Page 1 of 8

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 04 ივლ 2010, 17:54
by zura N.
დათვიჯვარი(2676მ.)-კისტანისთავი(3047მ.)-ბორბალო(2996მ.)-საკარისღელე(2707მ.)-ბაცალიგო-სანესღელე(2138მ.)-გუდანი

ავალთ მიკროავტობუსით დათვიჯვარზე და იქიდან ქედ-ქედ ჩამოვალთ გუდანში, საიდანაც ისევ მიკროავტობუსით დავბრუნდებით უკან...

მარშუტი სავარაუდოდ საკმაოდ რთული იქნება, არ ვიცი იქ რა გზებია(საერთოდ თუ არის), ჩემი ვარაუდით დაახლოებით დათვიჯვარი-შუაფხოს გზისნაირი უნდა იყოს...

სავალი დაახლოებით 20კმ-ია...
დათვიჯვრიდან-ბორბალომდე რუკაზე ბილიკი არ არის დატანილი, მაგრამ მგონი გაუვალი არ უნდა იყოს ეს მონაკვეთი, ბორბალოს შემდეგ(ფშავისკენ რო ბორბალოა ის არ იფიქროთ ეს სხვაა :wink: ) რუკაზე ბილიკი მიუყვება(თუკი ისევ არსებობს) ქედს და ჩვენც მას უნდა გავყვეთ...


ქედიდან ჩვენს ხელმარჯვნივ გორშაყმისხევი თავისი სოფლებით და კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი იქნება...
ხელმარცხნივ კი არაგვის ხეობა (ხახმატი, ჭიე და ა.შ.)...

ესეც რუკა... :)

Image

დიდი ზომის რუკისთვის დააჭირეთ ამ სურათს და გადმოწერეთ... :wink:

Image

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 04 ივლ 2010, 17:55
by zura N.
ყველაზე რთული ალბათ პირველი მონაკვეთის გავლა იქნება ბორბალომდე იქ სადაც ბილიკი არაა რუკაზე დატანილი... :?

ეს სურათი დათვიჯვარი-შუაფხოს თემიდან ამოვიღე...
წითელი ფერით უბილიკო მონაკვეთია ბორბალომდე, თუმცა გაკვალულ ბილიკს ვერც მის შემდეგ შეგპირდებით... :D :lol:

Image

ეს სურათი google earth-იდან(Panoramio) ამოვიღე, თუ არ ვცდები ჩვენი მოდერი ნიკას ფოტო უნდა იყოს... :oops: :roll:

Image

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 04 ივლ 2010, 17:57
by zura N.
zura N. wrote:
GT.ge wrote:ერთობ საინტერესოა.
ვეცდები წამოვიდე.

პ.ს. ტბა/ჩანჩქერი არსად შეგვხვდება? :D
ტბა/ჩანჩქერი არსად იქნება მხოლოდ მცხუნვარე მზე... :?
ესეც გასათვალისწინებელია,

მთელი დღე მზის გულზე მოგვიწევს სიარული და დამცავი საშუალებები აუცილებელია ასევე წყალიც ჩრდილი არსად არ შეგვხვდება!!!
ასევე მინდა დავამატო რომ საკმაოდ რთული მარშუტი იქნება სხვადასხვა გარემოებებსიდა გამო, ასე რომ მსურველები მოემზადეთ (ფიზიკურ-ფსიქოლოგიურად...:) )


ციცაბო დაღმართებს ციცაბო დაღმართები მოყვება.. .სადაც ზოგი ფეხების დახმარებით ჩავა, ზოგი ხელების, ზოგიც...უპს... :D :lol:

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 04 ივლ 2010, 17:58
by zura N.
ასევე მზისგან დასაცავად ქუდი ყველას ქონდეს, თორემ ვიზუალურ კონტროლს ვერ გაივლის(ნახევრად ხუმრობით)... :D ზაფხულის მზეზე მთელი დღე სიარული და თან დატვირთვა სახუმარო არაა!

ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად მაფიქრებს საკმაოდ ციცაბო ფერდობებია, მაგრამ დაუძლეველი ნამდვილად არ ჩანს რადგან ამ მონაკვეთში სიმაღლის აღება არ გვიწევს დიდად, ანუ ნაკბეი აღმართია.. :roll:

Image

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 04 ივლ 2010, 17:58
by zura N.
Wanderer wrote:zura N.
მარშრუტის სირთულე მარტო კილომეტრებით ხომ არ იზომება?! ;) დათვიჯვარი-შუაფხოზე ბილიკი იყო. რუკაზეც კი იყო დატანილი და მანდ კიდე ბილიკი არაა.
თუკი მაშინ სექტემბერში გავიარეთ ეს მანძილი ივლისში უფრო გვიან ღამდება...
მერე გახსოვს მაშინ როგორ გავიარეთ? ღამის 10 საათზე ჩავედით შუაფხოში. :) მაგარი წაშლილები ვიყავით თან. :D


მოკლედ რთული იქნება, მაგრამ შენ რომ გაივლი ეგ ვიცი. :D

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 04 ივლ 2010, 18:03
by zura N.
11 ივლისს 07:10-ზე ვიკრიბებით სამთო ქიმიასთან...
ზუსტად 07:30-ზე გავალთ!!! არცერთი წუთით გვიან!!!
სავალი ბევრია და დაგვიანება არ შეიძლება!


წამომსვლელთა სია:

1. ზურა ნ.
2. :?: :arrow:



მსურველთა სია:

1.
2.

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 04 ივლ 2010, 18:05
by levanikoki
მსურველად მიგულეთ...

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 04 ივლ 2010, 19:00
by guruli
აუჰ, ნეტავ 10-ში ყოფილიყო გასვლა, შაბათს... :cry: :cry:
თუმცა მაინც ვფიქრობ ჯერ, ძალიან მინდა.

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 04 ივლ 2010, 19:09
by levanikoki
ისე ვინმეს სურვილი თუ ექნება მაქედან ჭიუხებშიც შეიძლება გადასვლა, ტბებზე... და ცოტა დროც რო იყოს ჯუთადან უკან წამოსვლა...

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 04 ივლ 2010, 19:14
by zura N.
levanikoki wrote:ისე ვინმეს სურვილი თუ ექნება მაქედან ჭიუხებშიც შეიძლება გადასვლა, ტბებზე... და ცოტა დროც რო იყოს ჯუთადან უკან წამოსვლა...
რასაც შენ ამბობ ერთ დღეში გამორიცხულია... :D :wink:

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 04 ივლ 2010, 20:08
by levanikoki
zura N. wrote:
levanikoki wrote:ისე ვინმეს სურვილი თუ ექნება მაქედან ჭიუხებშიც შეიძლება გადასვლა, ტბებზე... და ცოტა დროც რო იყოს ჯუთადან უკან წამოსვლა...
რასაც შენ ამბობ ერთ დღეში გამორიცხულია... :D :wink:
1 დღეში არც მიფიქრია კაცო :), 3 დღე ვივარაუდე... )

თუ გამოჩნდება ვინმე მსურველი ტბებამდე მისვლის დაწერეთ მაინც : )

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 04 ივლ 2010, 20:10
by levanikoki
zura N. wrote: Image
ეს ის ადგილია ოხ სკამი რო დგას ქვემოთ, და სურათი ჯვარი რომაა რკინისი იქიდანაა გადაღებული ?

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 05 ივლ 2010, 00:10
by meleksa
1. ზურა ნ.
2. MeLeksa ?

მგონი მოვდივარ, ამ ეტაპზე ხელი არაფერმა არ უნდა შემიშალოს წესითა და რიგით :)

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 05 ივლ 2010, 00:19
by levanikoki
მართლა დათვიჯვრამდე რითი მივდივართ ?

11.07.2010 დათვიჯვარი-გუდანი

Posted: 05 ივლ 2010, 00:24
by guruli
levanikoki
მართლა დათვიჯვრამდე რითი მივდივართ ?
მიკროავტობუსითო, ზურა-ნ წერდა სადღაც.