ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Archil » 09 მაი 2011, 16:15

ხალხო, მალე ჩამოვლენ და არ დავხვდეთ ვაგზალზე?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by CheLo » 09 მაი 2011, 16:24

კაი იდეაა მაგრამ ახლა ვერ მოვახერხებ გუშინ რომ გადაგვეწყვიტა აუცილებლად წამოვიდოდი : )

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Archil » 09 მაი 2011, 16:26

რუქა -90 გრადუსით მოტრიალეუბლია, ანუ ჩრდილოეთი მარცხნივაა.

მარჯვნივ ზანავია, მარცხნივ ნუნისი. ლურჯი ფერით ნიკას დროს გავლილი მარშუტია აღნიშნული, ყვითლით უკვე ჩვენი, 2011 წლის. შეადარეთ და ნახავთ რომ თითქმის ზუსტად გვივლია ამ ორ ჯგუფს.

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Archil » 09 მაი 2011, 16:45

ჯნოსმა ვიღაცას ბათინკი დარჩაო, დიდი, შავი და სველიო. პირველ ღამეს რომ წამოვიდნენ, იმათგანაა სავარაუდოდ რომელიმესი. ასე რომ პატრონი ჯნოსს შეეხმიანოს.

ერთი ნაწილი შუადღეზე წამოსულა. დანარჩენები კი საღამოს 7 საათიანს მოყვებიან. ეჰ, გუშინ ყოფილიყო ეგეთი ამინდი იქ, რა მოხდებოდა :(
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
basila
ბილიკზე მოარული
Posts: 60
Joined: 28 მაი 2009, 22:35
Location: ±∞
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by basila » 09 მაი 2011, 17:18

Archil

basila

გადმოწერა მინდოდა და რაცხა ვერ გამომდის და შეამოწმე აბა. ვიდეო ვნახე. კარგია. მაგრამ უფრო რთულ ადგილებში ეტყობა ყველას დაავიწყდა გადაღებები.
გადმოიწერე? მე ვიწერ...
WenTTo

Youtube-ze ისეთი არეულია ეგ ვიდეოები ისევ გადმოწერა ჯობს.. ბასილ ის არ გაქ გადაგებული დეკებზე რომ პანტაპუნტით ვსრიალებდით?? ან ის გაყინულ მდინარეზე რომ გადავდიოდით არ ჩაგვიტყდეს ნელა იარეთო სათითაოდო
ქრონოლოგიურად არის დალაგებული Youtube-ზე Playlist–ში ვიდეოები, IMG 0043–დან IMG 0069–მდე, შენ თუ Shuffle გაქვს ჩართული არეულად ნახავდი ;)

_
_

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by guruli » 09 მაი 2011, 17:20

მეც ველაპარაკე ჯნოსს, ნაწილი უკვე წამოსული იყო, დარჩენილები კი საღამოს მოდიოდნენ. უკვე ისინიც წამოსულები იქნებიან. ახლა ყველა კმაყოფილია, თავდაპირველი სიძნელეების მიუხედავადო და მჯერა, მართლა ასე იქნება - ეს იმხელა ექსტრიმი იყო, შეუძლებელია, უკვალოდ გაქრეს. ნუ, ვინც მოლაშქრეა და ლაშქრობა უყვარს, თორემ კომფორტის და თბილი ცხოვრების მოყვარულთათვის მასეთი გასვლა მარაზმი და ტანჯვაა.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by pataputina » 09 მაი 2011, 18:56

საიდან დავიწყო : D
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
bartky
ბილიკზე მოარული
Posts: 49
Joined: 14 დეკ 2005, 18:07
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by bartky » 09 მაი 2011, 19:48

მეორე ნაწილიც აქ ვართ უკვე. ძალიან კარგი იყო, უუუუუძალიანესად. იმდენი დადებითი ემოცია მაქვს რა ვუყო არ ვიცი. აზრზე მოსვლას ვსაჭოროებ, თუმცა სულაც არ მინდა)) ყვეაფრით გახარებული ვარ, დაკარგვიან დასველებიანად :D

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Wanderer » 09 მაი 2011, 21:06

