თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by CheLo » 18 ივლ 2011, 15:30

ეს გოგო არ გამიბრაზოთ მანდ თორე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ 8) 8) :P

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 18 ივლ 2011, 15:56

WenTTo
წინტოოო, შენზე მეტად მაბრაზებს ვინმე? :lol: , რაღაც ვერ ვიხსენებ.
მესმის, რომ სულ 56 პოსტი დაგრჩენია სანუკვარ მიზნამდე, მაგრამ აუცილებელია ყველა თემაში თემისგარეშე წერილები წერო? (შენს ენაზე იფლუდერო) ;).

ჩემი დაცვის მცდელობასა და სურვილზე კი მადლობის მეტი რა მეთქმის :)

0. პაატა
1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ლეო?
9. ფალკონის +
10. მარიშკა
11. ქეთოს + ?
12 დათო
13. იაკოს +
14. იაკო+ ნინი
15, ეკატო
16. ბუნტურიკა
17. ერთი კარგი გოგო ? (და თუ კითხვის ნიშანი მოიხსნა, ტკბილ-ტკბილი სიმღერები არ მოგვაკლდება )
18.თათია აბესაძე
19. ზვიოსული
20.bedouin

სათადარიგო სია (თამამად ჩაეწერეთ, არ ყოფილა გასვლა სათადარიგოდან ძირითად სიაში ხალხის ნაწილი არ გადასულიყო)


1. LOLIKA?
2. ლალიმას
3. ინა-უნა
4. ინა-უნა +
5. demetre +
6. demetre +
7. ლაილა 100% წამოვალ თუ გექნებათ ადგილი
8. ნათია ტუხაშვილი ninininuca +
9. მაკა სხვიტარიძე
Image

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Iako. » 18 ივლ 2011, 17:25

0. პაატა
1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ფალკონის +
9. მარიშკა
10. ქეთოს + ?
11 დათო
12. იაკოს +
13. იაკო+ ნინი
14, ეკატო
15. ბუნტურიკა
16. ერთი კარგი გოგო ? (და თუ კითხვის ნიშანი მოიხსნა, ტკბილ-ტკბილი სიმღერები არ მოგვაკლდება )
17.თათია აბესაძე
18. ზვიოსული
19.bedouin

სათადარიგო სია (თამამად ჩაეწერეთ, არ ყოფილა გასვლა სათადარიგოდან ძირითად სიაში ხალხის ნაწილი არ გადასულიყო)


1. LOLIKA?
2. ლალიმას
3. ინა-უნა
4. ინა-უნა +
5. demetre +
6. demetre +
7. ლაილა 100% წამოვალ თუ გექნებათ ადგილი
8. ნათია ტუხაშვილი ninininuca +
9. მაკა სხვიტარიძე

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 18 ივლ 2011, 17:50

Iako.
ვერ მოდის ლეო? :( ცუდია.
მაშინ სათადარიგო სიიდან ლოლიკას გადმოვსვამ. კითხვის ნიშანი მოიხსნა.

0. პაატა
1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ფალკონის +
9. მარიშკა
10. ქეთოს + ?
11 დათო
12. იაკოს +
13. იაკო+ ნინი
14, ეკატო
15. ბუნტურიკა
16. ერთი კარგი გოგო ? (და თუ კითხვის ნიშანი მოიხსნა, ტკბილ-ტკბილი სიმღერები არ მოგვაკლდება )
17.თათია აბესაძე
18. ზვიოსული
19.bedouin
20. LOLIKA


სათადარიგო სია.

1. ლალიმას
2. ინა-უნა
3. ინა-უნა +
4. demetre +
5. demetre +
6. ლაილა 100% წამოვალ თუ გექნებათ ადგილი
7.ნათია ტუხაშვილი ninininuca +
8. მაკა სხვიტარიძე
Image

Deme-tre
ასფალტზე მოარული
Posts: 19
Joined: 21 ივლ 2010, 12:02
Location: თბილისი
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Deme-tre » 18 ივლ 2011, 22:15

0. პაატა
1. მთა მყვარებია
2. ქეთო
3. ფალკონი
4. თებუკა
5. რუსკიტო
6. იაკო
7. იაკოს + ანი
8. ფალკონის +
9. მარიშკა
10. ქეთოს + ?
11 დათო
12. იაკოს +
13. იაკო+ ნინი
14, ეკატო
15. ბუნტურიკა
16. ერთი კარგი გოგო ? (და თუ კითხვის ნიშანი მოიხსნა, ტკბილ-ტკბილი სიმღერები არ მოგვაკლდება )
17.თათია აბესაძე
18. ზვიოსული
19.bedouin
20. LOLIKA


სათადარიგო სია.

