Page 1 of 10
თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 15:23
by namcecuna
11 სექტემბერს-იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს ეკლესია, მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი სახის გასვლა:
11 სექტემბერს დილის 6 საათზე გავდივართ თბილისიდან -ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ გადავალთ მტკვარზე-რომელიც ამ დროს ისე დადაბლებულია-ფეხით გადაისვლება-და ავალთ
იოანე ნათლისმცელმლის თავის კვეთის სახელობის მონასტერში, სადაც სურვილისამებრ დავესწრებით წირვას.
ამის შემდეგ ვეწვევით
ზემო და ქვემო ვარძიის მონასტრებს და დავბანაკდებით .
12 სექტემბერს
ვნახავთ თმოგვის ციხეს, ვანის ქვაბებს და კიდევ რამეს, თუ მოესწრება
დარჩენილ დროს შეგვიძლია ვიკოტრიალოთ
მგზავრობის ღირებულება------- 300 ლარი გაყოფილი ჩვენს საერთო რაოდენობაზე
რაც შეეხება აღჭურვილობას, დაგვჭირდება საძილე ტომარა, კარავი, ქვეშსაგები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი-წყალზე გადასვლის შემდეგ, გოგონებს-მონასტერში შესასვლელად კაბა ან დიდი შარფი, შარვლით რომ არ შევიდეთ, მოხერხებული ფეხსაცმელი, ფანარი, საწვიმარი, საგზალი 2 დღის და 1 ღამის. საღამოს თბილი ტანსაცმელი ალბათ გამოგვადგება.
თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 15:26
by namcecuna
1. ნამცეცუნა
2. მე - ჰხათო - პატაპუტინა
3. ნამცეცუნას პატარა +
4. თამუსია
5. მაა
6. დოროთეა
7.
დაგვჭირდება კარვები, საძილე ტომრები, ქვეშსაგები , საწვიმარი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი-წყალზე უნდა გადავიდეთ. 2 დღის და 2 ღამის საგზალი.
თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 15:35
by namcecuna
სასურველია თუ ბიჭებიც ჩაეწერებით, რადგან მდინარეზე გადასვლა იქნება საჭირო და გვეიმედებით
პ.ს ჩემი + კია ბიჭი მაგრამ პატარაა

თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 15:46
by stranger
ვერ მოვდივარ,
კეთილ მგზავრობას გისურვებთ.

თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 15:52
by Archil
namcecuna
ვარძიის საპირისპირო მხარეს რომ გაყვეთ ნაპირს, და ბილიკ-ბილიკ იაროთ, ფეხის დაუსველებლადაც შიძლება თავკვეთილასთან მისვლა. მივლია მასე და მაქედან ვიცი.
წელიწადის ამ დღეს მაგ ადგილას მტკვარი დაბლა იწევს, რომ მომლოცველებმა გადასვლა შეძლონ.
თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 15:55
by pataputina
აუაუააუაუ
წამოდით ჰხალხო
რაჰხთ

თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 16:04
by namcecuna
Archil
ძალიან კარგი, თუ ეს გასვლა შედგა უფრო დაწვრილებით გამოგკითხავ მაგ ბილიკის შესახებ.
წამოსვლაზე არ გიფიქრია?

თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 17:00
by baqo
ნუ გეშინიათ

ყველას გადაგიყვანთ, მტკვარზე გადასვლას თავისი ლაზათი აქვს.
თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 17:15
by namcecuna
baqo
მეც წყალზე გადასვლა მირჩევნია -ბილიკის გავლას

თუმცა ბიჭები ძალიან პასიურობენ და ...
თუ ეს გასვლა შედგება - სიაში ჩაწერილება კარავის და საძილის და ქვეშსაგების ქონა-არქონის შესახებაც დაწერეთ იქვე
baqo
მოდიხარ ანუ?

თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 17:18
by namcecuna
1. ნამცეცუნა (ყველაფრით აღჭურვილი)
2. მე - ჰხათო - პატაპუტინა (საძილე და მისი მეგობარი)
3. ნამცეცუნას პატარა + (აღჭურვილი)
4. თამუსია
5. მაა
6. დოროთეა
7.?
თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 17:32
by baqo
მე მანქანით მოვდივარ, თოკები მომაქვს და გავჭიმავ ვაკის სამების მრევლიც მოდის, თუ კარვები არ გეყოთ გამოქვაბულებში მოგათავსებთ

თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 17:34
by tamunia_ch
რამდენიმე დღის წინ ვლაპარაკობდი ზუსტად ამ ადგილზე, მაგრამ სამწუხაროდ ამ შაბათ-კვირას ვერანაირად ვერ მიხერხდება, თორემ დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით.
სურათები ძალიან მაინტერესებს და გთხოვთ, რომ ბევრი ფოტო გადაიღოთ

თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 17:39
by namcecuna
baqo
ძალიან კარგი
პმ ნახე

თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 17:40
by ARCHILI
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3430&start=0
ეს თემა ნახეთ.
ამ დღეს ბევრი ხალხი იქნება აქ და პრობლემა არ იქნება მტკვარზე გადასვლის.
დასაბანაკებელი ადგილები ბევრია, ვარძიის ძირას, მტკვრის ნაპირზე ან სხვა უამრავი.
ერთი სიტყვით, თემა გადაათვალიერეთ.

თავკვეთილა, ზემო და ქვემო ვარძია და ... 11/12 -09.10
Posted: 08 სექ 2010, 17:57
by namcecuna
ARCHILI
გმადლობ
