ეგვიპტე 7-19დეკემბერი
Posted: 15 ნოე 2010, 18:25
ეგვიპტე
დადგა ნანატრი მოგზაურობის განხორციელების დრო.
გადმოვაკოპირე სამომავლო გეგმებიდან ყოჩაღი მთაშენკას პოსტი
ეგვიპტე ხურგადა 27 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით,
ფასი 1 ადამიანისთვის 3ადგილიანი ნომრის შემთხვევაში - 388$ და 2ადგილიანი ნომრის შემთხვევაში- 415$. ღირებულებაში შედის - ავიაბილეთი ერევნიდან, ნომერი სასტუმროში, რომელიც ზოგან 4ვარსკვლავიანადაა მოხსენიებული, ზოგან კი 3-იანი +ით, 2ჯერადი კვებით (შვედური მაგიდა), დაზღვევა და ტრანსფერი სასტუმრომდე და უკან. სურვილის შემთხვევაში ტუროპერატორი უზრუნველყოფს ტრანსფერს თბილისი- ერევნის და ერევანი-თბილისის მიმართულებით. ერთი გზა 45-50 ლარი, ან ტაქსებით ან 10 კაცის შეკრების შემთხვევაში - მინიბუსით, თუმცა თუ სარეისო გაცილებით იაფია, შეიძლება ამ ვარიანტზე ფიქრიც.
პერიოდი იმითაა ხელსაყრელი რომ შაბათს არის ფრენა, და ტური მთლიანად მოიცავს 2 შაბათ-კვირას, ანუ 4 დასვენების დღეს და 8დღიანი შვებულების აღება დაგვჭირდება.
რაც შეეხება ექსკურსიებს, ჯობია ადგილზე, ქალაქში შეძენა და არა სასტუმროში ოპერატორებთან, გაცილებით იაფი დაჯდება:
სავარაუდო მიმართულებები:
ქაირო - 24 საათიანი ტური, მგზავრობა ავტობუსით, გასვლა დილით ადრე და ჩამოსვლა იმავე დროს, (შედის პირამიდები, მუზეუმები - პაპირუსების, ნელსაცხებლების და ლანჩი) - ფასი 45-50$-ად შეიძლება შოვნა.
ლუქსორი - 50$ ად შეიძლება წასვლა
დაივინგი ანუ წყალში ყვინთვა - 30-40$, თუმცა მე პირადად ამ ექსკურსიის აღებას მინისძირიანი ნავით გასეირნება მირჩევნია, რადგან ცურვა არ ვიცი .
კვადროციკლებიტ ტური საფარაში - 25-35$
პეტრა - მგზავრობა თვითმფრინავით - 200$
თუ ყველა ზემოთჩამოთვლილ ექსკურსიას აიღებთ ტურებიც 400$ დაგიჯდებათ და მოგზაურობის საერთო ღირებულება დაახლ. 800$ იქნება + ჯიბის ფული თქვენი მადის შესაბამისად. მაგრამ თუ პეტრაზე იტყვით უარს - მოგზაურობის საერთო ღირებულება 600$ იქნება. + ჯიბის ფული თქვენი მადის და ფინანსების შესაბამისად.
რაც შეეხება სასტუმროს, წავიკითხე შეფასებები (რევიუები) ინტერნეტში, საერთო შეფასება 4.3 ქულაა. ზოგი უარყოფითია, ზოგი დადებითი. თუმცა უარყოფითი შეფასების ავტორებიც ერთხმად აღიარებენ რომ ეს არის საუკეთესო ეკონომიური ტური ანუ ფასისა და მომსახურების ხარისხის საუკეთესო შერწყმა. ასევე ყველა თახმდება რომ ამ სასტუმროს ყველაზე დიდი პლიუსი მისი პლაჟია, ისევე როგორც სასტუმროების უმრავლესობას, მასაც საკუთარი პლაჟი აქვს, თუმცა გზის მეორე მხარეს, სასტუმროდან 5 წუთის სავალზე. პლაჟი ამ სასტუმროს ორი აქვს. ერთი ქვიშიანია, დაბალი წყლით ბავშვებისთვის ან მათთვის ვინც ცურვა არ იცის, ან ქვიშაში კოტრიალი უყვარს და მეორე - მარჯნის რიფებიანი პლაჟი, ულამაზესი წყალქვეშა სამყაროთი, მარჯნებით და ნაირფერი თევზების ქარავნით, რომლის ხილვა დაივინგის ტურის შეძენის გარეშეც შეგიძლიათ, ჩვეულებრივი ნიღბით, რომელსაც იქვე - 5 $-ად შეიძენთ. ასეთი პლაჟი 5-ვარსკვლავიან სასტუმროებსაც არ აქვთო, ამბობენ შეფასებებში, რადგან მაგ სასტუმროების პლაჟები სავსეა კატერებით და წყალიც დაბინძურებულიაო. ორივე პლაჟზე მრავლადაა ქოლგები, დასაწოლი სკამები, პირსახოცები, ყველაფერი უფასოდ.
თუ ვინმე სერიოზულად დაინტერესდება, შემიძლია პმ-ში ამ სასტუმროს ვებ მისამართი გადავუგზავნო.
წყალი ეგვიპტეში არ ისმება, მაგრამ სასმელი წყალი ძალიან იაფია: 5 ლიტრიანი წყალი 1$ ანუ 5 ფუნტი ღირს, ამდენივე (ცოტა ძვირი) ღირს ტაქსიც ქალაქის ცენტრში. და საერთოდ ნებისმირი ნივთის ან მომსახურების შეძენისას აუცილებლად უნდა შეევაჭროთ და ხშირად 30-50%-ს აკლებენ.
ჰაერის ტემპერატურა ამ დროისთვის ეგვიპტეში არის დაახლ. +30 გრადუსი დღისიტ და 15 გრადუსი ღამით. ანუ დღისით თბილა და თხელი ტანსაცმელი დაგჭირდებატ, საღამოს კი აგრილდება და თბილი ტანსაცმელიც დაგვჭირდება.
8 დეკემბერს დილის 5 თუ 6 საათზე უკვე ერევანში ვიქნებით და შეგვიძლია ტუროპერატორის მანქანა მოგვიანებით დავიბაროთ და ჩვენ მანამდე ერევანი დავათვალიეროთ (ეჩმიაძინი და სხვა ახლომახლო ღირშესანიშნაობები).
ამ გასვლისთვის არაა აუცილებელი ჯგუფის შეკრება. მარტო 2 კაცსაც შეუძლია წასვლა და 3 კაცსაც. მაგრამ თუ რამდენიმე ვიქნებით უფრო ვიმხიარულებთ, ისევე როგორც აქამდე გვიმხიარულია თან არაერთხელ .
შეგახსენებთ, რადგან სპეცშემოთავაზებაა რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყვიტოთ, თუმცა მესმის რომ ეს მცხეთაში ჩარბენა არაა და მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ.
მაშ ასე, ახლა სია:
1. ტომა
2. მთა მყვარებია
3.
[/b]