ექპრომტ ჯიპ-გასეირნება თოვლიან ხარაგაულ. ნაკრძალისკენ ხვალ 03თებ
Posted: 02 თებ 2011, 15:58
ვისაც ხვალ - 03 თებერვალს, 5შაბათსა დღესა დაძაბული სამსახურები არა გაქვთ, გთავაზობთ 1 დღიან გასეირნებას ბორჯომ-ხარაგაულის ახლად დათოვლილი ნაკრძალისკენ.
გასლვა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან - (მაკ დონალდის გვერდით არსებული ავტოსადგომი მეტროს ამოსასვლელთან)
გასვლის დრო: 8:00სთ
ტრანსპორტი:
1. ლეოს 5 ადგილიანი მაღალი გამავალობის მანქანა
2. .... სხვა მსურველის/მსურველების ასევე მაღალი გამავალობის მანქანა/მანქანები თუ შემოგვიერთდებიან
ძირითადი დაგეგმილი მიმართულებები:
ძირითადი მოსანახულებელი ადგილები იქნება ნუნისი, ვახანის ციხე და მარელისის ხეობა (მოსანახულებელი ადგილები შეიძლება ადგილზე დაზუსტდეს თოვლის და გზების მდგომარეობის მიხედვით, ასევე მონაწილეების სურვილით).
მარშრუტი: გავალთ თბილისიდან ხაშურის მიმართულებით სურამამდე, იქედან ავყვებით ლიხის უღელტეხილის სამანქანო გზას (სადაც გვირაბის აშენებამდე გაგადიოდა პირველი ქართული რკინიგზა), ლიხის გავლით ჩავალთ მოლითში და თუ ცოტა მაინც გაწმენდილი გზა იქნა ავალთ ნუნისში. თუ არ იქნა- გავაგრძელებთ გზას მარელისისკენ და მოვიხილავთ 1 ან 2 ადგილობრივ ეკლესიას და ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მისასვლელებს. მარელისიდან გამოსულები ავალთ მანქანით/მანქანებით სოფელ ვახანში ვახანის ციხის მიმართულებით და შეძლებისდაგვარად ახლო მივალთ ციხესთან, საიდანაც ფეხით გავაგრძელებთ გზას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ვახანში გადიოდა ტაო-კლარჯეთ-იმერეთის ისტორიული გზა და ეს ციხეც ამ გზის კონტროლს ემსახურებოდა.
შემდეგ ისევე ლიხის უღელტეხილით დავბრუნდებით შინ. საორიენტაციოდ იქედან გამოვალთ დაღამების მერე.
წამოსაღები ნივთები: 1 დღის საკვები, თოვლგამძლე ფეხსაცმელ-ტანტსცმელი
გასავლელი გზა: მანქანით - დაახლოებით 380 კმ (ორივე მიმართულებით). ფეხით დაახლ 1-3 კმ (დამოკიდებულია სამანქანო გზებზე)
ლეო1-ის მანქანისთვის საჭირო საწვავის თანხა - 100 მაქს. ლარი, რომელიც გაიყოფა მონაწილეებზე.