Page 1 of 1

ბეთანიის დასუფთავება #2 - შაბათი, 16.10

Posted: 02 ოქტ 2010, 21:30
by Ginevra
მოგესალმებით კარაველებო!

აისის ეკოლოგიის კლუბი 16 ოქტომბერს, შაბათს აწყობს ბეთანიის დასუფთავების აქციას.

Image

იმათ, ვინც წინა აქციაში მიიღეს მონაწილეობა, იციან, რომ იქ ერთი დიდი ნაგავსაყრელი დარჩა, რომლის აღებასაც ახლა ვაპირებთ.

ჩვენ დავუკავშირდით დასუფთავების სამსახურს და ისინი გამოგვიყოფენ ნაგვის მანქანას.

ასევე მიდის მოლაპარაკებები მონასტერთან ნაგვის ურნების დადგმის შესახებ, რათა პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას. თუმცა ამასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი ჯერ არ არის ცნობილი.


ასე გამოიყურება ის ადგილი:

Image

ამ ნაგავსაყრელის ასაღებად დიდი ძალებია საჭირო. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, დაუთმოთ ერთი შაბათი ეკოლოგიას და შემოგვიერთდეთ აქციაში!






საორგანიზაციო საკითხები:

მგზავრობა მოხდება ან დაქირავებული სამარშრუტოთი ან მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსებით. ეს გაირკვევა თუ არა შეგატყობინებთ.
ამასთან იქნება დაკავშირებული გასვლის დრო და ადგილი. ასევე, თანხა იქნება დასადები თუ არა.

  1. წამომსვლელების სია:

    1. Ginevra
    2.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:

ამ გასვლაზე იმოქმედებს აისის წესები. არ არის ნებადართული ალკოჰოლური სასმელის წამოღება.

  • თან უნდა იქონიოთ:
  • წყალი (მინ. 2 ლიტრი)
  • 1 დღის სამყოფი საკვები

რამე კითხვა, კომენტარი, რჩევა თუ გაქვთ, დაწერეთ არ მოგერიდოთ.

ბეთანიის დასუფთავება #2 - შაბათი, 16.10

Posted: 04 ოქტ 2010, 23:23
by Ginevra
არავინ არის მსურველი? :user:

ბეთანიის დასუფთავება #2 - შაბათი, 16.10

Posted: 05 ოქტ 2010, 02:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
Ginevra
მშვენიერი წამოწყებაა.
მე პირადად მაგ დღეს კავკასიკასთან 1ად ლაგოდეხის დასუფთავების 2 დღიან აქციაში მონაწილეობას ვაპირებ.
თუ გეგმები შეგვეცვალა, მანდ შემოგი1დებით.

მაგ ნაგავსაყრელის გასაწმენდად ნიჩბები მისწრება იქნება.
დაკიდევ, უნდა აღვნიშნო, რომ სიბინძურის ამ კერის შექმნა ბეთანიის მონასტრის მსახურთა სინდისზეა.
განსჯას არ ვაპირებ, მაგრამ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლიდი.
მთელი ნაგავი წვიმისა და ქარის დროს მდინარე ვერეში ჩადის. იქიდან კი თბილისში ხვდება
და მტკვარიც ბინძურდება.
საკითხს კიდევ სხვანაირად თუ არ მიეხედა, დასუფთავებული ადგილი ისევ ნაგავსაყრელად იქცევა.[/b]

ბეთანიის დასუფთავება #2 - შაბათი, 16.10

Posted: 05 ოქტ 2010, 09:55
by Ginevra
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: მთელი ნაგავი წვიმისა და ქარის დროს მდინარე ვერეში ჩადის. იქიდან კი თბილისში ხვდება
და მტკვარიც ბინძურდება.
საკითხს კიდევ სხვანაირად თუ არ მიეხედა, დასუფთავებული ადგილი ისევ ნაგავსაყრელად იქცევა.
ზუსტად! ძალიან ლამაზი ხეობაა და არ უნდა იყოს იქ ნაგავი ნამდვილად.

იმედი მაქვს გამოჩნდებიან კარავიდანაც მსურველები.

ბეთანიის დასუფთავება #2 - შაბათი, 16.10

Posted: 05 ოქტ 2010, 10:39
by arcivi9
იმედი მაქვს გამოჩნდებიან კარავიდანაც მსურველები
რაღაც არ ჩანან :roll:

ბეთანიის დასუფთავება #2 - შაბათი, 16.10

Posted: 10 ოქტ 2010, 00:20
by Ginevra
თუ ვინმეს წამოსვლა მოგინდებათ:

შეკრების დრო: 08:30
შეკრების ადგილი: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია
მგზავრობის თანხა: 2,5-3 ლარი

ბეთანიის დასუფთავება #2 - შაბათი, 16.10

Posted: 13 ოქტ 2010, 20:15
by Ledi
Ginevra, სურვილი მაქვს შემოგიერთდე, თუმცა წინასწარ გული მისკდება, ამდენი წვიმების შემდეგ ეგ ნაგავი როგორ უნდა ავკრიფოთ ხელით?
ნიჩბებს ვერსად ვიშოვით?

ბეთანიის დასუფთავება #2 - შაბათი, 16.10

Posted: 13 ოქტ 2010, 22:25
by bambina
წამომსვლელების სია:

1. Ginevra
2. თათია (ბამბინას დედა)

ბეთანიის დასუფთავება #2 - შაბათი, 16.10

Posted: 14 ოქტ 2010, 10:09
by Ginevra
მეგობრებო,

ბეთანიის დასუფთავება აღარ შედგება.

ამის მიზეზია ის, რომ წამოსვლის სურვილი მხოლოდ ათიოდე კაცმა გამოთქვა.

რადგან ის ნაგავსაყრელი ასეთი ძალებით ვერ დასუფთავდება, და მგზავრობაც 2 ლარის
ნაცვლად 5 ლარი დაჯდება, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს აქცია გაუქმდეს.

დიდ მადლობას გიხდით მათ, ვინც წამოსვლის სურვილი გამოთქვა.

ასევე გეტყვით, რომ ვეცდებით ნაგვის ურნები დავადგმევინოთ დასუფთავების სამსახურს იმ ადგილზე, რომ აღარ მიემატოს მაინც იმ ნაგავს.

გმადლობთ,

Ginevra

ბეთანიის დასუფთავება #2 - შაბათი, 16.10

Posted: 02 დეკ 2010, 17:54
by GiorgiComaia
არ

ბეთანიის დასუფთავება #2 - შაბათი, 16.10

Posted: 02 დეკ 2010, 17:55
by t.d
იქნებ ეგ 10 კაცი შეუერთდეთ კვირის დასუფთავების აქციას შუამთაშI.