"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.
Posted: 17 ივნ 2010, 22:03
2010 წლის 26 ივნისს ტურისტული კომპანია თებულოტური გეპატიჟებათ ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში, სადაც გაიმართება საღამო -
მთის საჩუქარი ბარს
მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები. წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები. გაიმართება დები გოგოჭურების მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია.
მზიურში აგრეთვე შეგროვდება ხელმოწერები, თბილისი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხევსურული კოშკის აშენების სურვილით.
2007 წლიდან თბილისში, ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება "ხევსურული საღამო მზიურში" სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილებს.
ვინაიდან საღამოზე ხევსურეთის გარდა მთელი საქართველოს მთიანეთია წარმოდგენილი, წელს საღამოს დაერქვა “მთის საჩუქარი ბარს”.
ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.
საღამოს დევიზია - თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!
დასწრება თავისუფალია

www.paata.ge