Page 1 of 2

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 19 ივლ 2010, 16:42
by la cioccolata calda
1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე, გასვლა ბოდრუმიდან 21-28 აგვისტო

"მოგესალმებით ყველას!

მეგობრებს დაგვებადა ესეთი იდეა რომ თურქეთის რომელიმე ზღვისპირა კურორტზე სასტუმროში ცხოვრების ნაცვლად, ერთი კვირით ავბარგდეთ "მოძრავ სასტუმროზე" ხის ულამაზეს და ძალიან კომფორტულ იახტაზე და მოვიაროთ თურქეთის რივიერად წოდებული სანაპირო ბოდრუმიდან მარმარისამდე თავისი ულამაზესი ყურეებით და განმარტოებული პლაჟებით.

დავუკავშირდით ბოდრუმში სხვადასხვა ჩარტერულ კომპანიებს და შევარჩიეთ ყველაზე კარგი და იაფი ვარიანტი: იახტა "ჰ. დოგანი" გათვლილი 10 მგზავრზე 5 ორკაციანი კაბინით.

გემს მართავს პროფესიონალი ადგილობრივი კაპიტანი და მისი დამხმარე, ე.წ. "დეკჰენდი". ხოლო გემის მზარეული კი ეკიპაჟის წევრებისთვის გემრიელი საკვების მომზადებით იქნება დაკავებული დღეში სამჯერ.

ეს იახტა თავისუფალია 21-დან 28 აგვისტომდე, ანუ ჩვენი კრუიზიც ამ პერიოდში იქნება.

იახტა არის საკმაოდ დიდი და გემბანზე საკმაო სივრცეა გარუჯვისთვის, აგრეთვე ნაპირზე გადასვლისა და სანაპირო პატარ-პატარა ქალაქების თუ ანტიკური ნანგრევების დასათვალიერებლად გემს აქვს სპეციალური პატარა ძრავიანი ნავი.

მოკლედ ეს იახტა რომ ავიყვანოთ და ერთი კვირა ჩვენს გემოზე ვატაროთ სადაც გვინდა და კარგად დავისვენოთ საჭიროა შევგროვდეთ 10 კაცი. ჩვენ დაახლოებით ოთხნი უკვე ვართ, ანუ ადგილები კიდევ არის."
სანამ ფოტოებს ავტვირთავ მანამდე შეგიძლიათ იახტა და პირობები თქვენით შეათვალიეროთ შემდეგ ლინკზე:

http://www.yachtdogan.com/

ეხლა კი ყველაზე მთავარი - ფასი!:) მე მგონი მსგავსი დონის 7 დღიანი სიამოვნებისთვის საკმაოდ ნორმალური 700 აშშ დოლარი, ან 560 ევრო ღირს ეს ყველაფერი, პლუს ბოდრუმამდე ჩასვლა.

თუ ვინმეს დაგაინტერესებთ შემოგვეხმაურეთ ოღონდ ცოტა სწრაფად იმიტომ, რომ იახტა დროზე თუ არ დავჯავშნეთ შეიძლება სხვამ იქირავოს და ესეთ ფასში თანაც ამისთანა გახურებულ სეზონზე გაჭირდება მოძებნა!

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 19 ივლ 2010, 16:50
by la cioccolata calda
იახტის ხედი უკნიდან
Image

მისი უდიდებულესობა

Image

Image

Image

Image

საძინებელი
Image

Image

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 19 ივლ 2010, 16:59
by la cioccolata calda
ამ იახტის დაქირავება მთლიანად ჯდება 3850 ევრო ერთი კვირა, + 3-ჯერადი კვება ერთ კაცზე ღირს 25 ევრო.

იახტა 10 კაცს იტევს, ანუ თუ 10 კაცი შეგროვდა თითოს კვებით გამოსდის 560 ევრო. აქ თუ შეხვალთ www.yachtdogan.com ყველანაირი ინფორმაციაა მოცემული ამ იახტაზეც, შესაძლო მარშრუტებზეც, კლიენტების გამოხმაურებებზეც etc.

ბოდრუმამდე ჩასვლის რამდენიმე გზა არსებობს თვითმფრინავი, ავტობუსი და ა.შ. მე პირადად ჩემი მანქანით ვაპირებ წასვლას იმიტომ რომ თვითმფრინავით საკმაოდ ძვირი გამოდის.

