
2 ოქტომბერს , შაბათს, დილის 6 საათზე გავდივართ სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორიიდან და შუჩერებლივ მივემართებით ახალციხისკენ.
ახალციხეში მოვინახულებთ რაბათის მუზეუმს და გზას ვაგრძელებთ ვალეს საზღვრისკენ.
ჩავდივართ ბანაში და ვბანაკდებით ტაო -კლარჯეთის ამ გამორჩეული და ზღაპრული ძეგლის ახლოს....
ვშლით კარვებს და ვანთებთ ცეცხლს, ვიგონებთ ისტორიულ საქართველოს და ვესიყვარულებით დროებით გასხვისებულ ჩვენს მიწას

3 ოქტომბერს, კვირას მაქსიმუმ 12 საათზე ვტოვებთ ბანას და ისევ ვალეს საზღვრისკენ მოვეშურებით, საფარას აუცილებლად ვანხავთ და ზარზმა და ჭულეს გარეშე აბა როგორ იქნება ...

მოგვემსახურება კომფორტული მიკროავტობუსი ფორდ სპრინტერი, ძალიან გამოცდილი მძღოლით.
მიკროავტობუსუს თანხა 670 ლარი თანაბრად გაიყოფა ჩვენს რაოდენობაზე.
მიკროავტობუსი 18 ადგილიანია და თუ ამდენივე მოვგროვდით მგზავრობის ღირებულება იქნება 37.22 ლარი
მიგვაქვს 2 დღის სამყოფი საკვები.
აუცილებელი აღჭურვილობა : კარავი, საძილე ტომარა, საგებელი, თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, კარგი განწყობა

აუცილებლად უნდა იქონიოთ საზღვარგარეთის პასპორტი
ეს იქნება დაუვიწყარი შემოდგომა ჩვენს ცხოვრებაში

სიას გახსნილად ვაცხადებ

1.ნამცეცუნა
2ნინი-ა
3
