თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by natalia » 01 ივლ 2011, 08:40

1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ლეო?
9. ფალკონის +
10. ფალკონის მეორე + ?
11. ქეთოს + ?
12.რიფის + ?
13. დათო
14. stringer
15. იაკო+ ნინი ?
16, ეკატო ?
17. ბუნტურიკა?
18.ნატალია ? (ამ დღეებში დავაზუსტებ)

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by ეკატო » 01 ივლ 2011, 12:55

ლიკა, ამ მარშრუტში დიკლო არ შედის?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 01 ივლ 2011, 13:44

ეკატო
არა, დიკლო არ შედის. შედის მხოლოდ შენაქო. დიკლო და შენაქო ჩაღმა თუშეთია, თავდაპირველი გეგმის მიხედვით ვერცერთის ნახვა ვერ ხერხდებოდა, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ ბოლო დღეს დართლოდან ადრე გამოვიდეთ და თბილისისკენ მიმავლებმა შენაქოც ვნახოთ ომალოსთან და კესელოებთან ერთადთქო. დიკლოს სავარაუდოდ ვეღარ მოვასწრებთ, ამიტომაც არაა გეგმაში. თუმცა თუ ბევრი დროც არ დაიხარჯა და მძღოლებიც უარზე არ იყვნენ, შეიძლება მოხერხდეს კიდეც. მაგრამ ამას ვარაუდად ვწერ. თუ შენთვის მაგ სოფლის ნახვა ასე მნიშვნელოვანია, მარტო მაგ იმედით არ მიიღო გადაწყვეტილება :).

ერთ გასვლაში ძალიან ძნელია მთელი თუშეთი ნახო თუ მოკლე-მოკლე გასვლებით მიდიხარ. მე დიკლოში მხოლოდ მესამე გასვლაზე ვიყავი თუშეთში :) დიკლოზე არანაკლებ ლამაზი სოფლები გვაქვს გეგმაში და თუ ყველას ნახვა მოვახერხეთ, უზომოდ კმაყოფილი ვიქნები და ვინც პირველად წამოვა იმათ ხომ გაუმართლებთ და გაუმართლებთ, რასაც მე მეოთხე სტუმრობისას ვნახავ, ისინი პირველსავე ვიზიტისას ნახავენ :).
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by guruli » 01 ივლ 2011, 15:50

Mta Mkvarebia
თავდაპირველი გეგმის მიხედვით ვერცერთის ნახვა ვერ ხერხდებოდა, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ ბოლო დღეს დართლოდან ადრე გამოვიდეთ და თბილისისკენ მიმავლებმა შენაქოც ვნახოთ ომალოსთან და კესელოებთან ერთადთქო.
მაინც მაგრად ირთულებთ გზას... თან დაიღლებით სათბილისოდ - წინ ხომ იმხელა გზა გექნებათ.

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by keto » 01 ივლ 2011, 15:54

guruli
გრძელ გზას ვინ ჩივის. თბილისში მოვდივართ და დავიღალოთ რა :) იქ ჩასულებმა გავირთულოთ, მე პირადად მირჩევნია
Keep Smiling...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 01 ივლ 2011, 15:56

guruli
არა უშავს, ფეხით სიარულით ისე ვიქნებით დაღლილი, რომ მანქანაში ჩასხდომა და იმ გზებზე რწევა აკვანივით და იავნანასავით მოგვეჩვენება :D

შარშან საღამოს 5 საათზე გამოვედით ომალოდან და ღამის 11 საათზე უკვე თბილისში ვიყავით :), თავის შესვენებებით და უღელტეხილზე მუსიკის ქვეშ ვალსის ცეკვით :))
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by guruli » 01 ივლ 2011, 16:03

Mta Mkvarebia
უღელტეხილზე მუსიკის ქვეშ ვალსის ცეკვით
ჩვენ ბოდიში - ვალსი უღელტეხილზე ძაან მაღალ მატერიებთან თამაშია. :D :D
keto
Mta Mkvarebia
კარგი, როგორც გინდათ - მე კი არ გედავებით, თქვენი საქმეა, მაგრამ ხარჯებში სავარაუდოდ ჩაამატეთ მაშინ. ომალოდან შენაქოში 20 ლარად ნაღდად არ გაგიყვანთ მანქანა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ ომალოდან დოჭუში 60 ლარად ცაგვიყვანა, ის კი ახლოსაცაა და გზაც ბევრად უკეთესია.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 01 ივლ 2011, 16:16

guruli
ეს დეტალები მძღოლებთან შეთანხმების მერე გაირკვევა, ჩვენ კი ჯერ ხალხის რაოდენობაც არ ვიცით და რაზე შევთანხმდეთ მძღოლებთან? :)
იგივე 60 ლარი მგზავრთა რაოდენობაზე რომ გაიყოფა , სწორედ ის თანხა გამოდის რაც პლიუს-მინუსით გვიწერია ხარჯებში.

