Page 1 of 3

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 14:51
by keto
ეს გზა ზოგ კარაველს გავლილი აქვს, თუმცა მაშინ გასვლა ერთდღიანი იყო. გასვლა პენსიონერულ-დასასვენებელია. ფაქტიურად ბოლო გაფართხალება აციებამდე.
როგორც გოგა წერდა ძველ თემაში, ფეხით გასავლელი მანძილი დაახლოებით 5,5 კმ-ია.

მოკლედ, გეგმა ასეთია:
შაბათს დილის 9.30-ზე შევიკრიბებით მშობლიურ სამთო ქიმიასთან. მინიბუსი აგვიყვანს და დაგვტოვებს შიომღვიმეში. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის მონახულების შემდეგ ფეხით გადავალთ სხალტბაში, ვინახულებთ სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესიას და სხალტბის დიიიდ მინდორზე სადმე დავბანაკდებით.
მეორე დღეს ჩამოვალთ წეროვანში, ვინახულებთ წეროვანის ეკლესიას და დაბარებული მინიბუსით წამოვალთ თბილისში (სურვილისამებრ მცხეთაში ხინკალზე გავლით).
პროგნოზი თბილ და მზიან ამინდს გვპირდება.

თან უნდა ვიქონიოთ: კარავი, საძილე და საძილის მეგობარი; საგზალი (+ცეცხლზე შესაწვავად ალბათ სარდელებს ერთადაც ვიყიდით) და სურვილისამებრ ალკოჰოლი; არაერთჯერადი ჭურჭელი; საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის; თბილი სამოსი და მოხერხებული ფეხსაცმელი, მფრინავი თეფშები და მსგავსი რაღაცეები :)

მინიბუსი 20-22 ადგილიანია და ითხოვს 120 ლარს, რომელიც თანაბრად გაიყოფა მოლაშქრეებზე.

პ.ს. მგონი არაფერი გამომრჩენია. მიიღება რჩევები.
პ.პ.ს. ქეთო, გილოცავ პირველ თემას სამომავლოებში :roll:

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 14:53
by keto
წამომსვლელთა სია:

1. ქეთო
2. მე ხათო, შენ ხათო და ის ხათო
3.

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 14:55
by pataputina
არის
100რულდა 20ნება :ბის:


კი არა და

როგორც მახსოვს, სხალტბაში ზუსტად ისეთი ტყეა,
როგორიც შემოდგომას უხდება
ბევრფოთლიანი და ბევრხეებიანი და დაბრუნდული

რომ წამოწვები და დაიძინებ გულიანად : ))

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 14:59
by Naia
keto
რა გოგო ხარ! ალბათ მეც წამოვალ. ძალიან მინდა მოვასწრო ოქროსფერი შემოდგომის დაგემოვნება :) თან კარვებით ძალიან მაგარი იქნება. მოკლედ, ამ დღეებში დანამდვილებით მეცოდინება მოვდივარ თუ არა

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 15:16
by keto
Naia
ნინ, ძალიან გაგვიხარდები :* იმედია გექნება დრო და შემოგვიერთდები.

გოგას ველაპარაკე, მირჩია, პირიქით აიღეთ გეზი, წეროვანიდან დაიწყეთ, სხალტბის გავლით შიომღვიმეში გადადითო. აღმართი არ გექნებათ ასავლელიო თან სხალტბაში წყალი არ არის, შიომღვიმეში კი არისო. თანაც ტყე მინდორთან შედარებით ნაკლებ ქარიანია და შეშაც იშოვებაო.

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 15:36
by smile traveller
მმმ წამოვალ

არ წამოვალ

წამოვალ

არ წამოვალ

წამოვალ

არ წამოვალ

:lol: :?
:lol: :?
:lol: :?

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 15:37
by keto
smile traveller
წამოხვაააალ :*:*:*

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 16:02
by burdiani
ჩემი რჩევა იქნება წეროვანიდა წახვიდეთ სხალტბიდან დაღმართზე ჩახვალთ და არ იწვალებთ. სხალტბასთან დაბანაკებას თუ გადაწყვეტთ სჯობია წყალზე წინასწარ იზრუნოთ არ მოდის იქ არსად მხოლოდ დაბლა სოფელ ჩარდახის გამოსასვლელშია ეკლესიასთან :)

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 16:20
by keto
burdiani

დიდი მადლობა, განიხილება ეგეც და ალბათ შევცვლით კიდეც მაგ ვარიანტით :)

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 17:08
by guruli
შაბათსვე თბილისში დაბრუნება რამდენად მოხერხებადია საზიზღარსამსახურიანი ხალხისთვის? :roll: :roll:

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 17:21
by burdiani
guruli


შიომღვიმიდან წამოსვლა ჭირს ხოლმე
სხალტბიდან არაა პრობლემა ჩამოხვალ წეროვანში და თუ იქ ტრანსპორტი აღარ დაგხვდა გზაზე მაინც გააჩერებ გამვლელს :)

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 17:58
by burdula
სხალტბაში წყალი არის როგორც მახსოვს.თვითონ სოფელში იყო წყარო აშკარად. ქვემოდან დაშვება კი ადვილია მაგრამ 2 დღისთვის ძალიან პატარა და ადვილი გამოდის.ვფიქრობ ჯობია ზემოდან ასვლა და სხალტბის მინდორში დაბანაკება

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 18:03
by keto
guruli
თუ პირველ გეგმაზე დავრჩით, შესაძლებელია :)

burdula
მთავარია წამოხვიდე :P

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 18:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
გააჩნია, რა გინდათ.
პრაგმატული თვალსაზრისით, სჯობს წეროვნის გავლით წასვლა, სხალტბის მონახულება და შემდეგ შიო მღვიმეში დაშვება.
მე2 დღეს წამოგიყვანდათ შპირებული მინიბუსი.
ასე სჯობს იმიტომ, რომ სხალტბაზე წყლის პრობლემაა.
ამასთან, ქარიანი ადგილია.
შიო მღვიმე კი ქვაბულშია, ქარისგან დაცულია, ტყეც უფრო ლამაზია და სასმელი წყალიც არის

შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი 30-31 ოქტომბერი 2010

Posted: 25 ოქტ 2010, 22:03
by shalva
საინტერესოა :oops: იმედია მანამდე საქმეებს მოვრჩები :roll: