Page 1 of 9

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 16 აგვ 2010, 15:49
by Jnosy
ეს არის "იდეების კიდობანში" გახსნილი ტოპიკის გაგრძელება.
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4455

როგორც აღმოჩნდა არის ძალიან ბევრი მსურველი და გასვლაც გადაწყდა.

მგზავრობის თარიღები:
რაჭაში 8 დღიანი გასვლის რომლის თარიღია: 21-28 აგვისტო. შვებულების აღება უწევს მხოლოდ 5 სამუშაო დღე.

თბილისიდან გასვლა - 21 აგვისტო (შაბათი რომ თენდება) დილის 5 ან 6 საათზე, ვინაიდან მგზავრობას შესვენებიანად სჭირდება 7-8 საათი, შოვში ვიქნებით 12,00 / 13,00 საათზე.

შოვიდან გამოსვლა - 29 აგვისტოს დილას სავარაუდოდ 12,00 საათზე (ჩვენი ნებაა)



გეგმა - შოვი 2010

I დღე 21 აგვისტო - შაბათი
ჩასვლა და დაბინავება
კაარგი სიმღერა და ცეკვა ბანაკში. როგორც იცით, არც მომღერლები გვაკლია, არც ინსტრუმენტები და არც მოცეკვავეები:)

მე და A12 კოტეჯის ფონზე
Image


II დღე 22 აგვისტო - კვირა
ბუბას მთაზე ჭანჭახის სათავემდე მისვლა, იმავე საღამოს უკან დაბრუნება
რათქმაუნდა სიმღერა და ცეკვა ბანაკში

ჭანჭახის სათავეები (ბუბას მთა)
Image

III დღე 23 აგვისტო - ორშაბათი
ეს დღე იქნება ჩვენი გაყიდვების უნარების დემონსტრირების დღე
მიზანი - მოვანდომოთ მეზობელი და ჩვენი პანსიონატების დამსვენებლებს ჩვენთან ერთად წამოვიდნენ მამისონის უღელტეხილზე მომდევნო დღეს (რათა ჩვენც და მათაც გაგვიიაფდეს მგზავრობის საფასური, რომელიც სატვირთოს ქირაობის შემთხვევაში არის სავარაუდოდ 150-170 ლარი და ეტევა 30-40 ადამიანი)

საღამოს მჟავე წყლების დათვალიერება, ფრენბურთის თამაში (ძალიან კარგი სტადიონებია როგორც ფრენბურთის, ისე ფეხბურთის)
რათქმაუნდა ბანაკში სიმღერა და ცეკვა:)))))

Image

IV დღე 24 აგვისტო - სამშაბათი
დილიდან მივდივართ ლეგენდარული მამისონის უღელტეხილის დასათვალიერებლად, როგორც ვიცით ძაალიან რთულია იქ მოხვედრა ომის მერე, ქართველი მესაზღვრეების მხრიდან ცივი უარიც მივიღე, თუმცა ჩემი ნაცნობი (შოვის პანსიონატის დირექტორი) მარწმუნებს, რომ თვითონ მოაგვარებს ადგილზე მაგ საკითხს. (შენ მანდ სამინისტროში რეკვას და ხტუნაობას მოეშვი, აქ მოგიგვარებ, მთავარია ყველას პირადობის მოწმობა ჰქონდეს თანო)
ასე, რომ მე პირადად ამ შანსის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებ. წავალთ სატვირთო მანქანით, რომლის საბარგულშიც ვიქნებით ჩვენ და ჩვენი მეზობელ და ჩვენივე პანსიონატში მოძიებული მსურველები

ასეთი ფორმით წავალთ ჩვენც
Image



შენიშვნა - გეგმა შეიძლება უმნიშვნელოდ შეიცვალოს ადგილზე ჩასვლის შემდგომ - ამინდის, ან სხვა რაიმე ხელისშემშლელი თუ ხელისშემწყობი მოვლენების გამო...

საღამოს ბანაკში დაბრუნება და ერთი გემოზე მოლხენა:))))

მამისონის უღელტეხილის მისადგომები
შეგნებულად არ განახებთ თვითონ მამისონზე მდებარე ყინულის გამოქვაბულებს და სილამაზეს, რომლითაც მე პირადად აღტაცებული დავრჩი
Image

