კაპადოკია 28.10-2.11.10

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2286
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by tamuna_gudarexi » 20 ოქტ 2010, 11:50

ისღა დამრჩენია, მეც შორიდან გიგულშემატკივროთ! :roll:
კაპადოკიიდან დაბრუნებულები გულს ამიფანცქალებთ, უკვე ვიცი...

1. მთა მყვარებია
2. ლილიკა
3. კარველების მეგობარი გიორგი
4. ნინუცა
5. ტომა
6. კარველების მეგობარი თათია
7. იაკო
8. რიფი ?
9. GOGONA
10. GOGONA+
11.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by Iako. » 20 ოქტ 2010, 17:08

რა ხდება ახალი აქეთ ? :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by Mta Mkvarebia » 20 ოქტ 2010, 17:19

Iako.
რაღაცეები შეიცვალა, დეტალებს ვაზუსტებ და დავწერ. თუმცა ყველა წამომსვლელი საქმის კურსშია ანუ ისინი ვინც იყო გუშინ შეხვედრაზე.
Image

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by Iako. » 20 ოქტ 2010, 17:40

დეიდებო, ბიძიებო........
ხალხოოოოო..........
წამოდით რააააა..........
გეხვეწებით რააააააა......
თუ დრო გაქვთ წამოდით რაააა.... და ფულიც :)
(თქვენ რომ იცოდეთ როგორ ვაკოწიწებ ამ თანხას)
აუუ... წამოდიიიიიიიიიიით..... რაააა

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by Mta Mkvarebia » 21 ოქტ 2010, 00:50

როგორც დავწერე, რაღაცეები შეიცვალა, კერძოდ, შეხვედრისას მგზავრობის გეგმა ბ-ზე ვისაუბრეთ. გიორგიმ გვითხრა, რომ ვალეთი წავალთ, ოღონდ რიზეში ჩასვლით კი არა, ერზერუმით. იქაც გადაჭრის გზებს ზვიადი და 24 საათის ნაცვლად 14 საათში ჩავალთ კაპადოკიაში, ანუ ღამე მგზავრობა არ დაგვჭირდება. გავალთ 29-ში დილით ადრე 6 საათზე (ნაცვლად 28ის საღამოს 7 საათისა) და 29-ში უკვე სასტუმროში გავათევთ, ჩამოსვლით ჩამოვალთ 2-ში გვიან ღამით. შესაბამისად, ტური იზრდება, ემატება 1 ღამისთევა და 3 ღამის ნაცვლად 4 ღამეს გავათევთ სასტუმროში, კიდევ ერთი მომენტი, ის კლდეში ნაკვეთი სასტუმრო, რომელიც შეპირებული ჰქონდა, არაა ძალიან მოხერხებულიო, ფარდითაა ოთახები ერთმანეთისგან დაშორებულიო და ამიტომ შეგვიძლია, მხოლოდ 1 ღამე გავათენოთ იქ, ისიც ეგზოტიკისთვის, რომ ვნახოთ როგორია გამოქვაბულში ძილი და შემდეგი 3 ღამე სხვა, ჩვეულებრივ, შედარებით კომფორტულ სასტუმროში გავათენოთ, რომელიც დაახლეობით 5$-ით ძვირია, ანუ როგორც გუშინვე გვითხრა გიორგიმ, თანხა გაიზრდებოდა - ერთ დამატებით ღამისთევას + განსხვავება სასტუმროს ფასში 3 ღამისთვის. თუმცა დაზუსტებული ფასი დღეს გავიგე. ყველაფერი თბილისიდან-თბილისამდე 5 დღისთვის მინიმუმ 13 კაცზე (და არა 15-ზე როგორც აქამდე იყო) დაჯდება 500 ლარი. ასე რომ მთავარია 13 კაცამდე შევივსოთ.


