Page 1 of 2

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 05 მაი 2011, 22:51
by Mta Mkvarebia
დღეს რამდენიმე კარველი შევიკრიბეთ შემოიხედეში. ისინი, ვინც ესპანეთში ვიყავით და ისინი, ვინც ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა :D ჰოდა რადგან საქმეების გამო ზანავი-ნუნისის რამდენიმედღიან გასვლაში ვერცერთი ვახერხებდით წასვლას, არადა სადმე ქალაქგარეთ ერთი დღით გასეირნება კი გვინდოდა, ბევრი ვიფიქრეთ, რა მარშრუტი აგვერჩია. რამდენიმე ვარიანტის განხილვის მერე, გადავწყვიტეთ ტაბაწყურის ტბაზე წასვლა. მართალია ერთი მანქანის ეკიპაჟი მაშინვე მოგროვდა, მაგრამ იქნებ სხვა, მანქანიანი მსურველიც გამოჩნდეს, ამიტომ თემის გახსნა, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ.

ტაბაწყურისკენ გავემართებით წალკის გავლით და დავბრუნდებით ბაკურიანი-ბორჯომის მხრიდან. მანძილი დაახლოებით 320, მაქსიმუმ 350კმ. მგზავრობის თანხა მანქანის საწვავის ხარჯის მიხედვით.

შეხვედრის ადგილი მეტრო დელისის მიწისქვეშა ამოსასვლელი (რუსთავი 2-ის მხარეს) დრო:დილის 7:30

ახლა სია:
1. ნაია ზურმუხტათი
2. გამარჯობა საქართველო
3. მთა მყვარებია
4. ტომა
5. კოლხი გოგო

მსურველები:
1. ფალკონი?
2. ფალკონის + ?

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 05 მაი 2011, 23:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia
რა ყოჩაღი ხარ.
უცებ გაგიხსნია თემა.
ეს ჩემი საყვარელი მიმართულებაა.
რა ამინდია კვირას, 8 ვარდობისთვეს, ეგებ დაწერო

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 05 მაი 2011, 23:10
by GOGONA
Mta Mkvarebia wrote: ახლა სია:
1. ნაია ზურმუხტათი
2. გამარჯობა საქართველო
3. მთა მყვარებია
4. ტომა
5. კოლხი გოგო

მსურველები:
1. ფალკონი?
2. ფალკონის + ?
3. GOGONA


მეორე ჯიპი? :?

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 05 მაი 2011, 23:28
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO
ჰო, აი ამინდი უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო. თავად ტაბაწყური ვერ ვნახე, ფარავნის ტბაზე და ახალქალაქში ერთნაირი ამინდია, დილიდან მოღრუბლულია, დღეს პირველი საათიდან მსუბუქი წვიმაა. ბაკურიანში დილიდან მოღრუბლულია, დღის პირველი საათიდან წვიმის ალბათობაა და 16:00 საათიდან მსუბუქი წვიმა. ჰაერის ტემპერატურა შუადღეს 13 გრადუსს შეადგენს, დილით და საღამოს უფრო დაბალია.

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 06 მაი 2011, 13:27
by leo1
ვაგლახ, რა დრფოს ისვენებს ჩემი ლურჯა!!!

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 06 მაი 2011, 13:36
by avtokh
1. ნაია ზურმუხტათი
2. გამარჯობა საქართველო
3. მთა მყვარებია
4. ტომა
5. კოლხი გოგო

მსურველები:
1. ფალკონი?
2. ფალკონის + ?
3. GOGONA
4. avtokh (მაგ მხარეში თუნდაც საბარგულით ვიმგზავრებ :) ტრანსპორტი თუ გამოჩნდა)

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 06 მაი 2011, 13:39
by Holden
ძალიან მინდა ამ მარშრუტზე წასვლა, მაგრამ უკანა მხარე აქვს ჩემს მანქანს მონგრეული :(

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 06 მაი 2011, 15:07
by kolxi gogo
ხალხ! ვინც იყავით ,,შემოიხედეში" გემახსოვრებათ ჩემი გეგმების შესახებ ანუ კვირას სამწუხაროდ მიწევს მისასამძიმრებლდა აბასთუმანში წასვლა. სამსახურში ისეთი სიტუაციაა, რომ არ გამომდის უარის თქმა და რაიმეს მომიზეზება. ამიტომ:

1. ნაია ზურმუხტათი
2. გამარჯობა საქართველო
3. მთა მყვარებია
4. ტომა
5. ?