V დღე 25 აგვისტო - ოთხშაბათი
ფუქსავატობის და დასვენების დღე
ძირითადად შემოვივლით იქაურ მჟავე წყლებს, რომელიც მრავლად არის და ყველა კონკრეტული ორგანოსთვის/დაავადებისათვის არის სასარგებლო. დავათვალიერებთ ზუსტად პანსიონატის წინ მდებარე ტყეს და თუ გაგვიმართლა სოკოსაც ვიპოვით. მე ცნობა არ ვიცი, სავარაუდოდ მოვიწამლებით და თავგადასავალიც იქნება:)))))
ასევე მოვემზადებით მომდევნო 2 დღისათვის, რომელიც საკმაოდ ძნელი გამოცდა იქნება
საღამოს მსუბუქად მოლხენა

Image


VI და VIIდღები 26-27 აგვისტო - ხუთშაბათი/პარასკევი
ეს არის ის დღეები, რომლისთვისაც მე მივდივარ რაჭაში და სხვებიც ავიყოლიე.
ხუთშაბათს მივდივართ უძირო ტბაზე, სადაც გაგვაცილებს ძალიან გამოცდილი და ბევრისთვის ცნობილი გამცილებელი - ილია. მთავარია ამინდმა შეგვიწყოს ხელი. გასვლა 2 დღიანია და როგორც გამოცდილი ხალხი გვეუბნება, 1 დღე მოგვიწევს შუა გზაში გაჩერება (სავარაუდოდ კატიწვერას ძირში), მეორე დღეს კატიწვერაზე გადავძვრებით, ვნახავთ უძირო ტბებს, გადმოვალთ ისევ ბანაკში და დავბრუნდებით შოვში დანარჩენებთან. (დანარჩენებთან იმიტომ, რომ სავარაუდოდ იქ 3-4 კაცი ვერ წამოვა და შოვის ბანაკში დარჩებიან, სამაგიეროდ ვინც ვერ წამოვა, იმათ ჩვენს არასაჭირო ნივთებს დავუტოვებთ და მიგვიხედავენ) დეტალებს შეკრებაზე გავივლით, რომელიც გვექნება ხუთშაბათს 7 საათზე (19.00) სააკაძის მოედანზე.

ხედი უძირო ტბიდან
ტბა, შხარა, უშბა და რაღაც მწვერვალი
Image

პ.ს. ფოტოები მოვიპარე მეზობელი ტოპიკიდან, იმედია არავინ გამინაწყენიანდება


VIII დღე 28 აგვისტო - შაბათი
კარგად მოგეხსენებათ რომ 28-ში მარიამობაა და ძალიან მინდა მრავალძალში წასვლა, რომელიც არის შოვიდან 35-40კმ-ში და მარწმუნებენ, რომ სატვირთო მანქანით მივალთ, თუმცა რისი თავი გვექნება არ ვიცი. მოკლედ, ეს გასვლა ჩვენი ნებაა

Image


IX დღე 29 აგვისტო - კვირა
სამარშუტოები მოგვაკითხავენ როცა ვეტყვით (სავარაუდოდ დილას, იმიტომ. რომ უყვართ სიგრილეში მგზავრობა) და წამოვალთ თბილისისკენ. შეგვიძლია შაორზეც გავგრილდეთ.



ღირებულება
მგზავრობის ღირებულება

სარეისო (საცალო) კაცი ღირს 25 ლარი თბილისიდან შოვამდე.
მარტო კვება პანსიონატში (სასადილო) ღირს - 18 ლარი დღე (2007–ში მაგარი კვება იყო, არც ეხლა იქნება ცუდი)
მარტო კოტეჯი - 10ლარი დღე

ესეიგი ვინც კვებას და კოტეჯს აიღებს, მათთვის ფული შემდეგნაირად გამოითვლება
50ლ (მგზავრობა ორივე გზა)
28ლარი (კოტეჯს + კვება) X 8დღე = 224ლარი

გიდის და სატვირთო მანქანის გადასახადი

მამისონი - ან კაცი - 10 ლარი / ან 150 ლარად ვქირაობთ და ვჯდებით რამდენიც გვინდა. თუ 30 კაცი შევკრიბეთ 5 ლარი მოგვიწევს კაცს
გამცილებელი - ილიას გაცილება დღეში ღირს 50 ლარი. ჩვენი გასვლა 2 დღიანია და შესაბამისად 100 ლარი გამცილებელ ილიას უნდა მივცეთ. თუ ვიქნებით 20 კაცი, კაცზე გამოგვივა 5 ლარი.


