არც წელს ვღალატობ ტრადიციას და გთავაზობთ რთული და დატვირთული ზაფხულის მოსათელ (და საკუთარი ძალების დასატესტირებელ) გასვლას ზანავი–ნუნისი 2011





გაითვალისწინეთ, რომ ყველა ეს დღე დასვენების დღეებია და შაბათ-კვირა ემთხვევა (+ 9 მაისი – დასვენების დღე)
გრაფიკი მოკლედ:
6 მაისი - პარასკევს საღამოს გასვლა, ჩასვლა ზანავში და დაბანაკება
7 მაისი - შაბათს დილით გადასვლა დედაბერაზე, დაკარგვა

8 მაისი - კვირას მოლოცვა, დათვალიერება
9 მაისი - ორშაბათს (გაითვალისწინეთ, რომ დასვენებაა) დილის ფუქსავატობის მერე რკინიგზით ნელ-ნელა დაბრუნება
მარშრუტის ელექტრონული ვერსია - http://www.borjomi-kharagauli-np.ge/tra ... -large.jpg
პ.ს. თუ ვინმეს უფრო ადრე უნდა წამოსვლა, გამოვაცილებ
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12-13 კმ. დაახ. 6 საათი შესვენებების გარეშე. პ.ს. დეკა ყვავილობს თან ეხლა მანდ თუ არ ვცდები

გრაფიკი ვრცლად:
დღე I
6-ში (პარასკევი) საღამოს (სამსახურების მერე შევიკრიბებით სავარაუდოდ 7-ზე სააკაძის მოედანზე) ჩავდივართ სამარშუტო ტაქსით ბორჯომის რაიონის სოფელ ზანავში და ვბანაკდებით კოტეჯში რომელიც ძალიან ახლოსაა (გზატკეცილიდან 15-20 წუთის სავალია ფეხით).
დღე II
7-ში (შაბათი) დილას (სავარაუდოდ 7-ზე დილის) იწყება გასვლა ნუნისის მიმართულებით დედაბერისკენ, ვჩერდებით 1.5 საათი მწვერვალზე, ვტკბებით ხედებით და ჩავდივართ ნუნისში. ვბანაკდებით ბერების კლდესთან მდებარე მდელოზე.
დღე III - IV
8-ში და 9-ში (კვირა-ორშაბათი) ძირითადად დავისვენებთ და გვექნება პატარ-პატარა შემეცნებითი გასვლები იქნვე ახლოს. ვნახავთ ბერების კლდეს, ნუნისის მონასტერს და მამაოს(დავესწრებით მსახურებას, თუ სურვილის შემთხვევაში გალობითაც შევეწევით და დავამშვენებთ წირვას) ავალთ იქვე მდებარე პატარა მთაზე, სადანაც ლამაზად ჩანს იხარაგაულის რაიონი.
დღე IV
9-ში (ორშაბათი) შუადღისთვის დავიიძვრებით მოლითის რკინიგზის სადგურისკენ, და გამოვემგზავრებით თბილისში მატარებლით. ან მასტერაოთი ხაშურში და შემდეგ სამარშუტოთი თბილისში. საღამოს 7-8სთ-სთვის კი თბილისშივიქნებით სავარაუდოდ.
ეს კი დეტალურზე დეტალური გეგმა ფოტოებითურთ:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 402#103402
უფრო დაწვრილებით ნახავთ წინა გასვლის დაგეგმვას და ფოტოებს, ამავე ტოპიკის პირველ გვერდზე
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
ასევე ლაშქრობებში უფრო ვრცლად მარშუტის შესახებ
* http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3381&start=0
* აქ მეორე ბმულია, არის მესამეც და მეოთხეც, მაგგრამ ვერ ვნახე, თუ მომეხმარებით კარგი იქნება
* ფოტოები პრომოუშენისთვის
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 733#230733
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?p=37563#37563
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 295#236295
ახლების საყურადღებოდ, არიან აქ სახელები, რომლებთან ერთადაც არ მივლია და შესაბამისად არ ვიცი მათი შესაძლებლობები. თუ შეიძლება გაითვალისწინეთ, რომ სიმაღლეში გვექნება 900 მეტრი ასავლელი ზღვის დონიდან.
ეს არც ისე რთულია (ვიტყოდი ადვილიც კი არის) და ბევრმა პირველად ეს მარშუტიც სცადა წინა წლებში, თუმცა, დამწყები მოლაშქრეებისთვის (ვისაც ზედმეტი ტვირთი მოაქვს, ან ფეხზე აცვია მოუხერხებლად, ან უჩივის გულს/ფილტვებს) ვიტყოდი, რომ იქნებ დარწმუნდეთ, რომ შეგიძლიათ და მერე ჩაეწეროთ.
ამისათვის (თქვენს თავში დასარწმუნებლად) საჭიროა წასვლამდე ყოველ დღე თუნდაც ნახევარი საათი ძუნძული, ან ფეხით ბევრი სიარული. (ანდაც, ინდივიდუალურად)
თუ რამე კითხვები გექნებათ, მომწერეთ ან აქ, ან პირადში და გაითვალისწინეთ, რომ 25 და მეტი ადამიანი მთაში ნიშნავს 1 უწყვეტ ხაზს, სადაც პირველმა უნდა გააგებინოს ბოლოს მაქსიმუმ 1 წუთში. 1 კაცის ჩამორჩენა ნიშნავს მთლიანი გუნდის ჩამორჩენას.
რაც შეეხება ფულს:
* სავარაუდოდ 10-12ლარი დაგვჭირდება აქედან ზანავამდე მისასვლელად (უფრო ზუსტად მას მერე დავწერ, რაც მძღოლს შევუთანხმდები)
* 7.80ლ. უკან (მოლითიდან თბილისამდე) მატარებლით ჩამოსასვლელად.
* 5-7 ლარიც შეიძლება სამწვადისთვის ან გაუთვალისწინებელი ნივთების შესაძენად დაგვჭირდეს (პური, სასმელი)
10+7.8+(5-7)ლ = საშუალოდ 25ლარი
გაითვალისწინეთ, რომ 2-3 დღის საჭმელი ყველას თან უნდა ჰქონდეს!!!
სიაში ვერ ჩაეწერება ვერავინ, ვისაც არ ექნება 0.5 ლიტრი ჭაჭა პროფილაქტიკისთვის (ხუმრობით) ჭაჭა მართლაც აუცილებელია იმისათვის, რომ წვიმიანი ან ნესტიანი ამინდის შემთხვევაში თავიდან ავიცილოთ გაციება და სხვა სახის დისკომფორტი.
აი, რას გვირჩევს არჩილი ტანსაცმელთან დაკავშირებით – http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 656#105656
აუცილებელია იქონიოთ საწვიმარი, რადგან ამინდი მანდ ყოველთვის არაპროგნოზირებადია.
გთხოვთ სიაში ჩაეწეროთ მინიმუმ 90%–იანი წამოსვლის ალბათობით
1. ჯნოსი