ჩვენს გეგმას გადახედა და ჩასწორებები გააკეთა ფასის, დამატებითი პირობების და ახალი მარშრუტის გათვალისწინებით. ამ ცვლილებებს გავამუქებ თვალშისაცემი რომ იყოს. გიორგიმ ასევე დაგვიწერა დაზუსტებული მარშრუტი, ამ მარშრუტში ბევრი ისეთი ძეგლია მითითებული (ტაო-კლარჯეთის ტერიტორიის) რომელსაც გზად გავივლით, ახლოდან ვერ დავათვალიერებთ დროის სიმცირის გამო, მაგრამ მის შესახებ ისტორიულ ცნობებს მოვისმენთ.

ტური შედგება 29 ოქტომბრიდან-2 ნოემბრის ჩათვლით -
5 ღამე და 5 დღე - 3 სამუშაო დღე (პარასკევი-ორშაბათი-სამშაბათი) + შაბათ-კვირა
აქედან კაპადოკიაში ვიქნებით 4 დღე-ღამე

გამგზავრება 29-ში დილის 6 სთ-ზე (ვალეს გავლით თორთუმში ჩასვლა და 0,5 საათი შესვენება). შემდეგ გავივლით ქართლის ყელს ანუ ,,გურჯი ბოღაზს“ ჩავალთ ერზრუმი-ანაკრას ავტობანზე, გავივლით ქალაქ სივას, კაისერს და კაპადოკიაში ჩასვლა 29-ში საღამოს დაახლოებით 10 საათზე. ვახშამი და ღამისთევა გორემის კლდეში ნაკვეთ სასტუმროში –Cave Hosting Hotel -ში (ამ სასტუმროში გავათევთ 1 ღამეს, არის 5 და 6 ადგილიანი ნომრები, სველი წერტილები, ნორმალური პირობების სასტუმრო.

30, 31 ოქტომბერი-1 ნოემბერი – მთავარი ღირშესანიშნაობების ნახვა: გორემის ღია ცისქვეშ მუზეუმი, მისი ეკლესიების მონახულება, ასევე ვნახავთ ტოკალის ეკლესიას (ტოკალი კილისეს), რომელიც მუზეუმიდან 100 მეტრში მდებარეობს და სადაც გამოსახულია ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკა, რის მიხედვითაც ხატმწერმა ირაკლი ცინცაძემ შექმნა სასწაულმოქმედი ხატი “შენ ხარ ვენახი”, გიორემიდან 5 კმ-ში ზელვეს ნახვა, სადაც მდებარეობს ყველაზე ბევრი ქვაში ნაკვეთი ფიგურა, უჩისარის, ორთაჰისარის ციხექალაქების ნახვა, ავენოსის მეთუნეობის ქალაქის ნახვა, ნევშეჰირის მუზეუმის ნახვა, დერინქუის მიწისქვეშა ქალაქის ნახვა, ილჰარას ულამაზესი ხეობის ნახვა, სადაც ქართული ეკლესია-მონასტრები ყოფილა, ერთერთ ეკლესიის ცნობილი ფრესკის ნახვა, რომელზეც გამოხატულია თამარ მეფის შვილიშვილი – გურჯი ხათუნი, ეკლესიის მაკეტით ხელში, ასევე ხეთების უძველესი ისტორიული ქალაქის ხათუსას ნახვა. როგორც მოგეხსენებათ, ხეთებს მჭიდრო ისტორიული მეზობლობა-ურთიერთობა აკავშირებდათ ქართველებთან, ამის გათვალისწინებით ხათუსას ნახვა ძალიან საინტერესო იქნება.

2 ნოემბერს დილით 6 საათზე სასტუმროდან გამოვეწერებით დავტოვებთ კაპადოკიას და გამოვემართებით საქართველოსკენ, გამოვივლით 4 უღელტეხილს და ტრაპიზონთან ჩამოვალთ დაახლოებით 4 სათზე, 2 საათში შევჩერდით საზღვართან ქემალფაშაში. აქ სურვილის შემთხვევაში ქემალფაშა ჩაენაცვლება სუმელას მონასტრით. ან დროის შემთხვევაში შეიძლება ორივე მოეესწროს, სუმელას ნახვაც და ქემალფაშას ბაზრობაც.