Nika
ეგ ბილიკი სულ პირველად რო გავიარეთ აგვისტოში მაშინაც დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა (სახელიც ეგრე აქვს, "ხელუხლებელი ტყის ბილიკი"). ამიტომაც უწერია თვითონ პარკის საიტზე რომ დეკის ყვავილობის დროს ჯობია გავლა. თუმცა წელს როგორც ჩანს გვიანი გაზაფხულის გამო ჯერ ადრეა დეკის ყვავილობისთვის. 26 მაისს ვიყავით ნუნისში (ოღნდ ქვიშხეთი–ზვარის გავლით) 2006 წელს და ცოტა დაგვიანებული იყო, ბევრნაირმა დეკამ უკვე მოიყვავილა. თუმცა მაინც ლამაზი იყო ძალიან.
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ წელს 26 მაისისთვის კარგი უნდა იყოს მანდ წასვლა. განსაკუთრებით თუ ამინდები დაემთხვა კარგი.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by CheLo » 09 მაი 2011, 21:29

Wanderer გააკეთებ მაგ გასვლას??? ოღონდაც 26 მაიის კი არა ერთი კვირა გადადე და ივნისის დასაწყისში რა : )

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by perwkli » 09 მაი 2011, 21:51

ხოდა ისა


გახსენით რა ვინმემ თემა

უნდა მოვყვე


:roll:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Wanderer » 09 მაი 2011, 23:26

WenTTo
გააკეთებ მაგ გასვლას??? ოღონდაც 26 მაიის კი არა ერთი კვირა გადადე და ივნისის დასაწყისში რა : )
მე საერთოდ ამ კვირას მინდოდა, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ ცოტა მერე სჯობია. მინდა რომ კარგი ამინდები დავამთხვიო.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by pataputina » 10 მაი 2011, 10:18

თემათემათემათემათემათემა


გახსენით რა


:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by pataputina » 10 მაი 2011, 10:18

თემათემათემათემათემათემა


გახსენით რა


:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Jnosy » 10 მაი 2011, 11:17

WenTTo wrote:ჩვენ უკვე თბილისში ვართ და იმ 36 კაციდან 14 გუშინ ღამე დავბრუნდით თბილისში... სანამ თემა გაიხსნება აქ ვიტყვი მოკლედ ჩავედით დავბინავდით კოტეჯში და მეორე დღეს 10 საათზე წამოვედით გზა 15 კილომეტრი იყო და სულ აღმართებზე ვიარეთ. დედაბერაზე რომ ავდიოდით უკვე დაჭიანებული გაყინული მარტის თოვლი იდო. აქ ძალიან გაგვიჭირდა რადგან ფეხი სრიალებდა, ერთმანეთს არ უნდა ჩამოვშორებოდით და 15-35 კილოიანი ზურგჩანთებით აღმართიან თოვლში სიარულზე აღარაფერს ვამბობ. ასე და ამგვარად გზის 50 % რომ გავიარეთ მერე სულ დაღმართი დაიწყო დედაბერიდან ვეშვებოდით და აი ახლა მივხვდი დაღმართი რომ უფრო რთული ყოფილა. სადღაც 18 ჯერ წავიქეცი თან ისე რამის ფეხი ამოვიგდე ვიწელებოდი. ამ დროს ჯნოსი ეძებდა ბილიკს და თოვლის გამო ვერ იპოვნა და დავიკარგეთ. დაკარგულები გაყინულები და მანდრაჟში ჩავარდილები 4 საათი რას ვაკეთებდით ვერ გეტყვით. ბოლოს საერთოდ ყველა იმედი დავკარგე 8 საათი ხდებოდა და სადღაც 30 წუთში დაგვაბნელდებოდა წინ კი 5 კილომეტრი გვქონდა გასავლელი. ზოგმა თქვა მოდი აქ გავშალოთ მთაზე კარავიო ეს კიდე სისულელე იყო იქ რომ დავრჩენილიყავით რა გვეშველებოდა. დამრეც მთაზე სადაც ვაკე არაა და ძირზე 1 მეტრი თოვლი დევს. ბოლოს გოგამ იყოჩაღა დაურეკა ნუნისის ტყის რეინჟერს და რომ გაიგო ამდენი ხალხი ვიყავით 4 კილომეტრი აღმართი სულ ფეხით ირბინა და 40 წუთში ამოვიდა და სწორ გზაზე დაგვაყენა.. მართალია თოვლი აღარ იყო დაბლა და დაბლა მაგრამ საშინელ ტალახში ვიარეთ და ისე დავიღალე ისე რომ ფეხსაცმლის ძირი ერთ ფეხზე საერთოდ ამძვრა და ბოლო 4კმ ცალი ფეხსაცმლით ვიარე ასე გამოდის : ) კოტეჯთან რომ მივედით უკვე 10 საათი იყო და გამოვიდა რომ 12 საათი ვიარეთ.. ასეთი საშიში გასვლა (საშიში არა იმიტომ იყო რომ დავიკარგეთ არამედ რამდენიმე ადამიანი ძლივს გადავრჩით, იანო და ჯნოსი დაგორდნენ და კიდევ კარგიც ხე იყო წინ თორე წაიყვანდა ხეობაში. მეც დავგორდი და ვიღაცამ დამიჭირა და გადამარჩინა ჩანთაზე მწვდა.) ბოლოს რომ მივედით კოტეჯში ძალიან კარგი რეინჯერები დაგვხვდნენ და სუფრაც გაგვაშლევინეს და დაძინების პრობლემაც მოგვიგვარეს : ) მაგრამ ვინაიდან მე ფეხსაცმელი დავხიე და მხოლოდ ბოტასები მქონდა ფეხები დასაბანი, გამოსაცვლელი არა, საძილე ტომარაც არა თბილისში მოვხიე ღამის 12 ზე და თან გამომყვა 14 კაცი ვინც ჩემ დღეში იყო :) :) :) ასე და ამგვარად ასეთ ლაშქრობებში აღარ წავალ სანამ მთლიანი ატრიბუტიკა არ მექნება. და არ მინდა ეწყინოს ორგანიზატორს მაგრამ მე იქ ვერაფერი სანახავი ვერ ვნახე თოვლში!! პირიქით ამტკივდა მთელი სხეული :D მაგას მერჩივნა ლისის ტბას გავყოლოდი ტყით და სოფელ ლისში ჩავსულიყავი.

