Page 1 of 7

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 00:03
by Mta Mkvarebia
არ ვაპირებდი ამ თემის სამომავლოებში გახსნას, რადგან ეს ჩვეულებრივი გასვლა არაა, რომელსაც ადვილად დაგეგმავ, თანამოაზრეებს შეკრებ და ჰერიი გასწევ დაგეგმილი მიმართულებით. მაგრამ მეგობარი კარველების რჩევით მაინც გადავწყვიტე გამეხსნა. რა იცი რა ხდება და იქნებ პირობები ხელს უწყობს რომელიმე კარველს რომ შემოგვიერთდეს ამ მართლაცდა სპონტანურად დაგეგმილ მოგზაურობაში.
თავდაპირველად ისევ ტაბაში წასვლას ვაპირებდით მე და ტომა, იორდანია და სინას მთა სანახავი დაგვრჩა და თან ისევ წითელ ზღვაზე დავისვენებთთქო.
მაგრამ ის ფასები რაც სხვადასხვა ტუროპერატორმა შემოგვთავაზა, ცოტა არ იყოს, ტაბასთვის და ეგვიპტისთვის გვეძვირა. გადავწყვიტეთ, თანხა დაგვემატებინა და ევროპისკენ აგვეღო გეზი. თუ მოგზაურობაა, მოგზაურობა იყოსთქო და პრაღა-ვენა-დრეზდენი-ბუდაპეშტის მიმართულებას დავადგით თვალი. მაგრამ ჩვენს სანდო ტუროპერატორთან (ვინც ეგვიპტეში გაგვიშვა) კონსულტაციების მერე, ესპანეთის იდეამაც გაიჟღერა. ესპანეთი იაფი ქვეყანაა, პრაღა და ვენა უფრო ძვირი დაგიჯდებათო და ახლა ამ მიმართულებაზე გადავერთეთ. ანტონიო გაუდის სეგრადა ფამილიას, სხვა ზღაპრული არქიტექტურული შედევრების და მადრიდის პრადოს მუზეუმის ნახვის იდეით მაშინვე ავენთეთ. მესამე მოსანახულებელ ადგილად პალმა დე მალიორკა შევარჩიეთ და ტურიც დავგეგმეთ. ბარსელონაში წასვლის შესახებ ჩვენს ძმას და მეგობარს ბარსელონას ყველაზე გულანთებულ ქომაგს- გიორგი ბარსას რომ ვაცნობეთ, რეაქცია როგორი იქნებოდა, ძნელი გამოსაცნობი არ ყოფილა. თან იმ დღეებში თურმე ბარსელონას რამდენიმე თამაში ჰქონია, მათ შორის ერთერთ მნიშვნელოვან თამაშს თავის ცნობილ ძლიერ მეტოქესთან რეალთან მართავს. თამაში კი 20 აპრილს ვალენსიაში გაიმართებაო. ისე გვითხრა გიომ, რომ გადავწყვიტეთ პალმა დე მალიორკას შევლეოდით, ჩვენი მოგზაურობა 1 დღით გაგვეზარდა, ვალენსიაც ჩაგვერთო მოსანახულებელ ადგილებში მალიორკას ნაცვლად და გიოსთვის თამაშზე დასწრების შანსი მიგვეცა :).

ასე ჩამოყალიბდა ჩვენი მოგზაურობის ვფიქრობ საბოლოო გეგმა :) :
19 აპრილი - თბილისი-პრაღა-ბარსელონა-ვალენსია. ვალენსიაში 2 დღე, 20 აპრილს ბარსელონა-რეალის თამაშზე დასწრება.
21 აპრილი - ვალენსია-მადრიდი. მადრიდში 3 დღე
24-27 აპრილი - ბარსელონაში 4 დღე
28 აპრილი- გამომგზავრება ბარსელონადან დილის 7 სთ-ზე, დილის 10:სთ-ზე პრაღაში ჩაფრენა. მთლიანი დღის პრაღაში გატარება და 21:00სთ-ზე თბილისში გამოფრენა

