Page 1 of 2

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 02 მარ 2011, 16:51
by Mta Mkvarebia
გუშინდელ სამშაბათობაზე გაჩნდა იდეა, ამ შაბათ–კვირას წავიდეთ გუდაურში. შაბათს დილით წავიდეთ და კვირას წამოვიდეთ. ვინც სრიალებს–ისრიალებს, ვინც არა– ერთმანეთის კომპანიით გაერთობა, თოვლში იგუნდავებს, თოვლის ბაბუას გააკეთებს, საღამოს სუფრას შემოვუსხდებით, სამაგიდო თამაშებს ვითამაშებთ (ბუბა ბიძია წამო რა და რუმიკუბი წამოიღე :) ), მეორე დღეს ისევ თოვლში ვისრიალ-ვიგუნდავებთ , საღამოს კი დავბრუნდებით თბილისში. ღამისთევის ფასი გუდაურის სპორტსკოლაში – 30 ლარია 1 ადამიანისთვის (კვების გარეშე), თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი შევიკრიბეთ შეიძლება ცოტა დაგვიკლოს. მგზავრობა – 12 ლარი ორი გზა + საგზალი 2 დღისათვის. აბა ვის დაგაინტერესათ ამ იდეამ?

მათთვის ვინც სრიალებს სხვა პაკეტებიცაა:

ღამისთევა+კვება+თხილამურები+საბაგირო - 50$

ღამისთევა+კვება 50 ლარი.

ხალხის რაოდენობას იმიტომაც აქვს მნიშვნელობა რომ გავარკვიოთ სარეისოთი წავიდეთ თუ ზვიადს ვთხოვოთ წაყვანა.

პირწიგნაკზე რამდენიმე მსურველი უკვე გამოჩნდა:
1. კარვის მეგობარი თათია
2. მთა მყვარებია
3. იანო
4. ია - იანოს + (შაბათს საღამოს შემოგვიერთდება)
5. ინა-უნა
6.

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 02 მარ 2011, 17:00
by Iako.
მეგობრებო, დიდი სურვილი მაქვს რომ ვისწავლო თხილამურებზე დგომა (მრცხვენია, მაგრამ არ ვიცი) და იქნებ ფასი სავარაუდოდ მითხრათ, თუ შესაძლებელია, რა ეღირება ანუ ღამისთევა-თხილამურები-მასწავლებელი.
საკვები მგონი ჯობია თვითონ წავიღოთ რამე, ზედმეტ ხარჯს ავირიდებთ

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 02 მარ 2011, 22:09
by ინა-უნა
ხალხ რა მაინტერესებს გუდაურში საციგურაო მოედანი არის? :)

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 02 მარ 2011, 23:03
by LiBrA
Iako. wrote:მეგობრებო, დიდი სურვილი მაქვს რომ ვისწავლო თხილამურებზე დგომა (მრცხვენია, მაგრამ არ ვიცი) და იქნებ ფასი სავარაუდოდ მითხრათ, თუ შესაძლებელია, რა ეღირება ანუ ღამისთევა-თხილამურები-მასწავლებელი.
იაკოოო, ლეოზე კარგ მასწავლებელს ვერ აიყვან :) შენც იცი რა ფანტასტიური მოსრიალეა :) ხოდა თუ ძალიან არ გეჩქარება, დაელოდე ეს 1 კვირაც :)
თანხასაც დაზოგავ თუ რამე :D

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 03 მარ 2011, 00:10
by nagli33
კვირას გნახავთ :)

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 03 მარ 2011, 01:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
აბა, თქვენ იცით, კგდ მოიგუდაურეთ.
თანაც, გუდაურის პირობებისთვის აშკარად კგ ფასებია შემოთავაზებული

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 04 მარ 2011, 15:42
by ilia
ჰაა, აღარ გინდაათ? მანქანა არის

