ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ნოე 2010, 18:11

ეს იქნება დაუვიწყარი გასვლა დედოფლის წყაროში მდებარე ლანდშაფტებში, ვაშლოვანის, ელდარის, ტახტითეფას, ბუღა მოედნის, მიჯნის ყურის, ალესილების მიდამოებში.
ეს იქნება ენით აუწერილი სილამაზე და გამოუთქმელი შთაბეჭდილებები.
გასვლა ჯიპებით, ვინაიდან
ნიადაგიანი გზის საფარი ბევრგან დაბალძირიანი მანქანებით გადაადგილების საშუალებას არ იძლევა.

ღამეს დაცული ტერიტორიების 2ადგილიან კოტეჯებში გავათევთ. რომლის ფასი 40 ლარია (თითო ლოგინზე 20 ლ).
საწვავის ხარჯს ჯიპის ეკიპაჟი გადაინაწილებს.
ამ გასვლაში შევა ისეთი მიმართულებები, სადაც 2009 წლის ვარდობისთვის გასვლაში არ ვყოფილვართ.

დაკიდევ, გვეყოლება მეგზური, რომლის 2დღიანი საფასურია 100 ლარი.
გავითვალისწინოთ, რომ
ვაშლოვანი და მიმდებარე ღირსშესანიშნაობანი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს და აუცილებელია,
ვიქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. მძღოლებს კი მანქანის პასპორტი უნდა ჰქონდეთ.


გასვლის დრო და ადგილი:
06.59 სთ
20.11.2010
სასტუმრო :ივერია-რედისონი:

ფასი:
100 ლარი მეგზურის მომსახურება
40 ლარი კოტეჯი, 20-20 ლარი კაცზე
საწვავის თანხა დამოკიდებულია მანქანაზე

გასავლელი მანძილი:
მანქანით: თბილისი-დედოფლისწყარო-თბილისი-269 კმ და 4 მეტრი
დაცული ტერიტორიები - 364 კმ და 122 მ
სულ 633 კმ და 126 მ
ფეხით: დაახლოებით 2 კმ და 227 მ

ამინდი:
მზიანი, კვირას დღის მე2 ნახევარში ცვალებადი მოღრუბლულობა.
საღამოს საგრძნობი სიგრილე

გასათვალისწინებელი პირობები და რჩევები:
გამართული მანქანა, გამწევი გვარლით (:ტროსი:), საავალდებულოა პირადობის მოწმობა ან პასპორტი,
მძღოლისთვის სავალდებულოა მანქანის პასპორტი
, თბილი 3ოსი, საკუთარი საგზალი, [b]არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი[/b].[color], შეხვედრის ადგილზე დაუგვიანებლად მოსვლა, სასმელი წყალი.

სასარგებლო ბმულები :კარავიდან::
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1546
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3359&start=0
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4338
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ნოე 2010, 18:13

მიიღება შენიშვნები და მოსაზრებები:
ვაშლოვანში წამომსვლელთა სიაშI ვწერ ქვევრსა და ტომას, სიყოჩაღიდ თომად წოდებულს.
მათ გეზის დაგეგმვის პროცესში წინასწარ გამოხატეს წამოსვლის სურვილი.


1. ნაია მანქანით
2.GAMARJOBA SAKARTVELO
3. ტომა
4. ქვევრი
5. ...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ნოე 2010, 18:15

ეს იქნება წრიული მიმართულება - წავალთ დედოფლისწყარო-ტახტითეფას გზით და ჩამოვალთ არხილოსკალოთი.
ამ გასვლაში ასევე ვნახავთ ელია წინასწარმეტყველის კლდის ტაძარს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by Mta Mkvarebia » 16 ნოე 2010, 18:30

GAMARJOBA SAKARTVELO
მეც რომ გამოვხატე სურვილი, და ორი თვის განმავლობაში რომ გეკითხებოდი ამ გასვლაზე როგორ დაგავიწყდა? :wink:

1. ნაია მანქანით
2.GAMARJOBA SAKARTVELO
3. ტომა
4. ქვევრი
5. მთაშენკა
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 ნოე 2010, 18:35

Mta Mkvarebia wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მეც რომ გამოვხატე სურვილი, და ორი თვის განმავლობაში რომ გეკითხებოდი ამ გასვლაზე როგორ დაგავიწყდა? :wink:
მართებული შენიშვნაა.
მიხარია, რომ სიაში უკვე ჩაეწერე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by tamari-khevi » 16 ნოე 2010, 22:13

სალამი ამ მშვენიერი და მიმზიდველი გასვლის მონაწილეებს!!! მაინტერესებს ტრანსპორტის საკითხი...რამდენი მანქნაა ჯერჯერობით??ერთი???

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by nagli33 » 16 ნოე 2010, 22:26

1. ნაია მანქანით
2.GAMARJOBA SAKARTVELO
3. ტომა
4. ქვევრი
5. მთაშენკა
6. ნაგლი
Image

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by amigo » 16 ნოე 2010, 22:34

1. ნაია მანქანით
2.GAMARJOBA SAKARTVELO
3. ტომა
4. ქვევრი
5. მთაშენკა

6. ამიგო მანქანით
7. ამიგო +

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by nagli33 » 16 ნოე 2010, 22:41

კაი მე-8 ვიქნები :)

1. ნაია მანქანით
2.GAMARJOBA SAKARTVELO
3. ტომა
4. ქვევრი
5. მთაშენკა

6. ამიგო მანქანით
7. ამიგო +
8. ნაგლი
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by Archil » 16 ნოე 2010, 22:45

მძღოლებს კი მანქანის პასპორტი უნდა ჰქონდეთ.
მანქანის პასპორტი სულ მუდამ უნდა ქონდეს მძღოლს, ისე მანქანის გადაადგილება არ შეიძლება. მაგის გამო მანქანის გადასაყენებლად რომ ჩავდივარ, მძღოლის მართვის მოწმონა და მანქანის პასპორტი თან ჩამაქვს - წესი მასეა და ვცდილობ დავიცვა, თორემ ისე ვინ რას მეტყვის.

თუ შევძელი, მეც შემოგიერთდებით. ვნახოთ.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by anano » 16 ნოე 2010, 23:01

რატომ, რატომ???:(( მაინცდამაინც ახლა!!!

ვაშლოვანთან დაკავშირებით თვალი მაქვს თუ დაწყევლილი ვარ?! ვეღარ გავიგე :(

სასიამოვნო გასვლას გისურვებთ! სულით და გულით!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by QEBURIUS » 16 ნოე 2010, 23:47

20 დინამოზე რაგბია: საქართველო კანადა. რაო გოგა უნდა ჩააგდო?
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
ინა-უნა
ბოდიალა
Posts: 280
Joined: 19 მაი 2010, 23:16
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by ინა-უნა » 17 ნოე 2010, 00:01

მაიმე რა მაგარია, ხვალ გავარკვევ ჩემს მაგივრად შაბათ-კვირას თუ იმუშავებენ და სასწრაფოდ სიაში ჩავეწერები :!:

marishka
ბოდიალა
Posts: 246
Joined: 21 აპრ 2008, 19:44
Location: tbilisi
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by marishka » 17 ნოე 2010, 01:08

მეც ვფიქრობ წამოსვლაზე, რაც მეტჯერ წავიკითხავ გოგას პირველ პოსტს ამ თემაში , მით უფრო ადვილად გადავწყვეტ წამოსვლას.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ვაშლოვანი - ქართული აფრიკა შემოდგომით, ჯიპებით-20-21.11.2010

Post by avtokh » 17 ნოე 2010, 09:14

ვახ რა კარგი გავლა გელით :) მე წინა კვირას ვიყავი ერთი დღით ელის მთა, არწივის ხეობა და ტახტი თეფა მოვიარე და ძალიან ლამაზი იყო იქაურობა, განსაკუთრებით არწივი ხეობა.

სასიამოვნო და დაუვიწყარ გასვლას გისურვებთ.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]