Page 1 of 2

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 18 აგვ 2010, 11:56
by Mta Mkvarebia
სვანეთიდან ჩამოსვლის მერე, სადაც ყოველდღე გვიწევდა დღეში მინიმუმ 15 კმ-ის გავლა, მივხვდით, რომ უბრალო ექსკურსიები ე.წ. პენსიონერული გასვლები მოგვნატრებია და რომ ხანდახან ასეთი გასვლაც არანაკლებ სასიამოვნოა. ამიტომ გზაშივე გადავწყვიტეთ შემდეგი შაბათ-კვირისთვის ასეთი გასვლის მოწყობა თბილისიდან ახლოს, ისე რომ არც მგზავრობით დავღლილიყავით და არც შორ მანძილზე ფეხით სიარულით შეგვეწუხებინა თავი :wink: . ეს ერთგვარი დასვენება იქნებოდა სვანეთობის მერე. გასვლის ხასიათიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა კარავზე თემა არ გაგვიხსნია, თან მინიბუსი მაშინვე შევავსეთ სვანეთობის მონაწილეებმა :) . ასე აღმოვჩნდით წინა შაბათ-კვირას კიდევ რამდენიმე კარველ მეგობართან ერთად ჯერ გუდამაყარში, საღამოს კი ჩვენი ახალი მეგობრის - თათიას აგარაკზე არაგვისპირში. სადაც მრავალვარსკვლავიან სასტუმროში ანუ პირდაპირ ეზოში, მინდორში გვეძინა საძილეებში გახვეულებს და თავზე მილიონი ციმციმა ვარსკვლავი დაგვნათოდა. ყველას ისე მოეწონა "პენსიონერობა", რომ შემდეგი შაბათ-კვირისთვისაც მსგავსი გასვლა "შემიკვეთეს" :wink:
ჰოდა გადავწყვიტეთ, რომ ამჯერად ძამის ხეობისკენ გავემართოთ. ვნახოთ ყინწვისის და ორთუბნის დედათა მონასტრები, მერე დავბანაკდეთ ბატეთის ტბის და ტბეთის მონასტრის ასახვევთან რომ დიდი მდელოა იქ. ვისაც პენსიონერობა უნდა ბანაკში იკოტრიალებს და დაისვენებს, აქტიური დასვენების მსურველები დაბანაკების მერე (შაბათს ან კვირას) ბატეთის ტბას და ტბეთის მონასტერს მოინახულებენ. ეს გასვლა სპეციალურად გარეთ გასათევად დაიგეგმა, ანუ იდეაში კარვებში ძილი არ გვინდა (ამიტომ გაითვალისწინეთ რომ თბილი საძილეები დაგჭირდებათ, ზამის ხეობის ის ადგილი სადაც ღამე უნდა გავათიოთ დაახლ 1400 მეტრზეა), მაგრამ ამინდის პროგნოზს გადავხედე და, თუ ქარელსა და გორში ბრწყინვალე ამინდი გვაქვს, ბორჯომში კვირას ღამის 4 საათიდან მსუბუქი წვიმაა გამოცხადებული. ამიტომ კარვები მაინც გვჭირდება, რომ წვიმას მომზადებული შევხვდეთ. ზოგმა შეიძლება თქვას, ბორჯომის პროგნოზი რა შუაშიაო. ძამის ხეობა ბორჯომის ხეობას ემიჯნება, სულ ერთი ქედი ყოფს, ამიტომ ბორჯომის ამინდიც გასათვალისწინებელია.

ამასთანავე გაითვალისწინეთ ისიც, ჩვენი გეგმა შეიძლება შეიცვალოს (ამას ადგილზე გადავწყვეტთ) ორთუბნიდან ძამის ხეობისკენ თუკი გზად მიტოვებულ აივნიან და ეზოიან სახლს ვიპოვით მის ეზოში დავბანაკდებით, და ამ შემთხვევაში ბატეთს და ტბეთს ვერ ვნახავთ. ამას თავისი მიზეზები აქვს და გზაში მოგიყვებით :) . გეგმის ცვლილებისთვის სიაში ჩაწერილი ხალხი მზად უნდა იყოს, ამიტომაც არ დავწერე თემის სათაურში ბატეთის ტბა და ტბეთის მონასტერი, ჩვენი გასვლაც ხომ უპირველესად პენსიონერულია და მისი მთავარი მიზანი სასიამოვნოდ და ზარმაცულად დასვენება და კარგი ამინდის შემთხვევაში ვარსკვლავცვენაზე დაკვირვებაა.

ყველას უნდა ჰქონდეს თბილი საძილე და გამოსცვლელი ტანსაცმელი, საწვიმარი, ქუდი, მზისგან დამცავი ნელსაცხელებლი. საკუთარი საგზალი და საკუთარი არაერთჯერადი ჭურჭელი.