1. ლალიმას
2. ინა-უნა
3. ინა-უნა +
4. demetre +
5. demetre +
6. ლაილა 100% წამოვალ თუ გექნებათ ადგილი
7.ნათია ტუხაშვილი ninininuca +
8. მაკა სხვიტარიძე
9. demetre +?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 19 ივლ 2011, 12:00

Mta Mkvarebia wrote:მათ საყურადღებოდ, ვინც ?-ის ნიშნითაა სიაში ჩაწერილი, გთხოვთ თქვენი წამოსვლა-არწამოსვლის საკითხი 20 ივლისის საღამომდე გაარკვიოთ. წამოსვლის ძალიან ბევრი, 100-% იანი მსურველია და უსამართლობა იქნება, თუ ბოლო მომენტამდე არც ეცოდინებათ მიდიან თუშეთში თუ არა.
ფულის ასაკრებად შევიკრიბოთ ოთხშაბათს 27-ში , საღამოს 19:00 სთ-ზე, ვერის ბაღში, შადრევანთან. მაგ დროისთვის წამომსვლელთა ზუსტი ვინაობა უკვე გარკვეული იქნება.
ავკრეფთ 250 ლარს, მაგრამ თუშეთში ცოტაოდენი სახარჯო ფული მაინც წამოიღეთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.

ეს კი ხარჯების გაშიფვრა ამ პერიოდისთვის

გამუქებილი რაცაა ესაა ხარჯი 1 ადამიანზე.

მინიბუსის ხარჯი- ორი გზა: 440 ლარი: 20-ზე = 22 ლარი
ჯიპების ხარჯი - ორი გზა (3 ჯიპი - 9, 6 და 6 კაციანი, ბარგი სახურავის საბარგულზე)- 500 ლარი 1 ჯიპისთვის, სულ 1500 ლარი:20-ზე =75 ლარი, ამ თანხაშივე შედის ჩვენი შენაქოში აყვანა.
ცხენები ს ხარჯი: სულ 7 ცხენი (ერთი ცხენიც დავამატეთ, რადგან 20 კაცის ბარგი ცოტა არ იქნება და ერთი ცხენი მაინც უნდა იყოს მსუბუქად, რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმე დაჯდეს ხოლმე)- ვანგარიშობთ 7 დღეზე, 6 დღეს + 1 დღე, რაც ცხენების ცერზე გადმორეკვას სჭირდება . ცხენის ხარჯი ცოტა გაგვიძვირეს, მაგრამ ჯიპების თანხა გაიაფდა და ერთმანეთი დააბალანსა. 40X7 (ცხენი)X7(დღე)=1960 :20-ზე =98 ლარი
მეგზური ს ხარჯი. როგორც პირველ წერილში დავწერე მეგზურს ვუხდით 1 ცხენის დაქირავების თანხას (7 დღის განმავლობაში) 40X7=280:20=14 ლარი.
დარჩენილი თანხას - 41 ლარისას საკვებს ვიყიდით.

ახლა რჩევები:

რამდენიმე ადამიანმა მთხოვა დაწვრილებით დამეწერა რა შეიძლება დასჭირვებოდათ, და მათი თხოვნა გავითვალისწინე.

ძალიან ბევრი ბარგი არ წამოიღოთ იმ იმედით რომ ცხენები ატარებენ ბარგს, წამოიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები.
მართალია საკვებს საერთო ფულით ვყიდულობთ, მაგრამ სასუსნავების და ტკბილეულის წამოღება არ დაგავიწყდეთ (კარგ სამსახურს გაგიწევთ ქიშმიში, ნიგოზი, თხილი და ჩირი), ასევე სასმელზე თავად უნდა იზრუნოთ (ზვიო, შენს გასაგონად ვწერ ;) )