ახლა რაც შეეხება ხარჯებს. მართალია ტურის დაგეგმვაში ერთერთი სააგენტოს ხელმძღვანელი დაგვეხმარა, მაგრამ ტური მაინც ინდივიდუალური, შეიძლება ითქვას არაკომერციულია და უშუალოდ სასტუმროს და ბილეთების ხარჯებისგან შედგება. აქ არ შედის არც ტრანსფერი არც რამე გაბერილი ხარჯი, რაც ტურპაკეტების დაკომპლექტებისას ხდება ხოლმე. ყველა ხარჯი გამჭვრვალეა, მაგრამ ამ მიზეზის გამო ეს ხარჯები მიახლოებითია, რადგან შეიძლება ყოველ წუთში შეიცვალოს მატარებლის ან თვითმფრინავის (საერთაშორისო თუ შიდა ფრენების) ბილეთის ფასი.

ახლა თავად ხარჯები: ავიაბილეთი თბილისი-პრაღა-ბარსელონა-პრაღა-თბილისი - დაახლ. 265 ევრო ორი გზა
სასტუმროების ხარჯი - 9 ღამე საუზმით- დაახლ. 380 ევრო (უფრო იაფადაც შეიძლება ნახვა)
შიდა ფრენები ან მატარებლით მგზავრობა (ბარსელონა-ვალენსია, ვალენსია-მადრიდი, მადრიდი-ბარსელონა) - დაახ. 170 ევრო.
სულ ეს ხარჯები 815 ევროს შეადგენს 10 დღიანი მოგზაურობისთვის.

აქ არ შედის კვების (საუზმის გარდა) და მუზეუმების და ექსკურსიების, ასევე ფეხბურთის მატჩის (სურვილის შემთხვევაში) თანხა, ასევ ტაქსის და სხვა ხარჯების თანხა. კვებაზე დიდი თანხა არ დაგეხარჯებათო. მუზეუმები საშუალოდ 6 ევრო, ზოგიერთი მაქსიმუმ 11 ევრო ღირსო. თუმცა არის მთელი რიგი უფასო მუზეუმების, ან არის სპეციალური კვირის დღეები ან საათები (მაგალითად საღამოს) როცა მუზეუმებში, მათ შორის მადრიდის ცნობილ პრადოს მუზეუმში, შესვლა უფასოა. ამ ხარჯებზე რა თანხა დაგჭირდებათ, ძნელი სათქმელია, ვინმემ შეიძლება 200 ევრო იმყოფინოს, ვინმეს შეიძლება ორჯერ და სამჯერ მეტი არ ეყოს.

კარველების ნაწილმა საქმის გადადებას მოქმედება ვარჩიეთ და უკვე დავჯავშნეთ ავიაბილეთები, რამდენიმე დღეში სასტუმროსაც დავჯავშნით.
ამ ეტაპზე სია ასე გამოიყურება, იმედია ხელს არაფერი შეგვიშლის და ყველა მოვახერხებთ ამ მოგზაურობაში წასვლას, თუკი რომელიმე კარველი მოგვემატება კიდევ ამას რა ჯობია:

1. მთა მყვარებია
2. ტომა
3. თებრო
4. რუსკიტო
5. გიორგი ბარსა ანუ გიორგი მეზვრიშვილი
6. დონი

ნაწილმა უკვე დავრეკეთ გერმანიის საელჩოში (აქ უნდა შევიტანოთ ვიზაზე განაცხადი) საბუთების მისატანად რიგში ჩავდექით, ნაწილი კიდევ ხვალ დარეკავს.

თუ ვინმეს შემოერთების სურვილი აქვს დროულად უნდა გადაწყვიტოს და სურვილის შემთხვევაში დავაკვალიანებთ, თუ რა უნდა მოიმოქმედოს და რა საბუთები უნდა შეაგროვოს.

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 00:26
by ანააანო
ვაიმე გული

:( :D

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 00:44
by CheLo
:cry: :cry: :cry: :cry: მეც მინდაააა... მაგრამ ფული ნეტუ :x :x ძალიან ლამაზი იქნება ესპანეთი :roll: :roll: :roll: ოდესმე მეც წამოვალ :?

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 12:12
by Duckling
ბარსელონა იყო სრული ზღაპარი ჩემთვის...


წარმატებას გისურვებთ! სურათებს დაველოდებიიიი :)))) ჩემი უსაყვარლეის ქალაქია...

