კაპადოკია 28.10-2.11.10
Posted: 15 ოქტ 2010, 10:12
კაპადოკია გიორგი დვალაშვილთან ერთად
გაითვალისწინეთ ეს არ არის კომერციული ტური
გიორგი დვალაშვილი არის უნივერსიტეტის ასისტანტ-პროფესორი, კაპადოკიის შესახებ დიდ ცოდნას ფლობს და ახლა თურქეთის ტურისტული მეგზურის გამოცემაზე მუშაობს. პაატა ვარდანაშვილს, ბელა ჩეკურიშვილს და კიდევ რამდენიმე კარველს კარგად იცნობს, ბელას (კარავზეც ბელაა, როგორც იცით) მასზე სტატიებიც აქვს დაწერილი. მოკლედ ძალიან საინტერესო და მცოდნე ადამიანი ჩანს. ბატონმა გიორგიმ გუშინწინ წაიყვანა კაპადოკიაში ჯგუფი და მძღოლად ვინ ყავს თუ იცით? ჩვენი ზვიადი, ჩიტაური. სწორედ ზვიადმა დამაკავშირა და სავარაუდოდ ახლაც ზვიადი იქნება ჩვენი მძღოლი.
ახლა კი თავად ტურის შესახებ:
ტური შედგება 28 ოქტომბრიდან-2 ნოემბრის ჩათვლით -
5 ღამე და 4 დღე - 3 სამუშაო დღე (პარასკევი-ორშაბათი-სამშაბათი) + შაბათ-კვირა
აქედან კაპადოკიაში ვიქნებით 3 დღე-ღამე
გამგზავრება 28-ში საღამოს 7 სთ-ზე (სარფის გავლით ტრაპიზონში ჩასვლა და 2 საათი შესვენება, სუმელაში ან აია-სოფიაში ან ფორუმ ტრაპზონში ან სტამბულ-ბაზაში შეჩერება ან უკანა გზაზე ან ტურის დასაწყისში, ეს გასარკვევია და დამოკიდებულია დროზე, როდის ვიქნებით ტრაპიზონში, იქნება თუ არა ღია ეს დაწესებულებები.
კაპადოკიაში ჩასვლა 29-ში საღამოს დაახლოებით 7 საათზე. ვახშამი და ღამისთევა გორემის კლდეში ნაკვეთ სასტუმროში –Cave Hosting Hotel -ში (ამ სასტუმროში გავათევთ 3 ღამეს, არის 3, 4 და 2 ადგილიანი ნომრები, სველი წერტილები, ნორმალური პირობების სასტუმროაო).
30, 31 ოქტომბერი-1 ნოემბერი – მთავარი ღირშესანიშნაობების ნახვა: გორემის ღია ცისქვეშ მუზეუმი, მისი ეკლესიების მონახულება, ასევე ვნახავთ ტოკალის ეკლესიას (ტოკალი კილისეს), რომელიც მუზეუმიდან 100 მეტრში მდებარეობს და სადაც გამოსახულია ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკა, რის მიხედვითაც ხატმწერმა ირაკლი ცინცაძემ შექმნა სასწაულმოქმედი ხატი “შენ ხარ ვენახი”, გიორემიდან 5 კმ-ში ზელვეს ნახვა, სადაც მდებარეობს ყველაზე ბევრი ქვაში ნაკვეთი ფიგურა, უჩისარის, ორთაჰისარის ციხექალაქების ნახვა, ავენოსის მეთუნეობის ქალაქის ნახვა, ნევშეჰირის მუზეუმის ნახვა, დერინქუის მიწისქვეშა ქალაქის ნახვა, ილჰარას ულამაზესი ხეობის ნახვა, სადაც ქართული ეკლესია-მონასტრები ყოფილა, ერთერთ ეკლესიის ცნობილი ფრესკის ნახვა, რომელზეც გამოხატულია თამარ მეფის შვილიშვილი – გურჯი ხათუნი, ეკლესიის მაკეტით ხელში, ასევე ხეთების უძველესი ისტორიული ქალაქის ხათუსას ნახვა. როგორც მოგეხსენებათ, ხეთებს მჭიდრო ისტორიული მეზობლობა-ურთიერთობა აკავშირებდათ ქართველებთან, ამის გათვალისწინებით ხათუსას ნახვა ძალიან საინტერესო იქნება.
1 ნოემბერს სასტუმროდან გამოვეწერებით დავტოვებთ კაპადოკიას და გამოვემართებით საქართველოსკენ (როგორც მივხვდი ხათუსას სწორედ ამ დღეს გზად ვნახავთ) და თბილისში ვიქნებით 2 ნოემბერს შუადღის 10-12 საათისთვის, შეიძლება ოდნავ გვიან თუ ტრაპზონში შევჩერდით.