ჩემი აზრით ძალიან მაგარ ლაშქრობას უნდა ახლავდეს 1. სირთულე, (რაც ნამდვილად იყო) 2. ექსტრიმი (ესეც იყო რდგან სახიფათო გზა იყო) 3. ინტერესი (ანუ ამაში დაკარგვას ვგულისხმობ) 4. ერთსულოვნება და დისციპლინა (ყველა ერთ ჯგუფად მივდიოდით მიუხედავად იმისა რომ 36 კაცი ვიყავით) და 5 (ბუნების სილამაზე (რამაც შეიძლება ენერგია შეგმატოს მუღამზე მოგიყვანოს და დაგატკბოს რაც არ იყო , თან ტალახის ატანა არ მაქ მითუმეტეს ტალახში ჩავარდი Very Happy Very Happy ) რაც შეეხება ზურგჩანთას ამაში ნიკოლოზი დამეხმარება კარგ ჩანთას მაყიდინებს , საძილე ტომარა mymarket-ზე ვნახე და ვიყიდი
კრიტიკა მისაღებია, მხოლოდ ობიექტური, ამ კრიტიკაზე კი ობიექტურს ვერ იტყვი... სილამაზე ვერ ვნახეო და...
დანარჩენებს ვთხოვ, ფოტოების დათვალიერების შემდეგ თქვით (მე რომ სუბიექტორობაში არ ჩამომართვათ) იყო თუ არა სილამაზე და სანახაობები:))))
ძალიან გთხოვ, გამოკითხე დანარჩენები (შედარებით გამოცდილები) რა ემოციით არიან ჩამოსულები. ეს პრობლემა, ხშირად მხვდება იქიდან ჩამოყვანილ გამოუცდელ მეგობრებზე, რადგან მათი მოლოდინება არ ემთხვევა რეალურ პირობებს ხოლმე, თუმცა როგორც ქეთიმ თქვა, მე ყველაფერი გავაკეთე, რათა შენი მოლოდინები დამთხვეოდა ზუსტად იმას, რაც იქ იქნებოდა (ეს არის ჩემი წერილები, ბმულები, შენიშვნები, რჩევები) თუ კარგად გადახედავ ტოპიკის დასაწყის ამაში შენც დარწმუნდები.