სურვილის შემთხვევაში შეგვიზლია ავკრიბოთ ფული და შევიძინოთ ან სამწვადე ან სორდელები, ასევე სიმინი და გოგრა კოცონზე შესაწვავად, როგორც ეს წინა გასვლაზე გავაკეთეთ. ჰო მართლა დომინოს, ლოტოს და ნარდის წამოღება არ დაგავიწყდეთ :wink:

მინიბუსის ღირებულება 250 ლარია. გასვლაში ანზორი წაგვიყვანს, რომელსაც 20 ადგილი აქვს. დაგვტოვებს იქ და კვირას ჩამოგვაკითხავს.

ახლა კი სია, რომელშიც უკვე რამდენიმე კაცი წერია, წინა პენსიონერული გასვლის მონაწილეები :) :
მიაწერეთ აღჭურვილობა, საძილე, კარავი, საგებელი


1. ტომა (საძილე, საგებელი)
2. მთა მყვარებია(საძილე, საგებელი)
3. ნიმფა(საძილე, საგებელი)
4. გიორგი ბუნტური(საძილე, საგებელი)
5. თუშო+(საძილე, საგებელი)
6. კარველების + გიორგი(საძილე, საგებელი)
7. კარველების + თათია(საძილე, საგებელი)
8. კაკატული(საძილე, საგებელი) ?
9.


20.......

20 კაცის შევსების შემთხვევაში სია დაიხურება.

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 18 აგვ 2010, 12:09
by NINUCA
1. ტომა (საძილე, საგებელი)
2. მთა მყვარებია(საძილე, საგებელი)
3. ნიმფა(საძილე, საგებელი)
4. გიორგი ბუნტური(საძილე, საგებელი)
5. თუშო+(საძილე, საგებელი)
6. კარველების + გიორგი(საძილე, საგებელი)
7. კარველების + თათია(საძილე, საგებელი)
8. კაკატული(საძილე, საგებელი) ?
9. NINUCA - 99%

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 18 აგვ 2010, 12:20
by tusho+
1. ტომა (საძილე, საგებელი)
2. მთა მყვარებია(საძილე, საგებელი)
3. ნიმფა(საძილე, საგებელი)
4. გიორგი ბუნტური(საძილე, საგებელი)
5. თუშო+(საძილე, საგებელი)
6. კარველების + გიორგი(საძილე, საგებელი)
7. კარველების + თათია(საძილე, საგებელი)
8. კაკატული(საძილე, საგებელი) ?
9. NINUCA - 99%
10. თუშო+-ის +

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 18 აგვ 2010, 12:33
by ნიმფა
მე ჯერჯერობით ამოვეწერები

1. ტომა (საძილე, საგებელი)
2. მთა მყვარებია(საძილე, საგებელი)
3.
4. გიორგი ბუნტური(საძილე, საგებელი)
5. თუშო+(საძილე, საგებელი)
6. კარველების + გიორგი(საძილე, საგებელი)
7. კარველების + თათია(საძილე, საგებელი)
8. კაკატული(საძილე, საგებელი) ?
9. NINUCA - 99%
10. თუშო+-ის +

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 18 აგვ 2010, 13:53
by iano
1. ტომა (საძილე, საგებელი)
2. მთა მყვარებია(საძილე, საგებელი)
3.
4. გიორგი ბუნტური(საძილე, საგებელი)
5. თუშო+(საძილე, საგებელი)
6. კარველების + გიორგი(საძილე, საგებელი)
7. კარველების + თათია(საძილე, საგებელი)
8. კაკატული(საძილე, საგებელი) ?
9. NINUCA - 99%
10. თუშო+-ის +
11. იანო (საძილე, საგებელი)
12. იანო + (საძილე, საგებელი)

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 18 აგვ 2010, 14:07
by fe_male
შაბათს დილით იქნება გასვლა და როდის დაბრუნდებით?

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 18 აგვ 2010, 14:10
by Mta Mkvarebia
fe_male
კვირას საღამოს. ისე რომ დაახლოებით 20:00 საათისთვის უკვე თბილისში ვიყოთ.

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 18 აგვ 2010, 14:18
by fe_male
რაღაცეები მაქვს შაბათ-კვირას დაგეგმილი, თუ მანამდე მოვასწარი წამოვალ.. პარასკევს ზუსტი პასუხი მეცოდინება.......))))

პ.ს. იქნებ სურათები გქონდეთ, ყინწვისში მგონი ნამყოფი ვარ, მაგრამ ორთუბნის მონასტერი რომელია?

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 18 აგვ 2010, 14:31
by Mta Mkvarebia
fe_male
ყინწვისიდან ქოზიფისკენ რომ მიდიხარ გზად რომ დედათა მონასტერია, მეორენაირად მძოვრეთის მონასტერსაც ეძახიან, ციციშვილების კოშკი დგას ეკლესიის გვერდით. ეს ეკლესიაც თავის დროზე ციციშვილების კარის ეკლესია ყოფილა.

