თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by guruli » 06 აგვ 2011, 22:43

მშვიდობა ტქვენს დაბრუნებას! :D
თემა დიდხანს არ დააგვიანოთ! :twisted:

User avatar
ინა-უნა
ბოდიალა
Posts: 280
Joined: 19 მაი 2010, 23:16
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by ინა-უნა » 06 აგვ 2011, 22:53

guruli wrote:მშვიდობა ტქვენს დაბრუნებას! :D
თემა დიდხანს არ დააგვიანოთ! :twisted:
მშვიდობა, მშვიდობა.
გაცილების კაი ფეხი გქონია :) გადასარევი ამინდი გვქონდა :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by guruli » 07 აგვ 2011, 00:16

ინა-უნა
გადასარევი ამინდი გვქონდა
ძალიან ხომ არ ცხელოდა?

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Archil » 07 აგვ 2011, 07:16

guruli wrote:მშვიდობა ტქვენს დაბრუნებას! :D
თემა დიდხანს არ დააგვიანოთ! :twisted:
+1
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 07 აგვ 2011, 09:20

ყველას დიდი მადლობა ჩვენზე ნერვიულობისათვის, დართლომდე თითქმის არსად იჭერდა ტელეფონი. ამიტომაც ვერ გვირეკავდით. პაატასთან დაკავშირებაც იმიტომ მოახერხა ნაიამ რომ ფარსმიდან დანოში იყო ასული დღეობაზე. მართლა ტკბილად მოსაგონარი მოგზაურობა გამოგვივიდა. თავის შთაბეჭდილებებს ყველა დაწერს ალბათ.
ZVIOSULI wrote:22ნი ვართ არა და 23ის შესახებ ვინმეს რამე თუ არ გსმენიათ:

http://allmovies.ge/ge/#movie/AFAEG

ძალიან მაგარი ფილმი ძალიან მაგარი რეჟისორისგან და ჯიმკერის დრამატულ საშიში როლი მთელი უსერიოზულობით!
ფილმი არ ვიცი, მაგრამ ენამ გიყივლა, ხომ იცი? ;)
გურულმა 21 კი გაგვაცილა რედისონიდან, მაგრამ საბოლოოდ 23 აღმოვჩნდით. 2 კაცი, მეზვრიშვილის პლიუსები - ნიკა და ლაშა გზაში დაგვეწიენ, ფშაველში დამოუკიდებლად ჩამოვიდნენ და ეს 8 დღე გაგვილამაზეს, თავის ლამაზი იუმორით და სიმღერით. ასე რომ მუსიკის ჰანგები არ მოგვკლებია არცერთ დღეს. ყოველ საღამოს კოცონთან ვისხედით, ბიჭები მღეროდნენ, პაატა კარხელაური (მეგზური) ბალალაიკაზე უკრავდა, იაკო ლექსებს სთქომდა, ჩვენ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუმზერდით და დაძინება აღარ გვინდოდა, მაგრამ გაგვახსენდებოდა რომ მეორე დღეს ისევ 6-7, ხანდახან 5 საათზე ასადგომები ვიყავით და კარვებში მივდიოდით. მაგრამ ვინ გაძინებდა? კარვებიდან გაძახილ-გამოძახილები ისევ გრძელდებოდა, ნუ ნარკომანი ცხვრის ხორცის ჭამის მშფოთვარე ღამე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია და მაგაზე რეპორტაჯში დავწერ :))))

აქვე რომ არ აღვნიშნო ამ გასვლის გმირი არ შემიძლია. ესაა ჯორჯ მეინი, ფალკონის პლიუსი, რომელმაც ყველა გაგვაოცა, არცერთ კარველ ბიჭს არ უნდა ეწყინოს მაგრამ ყველა მათგანს აჯობა! :D მდინარეში ცხენებით გოგოების გადაყვანა იყო თუ, შეშის მოზიდვა და კოცონის დანთება, ძაღლების მოგერიება, ჩამკეტობა თუ გზის დასაზვრად წინ სიარული, ყველგან ჯორჯი იყო :D

მაგრამ მარტო ჯორჯი არ ყოფილა გამორჩეული. ყველა განსაკუთრებული იყო რაღაც ნიშნით და შესაბამისად თითოეული მათგანი გვილამაზებდა ამ დღეებს. ყველა ყოჩაღია, წყლულების და იარების მიუხედავად ყველამ შეძლებისდაგვარად კარგად იარა. ბუნება და გარემო ხომ ცალკე საუბრის თემაა.

ვეცდები რეპორტაჟი და თემა არ დავაგვიანო, მაგრამ დღესვე რომ ვერ მოვახერხებ გახსნას ამას ისედაც ხვდებით ალბათ ;)
Last edited by Mta Mkvarebia on 07 აგვ 2011, 09:27, edited 2 times in total.
Image

User avatar
ინა-უნა
ბოდიალა
Posts: 280
Joined: 19 მაი 2010, 23:16
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by ინა-უნა » 07 აგვ 2011, 09:21

guruli

ცხელოდა, მაგრამ მე არ მცხელოდა :D გრილი ნიავი უბერავდა სულ , ყოველ ნაბიჯზე წყალი. გადასარევი იყო იქ ყოფნა.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 07 აგვ 2011, 09:26

რა სიცხე, რის სიცხე. როცა ისეთი გრილი ნიავი უბერავს მთაში, სიცხემ როგორ შეიძლება შეგაწუხოს :)
პირიქით, ქალაქში დარჩენილები გვეცოდებოდით, ღამით თბილი ტანსაცმლით კოცონს რომ შემოვუსხდებოდით ხოლმე :).
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by guruli » 07 აგვ 2011, 11:02

ინა-უნა
Mta Mkvarebia
აბა, აბა - თან საქმე ანუ თემის გახსნა! ისე წერთ, ამიშალეთ ნერვები - ათმაგად მომანდომეთ თუშეთი. :D

giorgi_barca
ბოდიალა
Posts: 137
Joined: 30 სექ 2010, 14:08
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by giorgi_barca » 07 აგვ 2011, 12:37

Mta Mkvarebia wrote:ნუ ნარკომანი ცხვრის ხორცის ჭამის მშფოთვარე ღამე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია და მაგაზე რეპორტაჯში დავწერ
ლიკა მე ვერ ვიხსენებ მაგ ღამეს,რამე განსაკუთრებული მოხდა?ალბათ მეძინა :)

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by ეკატო » 07 აგვ 2011, 13:43

giorgi_barca wrote:
Mta Mkvarebia wrote:ნუ ნარკომანი ცხვრის ხორცის ჭამის მშფოთვარე ღამე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია და მაგაზე რეპორტაჯში დავწერ
ლიკა მე ვერ ვიხსენებ მაგ ღამეს,რამე განსაკუთრებული მოხდა?ალბათ მეძინა :)
შენზე განსაკუთრებულად რომ იმოქმედა მაგ ცხვრის ხორცმა, ალბათ მაგიტომ ვერ იხსენებ :lol: :lol: :lol:

giorgi_barca
ბოდიალა
Posts: 137
Joined: 30 სექ 2010, 14:08
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by giorgi_barca » 07 აგვ 2011, 14:37

ეკატო wrote:
giorgi_barca wrote:
Mta Mkvarebia wrote:ნუ ნარკომანი ცხვრის ხორცის ჭამის მშფოთვარე ღამე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია და მაგაზე რეპორტაჯში დავწერ
ლიკა მე ვერ ვიხსენებ მაგ ღამეს,რამე განსაკუთრებული მოხდა?ალბათ მეძინა :)
შენზე განსაკუთრებულად რომ იმოქმედა მაგ ცხვრის ხორცმა, ალბათ მაგიტომ ვერ იხსენებ :lol: :lol: :lol:
რა თქმა უნდა ცხვრის ხორცმა იმოქმედა...აბა ღვინოს გრადუსი საერთოდ არ ჰქონდა :D

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by perwkli » 07 აგვ 2011, 16:39

ვესტმოელებმა, შენნაირი გადარეულები იყვნენ ერთი 20 კაცი, ფეხით მიდიოდნენ ნახე სურათები გადავუღეთო და მთაშენკა ვიცანი :lol:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/


User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by domciko » 08 აგვ 2011, 12:42

სად ხართ ხალხნო... რაღაცა ვერ ვხედავ უკვე შემდგარი მოგზაურობებში ამ თუშეთს :D :D ისედაც ნამყოფი არ ვარ და მალე დაყარეთ რა ფოტოები... :) :) აქ მაინც ვიხილო და ნუ შთაბეჭდილებები არ დაგავიწყდეთ :) :**

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 08 აგვ 2011, 14:40

perwkli
:D
ნეტა როდის გადაგვიღეს? ალბათ ვესტომთისკენ მიმავალ მთას რომ შევუყევით :D

domciko
ამოგვასუნთქეთ :) , ამდენი ხნის შვებულების მერე სამსახურში რომ ბევრი საქმე გვექნება, გიკვირთ?
რა გირჩევნიათ, მოვალეობის მოხდის მიზნით გავხსნათ თემა და აბა მიდით, დაყარეთ ვისაც რამის დადება არ გეზარებათთქო, განვაცხადოთ, თუ წესების დაცვით გავხსნათ სრულყოფილი თემა? მთა მყვარებიასეული დაწვრილებითი რეპორტაჟითურთ, რასაც სხვა კარველების რეპორტაჟები მოყვება? :D გვითხარით, არ მოგერიდოთ, ჩვენთვის უფრო ადვილია თემა ნაუცბათევად გავხსნათ, ნაკლებ ენერგიას და დროს წაიღებს :wink:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]