Page 1 of 9
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 21 სექ 2010, 12:02
				by kirnaxona
				ამა წლის 24 ოქტომბერს, კვირა დღეს, ჩატარდება შეჯიბრი სალაშქრო უნარ–ჩვევებში  „ლაშქარა 2010“. ეს შეჯიბრი არ ატარებს ოფიციალურ ხასიათს, იგი არის მომზადებული საინიციატივო ჯგუფის მიერ და წარმოადგენს ერთგვარ რეპეტიციას. სამომავლოდ ეს ღონისძიება მიიღებს ოფიციალურ და უფრო მაშტაბურ სახეს!
შეჯიბრების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ თავი სალაშქრო უნარ–ჩვევებში, რასაც ჩვეულებრივ ლაშქრობაში აწყდებით და იყენებთ, მაგალითად: ორიენტაცია, სხვადასხვა სახის რელიეფზე სიარული, ჯგუფის ერთობლივი მოქმედება,  სირთულეების დაძლევა და სხვა.
დეტალები შეგიძლიათ იხილოთ 
http://lashqara.blogspot.com/ 
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 21 სექ 2010, 12:04
				by kirnaxona
				ა) რეგისტრაცია
    *  შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გუნდმა შეავსოს ელექტრონული ანკეტა/განაცხადი და გადაიხადოს მონაწილეობის საფასური. მათთვის ვინც რეგისტრაციას გაივლის 15 ოქტომბრამდე გადასახადი გუნდზე შეადგენს 30 ლარს, ხოლო ვინც დარეგისტრირდება 15 ოქტომბრის შემდეგ - 40 ლარს.
    *  შეჯიბრში მონაწილეობის მისაღები განაცხადის შევსების და საფასურის გადახდის ბოლო ვადაა 22 ოქტომბრის, 23:00 საათი.
    * შეჯიბრში მონაწილეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ასევე საბანკო ანგარიშზე დარიცხვით. 
          ელექტრონული განაცხადი გადმოტვირთეთ აქედან
http://bin.ge/file/13968/ganacxadi.docx.html.
ბ) გუნდი
    * თითოეული ჯგუფი უნდა შედგებოდეს ოთხი წევრისაგან, რომელთა შორის ერთ-ერთი უნდა იყოს სუსტი სქესის წარმომადგენელი.
    * გუნდს უნდა ჰქონდეს სახელი.
    * გუნდს უნდა ჰყავდეს არჩეული კაპიტანი.
    * გუნდის წევრები უნდა იცნობდნენ ლაშქრობის ელემენტარულ  უნარ–ჩვევებს.
    * მონაწილე გუნდის ერთ-ერთმა წევრმა სავალდებულოა იცოდეს ტოპოგრაფიული რუკის კითხვა.
    *  შეჯიბრებაში მონაწილეთა ასაკი შეადგენს არანაკლებ 14 წელს.
    * შეჯიბრში მონაწილე გუნდს უნდა ჰქონდეს შემდეგი აღჭურვილობა: ციფრული ფოტოაპარატი, მისი კომპიუტერთან დასაკავშირებელი კაბელი, კომპასი, პირველადი დახმარების აფთიაქი და მობილური ტელეფონი.
 
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 21 სექ 2010, 12:09
				by ARCHILI
				ამდენი წელია მეც და სხვა კარაველებიც ამ ფილოსოფიის გარეშე დავდივართ და ფრიად კმაყოფილებიც ვრჩებით ყველანაირი ხელოვნური კონკურსების გარეშე...
ლაშქრობა სიამოვნებაა და რომ დალაშქრავ მიზანს, ესეც შენი გამარჯვება!!!
მოლაშქრე მოლაშქრეებს კიარა მიზანს უნდა ეჯიბრებიოდეს...
ძირითად კარაველებს ეგ არ ესწავლებათ...

 
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 21 სექ 2010, 12:09
				by tamuna_gudarexi
				მონაწილეობის საფასური რატომ არის ამხელა? რაიმე "მომსახურება" შედის? 

 
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 21 სექ 2010, 12:18
				by meleksa
				გამარჯვებულს ერგება რამე თუ ბუსკვერცხები ?  
  
 
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 21 სექ 2010, 12:33
				by kirnaxona
				tamuna_gudarexi wrote:მონაწილეობის საფასური რატომ არის ამხელა? რაიმე "მომსახურება" შედის? 

 
დიახ, თავად შეჯიბრის ორგანიზება, მედლების და სიგელების დამზადება, მონაწილეების ტრანსპორტით გადაყვანა და თუ დარჩა ფული, პატარა პრიზებით მაინც დავასაჩუქრებთ გამარჯვებულებს...
 
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 22 სექ 2010, 12:47
				by Nika
				მშვენიერი წამოწყებაა. თავის დროზე გვქონდა ამაზე აქ თემა გახსნილი მარა მერე დავიწყებას მიეცა.
ARCHILI wrote:ამდენი წელია მეც და სხვა კარაველებიც ამ ფილოსოფიის გარეშე დავდივართ და ფრიად კმაყოფილებიც ვრჩებით ყველანაირი ხელოვნური კონკურსების გარეშე...
ლაშქრობა სიამოვნებაა და რომ დალაშქრავ მიზანს, ესეც შენი გამარჯვება!!!
მოლაშქრე მოლაშქრეებს კიარა მიზანს უნდა ეჯიბრებიოდეს...
ძირითად კარაველებს ეგ არ ესწავლებათ...

 
მერე შენც ამ შეჯიბრში დაისახე მიზანი და სულ ნუ უყურებ სხვების შედეგებს.
 
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 22 სექ 2010, 12:51
				by Nika
				kirnaxona
წერტილები რა ტერიტორიაზე იქნება მიმოფანტული? ანუ ფეხით რამდენი იქნება სასიარულო, სტარტიდან ყველაზე მოშორებულ წერტილამდე.
ძაან დიდი სურვილი მაქ მონაწილეობის მარა მგონი ამ დროს ოფროუდში გვექნება შეჯიბრი და მეეჭვება დრო გამოვნახო სამაგისოდ 

 
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 22 სექ 2010, 13:12
				by burdiani
				ლაშქრობაში გაჯიბრება აღარ გამიგია 

 
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 22 სექ 2010, 13:20
				by kirnaxona
				Nika wrote:kirnaxona
წერტილები რა ტერიტორიაზე იქნება მიმოფანტული? ანუ ფეხით რამდენი იქნება სასიარულო, სტარტიდან ყველაზე მოშორებულ წერტილამდე. 
წერტილები დაახლოებით 12 კვ. კმ-ის ფართობზე იქნება მიმოფანტული. თუმცა კიდევ გაიზრდება არეალი.
 
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 22 სექ 2010, 13:23
				by Jnosy
				N67-ს დამიძახეთ:)
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 22 სექ 2010, 13:31
				by burdiani
				kirnaxona
ანუ შეჯიბრი რაშია კონკრეტულად რას მოიცავს? ობიექტის პოვნა, სისწრაფე კარავის სწრაფად დაშლა აწყობა თუ რა?
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 22 სექ 2010, 14:42
				by teo-
				რაღაც მომწონს იდეა მაგრამ სა დიქნება შეჯიბრი მტავარი შეკითხვა და სირთულე როგორი იქნება??
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 22 სექ 2010, 14:51
				by arcivi9
				burdiani wrote:ლაშქრობაში გაჯიბრება აღარ გამიგია 

 
და კიდევ ამაში ფულის გადახდა 

 
			 
			
					
				შეჯიბრი ლაშქრობაში
				Posted: 22 სექ 2010, 14:57
				by lama
				Jnosy wrote:N67-ს დამიძახეთ:)
და არა მხოლოდ...
წივწივას
ლობოს
ფაუნას
ტრულალას
და კიდევ ბევრს 