ფასი მინიმუმ 13 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 500 ლარი, ამ ფასში შედის ყველაფერი თბილისიდან- თბილისამდე , მუზეუმის ბილეთები, სასტუმრო, სამჯერადი კვება, გზაში საველე პირობებში მოგვიწევს კვება რომ დრო არ დაგვკარგოთ, რაზეც ჩვენ არ მოგვიწევს ზრუნვა ანუ საგზლის წამოღება არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ ვინმეს რამე განსაკუთრებულის წამოღების სურვილი აქვს, სასმელი, ლუდი, მაგალითად , ეს მისი ნებაა.

ახლა დეტალური გეგმა:

ტურის დეტალური აღწერილობა
29.10––02.11



29.10, პარასკევი
გასვლა თბილისიდან დილის 6.00, თურქეთში გადასვლა 10..00
1. თურქგოზიუ, 2. ჯაყის ციხე, 3. მერეს ციხე, 4. სოფ. ხანაგა , 5. ატლაში (ქაჯთა ქალაქი), 6. არტაანი, 7. ჭინჭრობი, 8. კოლა, 9. ბანა, 10. ოლთისი, 11. თორთუმი, 12. ,,გურჯი ბოღაზი“), 13. ერზინჯანი, 14. წითელიმთის უღელტეხილი, 15. სივასი, 16. კაისერი, 17. უჩისარის ციხე, 18. ქალაქი გიორემი.
სასტუმროში ჩასვლა 20.00


30.10, შაბათი
გასვლა სასტუმროდან 10..00, მეორე სასტუმროში დაბინავება 10.30.
1. გიორემის მზეუმი ღია ცის ქვეშ (ბნელი ეკლესია, ბასილის, წმ. ბარბარეს, ვაშლევის, გველების, წმ. თეოდორეს), ტოკალის ეკლესია, ჩავუშინი, ზელვე, ავანოსი, (სადილი 16.00 -საველე პირობებში), უჩისარის ციხესიმაგრე. ვახშამი 19.00
სასტუმროში ჩასვლა 20.00


31.10. კვირა
გასვლა სასტუმროდან 09.00
1. ნევშეჰირის მუზეუმი, 2. ნევშეჰირის სატუსაღო (ბერძნული ეკლესია), 3. ორთაშისარი, 4.მუსტაფაფაშა, 5. გულშეჰირი,
სასტუმროში ჩასვლა 20.00


01.11, ორშაბათი
გასვლა სასტუმროდან 09.00
1. დერინქოის მიწისქვეშა კომპლექსი, 2. იჰლარას ხეობა, 3. აკსარაი, 4. კირიკკალე, 5. ბოღაზკალე (ხათუსა), 6. იოზგატი. 7. ავანოსი
სასტუმროში ჩასვლა 22.00


02.11. სამშაბათი
გასვლა სასტუმროდან 06.00
1. ურგუპი, 2. კაისერი, 3, სივასი, 4. კელკიტი, 5. გუმიშანე, 6. მაჩკა, 7. ტრაპიზონი, 8. რიზე, 9. ქემალფაშა.
თბილისში ჩამოსვლა 03.00

ახლა სია:

სამწუხაროდ, რიფიც ვეღარ მოდის და ამოვშლი სიიდან :(:

1. მთა მყვარებია
2. ლილიკა
3. კარველების მეგობარი გიორგი
4. ნინუცა
5. ტომა
6. კარველების მეგობარი თათია
7. იაკო
8. GOGONA
9. GOGONA+

9 კაცი ვართ :(, თუმცა მინიმალური რაოდენობა 13-ია, კიდევ 4 ადამიანის პასუხს ხვალ ველოდები. :), იმედია შევისებით.
Image

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by Iako. » 21 ოქტ 2010, 15:54

კაბადოკია გვეძახის მეგობრებო :)

