30.06.2011 ხუთშაბათს პეიზაჟ-ტური ქვემო ქართლში
Posted: 27 ივნ 2011, 14:14
მათთვის ვისაც 5შაბათს ცალია!!!!!!
ამა წლის 30 ივნისს, ხუთშაბათ დღესა გთავაზობთ ზაფხულის არაჩვეულებრივ წრიულ პეიზაჟ-ტურს ქვემო ქართლშიდ.
ტური შედგება ლეო1-ის 4X4 მანქანით. გავალთ დილის 9 სთ.-ზე რუსთაველის მეტროსთან დებარე მაკდონალდიდან. ბოლნისისა და დმანისის გავლით ავუყვებით მდინარე მაშავერას და ავალთ ქვემო ქართდის არაჩვეულებრივ ზეგანზე, დავტკბებით ლამახი ხედებითა და პეიზაჟებით: ყვავილებით, აბიბინებული მდელოებით, მთებით და ა შ.. შემდგომ, სოფ. გომარეთის მერე სერპანტინით ჩავალთ მდინარე ქციას (ხრამის) კანიონში, სადღაც ხრამჰესის მახლობლად. ცოტაოდენს ავყვებით მდინარის დინებას და ისევ სერპანტინის მეშვეობით ავალთ წალკაში - იგივე ქვემო ქართლის ზეგანზე, მაგრამ მეორე მზარეს.
წალკაში ყოფნისას მონაწილეთა სურვილის და მიხედვით, საშუალება მოგვეცემა რომ პეიზაჟებით დატკბობის გარდა მოვიხილოთ ბერთას მონასტერი, სადაც ზამთარ-ზაფხულ მობინადრე ცნობილი კალმაზები იმყოფებიან.
შემდგომ, მანგლისის გავლით დავბრუნდებით თბილისსა შინა.\
დღე ძალიან დიდია, 9 სთ-მდე ფაქტიურად შეგვიძლია ვომოგზაუროთ და დავტკბეთ სილამაზით. მარშრუტი ისეა დაგეგმილი რომ უკანა გზაზე რომც დაგვაღამდეს - არაფერი დაშავდება. წალკის აქეთ გზა მშვენიერია და ღამე სლვა სირთულე არ იქნება.
გასვლის დეტალები:
გასავლელი მანძილი: დაახლოებით 300-350 კმ, კარგ და ცუდ გზებზე (დამოკიდებულია იმაზე, მონაწილეებს თუ ექნებათ ბერთას მონასტრისა და სასწაული კალმახების მოხილვის სურვილი)
დაგეგმილი საწვავის ხარჯი 125 ლარი (თვითოეულ მონაწილეზე 25 ლარი, 5 მონაწილის შემთხვევაში)
წამოსაღები აღჭურვილობა:
ერთი რამე საწვიმარი და არც თუ ისე ღია ტიპის ფეხსაცმელი. გავითვალისწინოთ რომ შეიძლება მცირედი ნალექი მოვიდეს.
ერთი დღის საგზალი.
ტრადიციულად, ჩაითა და ყავით გზაში ლეო1 უზრუნველგყობთ.
ლეო1 ის საკონტაქტო ტელ 599481687