Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 17 ივნ 2011, 07:50

მოგესალმებით მეგობრებო, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის რომ ამ ღონისძიებას დიდი ხანია ვგეგმავ. მგონი მოვიდა დრო გაგიზიაროთ:

ეს იქნება 4 დღიანი ტური 16-19 ივლისი.

მარშუტი ასეთია:

ალვანი-დართლო-კვავლო-დანო-ჩაღო-დიკლო-შენაქო-ქუმელაურთა-ორეთი-ქუმელაურთა-შენაქო-დიკლო.

დღეების მიხედვით ასე გადანაწილდა:

1 დღე- ალვანი-დართლო-კვავლო-დანო. ღამისთევა დართლოში
2 დღე- დართლო-ჩიღო-დიკლო. დოღის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. ღამისთევა დიკლოში.
3 დღე- დიკლო-შენაქო-ორეთი-შენაქო-დიკლო ცხენებით
4 დღე- დოღი დიკლოში და თბილისში დაბრუნება.

ხარჯები:

სამარშუტო თბილისიდან ალვანამდე და უკან 20 ლარი

სატვირთო ალვანიდან 70 ლარი (35 ერთი გზა ბარგიანად)

ცხენის ქირაობა ერთი დღე (თუ საჭირო გახდა) 30 ლარი

დოღის ხარჯები 50 ლარი, ამაში შევა თუშური კერძები, მზარეულის მომსახურება, დოღში გამარჯვებულების ჯილდოები და სოფლისთვის საჩუქარი (ეს თანხა ხალხის რაოდენობის ზრდის პროპორციულად დაიკლებს)

პირველი სამი დღის საკვები მოგვაქვს ყველას ჩვენ-ჩვენი.

საერთო ჯამში 4 დღის ხარჯებისთვის თუშეთში 170 ლარი დაგვჭირდება.


აქვე შემოგთავაზებთ შარშანდელი ლაშქრობის ბმულს რომელიც გომეწარის და კოტეტბელის მიერ იყო ორგანიზებული : http://karavi.ge/viewtopic.php?t=4448&start=0 და კოტეტბელის მიერ დადებულ რუქას რომელსაც მისი ნებართვით გთავაზობთ :)

Image
Last edited by ნინი_85 on 05 ივლ 2011, 23:36, edited 4 times in total.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by pataputina » 17 ივნ 2011, 09:22

ძალიანძალიანძალიან
მინდა!!!
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by meleksa » 17 ივნ 2011, 09:25

ნინი_85

ნინი დოღში მარტო კარაველები მივიღებთ მონაწილეობას თუ სხვებიც?

ძალიან მომწონს ეს იდეა, იმედია მოვახერხებ და წამოვალ :)
Image

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by perwkli » 17 ივნ 2011, 10:14

მე მინდა, იმედია კიარადა ძალიან მინდა წამოსვლა.
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by marmenio » 17 ივნ 2011, 11:27

:) დარწმუნებული ვარ დაუვიწყარი გასვლა გამოვა.
დოღში გოგოებიც მიიღებენ მონაწილეობას?

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 17 ივნ 2011, 13:26

pataputina

ხათო, ეგ უკვე კარგია :D

meleksa

მელექს, ყველა ვისაც სურვილი ექნება მიიღებს დოღში მონაწილეობას :)

maikomaiko

ჰოდა წამოდი :)

marmenio

ეკა, სავსებით შესაძლებელია რომ დოღში გოგონებმაც მიიღონ მონაწილეობა :D

ლაშქრობა კი აუცილებლად იქნება დაუვიწყარი ;)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 19 ივნ 2011, 00:29

ნინი_85 - ორი დღის წინ ვფიქრობდი, ნეტავ რას შვება-მეთქი და რატომღაც ვიფიქრე, ალბათ, ხელი აიღო განზრახვაზე-მეთქი... კარგია, ბოლომდე რომ მიგიყვანია იდეა.
სამწუხაროდ, მე ვერ შემოგიერთდებით. :cry:
რამდენიმე რჩევას მოგცემთ, თუ არ მიწყენ. :wink:
ალვანი-ომალო:
მანქანით 50 ლარი
სატვირთო მანქანით 35 ლარი
ვერტმფრენით 70 ლარი
ვერტმფრენის დაქირავება რამდენადაა შესაძლებელი, არ ვიცი, მაგრამ ჯიპ-ნივებს კამაზით წასვლას გირჩევთ. მართალია, დაიმტვერებით და გზასაც მეტი დრო უნდა, მაგრამ ადრენალინიც მეტია და ბუნებასაც ბევრად უკეთ დაათვალიერებთ, ფოტოებსაც უკეთესს გადაიღებთ. ოღონდ ძაან სანდო მძღოლები გაიკითხეთ (მეც შემიძლია მაგაში დახმარება).
ალვანი, ომალო, ქუმელაურთა, ორეთის ტბა, დართლო, დიკლო, შენაქო.
ნინი, ქუმელაურთა-ორეთისკენ თუ მიდიხართ, ომალოში რაღას ადიხართ მაშინ? არ გირჩევნიათ, ქუმელაურთაში დარჩეთ პირველივე ღამეს და მეორე დილით ადრევე გაუყვებით გზხას ორეთისკენ? ომალოდან ქუმელაურთაში ჩასვლა ბევრ დროს წაგართმევთ და ეგაა.
თან, დართლო მაგ ჩამონათვალში რაღაც უშნოდაა ”გამოჩხერილი” - სხვა ყველა ერთ მხარესაა, ეგ კი სულ საპირისპირო მხარეა. მე გირჩევდით, ორეთიდან გადახვიდეთ ვებუს ხევში, შემოუაროთ ქუმელაურთის უკანა მთებს (ლამის დაღესტანის სასაზღვრო ზოლთან მოგიწევთ გავლა, ხისოს ალაზნის გამოღმა ფერდით:wink:), შენაქოს მტებსაც უკნიდან მოუვლით და პირდაპირ დიკლოში ახვლათ. ოღონდ ეს თუ დოღის საორგანიზაციო საკითხებში ხელს არ შეგიშლის, დიკლო კი მერეც შეგიძლიათ ნახოთ ბოლო-ბოლო, დიკოლდან წამოსულები გამოხვალთ შენაქოში და მერე სონეხას მთის ძირში გადაუხვევთ ჩიღოსკენ. გზად ჩიღოსაც ნახავთ - მარხვაიძეების გვარის პატარა, მყუდრო, არქაული სოფელს, რომელიც გზიდან მივარდნილია და ამიტომ იქ სიძველე ბევრად მეტია, ვიდრე - სხვაგან, მერე კი დართლოშიც ჩახვალთ. ამ ვარიანტით ომალოს ნახვა უკანა გზაზეც შეგიძლიათ, მაგრამ თუ საორგანიზაციო საკითხებში ხელი გეშლებათ, მაშინ იყოს ისე, როგორც შენ გიწერია, ოღონდ მაშინ მანდ დართლოსთან ერთად დანო და კვავლოც მიათვალეთ - ერთადაა ეგ სოფლები და ერთ დღეში მოივლით. ნურავინ მიწყენს და მე პირადად კვავლო თუშ-ფშავ-ხევსურეთის ყველაზე ლამაზ, ყველაზე რომანტიულ სოფლად მიმაჩნია, დანოს ხატი კი სილამაზით გამორჩეულია, როგორც - ქუმელაურთისა.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 20 ივნ 2011, 15:12

guruli

მადლობა ირაკლი გამოხმაურებისთის, უფრო ადრე მინდოდა თემის გახსნა მაგრამ რადგანაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა და ყურადგებას ვერ მივაქცევდი მოგვიანებით გავხსენი.

რჩევები რა თქმა უნდა გვჭირდება :)


რაც შეეხება ტრანსპორტს: სავარაუდოდ სატვირთოთი წავალთ, უფრო საინტერესოც იქნება და ვგონებ სახალისოც :)

რაც შეეხება მარშუტს: იმის გამო რომ დეტალები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია ზუსტი მარშუტი არ დავდე, არამედ ასე ვთქვათ ჩამონათვალი იმ ადგილებისა რის ნახვასაც ვაპირებთ. რჩევები ნამდვილად საინტერესო იყო და გასათვალისწინებელიც, რაზეც დიდი მადლობა :)
ამ დღეებში ზუსტად ჩამოვყალიბდებით მარშუტზე და თემაში აუცილებლად დავწერ დეტალებს.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by LiBrA » 20 ივნ 2011, 15:18

მე ზუსტად მაგ პერიოდში გერგეტში ვგეგმავდი წასვლას, ტაძრის დღესასწაულზე დასწრებას და მერე დაბანაკებას იქვე მდელოზე...
ეხლა ავირიე-დავირიე, ორივეგან ძალიან მინდა :roll: :roll:
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by Naia » 20 ივნ 2011, 15:22

ნინი_85
როგორც გუშინ ვთქვი, თუ სამსახურმა ხელი არ შემიშალა აუცილებლად წამოვალ!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by guruli » 20 ივნ 2011, 15:36

ნინი_85
ამ დღეებში ზუსტად ჩამოვყალიბდებით მარშუტზე და თემაში აუცილებლად დავწერ დეტალებს.
საინტერესოა.
LiBrA
ეხლა ავირიე-დავირიე, ორივეგან ძალიან მინდა
აქ წადი - გერგეტში წასვლა ყოველთვის სეიძლება, თუშეთი კი არაა მასე იოლად მისადგომი ადგილი. თან კარაველებთან ერთად იქ ჟრიამული...

