Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
Posted: 17 ივნ 2011, 07:50
				
				მოგესალმებით მეგობრებო, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის რომ ამ ღონისძიებას დიდი ხანია ვგეგმავ. მგონი მოვიდა დრო გაგიზიაროთ:
ეს იქნება 4 დღიანი ტური 16-19 ივლისი.
მარშუტი ასეთია:
ალვანი-დართლო-კვავლო-დანო-ჩაღო-დიკლო-შენაქო-ქუმელაურთა-ორეთი-ქუმელაურთა-შენაქო-დიკლო.
დღეების მიხედვით ასე გადანაწილდა:
1 დღე- ალვანი-დართლო-კვავლო-დანო. ღამისთევა დართლოში
2 დღე- დართლო-ჩიღო-დიკლო. დოღის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. ღამისთევა დიკლოში.
3 დღე- დიკლო-შენაქო-ორეთი-შენაქო-დიკლო ცხენებით
4 დღე- დოღი დიკლოში და თბილისში დაბრუნება.
ხარჯები:
სამარშუტო თბილისიდან ალვანამდე და უკან 20 ლარი
სატვირთო ალვანიდან 70 ლარი (35 ერთი გზა ბარგიანად)
ცხენის ქირაობა ერთი დღე (თუ საჭირო გახდა) 30 ლარი
დოღის ხარჯები 50 ლარი, ამაში შევა თუშური კერძები, მზარეულის მომსახურება, დოღში გამარჯვებულების ჯილდოები და სოფლისთვის საჩუქარი (ეს თანხა ხალხის რაოდენობის ზრდის პროპორციულად დაიკლებს)
პირველი სამი დღის საკვები მოგვაქვს ყველას ჩვენ-ჩვენი.
საერთო ჯამში 4 დღის ხარჯებისთვის თუშეთში 170 ლარი დაგვჭირდება.
აქვე შემოგთავაზებთ შარშანდელი ლაშქრობის ბმულს რომელიც გომეწარის და კოტეტბელის მიერ იყო ორგანიზებული : http://karavi.ge/viewtopic.php?t=4448&start=0 და კოტეტბელის მიერ დადებულ რუქას რომელსაც მისი ნებართვით გთავაზობთ
 
), შენაქოს მტებსაც უკნიდან მოუვლით და პირდაპირ დიკლოში ახვლათ. ოღონდ ეს თუ დოღის საორგანიზაციო საკითხებში ხელს არ შეგიშლის, დიკლო კი მერეც შეგიძლიათ ნახოთ ბოლო-ბოლო, დიკოლდან წამოსულები გამოხვალთ შენაქოში და მერე სონეხას მთის ძირში გადაუხვევთ ჩიღოსკენ. გზად ჩიღოსაც ნახავთ - მარხვაიძეების გვარის პატარა, მყუდრო, არქაული სოფელს, რომელიც გზიდან მივარდნილია და ამიტომ იქ სიძველე ბევრად მეტია, ვიდრე - სხვაგან, მერე კი დართლოშიც ჩახვალთ. ამ ვარიანტით ომალოს ნახვა უკანა გზაზეც შეგიძლიათ, მაგრამ თუ საორგანიზაციო საკითხებში ხელი გეშლებათ, მაშინ იყოს ისე, როგორც შენ გიწერია, ოღონდ მაშინ მანდ დართლოსთან ერთად დანო და კვავლოც მიათვალეთ - ერთადაა ეგ სოფლები და ერთ დღეში მოივლით. ნურავინ მიწყენს და მე პირადად კვავლო თუშ-ფშავ-ხევსურეთის ყველაზე ლამაზ, ყველაზე რომანტიულ სოფლად მიმაჩნია, დანოს ხატი კი სილამაზით გამორჩეულია, როგორც - ქუმელაურთისა.