NINUCA
მაწანწალა
Posts: 717
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by NINUCA » 21 ოქტ 2010, 16:23

Iako. wrote:კაბადოკია გვეძახის მეგობრებო :)

ცოტა ხმამაღლა დაგვიძახოს რააააა :D იქნებ სხვებსაც გაუჩნდეს წამოსვლის სურვილი :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by Mta Mkvarebia » 21 ოქტ 2010, 17:03

NINUCA
რამდენიმე კაცი მუშობს მაგაზე ;) ჰოდა ვნახოთ :)
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by Gvalva » 21 ოქტ 2010, 22:14

აუ, ლიკა რა მაგრად ჩამოგიწერია ყველაფერი!! ძალიან ბევრ რამეს ნახულობთ!! მე კვირის პროგრამა მგონი არ მაქვს ნაანხი, რუკაზე ლათინურად ეწერა და ეხლა ქართულად დაწერილ ქალაქებს ზოგჯერ ვერ ვხვდები რომელ ქალაქზეა ლაპარაკი

ერთად-ერთს დაგიმატებთ, შეიძლება სხვა სახელით გიწერიათ მაგრამ თვალში ვერ მომხვდა იაზილიკაია, ეს არის ხეთების ქალაქი, იქვეა ხათუსასთან, ხათუსა არის ციხე ქალაქი და ეს ყოფილა სალოცავი, ერთ-ერთი პირველი ბარელიეფები და გამაოგნებელი სამლოცველო, დავდებ ფოტოს

Image

ეს უკვე ხათუსა, მე მსგავსი არაფერი მინახავს!! საოცრებაა!! ყველაზე შთამბეჭდავი ეს გვირაბი იყო, რაც ვნახე!!! იქ ბოლოში ადამიანი დგას, წარმოიდგინეთ რამხელა ლოდებისგან არის აშენებული!!

Image

ნუ, არ ვიცი, ექვსსართულიანი მიწისქვეშა ქალაქიც ძაან მაგარი იყო, ეს სქემა რომ ვნახე გავგიჟდი!! სქემაზე უფრო მაგრად ჩანს, ამბობენ მე-8 საოცრებად ითვლებაო

Image

ჩამონათვალში ფაშაბარიც არ იყო მგონი,

Image

Image

აუ, ეხლა ფოტოების თვალიერებისას ყველაფერი გამახსენდა და კიდე რამდენიმე ფოტოს დავდებ რა :)

KAKH-ELI
ბილიკზე მოარული
Posts: 25
Joined: 23 ივლ 2010, 00:14
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by KAKH-ELI » 21 ოქტ 2010, 22:47

1. მთა მყვარებია
2. ლილიკა
3. კარველების მეგობარი გიორგი
4. ნინუცა
5. ტომა
6. კარველების მეგობარი თათია
7. იაკო
8. GOGONA
9. GOGONA+
10. KAKH-ELI :)

User avatar
tusho+
ბოდიალა
Posts: 207
Joined: 23 ივლ 2010, 09:01
Location: საქართველო, თბილისი
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by tusho+ » 21 ოქტ 2010, 22:53

1. მთა მყვარებია
2. ლილიკა
3. კარველების მეგობარი გიორგი
4. ნინუცა
5. ტომა
6. კარველების მეგობარი თათია
7. იაკო
8. GOGONA
9. GOGONA+
10. KAKH-ELI
11. tusho+

კი არ მოვდივარ, მოვფრინავ

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by Mta Mkvarebia » 21 ოქტ 2010, 23:28

Gvalva
ლელ, დიდი მადლობა სარეკლამო მხარდაჭერისთვის :* ულამაზესი ადგილი ყოფილა ხათუსა და ზალიან მიხარია რომ ვნახავ :D

KAKH-ELI
tusho+
უჰჰ რამდენი ხანია გელოდებით ;) ცოტა არ იყოს შემეშენდა, ვაითუ ესენიც ვეღარ წამოვიდნენთქო.