მე 7 დღე არაფრად მეყო იქ, იმდენი რამეა სანახავი, თუმცა მაგ ლოგიკით შეიძლება ერთი თვეც კი ვერ "გაძღე" :lol: ....
ჯერ მარტო გოთიკურ უბანში ბოდიალია ერთი სიამოვნება...

მეტროში გირჩევთ აიღოთ ტ10 ბილეთი, 10 მგზავრობა შედის და ბევრად იაფია ვიდრე თითო ჯერზე აღება ბილეთის...შეიძლება ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა მაგრამ მაინც.
ფასებზე რა მოგახსენოთ, ბარსელონა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქალაქად ითვლება. 5ეულში შედის დასავლეთ ევროპის უძვირესი ქალაქების, თუმცა თუ კარგად დაგეგმავ ბიუჯეტს არანაირი პრობლემა არაა.

რამბლასთან ახლოს ბევრი შედარებით იაფი ჰოსტელია. 22 ევრო ღირდა დორმი. ანუ 5-6 კაცი თუ იქნებით შესაძლებელია 6 კაციანი დორმის აღება 30 ევროდ ალბათ. თუ თქვენ შემთხვევაში ამას სააგენტო უზრუნველჰყოფს? მოკლედ არვიცი ვისაც შეგიძლიათ აუცილებლად წადით...ასეთი ქალაქი მეორე არ არსებობს :)))

პრაღაც საინტერესო იყო ჩემთვის, თუმცა ვერც შევადარებ ბარსელონას.

რაც შეეხება მადრიდს ასევე ზღაპარია. სამეფო სასახლესთან ზის ერთი მუსიკოსი, რომელიც ვიოლინოზე უკრავს კლასიკურ ნაწარმოებებს, მის ფონზე რომ ამ სასახლეს უყურებ ტრანსში ვარდები...

უუუუფ ძააააალიან მაგარი რამე გელით წინ!!! :shock:

ესეც ბარსელონა
Image

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 13:07
by VANO
:cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: გასკდა გულიიიი :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 13:11
by namcecuna
VANO wrote::cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: გასკდა გულიიიი :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:
+1111111111111111111111111111111111111111111

ბარემ ავტომატის ჯერიც მოგეყოლებინათ :(((

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 13:14
by burdiani
ეჰ მე ჩემი შანსი გავუშვი სარშანწინ უკვე 2 კვირა შემეძლო მადრიდში გემრიელად. ახლა კაი დროა :))))

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 13:35
by meleksa
ბედნიერი მოგზაურობა ხალხო :)

ვინც ვრჩებით ყურები არ ჩამოყაროთ, თვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული, ჩვენც შევძლებთ აუცილებლად თუ კარგად მოვინდომებთ :)

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 13:37
by meleksa
მეზვრიშვილი აგიხდება ოცნება და ნახავ ფინალურ ელკლასიკოს :) მაგარია ძაააან :)

მე დელამადონინაზე ჩავალ მილანში მომავალ წელს :)

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 16:41
by xaliana21
ვაიმეე რა მაგარიაააა!!!
მთელი სული და გულით გგულშემატკივრობთ.

უსაშველოდ მომინდა!: )

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 18:24
by lilino
ძალიან მიმზიდველი წინადადებაა, ბოლო ვადა როდისაა რომ შეგატყობინოთ?

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 20:13
by QEBURIUS
სეზონზე წასვლა ჯობდა

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 20:41
by Mta Mkvarebia
მესმის რომ ამ თემის გახსნა ბევრისთვის მაზოლზე ფეხის დაჭერაა. როგორც ვწერდი, სწორედ ამიტომ ვყოყმანობდი, გამეხსნა თუ არა. მაგრამ ალბათ მაინც ჯობდა გახსნა :).


