სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by meleksa » 10 მაი 2011, 12:43

დიდი ხანია მინდა სამშვილდეს მონახულება და რათქმაუნდა თქვენთან ერთად

პირველ რიგში ვნახავთ სამშვილდეს, მერე პირღებული(ახლოს არის) და ბოლოს სამღერეთს.

გეტყვით იმას რომ ახლა ძალიან კარგი დროა, ხალასი მწვანით შეფერილი ბუნება
და ულამაზესი ხედები დაგვიმშვენებს მხარს... ამინდი რათქმაუნდა კარგი იქნება...
სავარაუდოდ ახლომახლო კიდევ ვნახავთ რამეს, იმიტომ რომ დრო დაგვრჩება...


იდეები და რჩევები მიიღება და განიხილება :)


შეკრების დრო და ადგილი: სასტუმრო ივერიასთან 8:00 საათზე

მგზავრობის ღირებულება:
150 გელა :) თანაბრად გაიყოფა წამომსვლელთა რაოდენობაზე.

ადგილების რაოდენობა 19+1, საჭირო იქნება მეორე ტრანსპორტსაც ვიქირავებთ

ფეხით გასავლელი მანძილი არის სოფელ სამშვილდედან 3 კმ.
წამომსვლელებმა აუცილებლად ჩაიცვით დახურული ფეხსაცმელი!!!
რადგან არსებობს ქვეწარმავლების საშიშროება
(დიდად არა მარა მაინც)

აუცილებელია ყოველი შემთხვევისათვის საწვიმარი!!! 1 დღის სამყოფი საჭმელ-სასმელი
და პირადი არაერთჯერადი ჭურჭელი!!!
Last edited by meleksa on 13 მაი 2011, 20:04, edited 3 times in total.
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by Jnosy » 10 მაი 2011, 12:44

მარტო სამშვილდე?
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by meleksa » 10 მაი 2011, 12:46

სამშვილდე, ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი სოფ. სამშვილდის მახლობლად (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) ისტორიულ ქვემო ქართლში.

შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდ. ჭივჭავისა და ხრამის (ქცია) შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს გალავანი შემოუყვებოდა. ქართული ეროვნული ტრადიციის თანახმად ააშენა ქართველთა ეპონიმმა ქართლოსმა. მისი თავდაპირველი სახელწოდება "ციხე ორბისა". ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე მთავარი ციხის ზოგადქართული სახელწოდებით - "დედაციხედ". ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე (ძვ. წ. IV-III სს.) წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. დროდადრო იგი უფლისწულთა სამყოფელი იყო. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა. IX საუკუნის ბოლოს ანისის სამეფოს დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.

X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). 1001 სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ გაგიკ I-მა. 1064 სომეხთა მეფემ კვირიკე II-მ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
სამშვილდის სიონის რეკონსტრუქცია

სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. 1110 დავით აღმაშენებელმა თურქსელჩუკთაგან გაათავისუფლა და შემოიერთა. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო.

ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1178) უშუალოდ საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. იგივე სტატუსი ჰქონდა სამშვილდეს მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII-XIV სს.). XV საუკუნიდან სამშვილდე ბარათაშვილთა სათავადოს ცენტრი იყო. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით, სამშვილდე XVII საუკუნის II ნახევრამდე ქალაქი იყო, შემდეგ მხოლოდ ციხესიმაგრის ფუნქცია შერჩა.

ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შასაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა - 759-777 (ეს წლები საქართველოში არაბთა ბატონობის განსაკუთრებით სასტიკი ხანაა). IV-VII საუკუნეების ქართული არქიტექტუტასთან სამშვილდის სიონი დაკავშირებულია ხუროთმოძღვრული დეტალების დამუშავების ხასიათით, მკაცრი ფორმებითა და პროფილებით, თლილი ქვით მოპირკეთებული კედლების ფართოდ გაშლილი სიბრტყეებით, მორთულობის სიმკაცრით. ყველაზე მეტად სამშვილდის სიონი წრომის ტაძარს ენათესავება.
სამშვილდის სიონის გეგმა

ტაძრის გეგმა აქაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებით საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა, მაგრამ წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია - სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. სამშვილდის სიონი გარეგნულადაც ჰგავს წრომის ტაძარს. აქაც აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის ორივე მხარეს, თითო ნიშია, მაგრამ დამატებულია ნიშების კიდევ ერთი წყვილი. ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები.

1968-1970 წლებში ნაქალაქართან გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული საფეხურის ნამოსახლარი და სამაროვანი. კარკნალის მთის სამხრეთით კალთაზე გამოვლინდა ნამოსახლარი. სოფელს ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ჰქონია, კერძოდ, ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის გამოსადეგი ფართობი. გაითხარა 2 კულტურის ფენა. ნაგებობები ფერდობზე ყოფილა განლაგებული. I ფენის (ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანა) შენობათა კედლები დანგრეული იყო. აქ ნაპოვნი კერამიკური ნაწარმი (სხვადასხვა ტონალობის ღია ფერის თიხის ჭურჭელი) გამოირჩევა ფორმების სისადავით და არქაულობით. ნაპოვნია ობსიდიანის სხვადასხვა იარაღი და ანატკეცები, რომლებსაც გამოყენების კვალი ემჩნევა (ზოგი მათგანი რეტუშირებულია). II ფენაში (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში) აღმოჩნდა წრიული გეგმის მქონე საკულტო დანიშნულების შენობის სამმაგი კედლის ქვის ნახევარწტიული საძირკველი. გამოვლინდა სამეურნეო ორმოები. კერამიკულ ნაწარმს გარკვეული კავშირი აქვს I ფენის ჭურჭელთან და ისეთის, როგორც სამაროვანზე ნაპოვნი ჭურჭელი. ჭარბობს მუქი და შავი ფერის კერამიკა. ჩნდება ჭურჭლის ნახევარსფერული ყურები და სხვა. ამავე ფენაში აღმოჩნდა ობსიდიანის ყუნწიანი ისრისპირი, ანატკეცები (უმეტესობას ემჩნევა გამოყენების კვალი) და ხელსაფქვავის ქვები. ვარაუდობენ, რომ სამშვილდეში (შუა ფეოდალური ხანა, როცა სამშვილდე ქალაქი იყო) ხელოსნური წარმოების ერთ-ერთი ცენტრი (თიხის ჭურჭლის, ფაიანსის, მინის ჭურჭლისა და სამკაულის სახელოსნოები) არსებობდა.