ძნელია დავწერო ვის რამდენი ფულის წამოღება დაგჭირდებათ, რადგან ძალიან ბევრი სახის ვარიაციაა

მე ასე ვაპირებ, დავრჩები კოტეჯში, თუმცა არ გამოვიყენებ კვებას (რადგან მეძვირება)
ესეიგი: კოტეჯი 8დღეX10ლარი=80ლარი
მგზავრობა 25ლარიX2=50ლარი
გამცილებლები და სატვირთო მანქანა 20ლარი (ძალიან უხეშად)
კვება 7-8 ლარი (შენიშვნა: სასადილოს არ გამოვიყენებ, პროდუქტებს წავიღებ აქედან) 7.5ლარიX8დღე=60ლარი

სულ 80+50+20+60=210ლარი

ამას თავისუფლად შეგიძლიათ მოაკლოთ 80ლარი (კოტეჯის) და დაიძინოთ კარავში... გამოვა - 130 ლარი
რომ გადავხედე, ძააალიან იაფი გამოდის და მე მაგალითად ყველაფერს ვაკეთებ რომ ეს ტური შედგეს (და შედგება კიდეც)
საკმაოდ იაფი გამოვიდა, მეშინია, რამე ხომ არ გამომრჩათქო (თუ რამე ვერ გავითვალისწინე შემახსენეთ, თუმცა არამგონია)

შოვში ყველა წამსვლელი უნდა შევიკრიბოთ ხუთშაბათს, საღამოს 7 საათზე, რათა ავკრიბოთ ფული საკვებისთვის (ვინც პანსიონატის საკვებით არ იკვებება) და ვიყიდით პარასკევს საღამოს, რადგან შაბათს გამთენიისას არც გუდვილი იქნება და არც რაიმე სხვა.

გთავაზობთ სიას, სადაც უნდა ჩაეწეროს მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც 100% გადაწყვეტილი აქვს წამოსვლა
წამომსვლელების მაქსიმალური რაოდენობაა 36 ადამიანი (2 სამარშუტო)

1. ჯნოსი (კოტეჯში, კვების გარეშე)
2.

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 16 აგვ 2010, 15:52
by Jnosy
იმავე მძღოლს ველაპარაკე და შემპირდა, 1500 ლარად 2 სამარშუტოთი წაგიყვანთ და წამოგიყვანთ კიდეცო. ანუ ეხლა რა გამოდის?

სულ არის 36 ადგილი, 25 ლარობაზე რომ ვიანგარიშოთ (რაც საცალოდ ადამიანმა უნდა გადაიხადოს წასვლისთვის), გამოდის 900 ლარი, ამას ემატება წამოსვლაც + 900 ლარი
900+900=1800ლარს

ეს კაცი კი გვეუბნება 36 ადამიანს წავიყვანთ და წამოვიყვანთ 1500 ლარადო (კაცზე 41.7 ლარი გამოდის 50 - ის ნაცვლად)
მოკლედ, 300 ლარი დავაკლებინე იმ შემთხვევაშიო, თუ ორივე სამარშუტო ჩემი იქნებაო
მთავარია ახლა შეგროვდეს 36 ადამიანი და დისქაუნთიც გვაქვს. (თუ არადა მოგვიწევს 25+25 ლარის მარტო მგზავრობაში გადახდა)
თუ 2 სამარშუტო ვერ შევავსეთ, დისქაუნთი ვერ გვექნება
შეგახსენებთ, რომ 1 სამარშუტოს აქვს 20 ადგილს + 2 ჩამოსაშლელი ადგილი
ადგილები განაწილდება სიის მიხედვით რომ სამართლიანად გამოვიდეს

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 16 აგვ 2010, 16:02
by KSOVRELI
წამომსვლელთა სია:

1. Jnosy
2. KSOVRELI (არც კოტეჯი მინდა, არც კვება. მაქვს 2 კაციანი კარავი)

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 16 აგვ 2010, 16:04
by Jnosy
KSOVRELI
გთხოვ გაითვალისწინო, რომ სიაში ჩაწერით ადასტურებ, რომ მოდიხარ (თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა)

:)

ასევე გთხოვ მიაწერო კოტეჯი / კვება მოიფიქრე თუ არა, თუ არა, იქნებ ისიც დაწერო კარავი თუ გაქვს

გმადლობ

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 16 აგვ 2010, 17:01
by konstantine
წამომსვლელთა სია:

1. Jnosy
2. KSOVRELI (არც კოტეჯი მინდა, არც კვება. მაქვს 2 კაციანი კარავი)
3.
4. კონსტანტინე
5.

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 16 აგვ 2010, 21:00
by ninininuca
konstantine wrote:წამომსვლელთა სია:

1. Jnosy
2. KSOVRELI (არც კოტეჯი მინდა, არც კვება. მაქვს 2 კაციანი კარავი)
3.
4. კონსტანტინე
5.
6.ninininuca (არც კოტეჯი,არც კვება :) მაქვს საძილე,არ მაქვს კარავი :( )
ჩამოსაშლელი სკამი იმედი მაქვს არ შემხვდება :D შორი გზაა სამაგისოდ

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 16 აგვ 2010, 21:32
by stranger
:D :D :D ასევე თქვენც მშვიდობიან ლაშქრობას გისურვებთ.ფოტოები ჩამოიტანეთ,და ერთმანეთს სანამ დაურიგებთ იქამდე კარავზე დააწყვეთ,რომ დავათვალიერო, :D :D :D ................................................

