Page 1 of 15

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 13:05
by ლეონტი
2008:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=91 ... 493176b5bd

http://karavi.ge/viewtopic.php?p=93400#93400

2009:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2880&start=0

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 5%E1%83%90


2010:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=39 ... 59fb92b045

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3997

ცივ, ყინულიან , სუნთქვისშემკვრელ:shock:
, მაგრამ ნაკურთხ წყალში ჩამსვლელთა სია:

1.ლეონტი


COOLEST TRADITION EVER.
http://www.youtube.com/watch?v=bjNiJ0Rv0FU

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 13:37
by Tamari-ch.
ვაიმე დედა...
:shock:
მცივააააა......
:o

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 13:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლეონტი
სად ჩავიდეთ?
ადგილი არ გამოვცვალოთ?

ფოკაში ფარავნის ტბაზე, სადაც მამები ჩადიან ან მტკვარში, ურბნისთან

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 14:20
by meleksa
მოვდივარ... !!!

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 14:26
by likakoo
ძალიან შორს ნუ წახვალთ, შუა კვირა უწევს.:))

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 14:29
by GT.ge
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ლეონტი
სად ჩავიდეთ?
ადგილი არ გამოვცვალოთ?

ფოკაში ფარავნის ტბაზე, სადაც მამები ჩადიან ან მტკვარში, ურბნისთან
მტკვარი არ მხიბლავს. ;)
ან ისევ არაგვში, ან ფოკაში, თუ შორს გავალთ.

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 14:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
likakoo wrote:ძალიან შორს ნუ წახვალთ, შუა კვირა უწევს.:))
.

მერე, რა, შუა კვირა რომ უწევს?
მაინც უქმე დღედ ითვლება

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 14:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
GT.ge wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ლეონტი
სად ჩავიდეთ?
ადგილი არ გამოვცვალოთ?

ფოკაში ფარავნის ტბაზე, სადაც მამები ჩადიან ან მტკვარში, ურბნისთან
მტკვარი არ მხიბლავს. ;)
ან ისევ არაგვში, ან ფოკაში, თუ შორს გავალთ.
მტკვარს მართლამადიდებელი ქართველებისთვის დიდი დატვირთვა აქვს.
ამ მდინარეს შეერწყა 100 000 წამებული
ქართველი თბილისში, ამ მდინარემ გადაიტანა ყველაფერი ის, რაც ქართველებმა და
ამ მდინარეს შემოჰყვა წმინდა ნინო, ვისთანაც ქართლის მოქცევაა დაკავშირებული...

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 14:47
by GT.ge
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
GT.ge wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ლეონტი
სად ჩავიდეთ?
ადგილი არ გამოვცვალოთ?

ფოკაში ფარავნის ტბაზე, სადაც მამები ჩადიან ან მტკვარში, ურბნისთან
მტკვარი არ მხიბლავს. ;)
ან ისევ არაგვში, ან ფოკაში, თუ შორს გავალთ.
მტკვარს მართლამადიდებელი ქართველებისთვის დიდი დატვირთვა აქვს.
ამ მდინარეს შეერწყა 100 000 წამებული
ქართველი თბილისში, ამ მდინარემ გადაიტანა ყველაფერი ის, რაც ქართველებმა და
ამ მდინარეს შემოჰყვა წმინდა ნინო, ვისთანაც ქართლის მოქცევაა დაკავშირებული...
კი ბატონო, გასაგებია ეგ ყოველივე, მაგრამ... მე, როგორც არაგვის ხეობის შვილთა შვილი, მოწყურებული ვარ ამ მდინარეს. :D

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 15:48
by ნინი_85
ძალიან მინდა წელს მივიღო მონაწილოება :D

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 16:00
by t.d
მე მდინარე მტკვარში ჩასვლას ვემხრობი.სასურველი ქინება თუ წირვის მერე წავალთ ან ადრე გავალთ და ჯერ ურბნისში დავესწრებით წირვას და შემდეგ მდინარისკენ წავალთ.

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 16:51
by ლეონტი
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ლეონტი
სად ჩავიდეთ?
ადგილი არ გამოვცვალოთ?