ფასი მინიმუმ 15 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში – 400 ლარი, ამ ფასში შედის ყველაფერი თბილისიდან- თბილისამდე , სამჯერადი კვება, გზაში საველე პირობებში მოგვიწევს კვება რომ დრო არ დაგვკარგოთ, რაზეც ჩვენ არ მოგვიწევს ზრუნვა ანუ საგზლის წამოღება არ დაგვჭირდება, მაგრამ ტუ ვინმეს რამე განსაკუთრებულის წამოღების სურვილი აქვს, სასმელი, ლუდი, მაგალითად
, ეს მისი ნებაა.
გავნიხილეთ მეორე ვარიანტიც თუ ტურის ხანგრძლივობა გაიზრდება 5 ღამე და 6 დღემდე, გაიზრდება ფასიც დაახლოებით 500-550 ლარამდე, შეიძლება მეტიც. ამ შემთხვევაში ალბათ 5 ღამეს გავათევთ 3 ღამის ნაცვლად, და ღამით არ მოგვიწევს მგზავრობა, მაგრამ ღირშესანიშნაობების მხრივ შეიძლება ტურმა დიდი ცვლილება არც განიცადოს, 1-2 ძეგლი თუ დაემატება მხოლოდ. ამიტომ როგორც ბატონმა გიორგიმ გვითხრა ეს ვარიანტი ნაკლებად მომგებიანია. და თან 4 სამუშაო დღის აღება დაგჭირდებათ შვებულებისთვის 3 დღის ნაცვლად.
მოკლედ მე ძალიან მომეწონა 400-ლარიანი ტური ამ პირობებით. თუმცა ძალიან დავიღლებით გზაში, 22-24 საათი მოგვიწევს მგზავრობა (საბაჟოში და სხვა გაჩერებების ჩათვლით) თან ზვიადის მინიბუსი ნაკლებად კომფორტულია, თუმცა სვანეთში 16 საათი მივდიოდით შეუსვენებლად და არ დავხოცილვართ, თან კაპადოკიაში სვანეთისგან განსხვავებით გარასარევი გზებია ყველგან. თუმცა მეორე მომენტიცაა, თუ ბევრი იქნა მსურველი, ზვიადის 19 კაციან მინიბუსში ვეღარ ჩავეტევით და პატარა 25 კაციანი ავტობუსით რომ წავიდეთ? ამ შემთხვევაში მინიმალური რაოდენობა რა იქნება და ფასს ხომ არ შეცვლის, შეამცირებს ან გაზრდის, ეს საკითხი გასარკვევია. თუმცა 15 კაცი მგონი ნორმალური რაოდენობაა, არც ბევრია არც ცოტა, თან ამ შემთხვევაში უკანა რიგის სკამები თავისუფალი იქნება და რიგ-რიგობით მაინც მოახერხებს ხალხი გამოძინებას.
მინდა გითხრათ, რომ იგივე პირობებით ვიყავით ჩვენ 2 წლის წინ კაპადოკიაში, ხათუსა და სხვა რამეები საერთოდ არ გვინახავს 3 ღამის ნაცვლად (როგორც ამ ტურშია) 2 ღამე გავათენეთ იქ და 530 ლარი დაგვიჯდა,. ახლაც 3-4 ტურ-ოპერატორის ტურები ვნახე Culture.ge, Flytravel, Elit Tour, კიდევ 1-2-ის და ყველას 530 ლარად ან 290$ ად აქვს იგივე და ნაკლები პირობებით (2 ღამისთევით და 2-ჯერადი კვებით)
ეს ჩვენი 2 წლის წინანდელი დაუვიწყარი მოგზაურობა კაპადოკიაში:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2136
ეს კიდევ ბელას წერილი კაპადოკიაში ბ-ნ გიორგის მოგზაურობის შესახებ:
http://24saati.ge/index.php/category/cu ... -10-26/848
ახლა კი სია.
როგორც ვთქვი, ჯერ-ჯერობით ჯობია 15-კაციანი ჯგუფი შევიკრიბოთ, ამიტომ 15 კაცზე სიას დავხურავ და მერე თუ კიდევ იქნა მეტი მსურველი, სათადარიგო სიის რაოდენობიდან გამომდინარე ვნახავთ პატარა ავტობუსის ვარიანტზე ვიფიქროთ თუ არა. :
1. მთა მყვარებია
2. ლილიკა
3. კარველების მეგობარი გიორგი
ბოლო გვერდიდან აქაც გადმოვიტან დაზუსტებულ დეტალებს და შეცვლილ ფასს:

Mta Mkvarebia wrote:როგორც დავწერე, რაღაცეები შეიცვალა, კერძოდ, შეხვედრისას მგზავრობის გეგმა ბ-ზე ვისაუბრეთ. გიორგიმ გვითხრა, რომ ვალეთი წავალთ, ოღონდ რიზეში ჩასვლით კი არა, ერზერუმით. იქაც გადაჭრის გზებს ზვიადი და 24 საათის ნაცვლად 14 საათში ჩავალთ კაპადოკიაში, ანუ ღამე მგზავრობა არ დაგვჭირდება. გავალთ 29-ში დილით ადრე 6 საათზე (ნაცვლად 28ის საღამოს 7 საათისა) და 29-ში უკვე სასტუმროში გავათევთ, ჩამოსვლით ჩამოვალთ 2-ში გვიან ღამით. შესაბამისად, ტური იზრდება, ემატება 1 ღამისთევა და 3 ღამის ნაცვლად 4 ღამეს გავათევთ სასტუმროში, კიდევ ერთი მომენტი, ის კლდეში ნაკვეთი სასტუმრო, რომელიც შეპირებული ჰქონდა, არაა ძალიან მოხერხებულიო, ფარდითაა ოთახები ერთმანეთისგან დაშორებულიო და ამიტომ შეგვიძლია, მხოლოდ 1 ღამე გავათენოთ იქ, ისიც ეგზოტიკისთვის, რომ ვნახოთ როგორია გამოქვაბულში ძილი და შემდეგი 3 ღამე სხვა, ჩვეულებრივ, შედარებით კომფორტულ სასტუმროში გავათენოთ, რომელიც დაახლეობით 5$-ით ძვირია, ანუ როგორც გუშინვე გვითხრა გიორგიმ, თანხა გაიზრდებოდა - ერთ დამატებით ღამისთევას + განსხვავება სასტუმროს ფასში 3 ღამისთვის. თუმცა დაზუსტებული ფასი დღეს გავიგე. ყველაფერი თბილისიდან-თბილისამდე 5 დღისთვის მინიმუმ 13 კაცზე (და არა 15-ზე როგორც აქამდე იყო) დაჯდება 500 ლარი. ასე რომ მთავარია 13 კაცამდე შევივსოთ.
ჩვენს გეგმას გადახედა და ჩასწორებები გააკეთა ფასის, დამატებითი პირობების და ახალი მარშრუტის გათვალისწინებით. ამ ცვლილებებს გავამუქებ თვალშისაცემი რომ იყოს. გიორგიმ ასევე დაგვიწერა დაზუსტებული მარშრუტი, ამ მარშრუტში ბევრი ისეთი ძეგლია მითითებული (ტაო-კლარჯეთის ტერიტორიის) რომელსაც გზად გავივლით, ახლოდან ვერ დავათვალიერებთ დროის სიმცირის გამო, მაგრამ მის შესახებ ისტორიულ ცნობებს მოვისმენთ.
ტური შედგება 29 ოქტომბრიდან-2 ნოემბრის ჩათვლით -
5 ღამე და 5 დღე - 3 სამუშაო დღე (პარასკევი-ორშაბათი-სამშაბათი) + შაბათ-კვირა
აქედან კაპადოკიაში ვიქნებით 4 დღე-ღამე
გამგზავრება 29-ში დილის 6 სთ-ზე (ვალეს გავლით თორთუმში ჩასვლა და 0,5 საათი შესვენება). შემდეგ გავივლით ქართლის ყელს ანუ ,,გურჯი ბოღაზს“ ჩავალთ ერზრუმი-ანაკრას ავტობანზე, გავივლით ქალაქ სივას, კაისერს და კაპადოკიაში ჩასვლა 29-ში საღამოს დაახლოებით 10 საათზე. ვახშამი და ღამისთევა გორემის კლდეში ნაკვეთ სასტუმროში –Cave Hosting Hotel -ში (ამ სასტუმროში გავათევთ 1 ღამეს, არის 5 და 6 ადგილიანი ნომრები, სველი წერტილები, ნორმალური პირობების სასტუმრო.