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 16 აგვ 2010, 21:54
by konstantine
წამომსვლელთა სია:

1. Jnosy
2. KSOVRELI (არც კოტეჯი მინდა, არც კვება. მაქვს 2 კაციანი კარავი)
3. ....
4. კონსტანტინე
5. ....
6.ninucaninuca
7. ???
ჩამოსაშლელი სკამი იმედი მაქვს არ შემხვდება შორი გზაა სამაგისოდ
ვიმედოვნებ რომ არა....

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 16 აგვ 2010, 22:06
by konstantine

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 17 აგვ 2010, 10:36
by Jnosy
წამომსვლელთა სია:

1. Jnosy
2. KSOVRELI (არც კოტეჯი მინდა, არც კვება. მაქვს 2 კაციანი კარავი)
3. ???
4. კონსტანტინე
5. ????
6.ninucaninuca
7. ჯორა (ბანი) მხოლოდ კოტეჯი (კვების გარეშე)
8. ჯორას +
9. ჯორას +
10. ჯორას +
11.

გთხოვთ მსურველები უკვე ჩაეწეროთ სიაში, რადგან სამარშუტოში ადგილები სიის მიხედვით გადანაწილდება

წამსვლელების მაქსიმალური რაოდენობაა ან 22 კაცი, ან 36 კაცი
22-ის შემთხვევაში, ბოლო 2 ადამიანი დაჯდება ჩამოსაშლელ სკამზე სამარშუტოში.

9. Tamusia
10. stranger(70%-ით)
11. მარიამო (90%-ით და უდიდესი ინტერესით Smile )
12. KSOVRELI
13. guruli ?
14/15 ნამცეცუნა და +
16.მეგზური
17. KSOVRELI-ის +
18. ნიმფა-50/50-ზე, კოტეჯში დარჩენით

ეს კი არის სია, რომელიც "იდეების კიდობანის" ტოპიკიდან დავაკოპირე
გთხოვთ მსურველებმა დაადასტურეთ წამოსვლა თუ გადაწყვეტთ


შეგახსენებთ, რომ წამსვლელები ვიკრიბებით ხუთშაბათს, 19 აგვისტოს სააკაძის მოედანზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის გაჩერებასთან 7 საათზე...

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 17 აგვ 2010, 11:35
by Monadire
1. Jnosy
2. KSOVRELI (არც კოტეჯი მინდა, არც კვება. მაქვს 2 კაციანი კარავი)
3. ???
4. კონსტანტინე
5. მონადირე ( კარავში მოთავსებით)
6. ninucaninuca
7. ჯორა (ბანი) მხოლოდ კოტეჯი (კვების გარეშე)
8. ჯორას +
9. ჯორას +
10. ჯორას +
11...

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 17 აგვ 2010, 13:54
by Jnosy
1. Jnosy
2. KSOVRELI (არც კოტეჯი მინდა, არც კვება. მაქვს 2 კაციანი კარავი)
3. ???
4. კონსტანტინე
5. მონადირე ( კარავში მოთავსებით)
6. ninucaninuca
7. ჯორა (ბანი) მხოლოდ კოტეჯი (კვების გარეშე)
8. ჯორას +
9. ჯორას +
10. ჯორას +
11. თამუსია

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 17 აგვ 2010, 14:19
by LiBrA
Jnosy

რა მაინტერესებს... იქნება საშუალება გზად ნიკორწმინდისა და ბარაკონის ნახვის? :roll:

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 17 აგვ 2010, 14:23
by Jnosy
LiBrA
მხოლოდ უკანა გზაზე
უკანა გზაზე ვგეგმავთ იმ ჩანჩქერის ნახვას (კოსტია რომ ჩაიციკლა), ნიკორწმინდას და + შაორში ბანაობასაც :)

შოვი 2010 (რაჭა) 21 აგვისტოდან 29 აგვისტომდე

Posted: 17 აგვ 2010, 14:29
by LiBrA
მთავარია ვნახოთ :wink:

და კიდევ... ჩამოსვლის თარიღი ხომ არ გადაიწევს? 29-ში უეჭველი თბილისში უნდა ვიყო... :roll: