Page 1 of 4

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 23 მარ 2011, 21:31
by CheLo
მოკლედ იქიდან გამომდინარე რომ წინა გასვლაში ვერ მოვახერხეთ შეუპოვარზე ასვლა რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა და გთავაზობთ ისევ წავიდეთ და მოვინახულოთ ეს ულამაზესი ადგილი. 2-3 აპრილი არის შაბათ კვირა და წესით ბევრმა თქვენთაგანმა უნდა მოახერხოს წამოსვლა.

ულამაზესი ადგილებია ბირთვისის ხეობაში და ვნახავთ ბევრ ბევრ ყოჩივარდებსა და იებს. ესეიგი 1 აპრილს ჩავალთ ბირთვისში და თავდაპირველად დავბანაკდებით მერე კი ვნახავთ ზედა ციხეს რომელიც ერთ ერთი უმაღლესი ციხეა, მეორე დღეს კი ავიღებთ გეზს შეუპოვარი ციხისკენ რომელიც აგრეთვე ძალიან მაღალ სიმაღლეზეა აგებული და თვით თემურ ლენგმაც კი გაჭირვებით დაიპყრო. ულამაზესი გასვლა გვექნება გადავიღებთ ბევრ სურათს და ეს ყველაფერი ძალიან იაფი 6 ლარი დაგვიჯდება რადგან მგზავრობა ამდენი ღირს ხოლო საკვებს ყველა სახლიდან წამოვიღებთ!

აუცილებელი ატრიბუტიკა: კარავი, საძილე ტომარა, პარალონი, მაშუქი, საკუთარიო ჭურჭელი, დანა და გამოსაცვლელი წინდები.

შეხვედრის ადგილი: სამგორის მეტრო სადგური (ქვედა მხარე) ბენზინ გასამართი სადგურ "ლუკოილის" პირდაპი. 9 საათი!

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 23 მარ 2011, 22:20
by CheLo
1. WenTTo
2. WenTTo +
3. WenTTo +
4. WenTTo +
5. WenTTo +
6. WenTTo +

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 24 მარ 2011, 09:28
by Tami
WenTTo

შემჩნეული ხარ სიტყვა "პარალონის" ხმარებაში :!: :!: :!: :wink:

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 24 მარ 2011, 09:34
by Iako.
ბირთვისებში ორივე ციხეზე ასვლა ერთ დღეშიც მოსწრებადია. წინაზე ერთ დღეში ავედით ორივეზე
"ზედა ციხეს"- მე როგორც ვიცოდი დედა ციხე ერქვა .....

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 24 მარ 2011, 12:40
by CheLo
Iako. არაა ზედა ციხე ქვია : ) და ერთ დღეში როგორ უნდა ახვიდე ჯერ გზა არის 5 კილომეტრი ტბისიდან ბირთვისამდე და ამხელა აღმართზე ზურგჩანთით იარე მერე ზედა ციხეზე ადი სადაც 3.5 კილომეტრია კიდევ უფრო მძაფრი აღმართი შემდეგ ჩამოდი და ბოლოს კიდე შეუპოვარზე ადი სადაც 4 კმ მაინც იქნება. .ეს არარეალური დატვირთვაა დამიჯერე თან შუადგეზე როცა მზე გამოდის ცხელა და თოვლი დნება სახიფათოა.. საჭმლის ჭამა არ გინდა შუალედში?? ასე რომ ჯობს 2 დღეზე გავყოთ და ცეცხლით დავანთოთ ვიხუმროთ და გავერთოთ
:roll: :roll: :roll:

Tami ხო ვიცი გავიმეორებ სულიკოს სიტყვებს და ვიტყვი გოგო არაა და ვგულაობთ :lol: :lol: :lol: მე საერთოდ პლედს ვეძახდი და ქართულად როგორაა?? დასაფენი?