Duckling

მადლობა, თინა, სასარგებლო რჩევებისთვის :) მეტროს ბარათი კარგი იდეაა.


meleksa
გაიხარე კეთილი სურვილებისთვის :D აი დიდი მატჩის ბარსელონა-რეალის ბილეთების ფასებმა გაგვაოცა, კატასტროფულად ძვირია :( :( ამიტომ სათუო გახდა ამ მატჩზე დასწრება თუ თამაშის დღეს, ადგილზე შედარებით იაფად არ იშოვეს ფეხბურთის მოყვარულმა კარველებმა. თუმცა ბარსელონას ქომაგებს ბარსელონას ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩზე შეუძლიათ 24 აპრილს ბარსელონაში დასწრება. ამ დღეს სწორედ მანდ ვიქნებით.

lilino
ფაქტიურად ყოველი წუთი ბოლო ვადაა. კაცმა არ იცის რამდენი ავიაბილეთია მაგ რეისზე დარჩენილი. გარდა ამისა საელჩოშიც რიგში ჩადგომაც საჩქაროა, რომ ვიზა დროულად მიიღო.

QEBURIUS

რა თქმა უნდა სეზონზე წასვლა ჯობდა. შენ რომ იბიცასა და მალიორკაზე ტანგიანი ქალების ყურება გირჩევნია კდემამოსილი კარველი ქალების ყურებას ამაში ეჭვი არ გვეპარება ;) მაგრამ ჩვენ მანდ ზღვაზე გასარუჯად კი არა ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად მივდივართ.

ჰოდა წამო ახლა ღირშესანიშნაობები დაათვალიერე და იბიცა და შიშველი ქალები მერე იყოს :P

1. მთა მყვარებია
2. ტომა
3. თებრო
4. რუსკიტო
5. გიორგი ბარსა ანუ გიორგი მეზვრიშვილი
6. დონი
7. სურპრიზი კარველი, რომელიც სერიოზულად ფიქრობს წამოსვლას, ბილეთიც კი დაჯავშნა ;)

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 23:44
by marishka
ეს რა ამბები დაგეგმილა კარავზეეე...
ლიკა, მაზოლზე ფეხი კი არ დამაჭირე, დილემის წინაშე დამაყენე!!!
მხოლოდ მაგ პერიოდში ზუსტად, რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე მეკუთვნის შვებულება. მე კი 1თვეა უკვე (ისე კი დიდი ხნის სურვილია) დაგეგმილი მაქვს ამ შვებულებისთვის ძააალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ფაქტიურად თავდაყირა დააყენეთ ჩემი გეგმები;) გული მიგრძნობს რომ ძალიან მაგარი და ლამაზი მოგზაურობა იქნება. არ ვიცი რა ვქნააა................ აუ აუ აუუ
ვფიქრობ...

ბარსელონა, მადრიდი, ვალენსია, პრაღა 19-28.04.11.

Posted: 22 მარ 2011, 23:54
by Mta Mkvarebia
marishka
არ ვიცი რა ვქნა არ უნდა მაგას, მით უმეტეს თუ შვებულება გეკუთვნის. გადადე მაგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც (ნუ თუ ისეთი მნიშვნელოვანი არაა და თუ ოჯახის შექმნას არ შეეხება :P ) და სასწრაფოდ , ხვალ დილის 9 საათზე შენი მობილურიდან დარეკე გერმანიის საელჩოში ნომერზე 890 007001 (3 ლარს ეგრევე გაჭრის ტელეფონზე) ჩააწერინე შენი სახელი, გვარი და საზღვარგარეთის გერბიანი პასპორტის ნომერი. ჩაეწერე საბუთების მისატანად (რა საბუთები უნდა მიიტანო ამის შესახებ ინფორმაციას საელჩოს გვერდზე ნახავ, ან მე გეტყვი მერე. მაგრამ ეს ისე საჩქარო არაა, როგორც რიგში ჩადგომა და ავიაბილეთის დაჯავშნა). სავარაუდოდ 31 მარტს დაგიბარებენ. თუ არ იჩქარებ და ხვალ არ დარეკავ 4 აპრილს მოგიწევს საბუთების ჩასაბარებლად მისვლა (პარასკევს არ იღებენ). მერე სასწრაფოდ რეკავ ჩვენს ტუროპერატორთან (ნომერს მე გეტყვი, როცა გადაწყვეტ წამოსვლას) და დაჯავშნი თბილისი-ბარსელონა-თბილისი ავიაბილეთს 19-28 აპრილისთვის 2 გზა.