კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by leo1 » 30 მარ 2011, 13:52

გაზაფხულდა, ბუნებამგაიღვიძა ხეები ყვავის, ჩიტები ჭიკჭიკებენ.

გთავაზობთ დავათვალიეროთ თუ როგორ ყვავის ბუნება შიდა ქართლში - და პარალელურად მოვიხილოთ/მოვილოცოთ 1-2 კაი ადგილი.

აღსანიშნავია რომ ასეთი გასლვები შეგვიძლია გაზაფხულის პერიოდში კვირაში ერთხელ მოვაწყოთ სხვადასხვა სიმაღლეებზე რათა ყველანაირი მცენარის აყვავების მომსწრენი გავხდეთ.

დრის ციხე ერთ-ერთი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი ქართული ციხეა, რომელიც ყველამკარგად ვიცით კარვის 2010 წ. კალენდრიდან.

გავალთ დილით ე.წ. სამთო ქიმიიდან, სამხრეთ შ/ქართლის გზით, სადაც ბევრ ლამაზ მინდორსა თუ ბაღს გავივლით. . გზად იქ სადაც ლამაზი პეიზაჟები იქნება შევაჩერებთ და საინტერესო სურათებს გადავუღებთ ბუნებას.

ახალქალაქიდან ავუხვევთ ჩრდ-დასავლეთით და გავაჩერებთ მინი-ბუსს იქ სადამდეც მივა, ხოლო ამის შემდგომ ფეხით ავუყვებით გზას დრის ციხემდე. ციხეზე აძრომის, მოხილვისა და ჩამოძრომის შემდგომ მინიბუსით დავბრუნდებით ახალქალაქში და ჩაჩუბეთის გავლით მივალთ რკონის მისადგომებამდე, საიდანაც ფეხით ავალთ იკვის ეკლესიაში.

იკვის ეკლესიაში ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ხარაჩოებში ჩასმული ეკლესიაც კი აღაფრთოვანებს ადამიანს.

აქეთობას ან იქეთობას მოვიხმართ საკვებს რათა ვიარსებოთ და ენერგიულად ვიაროთ. არამც და არამც არ ჩავვარდებით გემოთმოყვარეობის ვნებაში.

ფეხით სასიარულო მანძილი დამოკიდებულია იმაზე თუ რა მდგომარეობაში იქნება თეძამი და რამდენად ახლოს მივა მინიბუსი. სავარაუდოდ -

2-3 კმ დრ-ში და
2კმ.იკვში (მაგრამ დიდი სიმაღლეთა სხვაობით)

შეიძლება (თუ მარცხენა სანაპიროზე ბილიკი წყალწაღებული დაგვხვდა) ძამას ფეხით გადავლა მოგვიწიოს, ასე რომ მზად იყავით სათადარიგო ფეხსაცმლის თვალსაზრისით. ფეხსაცმელი არ დაგამძიმებთ, მინიბუსს რომ გავაჩერებთ იქვე გამოჩნდება იქნება თუ არა ფეხით გადასასვლელი.

მანძილი - იქეთ-აქეთ - დაახლოებით 140 კმ.

შეკრება - ე.წ. სამთო ქიმიასთან დილის 9.00-ზე (მკაცრად)

წამოსაღები აღჭურვილობა: ერთი დღის საგზალი-საკვები და სასმელი (იგულისხმება არა ალკოჰოლური). ასევე კარგი იქნება თუ 1-2 თერმოსი ჩაი ან / და ყავა წამოვა

ჩვეულებრივი სალაშქრო მოკაზმულობა. მომლოცველ გოგონებს - ტაძრის შესაფერისი სამოსი. ასევე სათადარიგო ფეხსაცმელ-წინდა-წელწინდა და ა.შ. მდინარის გადალახვის საჭიროების შემთხვევაში.
ასევე კარგია თუ იქონიებთ კამერებს რათა აღბეჭდოთ დასამახსოვრებელი კადრები.

ვიმგზავრებთ ზვიადის 19 ადგილიანი და 2 ჯორკოიანი მინი ბუსით როლის ფასიც არის 180 მარჩილი. მარჩილები თანაბრად გადანაწილდება წამომსლველებზედ.

შეკრება - ე.წ. სამთო ქიმიასთან დილის 9.00-ზე (მკაცრად)

1. ლეო 1
2.
Last edited by leo1 on 30 მარ 2011, 18:16, edited 1 time in total.

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by leo1 » 30 მარ 2011, 13:55

ხო- დამავიწყდა - მინი ბუსის საფასურის გადახდა იწარმოებს ლარებში ზარაფხანის გაცვლითი კურსით. დღეისათვის 1 მარჩილი=1 ლარს

1.ლეო1
2.იაკო
3.იაკოს პლუსი?

