Page 1 of 3

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 14 მაი 2011, 00:33
by Hereti
ჰერეთში წმ, ნინოს ეკლესიას კიდევ ესაჭიროება რაღაც რაღაცეები რათა დასრულდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ჩვენ კარაველებმა დავიწყეთ

საჭიროა კიდევ ერთხელ ავაგროვოთ შემოწირულობა რათა ნინოობას 1 ივნის ყველაფერმა ლამაზად ჩაიაროს

გთხოვ გულისხმიერებას

ნინოობას ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები და ჰერეთის ქართველები მიესალმებიან თქვენგან ყველანაირ დახმარებას, თუ ვინმეს რამიმე სახით შეგიძლიათ ღონისძიებაში მონაწილეობა ნუ დაიზარებტ
ვიცი კარავზე ბევრი მღერის, ცეკვავს, უკრავს ლექსებს ამბობს და ა.შ

მიიღება შენიშვნები და წინადადებები

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 14 მაი 2011, 10:19
by Ketevan Guliashvili
მახო
დიდი სიამოვნებით დავეხმარები ჩემი მცირე თანხით ამ საქმეს.
წამოსვლას რაც შეეხება, ჯერ არ იცი, წესით უნდა ვიყო გლდანის ბავშვთაში, მაგრამ თუ ჩემი მეგობრები გაართმევენ თავს და აქეთ საჭირო გავხდი...
მახო, დაწერე როგორი "ზეიმი" გინდა, ანუ აქედან ჩავიდეს....
ხალხური ანსამბლი ქუჩაში ცეკვა - სიმღერა მოეწყოს, მეორე ადგილას ვთქვათ ჭიდაობა გაიმართოს (ასევე ქუჩაში), მესამე ადგილას ბავშვებისათვის ჯამბაზმა გამართოს სახალისო წარმოდგენა, მეოთხე ადგილას კიდევ რაიმე ხალხური თამაშობა, მეხთეგან ჭადრაკის "ჩემპიონატივით"... დროშიც შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვას, ან დაემთხვას და ყველამ მისთვის საინტერესო მონახოს.

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 14 მაი 2011, 11:25
by Ketevan Guliashvili
და კიდევ, აზერბაიჯანის ოფიციოზთან როგორ მოგვარდება ასეთი ქართული ზეიმის მოწყობის საკითხი? შეიძლება ქართულთან აზერბაიჯანული მუსიკაც ჟღერდეს, ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესო იქნებოდა. კიდევ დაგჭირდება მგალობლთა გუნდი წირვისას (თუ ყავს უკვე იქაურ მამაოს? ), ამისათვის რეპეტიციაასაჭირო და შემღერება. ლიბრა და იაკო გალობენ, წამოვლენ ? ჯანდაბას, ბანი ისევ მე ვიქნებოდი.

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 15 მაი 2011, 21:32
by Hereti
Ketevan Guliashvili
ნინოობა იქნება ქეთ და ასევე ქართული კულტურული ღონისძიება ჩატარდება, ყველაფერი ქართული და ტრადიციული მისაღებია, ცეკვაც,სიმღერაც, დაკვრაც, ლექსებიც და რავი კიდე

ოფოციოზთან მოაგვარებენ იქ :wink:

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 15 მაი 2011, 21:33
by Hereti
მთაშენკამ და გოგამ ჩარიცხეს თანხა, რისთვისაც გიხდით ყველა ჰერელისაგან უდიდეს მადლობას

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 18 მაი 2011, 22:48
by Hereti
კიდევ ერთმა ძვირფასმა კარაველმა ჩარიცხა თანხა

სახელებს აღარ დავწერ ხოლმე :wink:

ამ ეტაპზე ჯამში 69 ლარია

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 20 მაი 2011, 10:47
by Hereti
მეგობრებო შბათს შევხვდეთ სასტუმრო რედისონთან 7 საათზე და ავაგროვოთ შემოწირულობა, მადლობა წინასწარ

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 20 მაი 2011, 23:11
by Hereti
ცუდი ამბები იყოს ამასწინათ ჰერეთში, ძალიან ემტერებიან ადგილობრივი ცუდი ხალხი მამაოს და ქრისტიანობას, იმდენი ქნეს სანამ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა არ მოისვენეს,

ეხლა არ შეიძლება პასიურობა, უნდა დავანახოთ რომ აქაც ახსოვთ და უყვართ ჰერეთი

პრობლემები შეუქმნეს ყველას ვინც ეხმარებოდა ეკლესიას, მაგრამ ჩVნე არ გავჩერდებით

კარაველების დახმარებით დაიდო პირველი აგური
კარაველების დახმარებით დაირგო ხეები ეკლესიის ეზოში

თქვენ რომ გვერდით უდგახართ იქ მყოფ ჰერელ ხალხს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ სანამ არ გაიმარჯვებს სიმართლე