ჰოდა 2 კაციც და გავდივართ :).
Image

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by Eh_Dato » 21 ოქტ 2010, 23:31

ვინც არ ყოფილხართ კაპადოკიაში, ცხოვრების ერთ-ერთი დიიიიდი ემოცია გელით.

ლიკა, რამდენიმე რჩევას მოგცემ - ტოლკო ტი ნე აბიჟაისია :D :

30.10, შაბათი
ზელვეს სანახავად ძალიან გამოდგება თავზე დასამაგრებელი ფანრები.
ფაშაბაგი იქვე, ზელვემდეა და აუცილებლად ნახეთ. არც ზემოთ, ფერდობზე ასვლა დაგეზაროთ - სულ ასიოდე მეტრია გასავლელი.

01.11, ორშაბათი
ძალიან გადატვირთულია, მეეჭვება ყველაფერი რომ მოასწროთ. იჰლარა შორსაა, ხათუსაც სხვა მხარესაა. გაითვალისწინეთ - დღეც პატარაა.

ზოგადად - ცოტა დავიბენი - გასავლელი და სანახავი ერთად დაგიწერია. მაგრამ ჩემს დაბნევას არაა აქვს მნიშვნელობა. 3 დღე სრულიად უნდა გეყოთ.
ისეთი რაღაცეებიც წერია, რაც მე არ მინახავს.
მოუთმენლად დაველოდები ფოტოებს და მონაყოლს.

P.S. ლელ... ხათუსას გვირაბის ბოლოს მგონი მე ვარ? :roll:
P.P.S. გაბარიტებმა არ დაგაბნიოთ - ოპტიკური ილუზიაა. :wink:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by Mta Mkvarebia » 21 ოქტ 2010, 23:40

Eh_Dato
დიდი მადლობა რჩევებისათვის, აუცილებლად გავითვალიწინებთ და აუცილებლად წავიღებთ ფანრებს :D
იგივე მარშრუტზე 1 კვირის წინ იყო ჩვენი მეგზური და რადგან მაშინ მოასწრეს ალბათ ახლაც მოვასწრებთ, მით უმეტეს რომ კვირას თურქეთში დღე 1 საათით იზრდება :D .
მართალია სანახავი და გასავლელი ერთადაა დაწერილი, მაგრამ ეს გეგმის მეორე ნაწილში, რომ გასავლელი მარშრუტის ხაზი რუქაზე ადვილად წარმოვიდგინოთ. სანახავი ღირშესანიშნაობები გეგმის პირველ ნაწილშია ჩამოთვლილი.

მადლობა კეთილი სურვილებისათვის :).
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კაპადოკია 28.10-2.11.10

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2010, 15:37

მოკლედ როგორც იცით, ამ ეტაპზე ვართ 11 ადამიანი. ჯერ კიდევ არის შანსი რომ დაგვემატოს რამდენიმე კაცი (მაქსიმუმ 4 ადგილი გვაქვს), თუ არავინ დაგვემატება, ამ შემთხვევაში ფასის ცვლილების შესახებ ვკითხე ჩვენს მეგზურს, რაზეც ჩვენთვის საკმაოდ მისაღები პასუხი მივიღე: ფასი არ შეიცვლება, 500 ლარი დაჯდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, საგზალზე პირველი და ბოლო დღისათვის (29 ოქტომბერი და 2 ნოემბერი) ჩვენ თავად მოგვიწევს ზრუნვა, ან აქედან წავიღებთ ან იქ შევიძენთ ინდივიდუალურად.

თუ შევივსებით 13 კაცამდე, საგზალზე ფიქრი არ მოგვიწევს.
რაოდენობა ორშაბათამდე ყველა ვარიანტში უნდა გაირკვეს. ორშაბათს უნდა გადასცეს უკვე ჩვენი გვარები.

ასე რომ ყველა ვარიანტში მივდივართ, და წამსვლელთა რაოდენობის სიმცირის გამო ჩაშლის საფრთხე ჩვენს საინტერესო მოგზაურობას არ ემუქრება ;)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]