სულაც არ ვთვლით რომ გვედავები :) რას ამბობ, შენს ყველა რჩევას და შენიშვნას დიდი ყურადღებით მოვისმენთ :)
Image

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by ეკატო » 01 ივლ 2011, 20:15

Mta Mkvarebia
არა ლიკა, მე დიკლოს გამო ნამდვილად არ მინდა წამოსვლა, ყველა ვარიანტში ვაპირებ წამოსვლას თუ შვებულებას მაგ პერიოდს დავამთხვევ :) მითუმეტეს რომ ნამყოფი არ ვარ და ყველაფერი მაინტერესებს :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 01 ივლ 2011, 21:30

ეკატო
იმედია, ყველაფერი ისე გამოგივა, როგორც გინდა :D

დღეს მე და პაატა გურულს შევხვდით და კიდევ გავიარეთ მარშრუტი. თუ ვიყოჩაღეთ და გომეწრის ხეობის სოფლები მე-3 დრეს მოვიარეთ. მე-4 დღეს შეიძლება წოვათაც დავამატოთ და მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ამ გასვლაში თუშეთის 90%-ზე მეტს ვნახავთ. თუმცა ეს ჩვენს სიყოჩაღეზეა დამოკიდებული, ამისთვის ალბათ კოკლოტას ამოგდება დაგვჭირდება მარშრუტიდან, მაგრამ მას მაინც ვნახავთ, ოღონდ შიგნით არ შევივლით. ამ შემთხვევაში მარშრუტის ეს ნაწილი ასეთ სახეს მიიღებს:

II დღე - ცერი - უღელტეხილის უმაღლესი ნაწილი- საჩიღოლო, ვესტო, ვესტომთა და თუ ვიყოჩაღეთ გოგრულთაში დაბანაკება (ის სამი ტბა სადღაც მეორე ან მესამე დღეს უნდა ვნახოთ, როგორც მეგზური ამბობს, ცერიდან დიდ მანძილზე არაა და იმავე დღეს მოვინახულებთო.
III დღე - გოგრულთადან დოჭუში ჩასვლა ხევით, ბეღელა, ჯვარბოსელი, ვერხოვანი. დაბანაკება ვერზოვანსი.
IV დღე - წოვათა
V დღე - ნაყაიჩოზე გადასვლა.
დანარჩენი ისეა როგორც თავდაპირველ მარშრუტში.

ვიმეორებ ამ ყველაფერს განზოგადებუილად ვწერ, შეიძლება მოგზაურობისას ცვლილებები შევიტანოტ, იმის მიხედვით, როგორ ივლის ჯგუფი.

პაატამ ივარაუდა რომ ცხენების რაოდენობა შეიძლება არ გვეყოს და 1 ცხენის დამატება მაინც დაგვჭირდეს, რადგან ბარგი ბევრი იქნება, თან საკვებს ყველა ერთად ვყიდულობთ და შეიძლება ერთი ცხენი მაგას დასჭირდეს. 7 დღეზე თუ გადავამრავლებთ და მერე 20-ზე გავყოფთ, ეს თანხა დაახლოებით 13 ლარია, მაგრამ ეს ცამეტი ლარი მინიბუსის თანხაში დაიზოგა -21 კაციანი მინიბუსის მძღოლს ვესაუბრეთ, რომელმაც თბილისიდან ფშაველში ჩვენი აყვანა და და ალვანიდან თბილისში ჩამოყვანა 440 ლარად შემოგვთავაზა (კაცზე 22 ლარი 2 გზა), ასე რომ ეს ფაქტი თანხას არ გააძვირებს, თუმცა გასათვალისწინელებია კიდევ ერთი რამ, როგორც გურულმა გვითხრა და პაატამაც დაადასტურა, შენაქოში ასვლა თუ გვინდა, მძღოლი ალბათ თანხის გაზრდას მოგვთხოვს, მაგრამ ეს თანხა იმ თანხის ფარგჰლებსი უნდა ჩაეტიოს, რაც მეტობით გვაქბს ნაანგარიშევი, და ჯამში ღირებულება დაახლოებით 270 ლარი გამოვა. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება მაინც გამოჩნდეს გაუთვალისწინებელი ხარჯი დაუფრო დაზუსტებით მძღოლებთან კონკრეტულად რომ შევთანხმდებით, მაშინ გამოჩნდება.