აუცილებლად წამოიღეთ:
1. პირადობის მოწმობა
2. მზისგან დამცავი ქუდი და ნელსაცხებელი
3. საწვიმარი
4. ფარანი (გაითვალისწინეთ რომ იქ ელექტროენერგია არაა, მხოლოდ იშვიათი გამონაკლისების გარდა, სასტუმროებში მაგალითად, ამიტომ ვერც ტელეფონებს, ვერც ფოტოაპარატებს, ვერც ფარანს ვერ დატენით, და თუ სათადარიგო ბატარიები გაქვთ, წამოღება არ დაგავიწყდეთ)
5. მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი, და ასევე მოხერხებული გამოსაცვლელი ფეხსაცმელი. თუ სანდლები გაქვთ, აუცილებლად წამოიღეთ, სავარაუდოდ მდინარეებში გავლა-გამოვლა მოგვიწევს, ასევე კარგი იქნება ისეთი შარვალი რომელიც ადვილად შრება. ასევე კარგია თუ გაქვთ ისეთი შარვალი, რომელიც ელვა შესაკრავების საშუალებით მოკლდება ან გრძელდება. დილით ეციება, მერე კი ეცხელება. მაგრამ თუ ასეთი შარვალი არ გაქვთ, არაუშავს, მე პირადად მუხლამდე ბრიჯები მაცვია ხოლმე მაღალ წინდებთან, როცა დაცხება მაღალ წინდებს დაბალი წინდებით ვანაცვლებ, ასევე თუ დამისველდა ფეხი, მხოლოდ წინდებს ვიცვლი, და დისკომფორტი არ მაქვს. არ გირჩევთ ახალი ფეხსაცმლის ჩაცმას. ფეხს გატკენთ. მანამდე მაგ ფეხსაცმელი სადმე გამოსცადეთ, თუნდაც 1-2 დღე ქალაქში ჩაიცვით.
6. სულ მცირე 1 ხელი თბილი ტანსაცმელი (მე მაგალითად 1 ქუდიანი როლინგი, 1 ჟაკეტი, ერთი თხელი, უსახელო ე.წ. დუტის შემოსაცმელი და საწვიმარი მომაქვს, ერთად როცა ვიცვამ ხოლმე არ მცივა)
7. ძირითადი ზურგჩანთის გარდა 1 პატარა ზურგჩანთა ან მოხერხებული მხარზე გადასაკიდებელი ჩანტა წამოიღეთ, სადაც საწვიმარს, ფარანს, ჟაკეტს, სანდლებს, წყალს, სასუსნავებს, ან ისეთ ნივთებს ჩადებთ, რაც იმ დღის განმავლობაში დაგჭირდებათ, რადგან ცხენებმა შეიძლება ჩვენთან ერთად ვერ იარონ ( ვიწრო ბილიკზე ცხენისთვის და ადამიანისთვის ერთ ტემპში სიარული ძნელია), და ჯობია საჭირო, აუცილებელი ნივთები თან გქონდეთ.
8. ტანსაცმელი და საძილე პოლიეთილენის პარკში გაახვიეთ და ისე ჩადეთ ზურგჩანთაში (მდინარეზე ხიდი რომც იყოს, ცხენები საცალფეხო ხიდზე ვერ გადავლენ და ხანდახან ზურგჩანთებს ძირი უსველდებათ ხოლმე), ასევე კარგია თუ გაქვთ ზურგჩანტის საწვიმარი, თუ არადა, დიდი ლურჯი პარკები რომ არის, 1-2 ის წამოიღეთ, რომ წვიმაში ბარგი არ დაგისველდეთ).
9. სანტავიკი, ციტრამონი, ბამბა, და ასეთი რაღაცეებიც წამოიღეთ. სანტავიკი ყველას ინდივიდუალურად უნდა ჰქონდეს, რადგან ასეთ გასვლებში, ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო საშუალებაა.
10. არ დაგავიწყდეთ სალაშქრო აღჭურვილობის: საგებელი, საძილე, წყალგაუმტარი კარვის წამოღება (ვისაც გაქვთ). ვისაც კარავი არ გაქვთ, იქნებ მეგობრებში იშოვოთ.
დაწერეთ ვის რამდენ კაციანი კარავი აქვს, რომ გათვლა მაგის მიხედვით გავაკეთოთ.
11. საკუთარი არაერთჯერადი ჭურჭელი: რკინის ან პლასტმასის ჭიქა, თეფში ან ჯამი, პატარა კოვზი, ჩანგალი და თუ გჭირდებათ ხოლმე დანაც.
12. სალაშქრო ან ჩვეულებრივი, ხის ჯოხი. არ დაგეზაროთ ტარება, მერე კარგ სამსახურს გაგიწევთ.

