Page 1 of 8

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 29 მარ 2011, 13:24
by karavi87
მარშუტკით მგზავრობის შემთხვევაში კვების გარეშე დაჯდება 10-15 ლარი.

შეკრების დრო და ადგილი : 5 მაისი დილის 7:30 საათი, რედისონ ბლუ ივერია.

1. რეგიონი:

კახეთი.

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი- გომბორი-თიანეთი-ახმეტის რაიონი-თბილისი.

3. ხანგრძლივობა:
ერთი დღე.

4. სირთულე:
საშუალო.

5. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 300-350 კმ.

6. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე.

7. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ობიექტები:
ბოჭორმის ციხე-ეკლესია, თორღვა პანკელის ციხე, კვეტერას ეკლესია მატანის ცხრაკარა. (თუ დრო მოგვრჩა შეიძლება ვნახოთ იყალთო და ალავერდი).

8. სასმელი წყალი მარშრუტზე:
გზაზე იქნება.

9. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
თბილი ტანსაცმელი იმ შემთხვევაში თუ აცივდა.

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 29 მარ 2011, 13:27
by karavi87
მე ვეწერები სიაში: :)

1. კარავი 87

2. :arrow: :?:

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 29 მარ 2011, 13:40
by karavi87
მცირე წარმოდგენისათვის დავდებ ამ ადგილების სურათებს:

ბოჭორმის ციხე-კოშკი.
Image

Image

კვეტერას ციხე-ეკლესია.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
ალავერდის ტაძარი.

Image

Image

Image

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 29 მარ 2011, 21:00
by Tamari-ch.
თორღვა პანკელის ციხე,
ესენი არ მინახავს
და მაინტერესებს

ისე ეჭვი მეპარება ყველაფერი მოესწროს
ბოჭორმაზე ასვლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება
აღმართებია სასიარულო
3 - 4 საათი მე მგონი დასჭირდება მარტო ბოჭორმას....

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 29 მარ 2011, 22:46
by karavi87
Tamari-ch. wrote:
თორღვა პანკელის ციხე,
ესენი არ მინახავს
და მაინტერესებს

ისე ეჭვი მეპარება ყველაფერი მოესწროს
ბოჭორმაზე ასვლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება
აღმართებია სასიარულო
3 - 4 საათი მე მგონი დასჭირდება მარტო ბოჭორმას....
რასაც მოვასწრებთ იმას ვნახავთ :)

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 30 მარ 2011, 00:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
karavi87
მცირეოდენი მოსაზრება ამ მიმართულებაზე -
ბოჭორმა-კვეტერა რომ ნახო, შესაძლებელია, მაგრამ უაზრობაა.
თუ თიანეთით წახვალ (რომელიც ნახსნები გაქვს), პირდაპირ კვეტერასთან აღმოჩნდები. შემდეგ ახმეტში ჩამოდიხარ, იქიდან თელავში, მერე გომბორის გზა და სიონის გადასახვევია, საიდანაც ბოჭორმის გზაც იწყება. შემდეგ არის ტაძრისკენ მიმავალი 2 კმია საფეხოსნო გზა.

არის კიდევ 1 ვარიანტი - წახვიდე თბილისი-გომბორი-სიონით და ნახო ბოჭორმა. ამის შემდეგ გადახვიდე ან გომბორი-თელავი-ალავერდი-ახმეტა-კვეტერა-თიანეთი-ცხვარიჭამია-გლდანულა-თბილისის გზაზე ან სიონის გზა-ხევსურთსოფელი-თიანეთი-კვეტერა-ახმეტა-ალავერდი-თელავი-თბილისის (გინდ ისევ გომბორის გავლით, გინდ გურჯაანით) გზაზე.

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 30 მარ 2011, 11:08
by karavi87
ისე შენც მართალი ხარ დაფიქრდებოდა კაცი :)

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 06 აპრ 2011, 01:29
by street racer
მე მომწონს ეს გასვლა და რატომ პასიურობს საზოგადოება?

უბრალოდ ერთი პრობლემაა, ვმუშაობ შაბათს და კვირას რომ ყოფილიყო, ვგონებ, შევძლებდი წამოსვლას

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 06 აპრ 2011, 04:14
by Lola
street racer

სხვებიც მუშაობენ... =)

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 06 აპრ 2011, 10:09
by Tami
წამოვალ, მაგრამ მაინც კითხვის ნიშნით ჩავეწერები:)

1. კარავი 87
2. თამი ?
3. :arrow: :?:

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 06 აპრ 2011, 10:43
by amigo
1. კარავი 87
2. თამი
3. ამიგო

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 06 აპრ 2011, 10:44
by Tamari-ch.
street racer wrote:მე მომწონს ეს გასვლა და რატომ პასიურობს საზოგადოება?

უბრალოდ ერთი პრობლემაა, ვმუშაობ შაბათს და კვირას რომ ყოფილიყო, ვგონებ, შევძლებდი წამოსვლას
კვირას საბერეებში წავიდეთ რა.....
:o
აუფ, ახლა ვნახე ამინდი, მგონი ისევ წვიმს ამ კვირაში...
:?

რასაც მოვასწრებთ იმას ვნახავთ
მე თუ წამოვედი იმ ორი ციხის ხათრით (თორღვა პანკელის ციხე,)

დანარჩენი ნანახი მაქვს...
ლადო დააზუსტე მარშრუტი და ზუსტად გათვალე დრო...

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 06 აპრ 2011, 10:49
by guruli
ბოჭორმის ციხეზე მე ზუსტად 40 წუთში ავედი. :)
ჰა-ჰა, 1 საათზე მეტი არ დაგჭირდებათ.

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 06 აპრ 2011, 10:51
by Tamari-ch.
guruli wrote:ბოჭორმის ციხეზე მე ზუსტად 40 წუთში ავედი. :)
ჰა-ჰა, 1 საათზე მეტი არ დაგჭირდებათ.
უი არაა...
:shock: :o
მახსოვს რომ ძალიან დიდ ხანს ავდიოდი....

ბოჭორმა, პანკისი თორღვას ციხე, კვეტერა (გაუქმებულია)!

Posted: 06 აპრ 2011, 10:53
by Tami
amigo
ჩემს კითხვის ნიშანს რა უქენი?? :lol: :lol:

Tamari-ch.
ისა.. რა ქვია.. :oops: საბერეები რა არის და სად არის?? :oops: :oops:

karavi87
ლადო, მარშუტზე რა გადაწყვიტე??