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 21 მაი 2011, 12:52
by Hereti
ძვირფასმა ადამიანებმა კიდევ ჩარიცხეს თანხა ჯამში 139 ლარი


დიდი მადლობა ყველას

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 22 მაი 2011, 20:03
by Hereti
აქვე ჩამოვწერ თუ რა ჩასატარებელი სამუშაოები ესაჭიროება ჰერეთში სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას დღეისათვის და სამომავლოდ

- ეკლესიის დარბაზის (იატაკის) მოპირკეთება,
- სამრეკლო: ასასვლელი კიბის დამონტაჟება, სამრეკლოს იატაკის დაგება, მოაჯირის გაკეთება, სამრეკლოს გარშემო მობეტონება,
- ეკლესიის ეზოს გარშემო ქვის ღომის აშენება,
- ეკლესიის ეზოში წყლის შეყვანა,
- ეკლესიის ეზოში განათების დამონტაჟება,
- სანთლების , საეკლესიო ნივთების და წიგნების ჯიხურის აშენება,
- პატარა საწყობის აშენება,
- მინების გამოცვლა და ფანჯრებზე გისოსების დაყენება,
- კელიის აშენება,
- ეზოში ვენახის და მცენარეების გაშენება,
- ქართული თონეს დადგმა,
- გასანათლი ადგილის მოწყობა,
- ტაძრის გარშემო და ეკლესიის ეზოში სავალი ბილიკების გაკეთება,
- მდინარის მხრიდან ეკლესიის წყლისაგან დასაცავად დამცავი ჯებირის აშენება,
- ეზოში სკამების გაკეთება

და კიდევ უამრავი რამ

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 23 მაი 2011, 23:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ ამ საშვილიშვილი აქციაში.
მართლაც, ჩემი თვალით ვნახე, კარაველების 201ოში შემოწირული თანხა (მაშინაც
Heretiმ) ითავა ეს ფულის შეგროვება)
როგორ წაადგა ალიბეგლოს ქართულ ტაძარს.
გთხოვთ, უფრო მეტი გულისხმიერებით ჩაწვდეთ პრობლემას და ალიბეგლოში ანთებული სანთელი არ ჩააქროთ.

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 23 მაი 2011, 23:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
Hereti wrote:მთაშენკამ და გოგამ ჩარიცხეს თანხა, რისთვისაც გიხდით ყველა ჰერელისაგან უდიდეს მადლობას
მე არ ჩამირიცხავს.
2011ის 6 ვარდობისთვეს კარავული გასვლა რომ გვქონდა ჰერეთში, იქ 20 ლარი მოგვრჩა (ქებურიუსი, GOGONA, მე ჩემი + ნოე ვიყავით).
ასევე, ტაბაწყურის გასვლიდან თუ ხეების დარგვის შემდგომი ქეიფიდან მორჩენილი ფული იყო, რაც მთაშენკას გადაეცა და
ჩანს, მთლიანად მან ჩარიცხა.
ნაიამაც ცალკე იზრუნა.

დაკიდევ, უკვე რამდენია შეგროვილი?

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 24 მაი 2011, 00:06
by Hereti
GAMARJOBA SAKARTVELO
მშვიდობა შენს გამოჩენას, როგორ მოიარე ჯარი?


ამჯამად 370 ლარი არის მოგროვებული

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 25 მაი 2011, 11:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, იმისთვის, რომ ალიბეგლოს ტაძრისთვის მცირეოდენი, მაგრამ აუცილებელი საქმე მაინც გაკეთდეს, 500 დოლარია საჭირო.
დამეთანხმებით, თქვენი აქტიურობით ქართულ საქმეს დიდად წაადგებით.
Hereti wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მშვიდობა შენს გამოჩენას, როგორ მოიარე ჯარი?


ამჯამად 370 ლარი არის მოგროვებული
უფ, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო და ძალა ერჩის,
ჯარში ყველა უნდა წავიდეს.

დავეხმაროთ ჰერეთის წმ ნინოს ეკლესიას

Posted: 25 მაი 2011, 17:09
by Ledi
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგობრებო, იმისთვის, რომ ალიბეგლოს ტაძრისთვის მცირეოდენი, მაგრამ აუცილებელი საქმე მაინც გაკეთდეს, 500 დოლარია საჭირო.
დამეთანხმებით, თქვენი აქტიურობით ქართულ საქმეს დიდად წაადგებით.
Hereti wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მშვიდობა შენს გამოჩენას, როგორ მოიარე ჯარი?


ამჯამად 370 ლარი არის მოგროვებული
უფ, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო და ძალა ერჩის,
ჯარში ყველა უნდა წავიდეს.

ჰო და კიდევ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ არჩევანის კი არა მოვალეობის წინაშე ვდგავართ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იმედია, ერთ კარგ რეპორტაჟს გამოაცხობ ჯართან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში მე იმედს ვიტოვებ :)