აი ფოტოები ამ თემიდან შეგიძლია ნახო:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 493#235493

ეს კიდევ ბატეთის ტბის თემაა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 19 აგვ 2010, 11:41
by tamari-khevi
სალამი მონატრებულ კარავულ ოჯახს.........სამწუხარდო,სვანეთის გასვლას გამოვაკლდი,რადგან ინფორმაცია გვიან ვანხე..იქნებ,ამჯერად მაინც გამიღიმოს ბედმა...სიაში ჩავეწერები,წამოსვლის იმედით............

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 19 აგვ 2010, 11:42
by tamari-khevi
1. ტომა (საძილე, საგებელი)
2. მთა მყვარებია(საძილე, საგებელი)
3.
4. გიორგი ბუნტური(საძილე, საგებელი)
5. თუშო+(საძილე, საგებელი)
6. კარველების + გიორგი(საძილე, საგებელი)
7. კარველების + თათია(საძილე, საგებელი)
8. კაკატული(საძილე, საგებელი) ?
9. NINUCA - 99%
10. თუშო+-ის +
11. იანო (საძილე, საგებელი)
12. იანო + (საძილე, საგებელი)
13.თამარი-ხევი(საძილე)

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 19 აგვ 2010, 14:12
by Mta Mkvarebia
რადგან სიაში ჩაწერილი ხალხის ნაწილი ან საერთოდ ვერ ახერხებს წამოსვლას ან ორდღიანში ვერ ახერხებს, საერთო შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, ამ ჯერზე ერთდღიან გასვლაში წავიდეთ და ვნახოთ ყინწვისის მონასტერი, სადმე გრილ ადგილას დავსხდეთ და მწვადი ( ან სორდელები) და სიმინდი შევწვათ.


იანოს გარდა ყველას დავუკავშირდი და ვკითხე მოსახერხებელი იყო თუ არა მისთვის ერთდღიანი გასვლა. იანოს ვერ დავურეკე, რადგან მისი ტელეფონი არ მქონია (მომწერე პმ-ში გთხოვ, საკონტაქტოდ დამჭირდება).

პენსიონერულ გასვლას ვარსკვლავცვენაზე დაკვირვებიტ სხვა დროს გავაკეთებთ. :)

შეკრების დრო ნახევარი საათით წინ გადმოვწიე.

მაშ ასე ვიკრიბებით სამთო ქიმიასთან 21 აგვისტოს, 8:30 საათზე, დაგვიანების გარეშე, , ვკრებთ ფულს, ვყიდულობთ კოცონზე შესაწვავ პროდუქტს და 9:00-ზე გავუდგებით გზას.

ჰო, ანზორმა თანხა შეგვიმცირა, რადგან ბატეთის გადასახვევამდე აღარ მივდივართ და რადგან ერთდღიანი ავირჩიეთ და 200 ლარად წაგვიყვანს.

ახლა სია შესწორებებით. კიდევ რამდენიმე ადამიანს უნდა ერთდღიანში წამოსვლა, ვინც ორდღიანსი ვერ ახერხებდა, ისინი ალბათ თვითონ ჩაეწერებიან:

1. ტომა
2. მთა მყვარებია
3. ნიმფა
4. კარველების + გიორგი
5. კარველების + თათია
6. NINUCA
7. თუშო+-ის +
8. იანო
9. იანო +
10.თამარი-ხევი
11.


20.

მინიბუსი 20 კაციანია.

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 19 აგვ 2010, 14:54
by arcivi9
1. ტომა
2. მთა მყვარებია
3. ნიმფა
4. კარველების + გიორგი
5. კარველების + თათია
6. NINUCA
7. თუშო+-ის +
8. იანო
9. იანო +
10.თამარი-ხევი
11.
როგორ მინდა ამ სიაში მეც ვეწერო :evil:

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 19 აგვ 2010, 15:13
by ln_ln
ერთდღიანი და პენსიონერული :) ზუსტად ეგ მჭირდებოდა :)

1. ტომა
2. მთა მყვარებია
3. ნიმფა
4. კარველების + გიორგი
5. კარველების + თათია
6. NINUCA
7. თუშო+-ის +
8. იანო
9. იანო +
10.თამარი-ხევი
11.ელენე

ყინწვისი ერთი დღით, 21.08.10.

Posted: 19 აგვ 2010, 15:21
by Mta Mkvarebia
arcivi9
მიეწერე მერე :)...

ln_ln
ეს რა კარგი გოგო ჩაწერილა სიაში:*

ჰო, საგებელები წამოიღეთ პენსიონერულად რომ ვიკოტრიალოთ :wink: .