მსურველები:
1. ფალკონი?
2. ფალკონის + ?
3. GOGONA
4. avtokh (მაგ მხარეში თუნდაც საბარგულით ვიმგზავრებ ტრანსპორტი თუ გამოჩნდა)

დიდი მადლობა, რომ გამითვალისწინეთ ზურმუხტაში, მაგრამ ამჯერად ასე გამოვიდა

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 06 მაი 2011, 15:14
by Mta Mkvarebia
kolxi gogo
ცუდია რომ ვერ ახერხებ :(

გოგას გადმოვსვამ სიიდან, თუმცა მანაც არ იცოდა გუშინ დაზუსტებით.
1. ნაია ზურმუხტათი
2. გამარჯობა საქართველო
3. მთა მყვარებია
4. ტომა
5. ფალკონი?


მსურველები:
1. ფალკონის + ?
2. GOGONA
3. avtokh (მაგ მხარეში თუნდაც საბარგულით ვიმგზავრებ ტრანსპორტი თუ გამოჩნდა)

Holden
გუშინ წავიკითხე, რა დაგმართნია და ძალიან შევწუხდი :( შენისთანა ყოჩაღ მძღოლს ეს როგორ დაემართა?
ანუ ძალიანაა მანქანა დაზიანებული?

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 06 მაი 2011, 18:42
by Nika
დავბრუნდებით ბაკურიანი-ბორჯომის მხრიდან
ცხრაწყაროს უღელტეხილი უკვე გაიხსნა?

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 06 მაი 2011, 19:05
by Mta Mkvarebia
Nika
ერთი კვირის წინ არ იყო გახსნილი, თუ ახლაც დაკეტილია, ისევ ახალქალაქიდან დავბრუნდებით. მაგრამ მაგას სანამ ტაბაწყურში არ ჩავალთ ვერ გავიგებთ.

წამოსვლას ხომ არ აპირებ?

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 07 მაი 2011, 09:36
by Nika
არა სამწუხაროდ არ მცალია.

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 07 მაი 2011, 10:48
by marishka
თემის გახსნის წუთიდანვე დიდი სურვილი გამიჩნდა წამოვსულიყავი, მაგრამ აბასთუმანში მიწევს მეც წასვლა და ვყოყმანობ, არ ვიცი რა ვქნა.
თუ წამოვიდოდი მანქანის პრობლემა არ იქნებოდა ჩემ მეგობარს უნდა წამოსვლა და თანაც ტევადი მანქანით, სხვა მსურველებსაც წავიყვანდით.

kolxi gogo თუ მაინც გადაწყდა რომ აბასთუმანში წავედი დაგირეკავ, იქნებ გამომიარო იქ , გნახავდი.

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 07 მაი 2011, 10:50
by marishka
აუ, აუ როგორ მინდა წამოსვლა, რა ცუდად დაემთხვა:(
შუადღეს ზუსტად მეცოდინება რას ვიზავ.

ჯიპტური ტაბაწყურში 8.05.11

Posted: 07 მაი 2011, 10:58
by kolxi gogo
marishka wrote:თემის გახსნის წუთიდანვე დიდი სურვილი გამიჩნდა წამოვსულიყავი, მაგრამ აბასთუმანში მიწევს მეც წასვლა და ვყოყმანობ, არ ვიცი რა ვქნა.
თუ წამოვიდოდი მანქანის პრობლემა არ იქნებოდა ჩემ მეგობარს უნდა წამოსვლა და თანაც ტევადი მანქანით, სხვა მსურველებსაც წავიყვანდით.

kolxi gogo თუ მაინც გადაწყდა რომ აბასთუმანში წავედი დაგირეკავ, იქნებ გამომიარო იქ , გნახავდი.
მე უეჭველი მივდივარ, სამსახურიდან.ვიკრიბებით 10:30 წთ-ზე და ალბათ 11.00-სთვის გავალთ. დამირეკე, თუ იქით იქნები!