Page 1 of 12

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 11:10
by Tamari-ch.
ბარემ გავხსნი თემას...( ცოტა წინასწარ)

გულში ჩამივარდა საბერეები, მაგრამ არ მინდა ნაწვიმარ ან ტალახიან გზებზე ვიაროთ
ამიტომ ამ გასვლას სავარაუდოდ დავგეგმავთ ამინდის გათვალისწინებით - რომელიმე კვირა დღეს.

ამ კვირას წვიმას აჩვენებს
სავარაუდო თარიღია 17 აპრილი

გავალთ დილით ადრე, რომ დავესწროთ წირვას მონასტერში (მის ძირითად ნაწილს)

შემდეგ სურვილის მიხედვით ვნახავთ უდაბნოს (თუ ვინმე არ აქვს ნანახი)

საბოლოოდ კი გავეშურებით დოდოს რქისაკენ და საბერეებისაკენ
ვნახავთ საბერეების ფრესკებს...


Image

Image


1. Tamari-ch.
2. karavi87 -ს მანქანით
3. Tamari-ch.-ის + (?)

(ჯობია გავიდეთ ჯიპებით, თუმცა თუ იქნა 10 კაცზე მეტი, ვიფიქრებთ სამარშრუტოზე)

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 11:27
by Tamari-ch.
ესეც საბერეები ფოტოები

Image

Image

Image

http://www.facebook.com/photo.php?fbid= ... 7398865972

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 13:06
by burdiani
საინტერესო მარშრუტია, იმის გათვალისწინებით რომ მიუხედავად ჩემი გარეჯში მრავალი გასვლისა საბერეები და დოდოს რქა არ მაქვს ნანახი :)

მანქანით თუ იქნა შეგვიძლია ვნახოთ ასევე იოანე ნათლისმცემლის ლავრა, ჩიჩხიტური, პირუკუღმა (ახლოსააა საბერეებტან) და წამებული (ახლოსაა ნათლისმცემლის ლავრასთან) :)

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 15:05
by leo1
თამარ! ძალიან კარგი იდეაა, დოდოს რქაზე ბევრი არაა ნამყოფი.
მაგრამ - წირვა ხომ დიდი ხანი მიმდინარეობს მონასტრებში და ვინც აქტიური რელიგიური კარაველი არაა იმათ ამ დროს რა ვაკეთოთ? მონასტრებში 3-4 საათი გრძელდება ხოლმე

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 15:27
by deida kama
ბზობა უწევს ხო? : ((

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 15:37
by Naia
მომწონს იდეა. მითუმეტეს დოდოს რქა და საბერეები არ მაქვს ნანახი.

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 16:28
by Iako.
საბერეები მეც არ მინახია, ისე არც ნათლისმცემელში არ ვარ ნამყოფი და მანდაც თუ მივალთ სიამოვნებით შემოგიერთდებით

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 17:10
by qvevri
დიდებული იდეაა :!:

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 17:36
by Ketevan Guliashvili
არ მინახავს და თუ რაიმე არ შემიშლის ხელს წამოვალ!

1. Tamari-ch.
2. karavi87 -ს მანქანით
3. Tamari-ch.-ის + (?)
4. ქეთი გულიაშვილი

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 17:48
by leo-jafo
თუ წირვა 3–4 საათი გრძელდება ამას დაემატება მინიმუმ 1,5 საათი უდაბნოს მონასტრის დათვალიერება +1,5 დოდოს რქამდე ტრანსპორტირება და მისი დათვალიერება და ამის შემდეგ საბერეები, რომელიც დოდოს რქიდან 23 კმ არის დაშორებული და თვითონ 5 კმ მანძილზეა კლდეებზე. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოესწრება?

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 19:22
by Ketevan Guliashvili
წირვა 3-4 საათი და მეტიც გრძლედება, მაგრამ ჩვენ ალბათ ქადაგებამდე წამოვალთ, სადღაც 13:00ისაკენ მერე რაც მოეწრება მოესწრება.

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 20:00
by Tamari-ch.
Ketevan Guliashvili wrote:წირვა 3-4 საათი და მეტიც გრძლედება, მაგრამ ჩვენ ალბათ ქადაგებამდე წამოვალთ, სადღაც 13:00ისაკენ მერე რაც მოეწრება მოესწრება.
როცა დაიწყება ზიარება - მაშინ მთავრდება წირვის ძირითადი ნაწილი, 1,5-2 საათია
და
მაშინ გავალთ -
ქადაგებას ალბათ ვეღარ დავესწრებით -

17 აპრილი მაინც სავარაუდო თარიღია
ისე კი მაგ მარშრუტზე აუცილებლად გავალთ...

თუ წირვა 3–4 საათი გრძელდება ამას დაემატება მინიმუმ 1,5 საათი უდაბნოს მონასტრის დათვალიერება +1,5 დოდოს რქამდე ტრანსპორტირება და მისი დათვალიერება და ამის შემდეგ საბერეები, რომელიც დოდოს რქიდან 23 კმ არის დაშორებული და თვითონ 5 კმ მანძილზეა კლდეებზე. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოესწრება?
ვფიქრობ უდაბნო უნდა ამოვიღოთ
დიდ დროს და ენერგაის მოითხოვს
უდაბნოს კომპლექსი მაინც ყველას აქვს ნანახი...

საბერეები, დოდოს რქა და პირუკუღმა აუცილებლად შევა მარშრუტში...

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 20:11
by Tamari-ch.
Iako. wrote:საბერეები მეც არ მინახია, ისე არც ნათლისმცემელში არ ვარ ნამყოფი და მანდაც თუ მივალთ სიამოვნებით შემოგიერთდებით
შეიძლება ამდენი ვერ მოესწროს იაკო,
გარეჯი უზარმაზარი კომპლექსია
თუმცა ბოლოსკენ მოვიტოვებთ ნათლისმცემელს და უკან დაბრუნებისას იქნებ მოესწროს კიდეც -
ხოლო ნათლისმცემელთან არის კიდევ სამი კომპლექსი -
წამებული, თეთრი უდაბნო და მრავალწყარო...

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 20:38
by stranger
1. Tamari-ch.
2. karavi87 -ს მანქანით
3. Tamari-ch.-ის + (?)
4. ქეთი გულიაშვილი
5.stranger ?

17 აპრილი-საბერეები, დოდოს რქა, ლავრა

Posted: 06 აპრ 2011, 20:59
by ინა-უნა
1. Tamari-ch.
2. karavi87 -ს მანქანით
3. Tamari-ch.-ის + (?)
4. ქეთი გულიაშვილი
5.stranger ?
6. ინა (17-ში თუ წავალთ მოვდივარ, თუ არა და ვნახოთ)