სამშვილდეში გამოვლენილი სამარხები (O-W და N-S დამხრობის) განლაგებული იყო 4 რიგად და წარმოადგენდა უმთავრესად ქვის ფილებისაგან ან ლოდებისაგან ორმოში ნაგებ დიდ ოთხკუთხა აკლდამებს. ეს იყო საოჯახო, კოლექტიური სამარხები. მიცვალებულები ხელფეხმოკეცილი ესვენა. 2 აკლდამა ეკუთვნოდა კულტის მსახურს. მათში აღმოჩნდა ობსიდიანის "ფანჯრიანი", აგრეთვე ასტრალურ-სიმბოლოებიანი ჭურჭელი, ბრინჯაოს სპირალურთავიანი საკინძი და სხვა. სამაროვანზე ნაპოვნია სპირალური სასაფეთქლ რგოლები და მრავალხვიანი საკიდები. აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ნამოსახლარის II ფენაზე გამოვლენილი კერამიკის მსგავსია. აქვე მიკვლეულია ფეოდალური ხანის 5 სამარხი.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1% ... 1%83%98%29
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by meleksa » 10 მაი 2011, 12:47

Jnosy wrote:მარტო სამშვილდე?
ახლომახლო ან თუნდაც მოშორებით კიდევ რამე.

თუ გაქვს რამე იდეა არაა პრობლემა ;)
Image

User avatar
jaa
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 06 იან 2010, 13:06
Location: ყველგან, სადაც საქართველოა
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by jaa » 10 მაი 2011, 13:18

მმ რა კარგიაა, მე პირველი მერცხალი ვარრ :P შევადგინოთ სიაა:

1.მელექსა (საპატიო ადგილას:))
2. jaa
3. jaa +
4. jaa +
Pushing Back The Limits!

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by avtokh » 10 მაი 2011, 13:43

1.მელექსა (საპატიო ადგილას)
2. jaa
3. jaa +
4. jaa +
5.avtokh
Image

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by burdiani » 10 მაი 2011, 14:07

meleksa


ანუ შემთხვევით რომ არ შემომეჭყიტა შანსი არაა არ მეტყოდი ხო? :D
საქართველოსთვის!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by Naia » 10 მაი 2011, 14:26

მელექს, ჩემს გულში ზიხარ :) ამ კვირას სწორედ ამ გასვლაზე ვსაუბრობდი მთაშენკასთან. ჩემს გეგმებს გადავხედავ და მოგვიანებით ჩავეწერები

khatuna25
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 31 ოქტ 2010, 20:47
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by khatuna25 » 10 მაი 2011, 14:52

კარგი იდეაა მაგრამ ჯერ არ ვიცი მეცლება თუ არა ისე არ ჯობია ხუთშაბათშ გაგვეკეთებინა 12 მაისს დასვენებააა ? :)

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by avtokh » 10 მაი 2011, 16:52

დავდებ სამშვილდეს რამდენიმე ფოტოს მსურველთა უფრო დასაინტერესებლად
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by Mta Mkvarebia » 10 მაი 2011, 16:55

სამშვილდეს ფოტოები გინდათ? ;)
აი ბატონო:

http://www.facebook.com/media/set/?set= ... 0255837462
http://www.facebook.com/media/set/?set= ... 0255837462

კარგი იქნება კიდევ ერთხელ მანდ გასეირნება, თუ იცით ყაყაჩოები იქნება ? სადმე ყაყაჩოებიანი გასვლა მინდა, ამიტომ ზუსტად არ ვიცი რას გადავწყვეტ.
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by meleksa » 10 მაი 2011, 19:28

burdiani wrote:meleksa


ანუ შემთხვევით რომ არ შემომეჭყიტა შანსი არაა არ მეტყოდი ხო? :D
მოგტეხო სიმინდი ხოარ ხარ? :P :P :P
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by CheLo » 10 მაი 2011, 19:39

1.მელექსა (საპატიო ადგილას)
2. jaa
3. jaa +
4. jaa +
5. avtokh
6. WenTTo

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by arcivi9 » 10 მაი 2011, 19:57

1.მელექსა (საპატიო ადგილას)
2. jaa
3. jaa +
4. jaa +
5. avtokh
6. WenTTo
7. არწივი9 (დავაზუსტებ კიდევ) :)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
სამშვილდე ___ 15 მაისი 2011 წელი

Post by burdiani » 10 მაი 2011, 20:10

meleksa


ჩემი თავი მაინც არ აგცდება :)
და კიდე სხვების :P
საქართველოსთვის!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]