30, 31 ოქტომბერი-1 ნოემბერი – მთავარი ღირშესანიშნაობების ნახვა: გორემის ღია ცისქვეშ მუზეუმი, მისი ეკლესიების მონახულება, ასევე ვნახავთ ტოკალის ეკლესიას (ტოკალი კილისეს), რომელიც მუზეუმიდან 100 მეტრში მდებარეობს და სადაც გამოსახულია ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკა, რის მიხედვითაც ხატმწერმა ირაკლი ცინცაძემ შექმნა სასწაულმოქმედი ხატი “შენ ხარ ვენახი”, გიორემიდან 5 კმ-ში ზელვეს ნახვა, სადაც მდებარეობს ყველაზე ბევრი ქვაში ნაკვეთი ფიგურა, უჩისარის, ორთაჰისარის ციხექალაქების ნახვა, ავენოსის მეთუნეობის ქალაქის ნახვა, ნევშეჰირის მუზეუმის ნახვა, დერინქუის მიწისქვეშა ქალაქის ნახვა, ილჰარას ულამაზესი ხეობის ნახვა, სადაც ქართული ეკლესია-მონასტრები ყოფილა, ერთერთ ეკლესიის ცნობილი ფრესკის ნახვა, რომელზეც გამოხატულია თამარ მეფის შვილიშვილი – გურჯი ხათუნი, ეკლესიის მაკეტით ხელში, ასევე ხეთების უძველესი ისტორიული ქალაქის ხათუსას ნახვა. როგორც მოგეხსენებათ, ხეთებს მჭიდრო ისტორიული მეზობლობა-ურთიერთობა აკავშირებდათ ქართველებთან, ამის გათვალისწინებით ხათუსას ნახვა ძალიან საინტერესო იქნება.
2 ნოემბერს დილით 6 საათზე სასტუმროდან გამოვეწერებით დავტოვებთ კაპადოკიას და გამოვემართებით საქართველოსკენ, გამოვივლით 4 უღელტეხილს და ტრაპიზონთან ჩამოვალთ დაახლოებით 4 სათზე, 2 საათში შევჩერდით საზღვართან ქემალფაშაში. აქ სურვილის შემთხვევაში ქემალფაშა ჩაენაცვლება სუმელას მონასტრით. ან დროის შემთხვევაში შეიძლება ორივე მოეესწროს, სუმელას ნახვაც და ქემალფაშას ბაზრობაც.
ფასი მინიმუმ 13 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 500 ლარი, ამ ფასში შედის ყველაფერი თბილისიდან- თბილისამდე , მუზეუმის ბილეთები, სასტუმრო, სამჯერადი კვება, გზაში საველე პირობებში მოგვიწევს კვება რომ დრო არ დაგვკარგოთ, რაზეც ჩვენ არ მოგვიწევს ზრუნვა ანუ საგზლის წამოღება არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ ვინმეს რამე განსაკუთრებულის წამოღების სურვილი აქვს, სასმელი, ლუდი, მაგალითად , ეს მისი ნებაა.
ახლა დეტალური გეგმა:
ტურის დეტალური აღწერილობა
29.10––02.11
29.10, პარასკევი
გასვლა თბილისიდან დილის 6.00, თურქეთში გადასვლა 10..00
1. თურქგოზიუ, 2. ჯაყის ციხე, 3. მერეს ციხე, 4. სოფ. ხანაგა , 5. ატლაში (ქაჯთა ქალაქი), 6. არტაანი, 7. ჭინჭრობი, 8. კოლა, 9. ბანა, 10. ოლთისი, 11. თორთუმი, 12. ,,გურჯი ბოღაზი“), 13. ერზინჯანი, 14. წითელიმთის უღელტეხილი, 15. სივასი, 16. კაისერი, 17. უჩისარის ციხე, 18. ქალაქი გიორემი.
სასტუმროში ჩასვლა 20.00
30.10, შაბათი
გასვლა სასტუმროდან 10..00, მეორე სასტუმროში დაბინავება 10.30.
1. გიორემის მზეუმი ღია ცის ქვეშ (ბნელი ეკლესია, ბასილის, წმ. ბარბარეს, ვაშლევის, გველების, წმ. თეოდორეს), ტოკალის ეკლესია, ჩავუშინი, ზელვე, ავანოსი, (სადილი 16.00 -საველე პირობებში), უჩისარის ციხესიმაგრე. ვახშამი 19.00
სასტუმროში ჩასვლა 20.00
31.10. კვირა
გასვლა სასტუმროდან 09.00
1. ნევშეჰირის მუზეუმი, 2. ნევშეჰირის სატუსაღო (ბერძნული ეკლესია), 3. ორთაშისარი, 4.მუსტაფაფაშა, 5. გულშეჰირი,
სასტუმროში ჩასვლა 20.00
01.11, ორშაბათი
გასვლა სასტუმროდან 09.00
1. დერინქოის მიწისქვეშა კომპლექსი, 2. იჰლარას ხეობა, 3. აკსარაი, 4. კირიკკალე, 5. ბოღაზკალე (ხათუსა), 6. იოზგატი. 7. ავანოსი
სასტუმროში ჩასვლა 22.00
02.11. სამშაბათი
გასვლა სასტუმროდან 06.00
1. ურგუპი, 2. კაისერი, 3, სივასი, 4. კელკიტი, 5. გუმიშანე, 6. მაჩკა, 7. ტრაპიზონი, 8. რიზე, 9. ქემალფაშა.
თბილისში ჩამოსვლა 03.00