Page 1 of 4
ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 24 აგვ 2004, 13:52
by Giorgi
სალამ ალეიქუმ
მოკლედ ვატყობ ძირითადად ხალხი მაინც დასასვენებლად არის წასული ზღვაზე მაგრამ სექტემბერში მემგონი უფრო მეტი ხალხის მოგროვება შეიძლება აქ. მოდით რამე პატარა პახოდი მოვაწყოთ სექტემბრის მესამე კვირის ბოლოს. მემგონი შაბათ კვირას უმეტესობას გვცალია, ხოდა მოვიფიქროთ ორ დღიანი პახოდი სად შეიძლება მოვაწყოთ, თან ხალხიც ერთმანეთს გავიცნობთ და ასე შემდეგ. მოკლედ ველი თქვენს მოსაზრებებს. თან დროც ბევრი გვეკნება მოსაფიკრებლად და ალბათ მანამდე ჩამოვყლიბდებით თუ სადმე წასვლა გვინდა. დანარჩენი დეტალები და წვრილმანები გადაწყვეტადია

ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 24 აგვ 2004, 14:01
by Gvalva
ეს რა წევრი მოვიდა!!!!
კარგი აზრია. თან დროც ბევრია იქამდე, მონდომებული ადამიანი გადაალაგებს საქმეებს და მოიცლის.
სად და რანაირად მაგას მართლაც მოევლება.
მაშ დავხატოთ ლოზუნგი:
მე მომწონს ეს აზრი, შენ?
ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 24 აგვ 2004, 15:20
by Giorgi
უფრო რომ აგამოძრავოთ აქვე გეტყვით რომ მაქვს ორი კარავი ერთი 6 კაციანი და ერთიც 3 კაციანი. თუმცა ვისაც ამ საქმეში რამე ესმის მიხვდება რომ , 6 კაციანი ნიშნავს 10 კაცს ხოლო 3 კაციანი კიდე 4 კაცს, გაჭირვებაში უფრო მეტიც დავეტევით. ეხლა რაც შეეხება ადგილებს არის შემდეგი ვარიანტები და მოდით კენჭი ვუყაროთ :
1) რკონი
2) ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ბირთვისები და მისი შემოგარენი
3) დავით გარეჯი
4) არმაზის ციხე ( ნუ ეს ერთ დღიანია უფრო)
5) ნუნისი ( მოლითის სადგურიდან შესანიშნავ ადგილებში ადიხარ კაცი)
6) ლაგოდეხი
მოკლედ მე იდეებე გამომელია , ვინმემ თუ იცით 2 დღიანი საპახოდე ადგილები მითხარით , ცოტა ხანგრძლივ პახოდზე მერე ვისაუბროთ და მინდა გითხრათ რომ მაგ მხრივ ძალიან გრანდიოზული პროექტი მაქვს რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ანუ ეგ სამომავლოდ ზაფხულში მოხდება( მე გრანდიოზულ გეგმას ვგულისხმობ) ასე რომ ვისაც მოსწონს იდეები ჩვენი შემოგვეხმიანოს.
ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 24 აგვ 2004, 15:56
by Gvalva
მე ვემხრობი ნუნისის იდეას, და საერთოდ ბორჯომი/ხარაგაულის მიმართულება ერთობ მხიბლავს.
შემდეგ მოდის ლაგოდეხი. რაც შეეხება გარეჯის ორდღიანს, რა ვიცი აბა...
ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 25 აგვ 2004, 09:42
by Giorgi
ძალიან კარგი, მემგონი ლაგოდეხი უკეთესია. მაგრამ სხვებსაც დაველოდოთ, და მათი აზრი მოვისმინოთ. მოკლედ ჯერ ჯერობით მარტო ორნი ვართ

იმედია სხვებიც შემოგვიერთდებიან. ჰეი ხალხნო გამოიღვიძეთ...

ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 03 სექ 2004, 09:54
by Gvalva
Yoko-მ გამოთქვა სიტყვიერი სურვილი მაგ ლაშქრობაში წამოსვლის.
დავაძინოთ ბოლობოლო კარავში ეს ადამიანი, სირცხვილია

ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 03 სექ 2004, 11:41
by Giorgi
გვალვა როგორც ძველი ქართველები იტყოდნენ "ბაზარი არაა" ანუ "ნოუ მარკეტს". იოკოც და სხვებიც ვისაც სურვილი აქვთ უნდა წამოვიდნენ. თუმცა რაღაც ხალხის აქტივობას ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც ვისაც მოუნდება წამოსვლა დამიბაროს აქ სიტყვა და რამენაირად დავკავშირდებით. ყოველ შემთხვევაში მე ნაღდად მივდივარ ჩემს რამოდენიმე მეგობართან ერთად... ალბათ უფრო ლაგოდეხში, როგორც ვიცი ლაგოდეხის ძევით მთებში 3000 მეტრზე უნდა მდებარეობდეს ალპური ტბა , მგონი "შავი ტბა ჰქვია" ხოდა ძალიან მინდა ვნახო. ასე რომ ხალხნო იაქტიურეთ და შემომეხმიანეთ.
იოკო შენ ლელა ხომ არ გქვია შემთხვევით?!

ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 03 სექ 2004, 12:06
by Gvalva
გადამოწმების მიზნით:
სექტემბრის მესამე შაბათ-კვირა 18/19 არ არის? ანუ ლაგოდეხი 18-19ში არ იგეგმება?
ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 04 სექ 2004, 16:56
by yoko
ეჰ, შენ რომ არა, ჩემო გვალვა, სხვას ვის ვახსოვარ..
ოღონდ კარავი მე არა მაქვს და შესაბამისად არც მძინებია იქ..
აი, გიოს კი ერთბაშად ორი კარავი რადგან აქვს, ალბათ სახლშიც კი კარავში სძინავს..

ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 06 სექ 2004, 10:52
by Giorgi
მოდით ხალხნო ასე ვქნათ დაგეგმილი დიდი პახოდის წინ, ერთი პატარა პახოდი მოვაწყოთ ერთდღიანი და იქ თან მოვილაპარაკოთ სად ჯობია წასვლა. რას იტყვით. ჰა გვალვა თქვი რამე

თან ახალბედებსაც მოვნათლავთ.
იოკო სახლში საერთოდ ძალიან იშვიათად ვარ მაგრამ როცა ვარ მაშინ მაინც ლოგინში მირჩევნია წოლა

აი ზამთარში კი სპალნიკში ვიძინებ, დამიჟერე ძალიან მოსახერხებელია
მოკლედ ამ კვირას ერთდღიან პახოდში ვინც წამოვა ხელი აწიოს და წინ ერთი ნაბიჯი გადმოდგას. დანარჩენზე მერე შეხვედრის მერე ვილაპარაკებთ.
აბა ჰე და აბა ჰო

ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 06 სექ 2004, 14:30
by Druides
მინდა გითხრათ რომ ამ საიტის სულის ჩამდგმელებმა და სტარიკებმა ვიცით ერთი კაცი საუკეთესო პირვნება და ჩვენი მასწავლებელი ბატონი თამაზი ხოდა
ფშავის მერე ჩვენ ვიყავით გვალვას გარეშე თრიალეთის ქედზე ხოდა იქ დაიბადა 3-4 დღიანი მარშრუტი ვარძიისკენ ხოდა მანდაც შეგვიძლია წასვლა.
თუ კარგად ვივლით 3 დღიანი გამოვა და ტუ არა და 4 დღიანი.
ერთ დღიანს რაც შეეხება შეგვიძლია წავიდეთ დრისის ციხეზე ესეც ვანდერერის იდეა თუ იცით კასპის იქით არის სოფელი ახალქალაქი იქაც შეგვიძლია.ქაჯეთის ციხე თუ წარმოგიდგენიათ ზუსტად ისეთია.
ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 06 სექ 2004, 14:43
by Giorgi
დრისის ციხე ვიცი, რკონისკენ მიმავალ გზაზეა. ვარძიაც შეიძლება. მოკლედ ჯერ ერთდღიან პახოდში მოვიფიქროთ სად მივდივართ და იქ გადავწყვიტოთ მერე სამომავლოდ სად წავიდეთ.
ნუ თქვენ როცა ფშავში იყავით მე მაგ დროს უკვე არდოტს ვუახლოვდებოდი მუცოდან გასული
სტარიკებს რაც შეეხება..მე ადრე უფრო "ადინოკი ვოლკის" პონტში ვიყავი ახლა კიდე მინდა ცოტა დიდი ჯგუფთან ერთად ვიარო. იმედი მაქვს საინტერესო იქნება.
კაი მაშინ მითხარით ერთდღიანში ამ კვირას ან შაბათს სა წავიდეთ???
ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 06 სექ 2004, 20:08
by Wanderer
Giorgi
გამარჯობა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ენთუზიასტი ადამიანი ხარ და ასე გიყვარს ტყე-ღრეში ხეტიალი. იმედია მალე გავიცნობთ ერთმანეთს და დავმეგობრდებიც კიდეც
ამ კვირას მე მემგონი ვერსად წასვალს ვერ მოვახერხებ. ხოდა თუ ერთდღიან ლაშქრობას იქითა კვირისთვის გადადებთ კარგი იქნება !
შენს მიერ ჩამოთვლილი ლაშქრობის ვარიანტები მომწონს. განვიხილოთ თვითოეული მათგანი ჩემებურად:
***რკონი - ახლახანს ვიყავი, საკმაოდ საფუძვლიანად მოვიარე და მანდ წასვლის სურვილი აღარ მაქვს.
***ბირთვისები - დიდი სიამოვნებით ! რამდენი ხანია მინდა მანდ წასვლა და საშველი არ დაადგა.
***დავით გარეჯი - კარგია, მაგრამ ნამყოფი ვარ და არ მინდა.
***არმაზის ციხე - ნამყოფი ვარ და არ მაინტერესებს.
***ნუნისი - დიდი სიამოვნებით ! ძალიან გამიხარდება
***ლაგოდეხი - მემგონი ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტია ამ ექვსიდან !!!
koza-nostra
ვარძია ჩაიშალა !!!
მაგ ციხეს ჰქვია არა "დრისის ციხე" არამედ "დრის ციხე". მანდ შეიძლება მომავალში წავიდეთ როდესმე ! ახლახანს არ ვიყავით ?! მე ეგ იდეა მომავლისთვის წამოვაყენე ...[/list]
ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 07 სექ 2004, 10:14
by Giorgi
ვანდერერ მოკლედ ასე ვქნათ მაშინ,
იქით შაბათს ან კვირას წავიდეთ ბირთვისებში, თუ გინდათ ორივე დღე გადავაბათ. რავი მოკლედ მოიფიქრეთ.ლაგოდეხში კარგი აზრია გეთანხმები. მოკლედ ლაგოდეხს 2 კაცი უკვე ვემხრობით. სხვები რას იტყვიან??
ლაშქრობის შესაძლო ვარიანტები.
Posted: 07 სექ 2004, 14:00
by iwlita
ჩემი აზრით,ლაგოდეხი და ნუნისი კარგია,ბირთვისს და რკონს გამოვრიცხავ. თუ დავით გარეჯში წავალთ ისიც კარგია. არმაზში სტენკა მაქვს დადგმული და ამიტომ არ მსურს წასვლა.