვის

გამუქებილი რაცაა ესაა ხარჯი 1 ადამიანზე.

მინიბუსის ხარჯი- ორი გზა: 440 ლარი: 20-ზე = 22 ლარი
ჯიპების ხარჯი - ორი გზა (3 ჯიპი - 9, 6 და 6 კაციანი, ბარგი სახურავის საბარგულზე)- 500 ლარი 1 ჯიპისთვის, სულ 1500 ლარი:20-ზე =75 ლარი, ამ თანხაშივე შედის ჩვენი შენაქოში აყვანა.
ცხენები ს ხარჯი: სულ 7 ცხენი (ერთი ცხენიც დავამატეთ, რადგან 20 კაცის ბარგი ცოტა არ იქნება და ერთი ცხენი მაინც უნდა იყოს მსუბუქად, რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმე დაჯდეს ხოლმე)- ვანგარიშობთ 7 დღეზე, 6 დღეს + 1 დღე, რაც ცხენების ცერზე გადმორეკვას სჭირდება . ცხენის ხარჯი ცოტა გაგვიძვირეს, მაგრამ ჯიპების თანხა გაიაფდა და ერთმანეთი დააბალანსა. 40X7 (ცხენი)X7(დღე)=1960 :20-ზე =98 ლარი
მეგზური ს ხარჯი. როგორც პირველ წერილში დავწერე მეგზურს ვუხდით 1 ცხენის დაქირავების თანხას (7 დღის განმავლობაში) 40X7=280:20=14 ლარი.
დარჩენილი თანხას - 820 ლარისას -კაცზე41 ლარი საკვებს ვიყიდით.

ახლა რჩევები:

რამდენიმე ადამიანმა მთხოვა დაწვრილებით დამეწერა რა შეიძლება დასჭირვებოდათ, და მათი თხოვნა გავითვალისწინე.

ძალიან ბევრი ბარგი არ წამოიღოთ იმ იმედით რომ ცხენები ატარებენ ბარგს, წამოიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები.
მართალია საკვებს საერთო ფულით ვყიდულობთ, მაგრამ სასუსნავების და ტკბილეულის წამოღება არ დაგავიწყდეთ (კარგ სამსახურს გაგიწევთ ქიშმიში, ნიგოზი, თხილი და ჩირი), ასევე სასმელზე თავად უნდა იზრუნოთ (ზვიო, შენს გასაგონად ვწერ ;) )

აუცილებლად წამოიღეთ:
1. პირადობის მოწმობა
2. მზისგან დამცავი ქუდი და ნელსაცხებელი
3. საწვიმარი
4. ფარანი (გაითვალისწინეთ რომ იქ ელექტროენერგია არაა, მხოლოდ იშვიათი გამონაკლისების გარდა, სასტუმროებში მაგალითად, ამიტომ ვერც ტელეფონებს, ვერც ფოტოაპარატებს, ვერც ფარანს ვერ დატენით, და თუ სათად ...
Last edited by Mta Mkvarebia on 28 ივლ 2011, 11:39, edited 21 times in total.
Image

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by დათო » 30 ივნ 2011, 13:20

1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ლეო?
9. ფალკონის +
10. ფალკონის მეორე + ?
11. ქეთოს + ?
12.რიფის + ?
13. დათო

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by meleksa » 30 ივნ 2011, 13:27

ოჰოო, მეტად მშვენიერი გასვლა გექნებათ გული მიგრძნობს :)
წარმატებებიიი :)


პ.ს. იმედია გომეწარს თქვენზე ადრე ვნახავ :D
Image

User avatar
Teo_Giorgobistve
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 09 აგვ 2010, 16:54
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Teo_Giorgobistve » 30 ივნ 2011, 13:52

ეჰ, რა დროს გავხარჯე შვებულება... :(
წარმატებულ გასვლას გისურვებთ მეგობრებო :)

User avatar
Teo_Giorgobistve
ბილიკზე მოარული
Posts: 86
Joined: 09 აგვ 2010, 16:54
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Teo_Giorgobistve » 30 ივნ 2011, 13:52

ეჰ, რა დროს გავხარჯე შვებულება... :(
წარმატებულ გასვლას გისურვებთ მეგობრებო :)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Naia » 30 ივნ 2011, 14:03

ეჰ, ყველანაირად ვეცადე მაგრამ... მაგ პერიოდში სავარაუდოდ კიდევ ერთი მივლინება მიწევს უცხოეთში. თუმცა მაინც თვალი მიჭირავს ამ თემაზე. თუ რამე შეიცვალა, ვიფიქრებ წამოსვლაზე :)

User avatar
stringer
ასფალტზე მოარული
Posts: 7
Joined: 26 მაი 2008, 12:38
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by stringer » 30 ივნ 2011, 14:11

1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ლეო?
9. ფალკონის +
10. ფალკონის მეორე + ?
11. ქეთოს + ?
12.რიფის + ?
13. დათო
14. stringer

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 30 ივნ 2011, 14:56

Naia
ნაი, ნეტა შეიცვალოს რამე.
Image

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Iako. » 30 ივნ 2011, 15:05

1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ლეო?
9. ფალკონის +
10. ფალკონის მეორე + ?
11. ქეთოს + ?
12.რიფის + ?
13. დათო
14. stringer
15. იაკო+ ნინი ?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Nika » 30 ივნ 2011, 17:07

აბანოს უღელტეხილის სიმაღლე 2850–ია ;)
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by ეკატო » 30 ივნ 2011, 20:24

ვეცდები ჩემი შვებულება მაგ პერიოდს დავამთხვიო და თუ გამომივიდა, მეც სიამოვნებით შემოგიერთდებით. კითხვის ნიშნით მაინც ჩავეწერები

1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ლეო?
9. ფალკონის +
10. ფალკონის მეორე + ?
11. ქეთოს + ?
12.რიფის + ?
13. დათო
14. stringer
15. იაკო+ ნინი ?
16, ეკატო ?

giorgi-bunturi
ბოდიალა
Posts: 146
Joined: 23 ივნ 2010, 23:57
Location: tbilisi
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by giorgi-bunturi » 30 ივნ 2011, 21:01

1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ლეო?
9. ფალკონის +
10. ფალკონის მეორე + ?
11. ქეთოს + ?
12.რიფის + ?
13. დათო
14. stringer
15. იაკო+ ნინი ?
16, ეკატო ?
17. ბუნტურიკა?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 30 ივნ 2011, 21:20

Nika
ვიცოდი, მაგას რომ დაწერდი :)
რადგან მაგ საკითხი სადაოა, როგორც ძველი თემებიდან მახსოვს, ასე მოვიხსენიოთ, დაახლოებით 2900 მ. :)

ჯერჯერობით შეგიძლიათ კითხვის ნიშნით ჩაწერა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ უნდა დააზუსტოთ თქვენი წამოსვლა-არწამოსვლის საკითხი.

Teo_Giorgobistve

ცუდია :(

meleksa
გაიხარე, გიო. :) რა კარგი იქნებოდა, შენც მოდიოდე :)))
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by guruli » 01 ივლ 2011, 00:52

რამდენიმე ტერმინს შევასწორებ, რაც რუსული რუკების გავლენა მგონია: საჩიღოლო; კოკლათა.
სხვა კი გირჩიეთ პმ-ში. :)
მე შემოდგომის თუშეთი შემიყვარდა ძრიელ და ახლაც თუ რამე გამომივიდა, სექტემბერში ვეცდები იქ წასვლას. ამიტომ არ ვეწერები სიაში, თუმცა თავიდან კინაღამ წამძლია სულმა. :) კარგი მარშრუტია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by guruli » 01 ივლ 2011, 00:59

მთაშენკა, ამ ფოტოზე კარგად კი არ ცანს, მაგრამ ამ მთაზე და ამ ბილიკზე გეუბნებოდი - ეგ გადადის აბანოს ხევიდან გომეწარში, საჩიღოლო-ვესტმოში. ოღონდ თქვენ ცერიდან თუ წახვალთ, ზევიდან გადაუვლით მაგას.
Image
ეს ბილიკი ასე დახვეულად ადის სულ ბოლომდე და გადადის იქით. თორღვას აბანოდან მალეა მაგის გადასახვევი, არ მისული ცერამდე. მაქედან ცერამდე კარგა მანძილია კიდევ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]