თუ კიდევ რამე გამახსენდა, ჩავამატებ.
Last edited by Mta Mkvarebia on 21 ივლ 2011, 09:30, edited 2 times in total.
Image

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by დათო » 19 ივლ 2011, 12:41

Mta Mkvarebia

მშვენიერი რჩევებია, განსაკუთრებით ცხენებთან და ტვირთთან დაკავშირებულ დეტალებზე.

ერთი კითხვა მაქვს - ცხენებს რომ დააქვთ ბარგი (მე არ მქონია ჯერ ამის გამოცდილება), ჩანთებს რამენაირად იცავთ გარედან, რომ ცხენის ოფლმა არ დააბინძუროს?

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by CheLo » 19 ივლ 2011, 12:43

დათო

ვერ იცავს... თუ მეშოკში ჩადებ და ისე ჩამოკიდებ, ცხენის ბეწვი არ აეკრობა მაგრამ სუნი მაინც ექნება...
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 19 ივლ 2011, 12:49

დათო
ერთადერთი დაცვა შეიძლება ის პარკი იყოს, რაზეც ზემოთ დავწერე, მაგრამ აქ არის 2 მაგრამ, შეიძლება ის პარკი შემოეხეს, ან კიდევ თავად გამყოლმა მოგვახსნევინოს. მახსოვს შარშანწინ მოგვახსნევინეს იმ მიზეზით, რომ ქარი უბერავს, ცხენი მის შრიალზე ფრთხება და საშიშია უფსკრულში არ გადაიჩეხოსო. თუმცა ახლა არ ვიცი იგივეს გვეტყვიან თუ არა. იგივე ცხენები არ იქნება სავარაუდოდ. მე კიდევ ერთ ვარიანტზე ვფიქრობ. თუ ვიშოვე შაქრის დიდი ტომარა, ის უნდა გავრეცხო და შიგნით ჩავდო ჩანთა. მე ზურგჩანთის დასვრა და ცხენის სუნის აკიდება იმდენად არ მაფიქრებს, რამდენადაც მისი დაზიანება. იმდენად შეილანძღა ბორჯომ-ხარაგაულში რომ ელვა შესაკრავი სულ იხსნებოდა და 1-2 ადგილას ნაკერებშიც გაირღვა.
Image

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Iako. » 19 ივლ 2011, 12:55

უიიი ლიკუ, კარავზე საერთოდ არ მიფიქრია, მეგონა როგორც შარშანწინ ეხლაც პაატა დაგვეხმარებოდა და იქნებ ეხლაც დაგვეხმაროოოოს ......

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by keto » 19 ივლ 2011, 13:18

დათო

ჰო, ცელოფანი დიდი შანსია მოგვახსნევინონ. აი თეთრი ტომრები რომ არის, შაქარი რომ ყრია ხოლმე, ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია, ბეწვისგან დაიცავს კარგად. სუნს რაც შეეხება, ცხენიდან მოხსნიდან ნახევარ საათში აღარანაირი სუნი აღარ ექნება :)
Keep Smiling...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Mta Mkvarebia » 19 ივლ 2011, 13:22

Iako.
პაატა დაგვეხმარება 1-2 კარვით ალბათ (1 კარავი უკვე დავჯავშნე :P ჩემთვის და თებუკა-რუსკიტოსთვის), მაგრამ ზუსტად მაგ დღეებში სხვა გასვლებიც აქვს "თებულო ტურს", ამიტომ ყველას უზრუნველყოფას კარვით ვერ მოახერხებს.

keto
მასეთი ტომარა უკვე ვიშოვე "პოპულში" :))
ამჯერად ტობავარჩხილზე გამომადგება :P და რამდენად ეფექტური იენება კი გეტყვით ორშაბათს.
Image

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by დათო » 19 ივლ 2011, 14:42

Mta Mkvarebia
keto

ოკ, მადლობთ :)

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by Iako. » 19 ივლ 2011, 14:55

პაატაააააააააა
გეხვეწები მათხოვე ის კარავი სამხედროს ფერი რომ არის რაააააააააა

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშეთი ფეხით 30 ივლისი-6 აგვისტო 2011 წ.

Post by lama » 19 ივლ 2011, 15:02

Iako.
ტობავარჩხილზე მივდივარ თორე დიდი სიამოვნებით გათხოვებდი.... :(((
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]