ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by Hereti » 11 მაი 2011, 23:58

მოკლედ დამღალა ამ ამინდის ლოდინმა და გადავწყვიტეთ ბოლო და ბოლო წქვიდეთ ჩაფიქრებულ ლაშქრობაზე

ოპერატიული ბრძანება უდაბნოს მანგუსტი
# 000001

ძალთა სტრუქტურა
საქართველოს Karavi.Ge -ს წევრები

ვითარება
ბოლო დროს სუსტად გამოიყურება ჩვენი ფორუმიო ზოგიერთმა თქვა, აღარ იგეგმება მძაფრი ლაშქრობებიო, ესაო ისაო და ასე შემდეგო, რაც ძალიან ცუდად აისახება ახალბედა და მომავალ კარაველებზეო, ხოოდა ეს სიტყვები ზოგიერთ ველურ კარაველს გულზე მოგვხვდა, ხოოდა შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამოდინარე, საჭიროა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა და ვფიქრობთ წელიწადის ამ დროს თამარის ტბაზე ასეირნება გამოაცოცხლებს და წაახალისებს არსებული ვითომ მძიმე მდგომარეობას

მოწინააღმდეგე
თოვლი, ბურუსი, უამინდობა, წვიმა, ტალახი, სიცივე, უწყლოობა,
მომაგრებული და მხარდამჭერი ქვედანაყოფები ლაგოდეხის რეინჯერები (საჭიროების შემთხვევაში)

ამოცანა
კარავი.ჯე-ს ოპერატიული დაჯგუფება გადაადგილდეს შეკრების რაიონში მეტრო ისანი განლაგდნენ საბრძოლო წყობით და გადაადგილდნენ ოპერაციის რაიონში ლაგოდეხი რათა დალაშქრონ მეტეო და თამარის ტბა

ოპერაციის კონცეფცია
ოპერაცია განხორციელდება 3 ფაზად
1. თავშეყრი რაიონში გადაადგილება
2. გადაჯგუფება და მეტეოსკენ გადაადგილება
3. მეტეოდან თამარის ტბაზე გადაადგილება და უკან დაბრუნება

სამოქმედო გეგმა COA1 და COA2

COA1 შეკრების ადგილიდან მეტრო ისანი გადავაადგილდებით ლაგოდეხის ნაკრძალის მიმართულებით 14 მაისს 07:00 სთზე, 09:30 წუთზე ლაგოდეხის ნაკრძალიდან მეტეოსადგურის მიმართულებით და თუ კარგად და მშვიდობით ვივლით გზავ ვაგრძელებთ თამარის ტბამდე და შემდეგ დავბრუნდებით მეტეოზე სადაც გავათევთ ღამეს

COA2 შეკრების ადგილიდან მეტრო ისანი გადავაადგილდებით ლაგოდეხის ნაკრძალის მიმართულებით 14 მაისს 07:00 სთზე, 09:30 წუთზე ლაგოდეხის ნაკრძალიდან მეტეოსადგურის მიმართულებით ღამეს ვათევთ მეტეო ქოხზე და დილას გადავაადგილდებით თამარის ტბამდე და შემდეგ დავბრუნდებით მეტეოს გავლით ლაგოდეხის ნაკრძალში

საცეცხლე მხარდაჭერა არ განიხილება
საინჟინრო მხარდაჭერა არ განიხილება
საჰაერო მხარდაჭერა არ განიხილება
საარტილერიო მხარდაჭერა არ განიხილება
იარაღი მხოლოდ ფოტო ვიდეო აპარატურა, ნაკრძალის ტერიტორიაზე (ოპერაციის რაიონში) სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი აკრძალულია
კავშირგაბმულობა რ/სადგურები არ გაგვაჩნია, ასე რო გადაძახილ გადასტვენებითდ
რისკის შემცირების ზომები
- თბილი ტანისამოსი
- საწვიმრები
- რეზინის ჩექმები
- ქუდი, ხელთათმანები, კაშნე
- სათვალე პოლარზებული
მაკოორდინირებელი ინსტრუქციები
მეტეოს შემდეგ გადაადგილება ძალიან დიდი სიფრთხილით, მტაცებელი ცხოველის დანახვის შემთხვევაში პანიკაში არ ჩავარდნა, არავითარ შემთხვევაშI არ ვანაგვიანებთ ბუნებას, გადაადგილების დროს დავიცვათ დისტანცია, არ ჩამოვრჩეთ ერთმანეთს და ნისლის ჩამოწოლის შემთხვეაში მშვიდად დაველოდოთ ერთმანეთს
მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა რასაც თან წავიღებთ მხოლოდ ის იქნება ჩვენი მატერიალური ქონება, არავინ არაფერს მოგვაწვდის

გეგმა დამტკიცებულია 11.05.11 00:15 წთ

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by Hereti » 12 მაი 2011, 00:00

დამატებითი ინსტრუქციები:

არაერჯერადი საკუთარი ჭურჭელი
2 დღესე გათვლილი საკვები
რკინის ჭურჭელი ითვლება პრიორიტეტად , რადგან მოგვიწევს თოვლის გადნობა წყლისთვის


mamu
მაწანწალა
Posts: 891
Joined: 15 სექ 2009, 11:37
Location: tbilisi
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by mamu » 12 მაი 2011, 00:05