ფოკაში ფარავნის ტბაზე, სადაც მამები ჩადიან ან მტკვარში, ურბნისთან
ადგილის გამოცვლაზე შარშანაც ვისაუბრეთ, მაგრამ ვერ შევარჩიეთ.
მე ყველა ვერსიას ვემხრობი რომელიც უმრავლესობისთვის ხელსაყრელი-მისაღები იქნება. ზოგიერთი მაგალითად დილით წირვას ესწრება და მერე გვიერთდება, ამიტომ თუ შორს წავალთ ადრე უნდა გავიდეთ რომ იქ ადგილზე წირვას მიუსწროთ, თუ ესეთი არ აღმოჩნდება, მაშინ ადრე გასვლა არ გვინდა. მე მაგალითად ვიცი რომ 2 ივეს ერთად ვერ მოვახერხებ და ამიტომ წირვას და წყალკურთხევას არ ვესწრები, უბრალოდ შევდივარ და სანთელს ვანთებ.
აგრეთვე გასათვალისწინებელია რომ ახალი ადგილი ვინმემ უნდა კარგად იცოდეს, მაგალითად იქ ზაფხულში იყოს ნაბანავები, რომ დარწმუნებული ვიყოთ რომ იქ ჩაისვლება.გამოთქვით თქვენი ვერსიები და ვიმსჯელოთ , რომელია ოპტიმალური. ვიმე2ებ შარშანაც იყო მსგავსი მსჯელობა და ბოლოს ყველანი ძველ ადგილზე აღმოვჩნდით.
ამ ტექსტის წერისას მომივიდა კიდევ 1 ვერსიის აზრი: მდინარე იორი, სიონის წყალსაცავი, ბეტონის მხარე , სადაც არც ისე დამრეცია. თანაც თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მეუფე თადეოზი ამბობდა, ( ვისი ლოცვა კურთხევითაც წამოვიწყე ეს ღონისძიება), რომ საყურადღებოაო: მდინარე იორს და მდინარე იორდანეს, რომელშიც ქრისტე მოინათლა, სახელში 1 ფუძე აქვსო. თუმცა ეგ ადგილი ისე ღრმა არის რომ კარგ ემოციებს არ აღმიძრავს, მე თიანეთში უფრო წავიდოდი, ხიდთან რამდენიმე ადგილია, მკერდამდე სიღრმით.თუმცა წყალი სწრაფად რბის და ყინულის ნაჟურია.
:D
თუ ვინმეს ალტერნატიული ჩასასვლელი ადგილის ფოტო აქვს დადოს.
ჩვენ ტრადიციულ ადგილზე არაგვზე, აცაბაცამ კი აღნიშნა ამას წინათ მანდ აღარ ჩავალ რადგან რესტორნებით გაივსო და სიბინძურე ჩადისო და მართალიც არის. ადამიანი ცდილობს ყველაფერი წაბილწოს, ოღონდ საარსებო (ან მეტი) თანხა იშოვოს. ამიტომ მიწევს მეც გული ველური ხელშეუხებელი ადგილებისკენ. მტკვარი არაა ცუდი, მაგრამ ისიც საქართველოს ცენტრალურ კანალიზაციად იქცა, რამდენი ქალაქი უშვებს ქიმიას და სიბინძურეს მტკვარში? ფოკა იდეალურია, მაგრამ ცოტა შორსაა და თან მეტად ცივა და მეტ შემართებას და ორგანიზებულობას მოითხოვს.
მოკლედ წმინდა და სუფთა ადგილი მინდა მეც.

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 19:10
by kolxi gogo
ჩემის აზრით, ჯობია დილას წირვაზე დავესწროთ და მერე შუადღისკენ გავიდეთ ახლოს ისე რომ მაღალი გამავლობის მანქანები და სერიოზული მზადება არ დაგვჭირდეს. რას იტყვით, ხალხო?!

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 19:27
by GT.ge
ყველა გათვლით ჩასასვლელ ადგილს უნდა ვიცნობდეთ... არ უნდა იყოს ჩქარი და ა.შ.

ნათლისღება 2011, წყალში ჩასვლა #4.

Posted: 08 იან 2011, 20:27
by anano
მე არცერთხელ არ ვყოფილვარ, ამიტომ ისევ იმავე ადგილის მომხრე ვარ... :)