ამ ცნობებს პირველ წერილშიც ჩავამატებ. რომ მერე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვადასხვა გვერდებზე არ იყოს საძებნი.
Image

User avatar
kolonkelidze
ბოდიალა
Posts: 171
Joined: 23 ივნ 2011, 22:28
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by kolonkelidze » 01 ივლ 2011, 21:57

ჟრუანტელმა დამიარა , რა მაგარი ტურია...წარმატებებს გისურვებთ მეც ხომ თქვენთან ერთად შემიყვარდა თუშეთი....

NATULIKO
Posts: 2
Joined: 18 ივნ 2011, 16:32
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by NATULIKO » 01 ივლ 2011, 22:27

ეჰ, მეც ძალინ მინდა
ამ ფორუმზე ახალი ვარ, კარავიც არ მაქვს, სიამოვნებით წამოვიდოდი :)

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by nikolozi » 01 ივლ 2011, 23:29

ჩავეწერები კითხვის ნიშნით
1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ლეო?
9. ფალკონის +
10. ფალკონის მეორე + ?
11. ქეთოს + ?
12.რიფის + ?
13. დათო
14. stringer
15. იაკო+ ნინი ?
16, ეკატო ?
17. ბუნტურიკა?
18.ნატალია ? (ამ დღეებში დავაზუსტებ)
19.ნიკოლოზი :?:
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 01 ივლ 2011, 23:32

kolonkelidze
გაიხარე, შორე :D ორი წელია შენთან ერთად ვნახულობ თუშეთს. წელსაც ვნახავთ, მეც და შენც, თუმცა 2 კვირის სხვაობით ;)

NATULIKO

ის გიშლის ხელს, რომ ახალი ხარ თუ კარავი რომ არ გაქვს? არც ერთია ხელის შემშლელი არც მეორე. თუ სიარულის გამოცდილება გაქვს და რთული მარშრუტი არ გაშინებს. მაგრამ უნდა იჩქარო, რადგან 20 კაცზე სიას დავხურავ. თუმცა სათადარიგო სიაში შეიძლება ჩაწერა და კითხვის ნიშნიანები თუ ამოეწერებიან ადგილებიც გამოჩნდება.

ახლა ვნახე, კიდევ ერთი ადამიანი ჩაწერილა. შესწორებას შევიტან.

1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ლეო?
9. ფალკონის +
10. ფალკონის მეორე + ?
11. ქეთოს + ?
12.რიფის + ?
13. დათო
14. stringer
15. იაკო+ ნინი ?
16, ეკატო ?
17. ბუნტურიკა?
18.ნატალია ? (ამ დღეებში დავაზუსტებ)
19.ნიკოლოზი ?
20. ერთი კარგი გოგო ;) ? (და თუ კითხვის ნიშანი მოიხსნა, ტკბილ-ტკბილი სიმღერები არ მოგვაკლდება ;) )

სათადარიგო სია (თამამად ჩაეწერეთ, არ ყოფილა გასვლა სათადარიგოდან ძირითად სიაში ხალხის ნაწილი არ გადასულიყოს):

1.

იმედია კითხვის ნიშნიანები მალე გაარკვევთ თქვენს ამბავს.
Last edited by Mta Mkvarebia on 02 ივლ 2011, 02:01, edited 2 times in total.
Image

User avatar
geosul
ბილიკზე მოარული
Posts: 81
Joined: 21 სექ 2005, 20:12
Location: საქართველო, თბილისი
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by geosul » 01 ივლ 2011, 23:36

:shock: მოგესალმებით ყველას

ეს რა კაი ტური იგეგმება

ძალიან მინდა წამოსვლა არც არასდროს ვყოფილვარ - და მიუხედავად იმისა რო მაგ დროს თბილიში არ ვიქნები
აუცილებლად ჩამოვალ
სწორედ ამ ტურის გამო
იმედია მანამდე უფრო ჩამოვყალიბდებით - და სიაც ზუსტი იქნება :)

მიმამატეთ 100% წამომსვლელი ვარ - და ჩემთან ერთად წამოვა ჩემი მეგობარი - ჯერჯერობით 1 + ის დიდი სურვილით

:) :)
გაუმარჯოს კაი ხალხს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]