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 24 მარ 2011, 12:47
by skopi
WenTTo

ქვეშსაგებია ქართულად

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 24 მარ 2011, 13:11
by Iako.
მე ორჯერ ვარ ნამყოფი და ერთ დღეში მშვენივრად მოვასწარით :)

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 24 მარ 2011, 13:22
by CheLo
Iako.
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: მე 2 დღიანზე მინდა უფ :lol: :lol: აბა მეორე დღეს რა ვქნათ??

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 24 მარ 2011, 21:17
by bavshvi
აუუუ მინდააააააააააააააა :(

მაგრამ 2-ში არ მცალია :(

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 25 მარ 2011, 11:51
by tamuna_gudarexi
მართლაც ძალიან ბევრი ყვავილი იქნება, ალბათ, კიდევ უფრო მეტი, ვიდრე წინა შაბათს.
ვეთანხმები იაკოს, ერთ დღეში მარტივად შესაძლებელია ზედა ციხესა და შეუპოვარზე ასვლა. ორდღიან გასვლას უფრო გრძელ მარშრუტზე ვარჩევდი მე :) თუმცა, კაცია და გუნება. ბირთვისები დიდებულია ყოველთვის!
WenTTo wrote: მეორე დღეს კი ავიღებთ გეზს შეუპოვარი ციხისკენ რომელიც აგრეთვე ძალიან მაღალ სიმაღლეზეა აგებული და თვით თემურ ლენგმაც კი გაჭირვებით დაიპყრო.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს ისტორიული წყარო, რომლის მიხედვითაც, ბირთვისის ციხის აღებისას შეუპოვარის აღება მაინც ვერ შეძლო თემურ-ლენგმა.
WenTTo wrote: აუცილებელი ატრიბუტიკა: კარავი, საძილე ტომარა, პარალონი, მაშუქი, საკუთარიო ჭურჭელი, დანა და გამოსაცვლელი წინდები.
აუცილებელ აღჭურვილობას მათთვის, ვინც პირველად მიდის, კარგი იქნება, თუ მიამატებთ ისეთ ფეხსაცმელს, რომელიც მოხერხებულია და კლდეზე კარგად მოეჭიდება და არ დაცურდება.

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 25 მარ 2011, 12:41
by CheLo
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს ისტორიული წყარო, რომლის მიხედვითაც, ბირთვისის ციხის აღებისას შეუპოვარის აღება მაინც ვერ შეძლო თემურ-ლენგმა.

მეც მასე ვიცოდი მაგრამ როგორც შემდეგ შევიტყვე მაინც შეძლო თემყრ ლენგმა ციხის აღება და ის 30 ჯარისკაცი ვინც ამ მაშინ შაშინლად ციცაბო კლდეზე მიძვრებოდა და აიღო ციხე შემდეგ თითოეული თავის წონა ოქროთი დაუჯილდოებია.. ამ დროს ციხეში 100 კაცი ყოფილა 40 დაღუპულა 60 კი ტყვედ ჩაბარებულა : ) ესე მომიყვეს : )

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 27 მარ 2011, 01:23
by LEVANIKO
1. WenTTo
2. WenTTo +
3. WenTTo +
4. WenTTo +
5. WenTTo +
6. WenTTo +

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 27 მარ 2011, 01:54
by CheLo
1. WenTTo (მე)
2. WenTTo + (ლევანიკო)
3. WenTTo + (თემო)
4. WenTTo + (ჯულია)
5. WenTTo + (ნათია)
6. WenTTo + (კევლა)
7. WenTTo + (ხრიკული)
8. WenTTo + (ლაშა)

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 27 მარ 2011, 09:48
by Hereti
WenTTo
თემურ ლენგმა რომ აიღო, ყველა ქართველმა ჯაისკაცმა თავი შეაკლა და კიდევ 10 ჯერ მეტი მტერი თან გაიყოლა, ტყვედ ჩაბარდა არა კვახი :lol:

თემურ ლენგი ტყვეებს არ იყვანდა მაგ დროს

ბირთვისი 2-3 აპრილი (part II)

Posted: 27 მარ 2011, 13:31
by CheLo
Hereti
ბასილამ მომიყვა მასე :D :D :D :D :D