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by nikolozi » 21 ივნ 2011, 00:04

ნინი_85

ცოტა დავიბენი ფასებში.
თუ შეგიძლია მითხრა პლიუს მინუს რამდენი ჯდება 1 კაცი დაახლოებით?

სიამოვნებით წამოვალ თუ მოვიცალე
A NEW ADVENTURE IS WAITING

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by t.d » 21 ივნ 2011, 10:06

ძალიან აკრგი გასვლა იქნება დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ ვერ შევძლებ წამოსვლას სამსახურის გამო,
(

რაც შეეხება დოღს კარავზე მყოფების 99% არ იცის მგონი ნორმალურად ცხენზე ჯდომა მეც არ ვიცი კარგად,:)) შეუჩვეველი ცხენები +
ვინმე რომ გადმოაგდოს და დაზიანდეს ამ შემთხვევაშI რ აუნდა ქნათ? ექიმი იქ არ არის არაფერია გამორიცხული ამიტომ გაითვალისწინეთ და ვინმე არ დაზარალდეს.:))
ბევრს მოუნდება თავის გამოცდა და ცხენზე ამხედრება.:))

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 21 ივნ 2011, 12:31

Naia

გაგვახარებ ძალიან :*

guruli wrote:
LiBrA
ეხლა ავირიე-დავირიე, ორივეგან ძალიან მინდა

აქ წადი - გერგეტში წასვლა ყოველთვის სეიძლება, თუშეთი კი არაა მასე იოლად მისადგომი ადგილი. თან კარაველებთან ერთად იქ ჟრიამული...


გეთანხმები ირაკლი :)


nikolozi

ახლავე მოგახსენებთ ხარჯების საკითხს :)

სამარშუტო თბილისიდან ალვანამდე და უკან 20 ლარი

სატვირთო ალვანიდან 70 ლარი (35 ერთი გზა ბარგიანად)

ცხენის ქირაობა ერთი დღე (თუ საჭირო გახდა) 30 ლარი

დოღის ხარჯები 50 ლარი (ეს თანხა ხალხის რაოდენობის ზრდის პროპორციულად დაიკლებს)

პირველი სამი დღის საკვები მოგვაქვს ყველას ჩვენ-ჩვენი.

საერთო ჯამში 4 დღის ხარჯებისთვის თუშეთში 170 ლარი დაგვჭირდება.



t.d

თემო, ეგ ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ დოღში თუშები მიიღებენ მონაწილეობას, ამის გამოა დოღის დღის ხარჯები გაზრდილი.
გამონაკლისის სახით არათუშებიდან შეიძლება დაიშვას ის, ვინც კარგი მხედარია და საკუთარი თავის იმედი აქვს :)
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში

Post by ნინი_85 » 21 ივნ 2011, 23:57

guruli

ირაკლი, თხოვნა მაქვს, იქნებ სატვირთოს გამოცდილი მძღოლის საკონტაქტო ინფორმაცია მომაწოდო, ვიზეც ვვარაუდობდით საზღვარგარეთ წასულა.

დღეს მარშუტზე დასალაპარაკებლად შევიკრიბეთ, განვიხილეთ ქუმელაურთადან დიკლოში გადასვლის გეგმა. რამდენი დრო დასჭირდება ამ მარშუტის გავლას?

საკმაოდ საინტერესო იქნებოდა მარა თუ 2 დღე ამ გზის გავლას დასჭირდა დართლოს ამოღება მოგვიწევს, რაც ძალიან არ მინდა.

განვიხილეთ მეორე მარშუტი:

ალვანი-დართლო-კვავლო-დანო-ჩაღო-დიკლო-შენაქო-ქუმელაურთა-ორეთი-ქუმელაურთა-შენაქო-დიკლო.

დღეების მიხედვით ასე გადანაწილდა:

1 დღე- ალვანი-დართლო-კვავლო-დანო. ღამისთევა დართლოში
2 დღე- დართლო-ჩიღო-დიკლო. დოღის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. ღამისთევა დიკლოში.
3 დღე- დიკლო-შენაქო-ორეთი-შენაქო-დიკლო ცხენებით
4 დღე- დოღი დიკლოში და თბილისში დაბრუნება.
Last edited by ნინი_85 on 25 ივნ 2011, 13:47, edited 1 time in total.
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]