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 04 მარ 2011, 16:16
by Mta Mkvarebia
ilia
ილო, როგორც პირწიგნაკზეც დავწერე ამ ხუთკაციანი სიიდან 3 ადამიანი ვეღარ მოდის, ისინიც ვინც საღამოს უნდა შემოგვერთებოდნენ კვირას ახერხებენ მხოლოდ. მეც არ ვიცოდი ზუსტად როგორ მოვახერხებდი, მგონი გაციებამ შემომიტია. ჰოდა თათიამ თქვა მეც აღარ მინდაო. ჰოდა 1დღიანში წასვლას აქვს აზრი? მე მაინც არ ვსრიალებ და თქვენ რომ თხილამურებით ჩამოსასრიალებლად ახვალთ მე რა ვაკეთო მარტომ? აი კვირას თუ მოიფიქრებთ ერთდღიანში წამოსვლას შენ და აცა, დავფიქრდებოდი, თუშო, კახელო, გიორგი მეზვრიშვილი აპირებენ კვირას ამოსვლას და ვინც არ ისრიალებს კომპანიას გამიწევდა. გაწყობთ კვირას წასვლა?

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 04 მარ 2011, 17:48
by giorgi_barca
ამ შემთხვევაში მემგონი ჯობია კვირას წავიდეთ მანქანებით,მე სხვანაირად ვერ ვახერხებ.გავარკვიოთ ეხლა რამდენს უნდა წამოსვლა და რამდენია მანქანიანი.
ჩემს მანქანაში 2 ადგილი იქნება და აქედან ერთს სავარაუდოდ მირანდა დაიკავებს,ე.ი. 1 თავისუფალია...ანუ 1 კაცი და გავედი :D

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 04 მარ 2011, 20:09
by Tamusia
მე მინდა წამოსვლა, ოღონდ ძალიან ცუდად ვსრიალებ და მანდ ადვილი სასრიალო გზატკეცილები არის?

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 04 მარ 2011, 20:39
by zura N.
Tamusia wrote:მე მინდა წამოსვლა, ოღონდ ძალიან ცუდად ვსრიალებ და მანდ ადვილი სასრიალო გზატკეცილები არის?
გზატკეცილები არა მარა ავტობანები არის... :D :wink:

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 04 მარ 2011, 21:23
by nagli33
რახან კვირა გადაწყდა გავაკეთოთ სია

giorgi_barca ეკიპაჟი

1. გიორგი

2.გიორგი +

3.მირანდა

4. ??? (ერთი კაციც და გავიდა) :)


nagli33 ეკიპაჟი

1.ნაგლი

2.ბუნტური ?

3.??

4.???

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 04 მარ 2011, 21:41
by ilia
ოკ, კვირას წავიდეთ

ილიას ეკიპაჟი (სახურავზე გვაქვს თხილამურის სამაგრები.)

1. ილია
2. ილიას სიძე
3.აცა?
4.?
5.?
6.?


giorgi_barca ეკიპაჟი

1. გიორგი

2.გიორგი +

3.მირანდა

4. ??? (ერთი კაციც და გავიდა)


nagli33 ეკიპაჟი

1.ნაგლი

2.ბუნტური ?

3.??

4.???

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 04 მარ 2011, 22:31
by kolxi gogo
კოლხი გოგო- მოვდივარ! ვინ რომელ საათზე გახვალთ? ძალიან მინდა 7სთ-იან წირვას დავესცრო მთაწმინდაზე და 9სთ-თვის ვიქნები თავისუფალი. და შეგხვდებით...იცოდეთ, ცუდად ვსრიალებ,მარა სურვილი დიდი მაქვს გუდაურის ტრასა მოვსინჯო..

გუდაური 5-6 მარტს

Posted: 04 მარ 2011, 22:38
by marishka
მეც კვირას მივდიოდი მეგობრებთან ერთდ, რაღაც მნიშვნელოვანს იმიზეზებენ თუ ვერ გადაწყვიტეს წამოსვლა თქვენთან ერთად წამოვალ. ხვალ მეცოდინება დაზუსტებით