ყველაზე იაფი ტრაბზონიდან გაფრენაა. შედით თურქიშის საიტზე www.thy.com და ნახეთ

ეს არის სურათები კმაყოფილი კლიენტების გვერდიდან

Image

Image

Image

Image

გზადაგზა გემი ჩერდება სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში, სადაც მსურველებს შეუძლიათ ნაპირზე გადასვლა და ანტიკური ბერძნულ-რომაული თუ ბიზანტიური ნანგრევების ან უბრალოდ საინტერესო ადგილების დათვალიერება

Image

Image

Image

ღამე გემი ჩერდება ასეთ წყნარ ბუხტებში მშვიდი ძილისთვის

Image

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 19 ივლ 2010, 23:56
by Int3lig3nt
სულ ვოცნებობდი ასეთ მოგზაურობაზე...

დამაფინანსეთ ვინმემ რა :S.

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 20 ივლ 2010, 03:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
რა მაცდური და გადასარევი წინადადებაა.
გირჩევთ ხალხ, ამ გასვლას შეუ1დეთ.
მსგავსი დასვენების გამ20დილება მაქვს და ეს არაჩვეულებრივი თავგადასავალია.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში 3 თვით უვიზოდ შეუძლიათ ყოფნა.

la cioccolata calda wrote: მოტორიანი ნავი.
ძრავიანი ნავი ყველა გემის აუცილებელი შემადგენელია.
ამის გარეშე ნაოსნობის უფლებას არ მისცემენ

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 20 ივლ 2010, 03:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
560 ევროში 7 დღის 3ჯერადი კვებაც იგულისხმება, არა?
თბილისიდან ბოდრუმში მანქანით რა ხანში ჩაისვლება?
გაითვალისწინე, რომ საქართველოდან თურქეთში სათადარიგო საწვავს ვერ გადაიტან.
ადგილზე კი 1 ლიტრი 3 დოლარამდე ღირს.
უფრო მოხერხებულია ტრაბზონიდან ბოდრუმში გამგზავრება. მგონი, 35 დოლარი ღირს.
თუმცა, მანქანითაც კგია ჩასვლ, რადგან კრუიზის შემდეგ ადგილზე მანქანით ბევრგან წასვლა შეიძლება

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 20 ივლ 2010, 10:54
by la cioccolata calda
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:560 ევროში 7 დღის 3ჯერადი კვებაც იგულისხმება, არა?
თბილისიდან ბოდრუმში მანქანით რა ხანში ჩაისვლება?
კი

3850:10=385
კვება 7X25=175

ჯამი 385+175=560


ვგონებ მანქანით უფრო ძვირი დაჯდება იქამდე ჩასვლა არადა კარგი კი იქნება ეს დამატებით მოგზაურობაა, თუმცა ალბათ უფრო ეკონომიური იქნება ბათუმიდან ან თურქეთდან შიდა რეისით გაფრენა, უფრო იაფი იქნება

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 20 ივლ 2010, 10:55
by la cioccolata calda
GAMARJOBA SAKARTVELO
:ჩასწორებულია: მომიტევეთ ეს გაუაზრებელი შეცდომა

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 20 ივლ 2010, 11:26
by Tamari-ch.
გზადაგზა გემი ჩერდება სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში, სადაც მსურველებს შეუძლიათ ნაპირზე გადასვლა და ანტიკური ბერძნულ-რომაული თუ ბიზანტიური ნანგრევების ან უბრალოდ საინტერესო ადგილების დათვალიერება
უფრო ზუსტად?
რა ადგილების?

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 20 ივლ 2010, 12:02
by arcivi9
21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი
წყნარი ოკეანის გადალახვა იყოს და წამოვიდოდი............

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 20 ივლ 2010, 22:10
by nica-nica
ისე, ფრიად მაცდური წინადადებაა :roll:

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 22 ივლ 2010, 05:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
la cioccolata calda wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
:ჩასწორებულია: მომიტევეთ ეს გაუაზრებელი შეცდომა
ოქროს ადამიანი ხარ.
შესანიშნავი გეგმაა და იმედია, შეძლებ გახორციელებას

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 22 ივლ 2010, 08:58
by limpompo
ვაიმეეე რა მაგარიააააა
სპონსორიიი მინდაააააააააა)))

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 22 ივლ 2010, 21:18
by la cioccolata calda
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ოქროს ადამიანი ხარ.
შესანიშნავი გეგმაა და იმედია, შეძლებ გახორციელებას
:P :)

ხო გეგმა მართლაც შესანიშნავია,მაგრამ არც ისე ხელმისაწვდომი, ესე რომ არ ვიცი რამდენად მოხერხდება განხორცილება

21-28.08.10 1 კვირიანი კრუიზი იახტით თურქეთის ხმელთაშუაზღვი

Posted: 23 ივლ 2010, 00:02
by perwkli
ეკა რას გვერჩი :twisted:

მინდა :(

.............................................