ფარავანი-მადათაფის ტბა, წლის ბოლო გასვლა ჯიპ-ტურით, 26.12.10
Posted: 22 დეკ 2010, 00:53
წინ გველის 2010 წლის ბოლო კარავული, მაგრამ შთამბეჭდავი გასვლა ჯავახეთში.
წავალთ წალკის გზით, გავივლით ფარავნის-ტბა-ფოკას, შემდეგ საღამოს ტბას და მივალთ ჩემს 1-1 უსაყვარლეს ტბასთან - მადათაფისთან, რომელიც საქართველო-სომხეთის საზღვართან არის.
საბედნიეროდ, გზა ბოლომდე მოასფალტებულია.
2 დღის წინათ, ნიკოლოზობას აცაბაცა და მე ფარავნის ტბაზე ვიყავით, ისეთი გაყინული იყო, რომ ზედ ვიარეთ.
იმის გამო, რომ საქმეზე ვიყავით წასულნი, მადათაფის ნახვა ვერ მოვსწარით.
თუმცა, ვიცი, რომ მსგავსი და უფრო თვალწარმტაცი ხედები წინ გველის.
ვფიქრობ, კგ იქნება, თუ ფოკას დედათა მონასტერში შევივლით და დედებს ზეთს შევწირავთ. მათ დიდად გავახარებდით.
დაახლოებით 10-12 ლ ზეთი დაგვჭირდება.
თოვლის გამო, ჯიპებით წავალთ.
დაკიდევ, :კარავის: 2010 წლის ბოლო გასვლას ვუძღვნი სამცხის ათაბაგს, სამცხე-ჯავახეთის დიდ მოყვარულს Makenaს
შეხვდერის დრო და ადგილი:
26.12.2010
07.27 სთ
ვაკე, :ლოკომოტივის: სტადიონის მოპირდაპირე მხარე,
:რომპეტროლის: გასამართ სადგურთან
(მიაქციეთ ყურადღება შეხვედრის ადგილს.
ეს არ არის :ივერია-რედისონი: ან სქიმია)
გეზი:
თბილისი-წყნეთი-წალკა-ფარავნის-ტბა-ნინოწმინდა-მადათაფი-ნინოწმინდა-წალკა-თბილისი
გასავლელი მაძნილი:
387 კმ
ფასი:
საწვავის ფასი თანაბრად გაიყოფა მგზავრების ოდენობაზე.
ამს დაემატება შესაწირი ზეთის საფასური
ამინდი:
მზე, ცვალებადი მოღრუბლულობა
ცივი ჰაერი, +2-4 გრადუსი
აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა-პირობები:
საგზალი, საკუთარი, პირადი და არა1ჯერადი ჭურჭელი, აუცილებლად თბილად ჩაცმა, ქუდი-ხელთათმანის გათვალისწინებით.
შეხვედრის ადგილზე დაუგვიანებლად მოსვლა, მონასტრისთვის შესაფერისად ჩაცმა, მანქანა გათვალისწინებული უნდა იყოს მოყინული გზებისთვის.
თუ წინა დღეებში თოვლი მოვიდა, სასურველი იქნება ჯაჭვებით სიარული.