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by Toma » 30 მარ 2011, 14:54

1.ლეო1
2.იაკო
3.იაკოს პლუსი?
3.Toma
4.?
ცხოვრება მშვენიერია :D

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by leo1 » 30 მარ 2011, 18:21

მთავარია ძალიან არ იწვიმოს.
იმედი ვიქონიოთ.
გორ-ტექსები და ნაირ-ნაირი ბაჩები მოამზადეთ

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by Mta Mkvarebia » 30 მარ 2011, 21:08

1.ლეო1
2.იაკო
3.იაკოს პლუსი?
3.Toma
4. მთა მყვარებია (მაგრამ წვიამიანი ამინდი არ მინდა :((, წვიმა არ მაშინებს მაგრამ მინდორზე საკოტრიალოდ მოვდივარ)
Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by Toma » 30 მარ 2011, 23:50

1.ლეო1
2.იაკო
3.იაკოს პლუსი?
4.Toma
5. მთა მყვარებია (მაგრამ წვიამიანი ამინდი არ მინდა :((, წვიმა არ მაშინებს მაგრამ მინდორზე საკოტრიალოდ მოვდივარ)
ცხოვრება მშვენიერია :D

davidiva
ბილიკზე მოარული
Posts: 25
Joined: 15 სექ 2010, 22:39
Location: iq sadac qaosia
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by davidiva » 30 მარ 2011, 23:52

1.ლეო1
2.იაკო
3.იაკოს პლუსი?
4.Toma
5. მთა მყვარებია (მაგრამ წვიამიანი ამინდი არ მინდა (, წვიმა არ მაშინებს მაგრამ მინდორზე საკოტრიალოდ მოვდივარ)
6. DAVIDIVA (დავით ივანიშვილი)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by Naia » 31 მარ 2011, 00:39

1.ლეო1
2.იაკო
3.იაკოს პლუსი?
4.Toma
5. მთა მყვარებია (მაგრამ წვიამიანი ამინდი არ მინდა (, წვიმა არ მაშინებს მაგრამ მინდორზე საკოტრიალოდ მოვდივარ)
6. DAVIDIVA (დავით ივანიშვილი)
7. ნაია

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by avtokh » 31 მარ 2011, 09:25

გასვლის ფრიად მაცდუნებელი აღწერილობაა :) ისეთია რომ არ გინდოდეს დაფიქრდები და წახვალ :)
Image

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by NINUCA » 31 მარ 2011, 09:50

1.ლეო1
2.იაკო
3.იაკოს პლუსი?
4.Toma
5. მთა მყვარებია (მაგრამ წვიამიანი ამინდი არ მინდა (, წვიმა არ მაშინებს მაგრამ მინდორზე საკოტრიალოდ მოვდივარ)
6. DAVIDIVA (დავით ივანიშვილი)
7. ნაია
8.NINUCA

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by Tamari-ch. » 31 მარ 2011, 11:39

ძალიან კარგი მარშრუტია და ეს ძეგლები ნანახი არ მაქვს,
მაგრამ ამინდი მაფიქრებს...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by Nika » 31 მარ 2011, 13:35

ხოო ამინდის წინასწარმეტყველება ნამდვილად ვერაა კარგი. არა და დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

giorgi_barca
ბოდიალა
Posts: 137
Joined: 30 სექ 2010, 14:08
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by giorgi_barca » 31 მარ 2011, 16:23

სავარაუდოდ წამოვალ,100%ით რომ მეცოდინება ჩემი წამოსვლის ამბავი მაშინ ჩავეწერები სიაში...

ლეო ერთაწმინდაში ვერ ვასწრებთ შესვლას?ტაძარს ვგულისხმობ

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by meleksa » 31 მარ 2011, 19:38

დრის ციხე არ მაქვს ნანახი, ვეცდები დავფიქრდე წამოსვლაზე :)
Image

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით

Post by leo1 » 31 მარ 2011, 20:42

giorgi_barca wrote:სავარაუდოდ წამოვალ,100%ით რომ მეცოდინება ჩემი წამოსვლის ამბავი მაშინ ჩავეწერები სიაში...

ლეო ერთაწმინდაში ვერ ვასწრებთ შესვლას?ტაძარს ვგულისხმობ
ნ--------------
სამწუხაროდ ერთაწმინდაში არ გავჩერდებით ვინაიდან უმეტესობას ნანახი გვაქვს, თუ დრო დარჩა მაშინ რკონში ავალთ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]