როგორც გურულმა დაწერა, დრო გავა და ტკბილად მოგაგონდება. თან მნიშვნელოვანი გამოცდილებაც შეიძინე იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი (თითქმის ყველა) გამოცდილი მოლაშქრე იყო წამოსული, მათ შორის გოგოები რათქმაუნდა...

კიდევ ერთი, ძალიან ვბრაზდები, როცა ლაშქრობას სიარულთან აიგივებენ. ეს შეცდომაა. როგორც აგერ ნიკოლოზმა აღნიშნა, ფეხის სწორად დადგმაც კი ლაშქრობის განუყოფელი ნაწილია. უნდა იცოდე თოვლში, წვიმაში, ქარში, ნისლში მოქცევის "წესები" და ხრიკები. ვინც მაგრად დადის, ის არ არის მაგარი მოლაშქრე :)

წარმოიდგინე, ამბობ, რომ
1. სირთულე – იყო
2. ექსტრიმი - იყო
3. ინტერესი - იყო
4. ერთსულოვნება და დისციპლინა - იყო
5. ბუნება - არა?! იმხელა ხეებია, რომ 7–მა კაცმა ხელი ვერ შემოვაწვდინეთ (სურათიც იქნება)
ფოტოები იქნება, და ვკითხოთ ხალხს:))))))
სასაცილოა

პ.ს. გამოკუთხულთა 100%–მა (ვინც პირველ დღესვე არ წამოვიდა რაღაც მიზეზების გამო) 10 ბალიანი შეფასებით 8-ზე ნაკლები არცერთმა არ დაუწერა ამ გასვლას. (მეც 8 დავუწერე).
mousvenari wrote:სულ 28 კაცი იყო სიაში და რატომ 36 კაციდან 14 უკან დავბრუნდითო?
ესეიგი მოლაშქრეების ნახევარმა დატოვა გასვლა?
დიდი სიამოვნებით ვიხსენებ გიგას დაგეგმილ რაჭის გასვლას-მე ბევრგან არ ვყოფილვარ, მაგრამ ასე ერთიანად შეკრული, საოცრად ორგანიზებული, შეხმატკბილებული და საყვარელი ხალხი ძნელი წარმოსადგენია.
ვფიქრობ, ზაფხულში კიდევ დაგეგმავს და წავა ზანავი-ნუნისის მარშრუტით, მსურველიც ბევრი იქნება და ერთერთი დაუვიწყარი გასვლაც იქნება...
ახლა კი მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ ყველა იქ დარჩენილს ...
გმადლობ ჩემო კარგო.
ერთხელაც მინდა ავღნიშნო, რომ ზაფხულში აქ წასვლას არ ვაპირებ, აქ წავედით მოსათელად ზუსტადაც ზაფხულისთვის. ჩემთვის, ზამთრის მერე ფორმის აღდგენისთვის და მოსათელად იდეალურ მარშრუტად რჩება დღემდე. ზაფხულში ვის ეცლება ამისთვის:)))
Archil wrote:გადავიკითხე,

ერთი სიტყვით, კარვული გასვლა იყო. ვინც ამ მარშუტზე მოდიოდა, იმედია ამ ბილიკზე თუნდაც ერთი გასვლის შესახებ წაუკითხია და დაკარგვისთVის მომზადებული უნდა ყოფილიყო.

მე-4 ბილიკი ტურისტებისგან მივიწყებული ბილიკია, ამიტომაც ბილიკები დაფარულია და ადვილია გზას აცდე. ასევე აღნიშნული არაა გზა და სუფთა ინსტიქტების დონეზე გიწევს გზის გაგნება. მაგიტომაც გვიყვარს ეგ ბილიკი. ვისაც მასეთი არ მოწონს და ბოტანიკური ბაღი მშვენივრადაა დაგეგმილ-მოწესრიგებული და იქ იარონ.

ორი სიტყვით - წვიმიანი ამინდი დაგვხვდა ზანავში. მეორე დილით მოღრუბლულში ვიარეთ. 1500 მეტრზე უკვე თოვლი დაგვხვდა - თოვლს ველოდით. თოვლიან მინდორზე რა ლამაზი დღეა -დღეს მარტიტას დღეა და იუბილარის ცეკვა წავიდა (არ ეხერხება თუ :) )
ესეც არჩილის (საკმაოდ გამოცდილი მოლაშქრის) კომენტარი

ყველას საყურადღებოდ :)
ყველას ძალიან დიიიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და იმ მინიშნებების გათვალისწინებისთვის, რამაც ესე სწორად და გამართულად გვატარა, მაგ მარშუტმა და დაკარგვებმა დიდი გამოცდილება მომცა. ასევე მინდა ავღნიშნო ბაქარის ჯგუფის მხარდაჭერა და ბიჭების ორგანიზებულობა, ძალიან კარგი ჯგუფი აღმოჩნდა და ლომის მთაზე წასვლა უკვე თითქმის გადაწყვეტილია 2–3 კვირის მერე...

მოკლედ, ყველას გმადლობთ, ყველამ ვაჟკაცურად და მედგრად იარა, როგორც აღმოჩნდა ზოგის მოლოდინები არ დაემთხვა იმას, რასაც მე ტოპიკში გაფრთხილებდით, თუმცა ვთვლი, რომ ლაშქრობა შედგა და საკმაოდ წარმატებულადაც... ასევე მადლობა მამა პავლეს, რომელმაც ბოლოს რეინჯერიც კი მოგვახმარა (თუმცა ბაქარის, ნიკოლოზის და ამირანის წყალობით უკვე ბილიკზე ვიდექით)

განსაკუთრებით გმადლობთ გოგოებს, უმრავლესობა კარგად იყო აღჭურვილი და 1 დაწუწუნების გარეშე იარა. ყველა ზედმიწევნით ასრულებდა ყველა იმ მითითებას (ეს იქნებოდა დაშვებისას, გაყინულ წყალზე გადასვლისას, ნაპრალზე გადავლისას, დაცურების დროს - უსაფრთხოებისას) მოკლედ, კარგები ხართ ძალიან.

ახლა კიიიი – კოსტია, ჩვენი ჩამკეტი, რომელსაც რკინის ნერვები ჰქონია. ერთად ძალიან ხშირად ვგეგმავთ გასვლებს და ჩემი ფავორიტი ჩამკეტია, მაგრამ ძალიან ღირსეულად "ჩაკეტა" ამჯერადაც (არ შემიძლია არ ავღნიშნო). ოდნავ ჩამორჩებოდა თუ არა რაციაზე გადმოსცემდა, რომ ჯგუფი სურათებს იღებდა და იმათ ვაჩქარებო. (ცოტა კი გააბრაზეს, მაგრამ სურათიც ხომ უნდა გადაიღონ კოსტა?!:)))))

მოემზადეთ, დაახლოვებით ნახევარ საათში იქნება ახალი ტოპიკი, სადაც გთხოვთ, რომ მოერიდოთ მსგავს "ჭორაობას" რაც აქ არის, წარმოიდგინეთ, რომ წლების მერე (შეიძლება ათწლეულის მერეც) ეს უნდა ვნახოთ, და გაგვახსენდეს რა გადაგვხდა.

გირჩევთ დატვირთოთ ფოტოებით, გაიხსენოთ და დაწეროთ ყვეეელა (თუნდაც უმნიშვნელო) ისტორია, რომ ტოპიკის გადათვალიერებისას ზუსტად და სრულყოფილად გაგვახსენდეს ყვეალფერი:)

გაიხსენოთ გადმოსვლის დროს ყველა ეპიზოდი, რაც ალბათ უმნიშვნელოვანესია შემდგომი (მომავალი წლის) გასვლებისთვის

ეცადეთ დადოთ ბმულებიც, და რაც მთავარია დადოთ ფოტოები, ბეევრი ფოტოები.

ვიცი, რომ ბევრს დრო არ აქვს, თუმცა ამისთვის მოცლა და დროის გამოყოფა, ისევ თქვენ მოგანიჭებთ სიამოვნებას ბეეევრი დროის გასვლის შემდეგ. ასევე ვიცი, რომ აქ ბევრი ბლოგერი და ფოტომოყვარულია. მათგან განსაკუთრებით ველი ლამაზ ჩანაწერებს და ფოტოებს

მოემზადეთ, 0.3 საათში იქნება
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]