შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 სექ 2010, 23:23

გთავაზობთ პირიქითა ხევსურეთის შემოდგომურ გასვლას.
გეგმაშია ლებაისკარის კოშკის, კისტანის კოშკების, ქაჩუს ციხის, მუცოსა და არდოტის ნახვა.
ღამისთევა კარვებით. დასაბანაკებლად შატილს ან მუცოს შევარჩევთ.
დამოკიდებულია ხალხის ოდენობასა და საღამოს პირს ჯგუფის ადგილსამყოფელზე.
თუ კგდ ვიარეთ, მუცოსთან დავბანაკდებით.

დაკიდევ, ამ გასვლას, ისევე, როგორც წინა პირიქითა ხევსურულ გასვლებს, საქველმოქმედო ხასიათი აქვს.
მუცოსა და არდოტის 4-4 ოჯახს, რომლებიც ზამთარში რჩებიან, 50-50 ლარი უნდა გადავცეთ. ანუ, სულ 400 ლარი.
ამის გამო, კგდ ნაცნობმა მძღომა ზვიადმა, რომელსაც კარაველები სულ პირიქითა ხევსურეთში დაჰყავს,
მინიბუსზე შეღავათი გაგვიკეთა და წელს დაწესებული საფასურის - 400 ლარის ნაცვლად,
მგზავრობისთვის 350 ლარს გადაგვახდევინებს.


შეხვედრის დრო და ადგილი:
06.29 სთ
25 ენკენისთვე, 2010
სქიმია

სანახავი ადგილები:
პირიქითა ხევსურეთი, შატილი-მუცო-არდოტი

ფასი:
350 ლარი მინიბუსის ფული.
თანხა 17 მგზავრზე თანაბრად გადანაწილდება.
ამას დაემატება ნებაყოფლობით გაღებული საქვემოქმედო თანხა.

გასავლელი მანძილი:
ტრანსპორტით: სა1ო ჯამში 396 კმ
ფეხით: 3-4 კმ

გასათვალისწინებელი პირობები:
კარავი, საძილე ტომარა, საგებელი (ქვეშაგები), გამოსაცვლელი და საღამოს სიგრილის სამოსი, პირადი ჰიგიენის ნივთები, საკუთარი საგზალი.
არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი., მთაში სასიარული მოსახერხებელი ფეხსაცმელი.

ამინდი:
დღისით თბილი ამინდი, დაახლოებით 22 გრადუსი.
ღამით მოსალოდნელია მსუბუქი წვიმა.

სასარგებლო ბმულები კარავიდან:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2546

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2324

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2352

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1319

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=774

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3719&start=0

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2705

ამის გარდაც, :კარავზე: სხვა თემებიც არის პირიქითა ხევსურეთზე.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 სექ 2010, 23:27

მიიღება შენიშვნები და მოსაზრებები.
ახლა კი, თუ შეიძლება, სია შევადგინოთ.
სიაში ჩაწერილმა მიუთითოს, მდგომარეობა კარავის, საძილე ტომრის, ქვეშაგების თაობაზე.
თუ ვინმეს რამე აკლია, დავეხმარებით.
მე ყველაფრით მოვდივარ.

დაკიდევ, არავითარ შემთხვევაში არ წამოიღოთ 1ჯერადი ჭურჭელი.
ასევე, კგ იქნება, თუ სულ უფრო და უფრო შეამცირებთ პოლიეთილენს, ეს იქნება პლასტმასის ბოთლი თუ ცელოფნის პარკები.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 სექ 2010, 23:29

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა შეუძლიათ იმათაც, ვინც არ მოდის.
შემოწირულობებზე შეგიძლიათ შემეხმიანოთ.
400 ლარზე მეტს თუ შევაგროვებთ, ზედმეტ თანხას ამ 8 ოჯახიდან ყველა მრავალწევრიან ოჯახს გადავცემთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by teo- » 20 სექ 2010, 23:35

როგორ მინდა წამოსვლა..
გოგა ჩემი მთავარი კითხვა : ფეხით დაახლოებით რა მანძილს გავივლით??
არა ექსკურსიას! Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 სექ 2010, 23:37

teo- wrote:როგორ მინდა წამოსვლა..
გოგა ჩემი მთავარი კითხვა : ფეხით დაახლოებით რა მანძილს გავივლით??
კგ კითხვაა:
ფეხით ვე დღეს დაახლოებით 3 კმს გავივლით.
მანძილებში შედის კისტანამდე, ქაჩუს ციხემდე, მუცომდე და არდოტამდე მისასვლელი ბილიკები.
ყველგან მცირე-მცირე მონაკვეთებია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by keto » 20 სექ 2010, 23:42

აუფ, როგორ მინდა. იმედია ოთხშაბათს, მაქსიმუმ ხუთშაბათს გვიანი არ იქნება სიაში ჩაწერა. თუ ფესვების წინაშე ვალის მოხდამ ხელი არ შემიშალა, თქვენთან ვიქნები.
Keep Smiling...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 სექ 2010, 23:46

keto wrote:აუფ, როგორ მინდა. იმედია ოთხშაბათს, მაქსიმუმ ხუთშაბათს გვიანი არ იქნება სიაში ჩაწერა. თუ ფესვების წინაშე ვალის მოხდამ ხელი არ შემიშალა, თქვენთან ვიქნები.
დაგვიანებული არ იქნება.
ამასთან, სიასაც არ დავხურავ.
როგორც წესი, წამომსვლელთა ოდენობას არ ვზღუდავ.
პირიქით, რაც მეტი ნახავს პირიქითა ხევსურეთს, რაც მეტი მონაწილე ეყოლება
საქველმოქმედო აქციას, მით უკეთესი იქნება ყველასთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by ninininuca » 21 სექ 2010, 00:12

1.
2.ნინინინუცა (საძილე,ქვეშაგი მაქვს, კარავი არა :( )
Image

User avatar
caucasicas_da
მაწანწალა
Posts: 378
Joined: 12 სექ 2006, 12:33
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by caucasicas_da » 21 სექ 2010, 01:08

მქონდა ბედნიერება ..

ჩემი პირველი ლაშქრობა სწორედაც რომ ხევსურეთშიი იყოო.. როცა კარავი საქველმოქმედო აქციით პირველად ჩავიდა იქ..


როგორ მინდა ეხლაც ამ ლაშქრობას ვუერთდებოდე..მართალია წამოსვლით ვერ წამოვალ მაგრამ.. ჩემი გული და სული თქვენთან იქნება..



თან კეთილ სურვილებსაც გაგაყოლებთ..


:oops: :oops: :oops: :oops:

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by natalia » 21 სექ 2010, 08:15

1.
2.ნინინინუცა (საძილე,ქვეშაგი მაქვს, კარავი არა )
3. ნატალიას + თამუნა ( საძილე,ქვეშაგი,)

უცხოელ სტუდენტებს ხომ არ ვუთხრა? ვიცი რომ ძალიან უნდათ შატილის ნახვა.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by Naia » 21 სექ 2010, 09:14

1. გამარჯობა საქართველო (საძილე, ქვეშაგი)
2.ნინინინუცა (საძილე,ქვეშაგი მაქვს, კარავი არა )
3. ნატალიას + თამუნა ( საძილე,ქვეშაგი,)
4. ნაია (საძილე, ქვეშაგი, 2 კაციანი კარავი)
5.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by Mta Mkvarebia » 21 სექ 2010, 09:19

1. გამარჯობა საქართველო (საძილე, ქვეშაგი)
2.ნინინინუცა (საძილე,ქვეშაგი მაქვს, კარავი არა )
3. ნატალიას + თამუნა ( საძილე,ქვეშაგი,)
4. ნაია (საძილე, ქვეშაგი, 2 კაციანი კარავი)
5.მთა მყვარებია (საძილე და საგებელი. კარავი არ მაქვს)
6.
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by აცაბაცა » 21 სექ 2010, 09:35

მომნატრებია კარავი და მიწაზე ძილიიიიი,
მომნატრებია მთა მყვარებიას სიცილი,
მომნატრებიააააააააააააააააა!!!

1. გამარჯობა საქართველო (საძილე, ქვეშაგი)
2. ნინინინუცა (საძილე,ქვეშაგი მაქვს, კარავი არა )
3. ნატალიას + თამუნა ( საძილე,ქვეშაგი,)
4. ნაია (საძილე, ქვეშაგი, 2 კაციანი კარავი)
5. მთა მყვარებია (საძილე და საგებელი. კარავი არ მაქვს)
6. აცაბაცა! 100 % (კარავი 3 კაციან-ქალიანი, საძილეი ჩემთვინ)
7. შაიძლება აცას+
8.
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by Archil » 21 სექ 2010, 09:39

საქველმოქმედო აქციაში რა იგულისხმება? მე მაგი უფრო მაინტერესებს, ვიდრე მუცოს ნახვა...

ანუ ვინ იქნება მიმღები
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
შატილი-მუცო, სხვაც, საქველმოქმედო აქციით, 25-26.09.2010

Post by აცაბაცა » 21 სექ 2010, 09:44

შენ დიდი ქვემოქმედი ხარ არჩილ????
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]