1. Hereti
2. მამუ

User avatar
GUGUA
ბოდიალა
Posts: 178
Joined: 15 მარ 2010, 20:38
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by GUGUA » 12 მაი 2011, 00:14

1. Hereti
2. მამუ
3.გუგუა

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by CheLo » 12 მაი 2011, 00:21

აუუუუუუუუუუ მინდა : ( ვინმე ჩანთას და საძილე ტომარას თუ მათხოვებს მოვდივარ!!! თუ არადა წავალ ისევ ექსკურსიაზე.

mamu
მაწანწალა
Posts: 891
Joined: 15 სექ 2009, 11:37
Location: tbilisi
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by mamu » 12 მაი 2011, 01:47

ესეთი მაგარი გასვლაა და ესეთი სიჩუმე რატომ არის ნეტა???/

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by LEVANIKO » 12 მაი 2011, 02:24

ეეეე რა როგორ მინდა წამოსვლა და პროსტა სათანადოთ არვარ მზად ბევრი რამე არმაქ ან მაქ და ჩემი აზრით არვარგა :D
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by CheLo » 12 მაი 2011, 02:41

ლევან შენ ჩემგან განსხვავებით ჩანთა გაქ (მართალია დიდი არაა მაგრამ შენთვის საკმარისი) საძილე გაქ (მართალია ზმეიკა გაგიფუჭეს მაგრამ დიდია და მაინც არ შეგცივდება) და რაც მთავარია ფეხზეც გაქ ბატინკები.... მე არცერთი არ მაქ :(

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by guruli » 12 მაი 2011, 03:25

mamu
ესეთი მაგარი გასვლაა და ესეთი სიჩუმე რატომ არის ნეტა???/
დრო არ მაქვს, თორემ მაგრად მინდა მაგ ადგილების ნახვა. თუნდაც ახლა, როცა ჯერ ცოტა ადრეც კია მაგ სარტყელისთვის.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by Naia » 12 მაი 2011, 09:36

ოჰო, მახოს გამაფრთხილებელი ბრძანებაც ჩამოუყალიბებია :)
ბოლო დროს სუსტად გამოიყურება ჩვენი ფორუმიო ზოგიერთმა თქვა, აღარ იგეგმება მძაფრი ლაშქრობებიო, ესაო ისაო და ასე შემდეგო, რაც ძალიან ცუდად აისახება ახალბედა და მომავალ კარაველებზეო,
ეჭვი მაქვს, მაგ სიტყვების ავტორები მოაწყდებიან ამ თემას :)

ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ მართლა ძალიან მინდა ლაგოდეხის ტბის მონახულება. ოღონდ ამ ზამთარს იმდენი ვიარე თოვლში, რომ უკვე ყელში მაქვს ამოსული თოვლიანი გასვლები. ამიტომ მე პირადად ივნისს დაველოდები. კავკასიკამ მითხრა, მაგ პერიოდში უკვე გამოსულ-გამწვანებულია იქაურობაო.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by Hereti » 12 მაი 2011, 09:56

WenTTo
საძილეს და პარალონს კავკასიკა მოგცემდა ნაკრძალში, იქვე შეგიძლია ზურგჩანთაც იქირავო

bavshvi
მაწანწალა
Posts: 320
Joined: 05 აგვ 2008, 15:23
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by bavshvi » 12 მაი 2011, 10:56

ამინდი.გე - ს თუ დავუჯერებთ წვიმს :) მაგრამ მაინც მაქვს სურვილი კიდევ ერთ ლაშქრობაში წავიდე (ეს შვებელმა რამეში ხომ უნდა გამოვიყენო :) )

თუმცა სანამ სიაში ჩავეწერები რამდენიმე კითხვა მაქვს:

1. ამ მარშრუტის რუქა თუ არსებობს სადმე ? (თუ არის ლინკი დამიგდეთ :) )
2. დაახლოებით რამდენი კმ-ს გავლა მოგვიწევს ფეხით ?
3. და მარშრუტის სირთულე ?


პ.ს. მე როგორ მივხვდი კარვებში ღამისთევა არ მოგვიწევს ?

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by Hereti » 12 მაი 2011, 12:30

bavshvi
ფეხით სავალი მინიმუმ 50 კმ, 2 გზა
სირთულე ძალიან ძალიან რთული

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ლაგოდეხი, მეტეო და თამარის ტბა 14-15 მაისი

Post by CheLo » 12 მაი 2011, 12:34

გზა საერთოდ არ მაშინებს ჩამორჩენითაც არ ჩამოგრჩებიტ ახლა მუხლამდე თოვლი თუ არ იყო! უბრალოდ ფეხსაცმელი იქ გავაფუჭე და ბატინკები არ მაქ.. იქ რომ ბოტასებიტ წამოვიდე მაგარ ღადავს დამიწყებთ და თან წყალიც შემივა : ) ჯობია ამდენ უხერხულობას მერე სხვა დროს წამოვიდე უბრალოდ შენ როცა გეგმავ ყოველთვის მაგარი გასვლებია!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]